ბრძანება N 26638
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26638
19 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2024 წლის 5 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №131) განიხილა ი/მ ------------ (ს/ნ ---------) №93196/1/2024 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 21 ნოემბრის ID:------------- გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებას და ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხილის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩამოეწეროს დავალიანება, ვინაიდან დარიცხვა ეხება 2021 წლამდე პერიოდს.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ ი/მ ----------- (ს/ნ ---------) 2024 წლის 11 ნოემბერს ID:-------- განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დავალიანების ჩამოწერის თაობაზე. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით პირადი აღრიცხვის ბარათის შესწავლით დადგინა, რომ ი/მ --------- (ს/ნ --------) გპაბ-ზე 01.01.2021 წლისათვის ერიცხებოდა დავალიანება 9.22 ლარი (მ.შ ძირითადი 9.11 ლარი და საურავი 0.11 ლარი), რომელიც განცხადების მომართვის თარიღისათვის დაფარულია 01.01.2021 წლის შემდგომ ბიუჯეტში გადახდილი თანხებით. ამასთან, გპაბ-ზე 29.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულია გადასახადები (29.12.2021 წლის №41868 ბრძანება) 2019-2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე, რომელიც სრულად ითვლება 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ წარმოშობილად, მიუხედავად დარიცხვის სავადო თარიღებისა.
შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება არ დაექვემდებარა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩამოწერას. აღნიშნულზე გადამხდელს პასუხი ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 21 ნოემბრის ID:--------- გადაწყვეტილებით, რომელსაც გაეცნო 2024 წლის 5 დეკემბერს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დროებითი აღრიცხვის ბარათზე დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება/სანქცია გადასახადის გადამხდელის ძირითად ბარათზე აისახება მას შემდეგ, რაც გახდება აღიარებული საგადასახადო ვალდებულება, შესაბამისად ამ გარემოების დადგომის შემდეგ პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე საგადასახადო ვალდებულების თანხები აისახება შესაბამისი სავადოებით, ამავე თანხით მცირდება დროებით ბარათზე აღრიცხული საგადასახადო ვალდებულება.
,,გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის N13446 ბრძანების 91 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37- ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები (გარდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანის ოპერაციებისა), რომლებიც აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას, არ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად და არ ექვემდებარება ჩამოწერას.
ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ” ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზნით ჩამოწერამდე პირის მიერ გადახდილი/შემცირებული თანხები უნდა მიემართოს ვალდებულ პირზე აღნიშნული პერიოდისთვის რიცხული საერთო დავალიანების დასაფარავად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დადგენილი თანმიმდევრობით:
ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);
ბ) ჯარიმა;
გ) საურავი
ხოლო მე-15 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ ასახულია ოპერაციები, რომლებიც ცვლის საგადასახადო დავალიანების თანხას, ჩამოსაწერი დავალიანების დათვლისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესით განსაზღვრული შემდეგი პრინციპი: თუ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული ოპერაცია (გადახდა, დეკლარაციით ბარათზე ასახული ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი თანხა (შემცირება), დასკვნა/ბრძანება/გადაანგარიშება ოპერაციის მიხედვით ასახული შემცირება, რომელიც იწვევს საგადასახადო დავალიანების შემცირებას, პირველ რიგში იწვევს უფრო ადრე წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების (2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი) დაფარვას, ხოლო შემდეგ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილი დავალიანების დაფარვას, ისე რომ ორივე შემთხვევაში დაცული უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253- ე მუხლით დავალიანების დაფარვის დადგენილი თანმიმდევრობა:
ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);
ბ) ჯარიმა;
გ) საურავი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ.№16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებას და ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხილის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩამოეწეროს დავალიანება.
ფაქტობრივი გარემოებები
დგინდება, რომ ი/მ-მ განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს დავალიანების ჩამოწერის თაობაზე. პირადი აღრიცხვის ბარათის შესწავლით დადგინა, რომ გპაბ-ზე 01.01.2021 წლისათვის ერიცხებოდა დავალიანება, რომელიც განცხადების მომართვის თარიღისათვის დაფარულია 01.01.2021 წლის შემდგომ ბიუჯეტში გადახდილი თანხებით. ამასთან, გპაბ-ზე 29.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულია გადასახადები 2019-2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე, რომელიც სრულად ითვლება 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ წარმოშობილად, მიუხედავად დარიცხვის სავადო თარიღებისა. შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება არ დაექვემდებარა ჩამოწერას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);252