1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია განახორციელოს პირდაპირი მიყიდვის გზით.

2. თუ ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია პირდაპირი მიყიდვის გზით ხორციელდება აუქციონის ჩატარებამდე, მაშინ სარეალიზაციო ფასი განისაზღვრება საბაზრო ღირებულების ოდენობით.

3. თუ აუქციონზე არ მოხდა ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია, მაშინ პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციისას მისი ფასი განისაზღვრება ამ აუქციონის შესახებ განცხადებაში მითითებული საწყისი ფასის ოდენობით.

4. საგადასახადო ორგანო ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის პირდაპირი მიყიდვის გზით შეძენის მსურველ პირს აძლევს წერილობით თანხმობას, ამ საქონლის რეალიზაციის თაობაზე, რომელიც ვალდებულია თანხმობის მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ხაზინის სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს შესაბამისი თანხ