1. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, გადასახადის გადამხდელს ან/და მის წარმომადგენელს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარების შემდეგ აძლევს წინადადებას ნებაყოფლობით წარმოადგინოს მასთან არსებული ნაღდი ფულადი სახსრები.
2. არსებული ფულის ოდენობის რეალობის დადგენის მიზნით საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი უფლებამოსილია მოსთხოვოს გადასახადის გადამხდელს ან/და მის წარმომადგენელს საბუღალტრო აღრიცხვის და სსა-ის მაჩვენებლების წარმოდგენა, ასევე შესაბამისი წერილობითი განმარტება ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ.
3. გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის მიერ ნაღდი ფულის საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში არასრულად წარმოდგენის ან ნებაყოფილობით წარმოუდგენლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სათავსების დათვალიერება და ნაღდი ფულის ამოღება.
4. სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება მოიცავს სეიფის, კარადის, უჯრის და ყველა სხვა მსგავსი სათავსის დათვალიერებას (გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ბინისა) და ფულადი სახსრების ამოღებას.
5. ამოღებული ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა ხდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის და დამსწრეების (მათი არსებობის შემთხვევაში) თანდასწრებით.
6. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი უფლებამოსილია ნაღდი ფულის სახით ამოიღოს როგორც ეროვნული, ასევე უცხოური ვალუტა.
7. სალაროდან ნაღდი ფულის ამოღებისთანავე საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ადგენს ოქმს “სალაროდან ნაღდი ფულის ამოღების შესახებ” (დანართი №28).
8. “სალაროდან ნაღდი ფულის ამოღების შესახებ” ოქმი გასაცნობად და ხელმოსაწერად წარედგინება პროცედურის განხორციელებაში მონაწილე ყველა პირს, რომლებსაც უფლება აქვთ ოქმში შენიშვნის სახით დააფიქსირონ გამოვლენილი განსაკუთრებული ფაქტები და გარემოებები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს საქმესთან დაკავშირებით.
9. პირის მიერ
„სალაროდან ნაღდი ფულის ამოღების შესახებ” ოქმზე ხელის მოწერაზე უარის შემთხვევაში ოქმში შენიშვნის სახით კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
10. „სალაროდან ნაღდი ფულის ამოღების შესახებ” ოქმი დგება 2 ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი წარედგინება გადასახადის გადამხდელს (მის წარმომადგენელს), ხოლო მეორე – რჩება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს.
11. „სალაროდან ნაღდი ფულის ამოღების შესახებ” ოქმი დგება იმ შემთხვევაშიც, თუ ვერ მოხერხდა ნაღდი ფულის ამოღება, რის შესახებაც მიეთითება ოქმში.
12. თუ საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში სრულად ვერ მოხერხდა ნაღდი ფულის ამოღება, ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული ოქმის შედგენის შემდეგ, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის პროცესში შემოსული თანხების ამოღებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მთელი პერიოდის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში ოქმი დგება პერიოდულად, ნაღდი ფულის გარკვეული ოდენობით ამოღების ყოველ ეტაპზე.
13. სალაროდან ნაღდი ფულის ამოღების პროცედურა შეწყდება, თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს წარუდგენს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
14. თუ საგადასახადო ორგანოს ბრძანებით განსაზღვრულ პერიოდში სრულად ვერ განხორციელდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა, ნაღდი ფულის ამოღება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შესაძლებელია გაგრძელდეს აღიარებული საგადასახადო დავალიანების სრულად დაფარვამდე.
დანართი #28
ოქმი
#
სალაროდან
ნაღდი
ფულის
ამოღების
შესახებ
(
საგადასახადო
ორგანოს
დასახელება
)
20
წ
.
#
ბრძანების
თანახმად
,(
მიღების
თარიღი
)
20
წ
.
(
შედგენის
თარიღი
)
(
საგადასახადო
ორგანოს
უფლებამოსილ
პირთა
თანამდებობა
,სახელი
,გვარი
)
(
მოქმედების
დაწყებისა
და
დამთავრების
დრო
(
წელი
,თვე
,რიცხვი
,საათი
და
წუთი
))
(
დამსწრე
პირის
სახელი
,გვარი
,პირადი
ნომერი
)
თანდასწრებით
(
გადასახადის
გადამხდელის
სახელი
,გვარი
,საიდენტიფიკაციო
/
პირადი
ნომერი
,ფაქტობრივი
მისამართი
)
განვახორციელეთ
(
თანხა
ციფრებით
და
სიტყვიერად
)
ნაღდი
ფულის
ამოღება
ოდენობით
ოქმის
სისწორეს
ვადასტურებთ
ხელმოწერით
:
(
სახელი
,გვარი
) (
ხელმოწერა
)
საგადასახადო
ორგანოს
უფლებამოსილი
პირები
:
(
სახელი
,გვარი
) (
ხელმოწერა
)
გადასახადის
გადამხდელი
ან
/
და
მისი
წარმომადგენელი
:
(
სახელი
,გვარი
) (
ხელმოწერა
)
(
სახელი
,გვარი
) (
ხელმოწერა
)
დამსწრეები
:
(
სახელი
,გვარი
) (
ხელმოწერა
)
შენიშვნა