1. საგადასახადო ორგანო, პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტის შედგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

2. საჯარო შეტყობინების შედეგად აღიარებული საგადასახადო დავალიანების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადის გასვლიდან 10 კალენდარული დღის შემდეგ, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის გათვალისწინებით.

3. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობაში მიეთითება ქონების რეალიზაციის საკითხის გადაწყვეტისათვის შესაძლო მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, იგი დასაბუთებული უნდა იყოს. შუამდგომლობაში მიეთითება გადასახადის გადამხდელის ზუსტი მონაცემებ