1. მალფუჭებად საქონლად ითვლება ის საქონელი, რომლის შენახვის ვადის გასვლამდე დარჩენილია 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

2. მალფუჭებად საქონელზე ყადაღის დადება მიზანშეწონილია განხორციელდეს, თუ მისი შენახვის ვადის გათვალისწინებით, შესაძლებელია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადაში რეალიზაციისათვის აუცილებელი პროცედურების ჩატარების ორგანიზება.

3. მალფუჭებად საქონელზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.

4. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ, აღიარებულისაგადასახადო დავალიანების ფარგლებში.

5. მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია ხორციელდება იმ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, სადაც პირი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე.

6. მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის წესით