1. საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით დასაშვებია პირმა განკარგოს ყადაღადადებული ქონება, თუ ამონაგები თანხა სრულად იქნება მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარად და, ამასთან, გადაიხდის ამ ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

2. თუ საგადასახადო ორგანოს თანხმობით განხორციელდა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები სრულად იქნა მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარად, ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება.

3. ქონების ნაწილის განკარგვის შესახებ საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობის გაცემისას, შეძლებისდაგვარად უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომ შენარჩუნდეს დარჩენილი ყადაღადადებული ქონების ლიკვიდურობ