ბრძანება N 18819
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18819
15 აგვისტო 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ -----------ის (პ/ნ --------------------)
(მის.: -------------------------------------)
2024 წლის 31 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №87) განიხილა ფ/პ -----------ის (პ/ნ --------------------) №91117/1/2024 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის ID:------ გადაწყვეტილებას და №73225-21-11 დასკვნას.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:
გადამხდელი განმარტავს, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ერიცხებოდა არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომელზეც მიმდინარეობდა დავა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემოღების შემდეგ, გადასახადის გადამხდელმა გაიხმო სარჩელი.
სადავო თანხების აღიარების შემდეგ განცხადებით მიმართა მომსახურების დეპარტამენტს და მოითხოვა 2021 წლის 1 იანვრამდე დროებით ბარათზე დარიცხული და გადაუხდელი დავალიანების ჩამოწერა. მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებით ეცნობა მისი განცხადების დაკმაყოფილების შესახებ, თუმცა დავალიანების ჩამოწერა სადავო დასკვნით მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა. პირადი აღრიცხვის ბარათიდან ირკვევა, რომ 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ გადახდილი თანხები საგადასახადო ორგანომ სრულად მიმართა ამ პერიოდამდე წარმოშობილი (იმ დროისათვის არაღიარებული) ძირითადი თანხების დასაფარავად, რის გამოც გადასახადის გადამხდელს არ ჩამოეწერა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემოღების შემდეგ პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე გადატანილი და გადაუხდელი დავალიანება.
გადამხდელი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ თანხებს იხდიდა დეკლარაციებით დარიცხული გადასახადებისთვის, ხოლო სადავო დავალიანების დაფარვის ვალდებულება არ ჰქონდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს, გაუქმდეს მომსახურების დეპარტამენტის სადავო ადმინისტრაციული აქტები და სრულად ჩამოეწეროს დავალიანება.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ ფ/პ -----------ემ (პ/ნ --------------------) 2024 წლის 25 ივლისს ID:------ განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით.
მონაცემთა დამუშავების სამმართველოს მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათი. კერძოდ, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით პირს 01.01.2021 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 1155.73 ლარი და საურავი 40.85 ლარი, ასევე დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ იყო აღიარებული 55481 ლარი. საკითხის შესწავლით დადგინდა, რომ დამატებით დარიცხული თანხების საფუძველია 2018 წლის 1 ოქტომბრის №054–15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც ითვლება 01.01.2021 წლამდე წარმოშობილად და აღიარების შემთხვევაში დაექვემდებარებოდა ჩამოწერას მისი გადაუხდელი ნაწილი.
23.07.2024 წელს დამატებით დარიცხული თანხები აღიარებულია და დროებითი ბარათიდან გადატანილია ძირითად ბარათზე. ნაერთი ინფორმაციის მიხედვით 01.01.2021 წლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება: გადასახადი 24142.53 ლარი, ჯარიმა 12595.75 ლარი და საურავი 19939.30 ლარი.
