1. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში შეტანილი ქონება შესაძლებელია შეფასდეს ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ საბაზრო ფასებით.
2. ყადაღადადებული ქონების შეფასებისას, თუ ცალკეული საგნების შეფასება ვერ ხერხდება, შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ექსპერტი ან აუდიტორი.
3. ექსპერტის/აუდიტორის დასკვნში მითითებული უნდა იყოს თითოეული ყადაღადადებული ქონების საბაზრო ფასი, ასევე ყადაღადადებული ქონების საერთო ღირებულება.
4. ექსპერტის/აუდიტორის დასკვნა ქონების შეფასების შესახებ დაერთვება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტს.
5. ექსპერტის/აუდიტორის დასკვნა ქონების შეფასების შესახებ წარმოადგენს “ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ” აქტის განუყოფელ ნაწილ