1. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გადასახადის გადამხდელისთვის წარდგენა ხორციელდება მე-2 მუხლის შესაბამისად.
3. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მე-2 მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებთან ერთად (გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეკვიზიტებისა) უნდა შეიცავდეს ინფორმაციას რეალიზაციის ფორმის (აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის) შესახე