1. ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება, თუ გაუქმდა ამ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება და სრულად ანაზღაურდა საგადასახადო ორგანოს მიერ ქონების დაყადაღებაზე გაწეული ხარჯები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე 1 სამუშაო დღის განმავლობაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის გაუქმების (ყადაღის მოხსნის) თაობაზე და უგზავნის შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს.

თავი XII

ყადაღადადებული ქონების რეალიზაც