1. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელონ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი.
2. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით. მომხმარებლად ჩაითვლება პირი, რომელიც ნაღდი ფულით ახორციელებს ანგარიშსწორებას მისთვის მიწოდებულ/მისაწოდებელ საქონელზე/მომსახურებაზე.
3. საკონტროლო-სალარო აპარატის სახელმწიფო რეესტრის წარმოების, საკონტროლო-სალარო აპარატის ექსპლუატაციის, საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის, ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის წარმოების წესებს, აგრეთვე სალაროს ჩეკში შესატან აუცილებელ რეკვიზიტებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
4. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდება:
ა) პირი მომხმარებელთან ანგარიშსწორების იმ ნაწილში, სადაც:
ა.ა) გამოიყენება ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ფაქტის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი;
ა.ბ) საქონლის მიწოდებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და ახდენს პირად ან საოჯახო მეურნეობაში მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ან მისგან წარმოებული (გადამუშავებული) საქონლის რეალიზაციას, – საქმიანობის ამ ნაწილში;
გ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ცალკეული საქმიანობის განმახორციელებელი ან ცალკეული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საქმიანობის განმახორციელებელი მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა;
გ1) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი − ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის (გარდა ამ კოდექსის 953
მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობისა) ნაწილში;
დ) ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი, რომელსაც არ აქვს მეწარმე ფიზიკურ პირად რეგისტრაციის ვალდებულება;
ე) პირი, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს მომხმარებლების ტერიტორიაზე (სახლებში, ორგანიზაციებში, საწარმოებში), – საქმიანობის ამ ნაწილში, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გაცემის პირობით;
ე1) პირი − საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში. ამ შემთხვევებში პირი უფლებამოსილია საქმიანობის ამ ნაწილში გასცეს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი;
ვ) პირი, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობების მეშვეობით, – საქმიანობის ამ ნაწილში;
ზ) მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ქუჩაში დატარების ფორმით საცალო ვაჭრობას, ასევე პირი, რომელიც ყიდის გაზეთებსა და ჟურნალებს, – საქმიანობის ამ ნაწილში;
თ) პირი – ამ კოდექსის 99-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის ნაწილში;
ი) საბანკო დაწესებულება, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;
ი1) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და მისი აგენტი – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში;
კ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის მომწყობი პირები – საქმიანობის ამ ნაწილში, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნაწილში განხორციელებული საქმიანობისა.
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 201
2
წლის 24
აპრილის
კანონი №6053 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6312 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 22
ივნისის
კანონი №6
5
47 – ვებგვერდი,0
4.0
7
.2012წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2590 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 22.02.2023 კანონი №2626
- 09.02.2023 კანონი №2590
- 15.07.2020 კანონი №6942
- 25.05.2012 კანონი №6312
- 20.12.2011 კანონი №5556
- 08.11.2011 კანონი №5202
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 259. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი 1. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელონ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი. 2. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით. მომხმარებლად ჩაითვლება პირი, რომელიც ნაღდი ფულით ახორციელებს ანგარიშსწორებას მისთვის მიწოდებულ/მისაწოდებელ საქონელზე/მომსახურებაზე. 3. საკონტროლო-სალარო აპარატის სახელმწიფო რეესტრის წარმოების, საკონტროლო-სალარო აპარატის ექსპლუატაციის, საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის დ, ა დალუქვის (აგრეთვე ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების) დალუქვის და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის წარმოების წესებს, აგრეთვე სალაროს ჩეკში შესატან აუცილებელ რეკვიზიტებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 4. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდება: ა) პირი მომხმარებელთან ანგარიშსწორების იმ ნაწილში, სადაც: ა.ა) გამოიყენება ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ფაქტის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი; ა.ბ) საქონლის მიწოდებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და ახდენს პირად ან საოჯახო მეურნეობაში მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ან მისგან წარმოებული (გადამუშავებული) საქონლის რეალიზაციას, – საქმიანობის ამ ნაწილში; გ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ცალკეული საქმიანობის განმახორციელებელი ან ცალკეული ადგმუნილობრცივი თვითმმპართველიტერთეულტის ტერადმინისტორაციულ საზღვრებში საქმიანობის განმახორციელებელი მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა; გ1) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი − ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის (გარდა ამ კოდექსის 953 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობისა) ნაწილში; დ) ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი, რომელსაც არ აქვს მეწარმე ფიზიკურ პირად რეგისტრაციის ვალდებულება; ე) პირი, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს მომხმარებლების ტერიტორიაზე (სახლებში, ორგანიზაციებში, საწარმოებში), – საქმიანობის ამ ნაწილში, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გაცემის პირობით; ე1) პირი − საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში. ამ შემთხვევებში პირი უფლებამოსილია საქმიანობის ამ ნაწილში გასცეს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი; ვ) პირი, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობების მეშვეობით, – საქმიანობის ამ ნაწილში; ზ) მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ქუჩაში დატარების ფორმით საცალო ვაჭრობას, ასევე პირი, რომელიც ყიდის გაზეთებისა და ჟურნალების გაყიდვას ქუჩაში დადგმული სტენდიდან/მაგიდიდან, – საქმიანობის ამ ნაწილში; თ) პირი – ამ კოდექსის 99-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის ნაწილში; ი) საბანკო დაწესებულება, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; ი1) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და მისი აგენტი – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში; კ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის მომწყობი პირები – საქმიანობის ამ ნაწილში, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნაწილში განხორციელებული საქმიანობისა. საქართველოს 201 2 წლის 24 აპრილის კანონი №6053 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6 5 47 – ვებგვერდი, 0 4.0 7 .2012წ.