ბრძანება N 15476

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.07.2026
№ დოკუმენტი 15476
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 15476

09 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(იურ. მის.: ---) 2026 წლის 26 ივნისის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი №59) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) №103110/1/2026 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 26 ივნისის №CB1933737 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2026 წლის 26 ივნისს მის ობიქტში განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, კერძოდ, აიღეს მამაკაცის მაისური. ინტერნეტის ხარვეზის გამო საკონტროლო სალარო აპარატიდან ვერ გასცა ჩეკი. აღნიშნავს, რომ ფართი იჯარით აქვს აღებული შპს ,,---გან” და მასზე არაა დამოკიდებული ინტერნეტის გამართული მუშაობა. მიუხედავად ამისა, მაინც ჩაუთვალეს სამართალდარღვევად და სანქციის ნაცვლად შეუფარდეს გაფრთხილება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებასა და გაფრთხილების მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, დგინდება, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი ივნისის №11929 ბრძანების საფუძველზე, შპს „---“-ის (ს/ნ ---) ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილ ობიექტზე (---) 2026 წლის 26 ივნისს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა. საკონტროლო შესყიდვის პროცედურის ფარგლებში შეძენილ საქონელზე, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, საკონტროლო-სალარო აპარატიდან არ იქნა გაცემული შესაბამისი ქვითარი, რისთვისაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, შპს „---“ -ს (ს/ნ ---) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, შეეფარდა გაფრთხილება. შედგა 2026 წლის 26 ივნისის საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმი №1049667 და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1933737.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-20 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების ანაზღაურებისას, შესაბამისი მონაცემების აღსარიცხავად გამოიყენოს საკონტროლო სალარო აპარატი.

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სსა-ის გამოუყენებლობა გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც პირს გააჩნია საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული სსა, რომელიც შეტანილია რეესტრში, სსა-ზე ჩართულია ფისკალური მეხსიერება, მაგრამ მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას არ ხდება ვაჭრობის/მომსახურების ყველა ოპერაციაზე სსა-ის გამოყენება, რაც, თავის მხრივ, მოიცავს იმ მომენტს, რომ მომხმარებლისგან ყოველ ფულის მიღებაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი ოპერაცია ან პირი თავისუფლდება სსა-ის გამოყენების ვალდებულებისაგან) სსა-ში ამობეჭდილი უნდა იყოს ჩეკი. სსა-ის გამოუყენებლობად არ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც სსა-ის შეკეთების პერიოდში (არა უმეტეს 7 კალენდარული დღისა) მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორება წარმოებს სარეზერვო სსა-ის მეშვეობით.

ამავე ბრძანების მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ყოველ კონკრეტულ ობიექტზე სსა-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით პირი ვალდებულია, სსა-თან სამუშაოდ დაუშვას მხოლოდ ის თანამშრომელი (მოლარე-ოპერატორი), რომლებმაც შეისწავლეს კონკრეტული სსა-ის ტექნიკური დოკუმენტაციის და ამ თავის შესაბამისად მისი ექსპლუატაციის წესები და შეუძლიათ სსა-თან მუშაობა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ობიექტზე სსა-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით პირი ვალდებულია, უზრუნველყოს სსა-ის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ექსპლუატაცია. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მოლარე-ოპერატორი ვალდებულია:

დ) მომხმარებლის მიერ ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ყველა ოპერაციაზე ამობეჭდოს და შესთავაზოს (დადოს მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილას) მომხმარებელს ამობეჭდილი ჩეკი. თუ მომხმარებლის მიერ მიწოდებელი/მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების ანგარიშში გადახდილი თანხიდან მომხმარებელს უნდა დაუბრუნდეს ხურდა, ჩეკში ამოსაბეჭდად სსა-ში გატარებულ უნდა იქნეს მხოლოდ ის თანხა, რომელიც რჩება სალაროში. ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სსა-ის გაუმართაობის (დაზიანების) შემთხვევაში მოლარე-ოპერატორი ვალდებულია გამორთოს სსა და თუ შემდგომი მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია, შეწყვიტოს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად დგინდება, რომ საკონტროლო შესყიდვის პროცედურის ფარგლებში შეძენილ საქონელზე, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, საკონტროლოსალარო აპარატიდან არ იქნა გაცემული შესაბამისი ქვითარი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებასა და გაფრთხილების მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, დგინდება, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე, ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილ ობიექტზე 2026 წლის 26 ივნისს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა. საკონტროლო შესყიდვის პროცედურის ფარგლებში შეძენილ საქონელზე, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, საკონტროლო-სალარო აპარატიდან არ იქნა გაცემული შესაბამისი ქვითარი, რისთვისაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, შეეფარდა გაფრთხილება.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 270(7).