ამასთან, პირადი აღრიცხვის ბარათზე 01.01.2021 წლის შემდეგ ფიქსირდება ბიუჯეტთან ანგარიშსწორება (გადასახადების დარიცხვა/შემცირება/გადახდა), ბიუჯეტში გადახდილია გადასახადი 71443.66 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომსახურების დეპარტამენტის მონაცემთა დამუშავების სამმართველოს მიერ 2024 წლის 30 ივლისს შედგენილ იქნა დასკვნა №73225-21-11 და ფ/პ -----------ის (პ/ნ --------------------) პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა 01.01.2021 წლამდე წარმოშობილი და 30.07.2024 წლამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა. კერძოდ, ჩამოწერას დაექვემდებარა: ჯარიმა 12595.75 ლარი და საურავი 21345.13 ლარი, რაზედაც გადამხდელს ეცნობა პასუხი 2024 წლის 30 ივლისის ID:----------- გადაწყვეტილებით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემის მონაცემებით, გადამხდელს 2024 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით გპაბ-ზე ერიცხება დავალიანება: გადასახადი 21 097.47 ლარი, ჯარიმა 300 ლარი და საურავი 14453.19 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დროებითი აღრიცხვის ბარათზე დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება/სანქცია გადასახადის გადამხდელის ძირითად ბარათზე აისახება მას შემდეგ, რაც გახდება აღიარებული საგადასახადო ვალდებულება, შესაბამისად ამ გარემოების დადგომის შემდეგ პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე საგადასახადო ვალდებულების თანხები აისახება შესაბამისი სავადოებით, ამავე თანხით მცირდება დროებით ბარათზე აღრიცხული საგადასახადო ვალდებულება.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პირს ერიცხება საგადასახადო ვალდებულება რამდენიმე გადასახადში და გადაიხადა თანხა, რომელიც საკმარისი არ არის გადასახადების მიხედვით არსებული დავალიანების დასაფარავად, თანხის განაწილება მოხდება ცალკეული გადასახადის ვალდებულების წარმოშობის ვადის მიხედვით. შესაბამისად, გადახდილი თანხით პირველად დაიფარება უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულება. ანალოგიური თანმიმდევრობით მოხდება სანქციაში არსებული ვალდებულების დაფარვა. გადასახადის, ჯარიმისა და საურავის მიხედვით ბარათზე არსებული ვალდებულების დაფარვით განისაზღვრება ცალკეული გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხები.
ამავე ბრძანების 91 მუხლის მე-3 და მე-15 პუნქტების თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები (გარდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანის ოპერაციებისა), რომლებიც აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას, არ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად და არ ექვემდებარება ჩამოწერას.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ ასახულია ოპერაციები, რომლებიც ცვლის საგადასახადო დავალიანების თანხას, ჩამოსაწერი დავალიანების დათვლისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესით განსაზღვრული შემდეგი პრინციპი: თუ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული ოპერაცია (გადახდა, დეკლარაციით ბარათზე ასახული ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი თანხა (შემცირება), დასკვნა/ბრძანება/გადაანგარიშება ოპერაციის მიხედვით ასახული შემცირება, რომელიც იწვევს საგადასახადო დავალიანების შემცირებას, პირველ რიგში იწვევს უფრო ადრე წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების (2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი) დაფარვას, ხოლო შემდეგ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილი დავალიანების დაფარვას, ისე რომ ორივე შემთხვევაში დაცული უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დავალიანების დაფარვის დადგენილი თანმიმდევრობა:
ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);
ბ) ჯარიმა;
გ) საურავი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილებები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ -----------ის (პ/ნ --------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ თანხებს იხდიდა დეკლარაციებით დარიცხული გადასახადებისთვის, ხოლო სადავო დავალიანების დაფარვის ვალდებულება არ ჰქონდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს, გაუქმდეს მომსახურების დეპარტამენტის სადავო ადმინისტრაციული აქტები და სრულად ჩამოეწეროს დავალიანება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ მომჩივანმა 2024 წლის 25 ივლისს განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით.
მონაცემთა დამუშავების სამმართველოს მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათი. მომსახურების დეპარტამენტის მონაცემთა დამუშავების სამმართველოს მიერ 2024 წლის 30 ივლისს შედგენილ იქნა დასკვნა და მომჩივანის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა 01.01.2021 წლამდე წარმოშობილი და 30.07.2024 წლამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა. კერძოდ, ჩამოწერას დაექვემდებარა: ჯარიმა 12595.75 ლარი და საურავი 21345.13 ლარი, რაზედაც გადამხდელს ეცნობა პასუხი 2024 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემის მონაცემებით, გადამხდელს 2024 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით გპაბ-ზე ერიცხება დავალიანება: გადასახადი 21 097.47 ლარი, ჯარიმა 300 ლარი და საურავი 14453.19 ლარი.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილებები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 253(1); 309(37 „დ“);