1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, დროის გარკვეულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის შემოსავლების, საქონლის/მომსახურების მიწოდების მოცულობისა და დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის დადგენის მიზნით განახორციელოს გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაზე დაკვირვება და ქრონომეტრაჟის ჩატარების გზით ამ საქმიანობის გამოკვლევა.
2. ქრონომეტრაჟი ტარდება დღე-ღამის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ან/და მიწოდებული საქონლის/მომსახურების მოცულობის შესახებ უწყვეტი ჩანაწერების წარმოებით. საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, დააყენოს მრიცხველები და სხვა ტექნიკური საშუალებები და ქრონომეტრაჟის ჩატარების ყოველი დღის ბოლოს განახორციელოს მათი მონაცემების რეგისტრაცია.
3. ქრონომეტრაჟი ტარდება არანაკლებ 7 დღის განმავლობაში. ქრონომეტრაჟის დაწყებისა და დასრულების ვადები განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან/და კონტროლს დაქვემდებარებული ოპერაციის შესრულების ვადით.
4. შემოსავლების სამსახურის მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქრონომეტრაჟის ჩატარებისას შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ამ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი, ასევე საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვევა ექსპერტი/სპეციალისტი.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011
მთავარი მონაცემები
ვადა7 დღის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.11.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 257. ქრონომეტრაჟი 1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, დროის გარკვეულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის შემოსავლების, საქონლის/მომსახურების მიწოდების მოცულობისა და დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის დადგენის მიზნით განახორციელოს გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაზე დაკვირვება და ქრონომეტრაჟის ჩატარების გზით ამ საქმიანობის გამოკვლევა. 2. ქრონომეტრაჟი ტარდება დღე-ღამის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ან/და მიწოდებული საქონლის/მომსახურების მოცულობის შესახებ უწყვეტი ჩანაწერების წარმოებით. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, დააყენოს მრიცხველები და სხვა საზომი ხტელქნიკური საწყოშუალებები და ქრონომეტრაჟის ჩატარების ყოველი დღის ბოლოს განახორციელოს მათი მონაჩვცენმებლების რეგისტრაცია. 3. ქრონომეტრაჟი ტარდება არანაკლებ 7 დღის განმავლობაში. სქრონომეტრაგაჟის დაწყებისახ და დო ოასრულების ვადები განისაზღვრება კომ შნკრეტულიძ კალებნდა მრული თარიღით ან/და კონტროლს გადაწყქვეტმდებარებული ოპერაციის შესრულების ვა გადით. 4. შემოსავლების სამსახურის მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგადნოსთან გაფორმებული ხდელშეკრულებით გათვალისწინეკბულ შემთხვევაში ქრონომიკუეტრაჟის ჩაქმიტანორების ობიას შექტზსაძლე დბელიაკ მოწვირვებულ იქნეს ამ ადმიზნით სტრაციული ორგადანოს წახადრმო სმადგუშენელი, აგოს შემვე საჭიროღების შემთხვევაოში ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვევა ექსპერტი/სპეციალისტი.
…საგადასახადო პერიოდი არის დროის მონაკვეთი, რომლითაც განისაზღვრება გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის საგადასახადო ვალდებულება (გადასახადის კუთვნილი თანხის გადახდა) კონკრეტული გადასახადის მიმართ. ხსენებული კოდექსის 257-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აქციზური საქონლის იმპორტის შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება საბაჟო კანონმდებლობის…
…საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები, რამდენადაც შპს «...-ის» ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხის შემოწმებამ მოიცვა სწორედ აღნიშნული პერიოდი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 257-ე მუხლის თანახმად კი გასაჩივრების პროცესში საგადასახადო დარიცხვის მცდარობის მტკიცების ტვირთი ეკისრება გადასახადის გადამხდელს. ყოველივე…
…არ მოიძებნა. კასატორის აზრით, დოკუმენტების დაკარგვის ან განადგურების ფაქტი ვერ გახდება დარიცხვის სამართლიანობაზე მსჯელობის არგუმენტი, რადგან გადასახადის გადამხდელს სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგენია, ხოლო საგადასახადო კოდექსის 257-ე მუხლის შესაბამისად გასაჩივრების პროცესში საგადასახადო დარიცხვის მცდარობის ტვირთი ეკისრება გადასახადის გადამხდელს. კასატორის მოსაზრებით,…
საქმე №ას-361-613-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.07.2008
…სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ბიუჯეტის სასარგებლოდ დღგ-სა და აქციზის გადასახადის გადახდევინების შესახებ, ვინაიდან, საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-14 პუნქტისა და 257-ე მუხლის შესაბამისად, ღვინომასალის ბანკისათვის გადმოცემა, საწყობიდან გატანა და რეალიზაცია არ მომხდარა. საგადასახადო კოდექსის 245-ე მუხლი ადგენს რა ღვინომასალისა და…
…ინსპექციამ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 87-ე, 89-ე, 186-ე, 188-ე და 257-ე მუხლები და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არასწორი სამართლებრივი ეფასება მისცა /იხ.ს.ფ. 160-164/. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა…
…პერიოდის მანძილზე საგადასახადო ორგანო არცერთხელ არ დაინტერესებულა კომპანიის საქმიანობით და არ ჩაუტარებია საგადასახადო კოდექსის XXXVII თავით დადგენილი მიმდინარე კონტროლის პროცედურები, რომელიც განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 257-ე, 257-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე და 261-ე მუხლებით, ასე, რომ აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა საფუძველი გადასახადების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების. ასევე,…
…154-ე მუხლზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 981 მუხლის პირველ ნაწილზე. ხსენებული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 257-ე მუხლის მიხედვით. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, მე-19, მე-8,…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 7. ქრონომეტრაჟის ჩატარების მიზანი— მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 8. ქრონომეტრაჟის ჩატარება— მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 9. ოქმი „ქრონომეტრაჟის შედეგების შესახებ”— მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე