1. ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, საგადასახადო ორგანო დოკუმენტებს წერილობითი მიმართვით უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ
ს – აღსრულების ეროვნულ ბიურო
ს (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო).
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს უნდა გაეგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
ბ) საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება;
გ) პირის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება;
დ) აქტი “ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ”;
ე) სასამართლო გადაწყვეტილება ან/და მოსამართლის ბრძანება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ;
ვ) სააღსრულებო ფურცელი ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ (დედანი);
ზ) დასკვნა ქონების შეფასების შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
თ) სხვა მასალები, რომლებსაც შესაძლოა მნიშვნელობა ჰქონდეს ქონების რეალიზაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის.
3. აღსრულების ეროვნული ბიურო ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას ახორციელებს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, რომლის შესაბამისად აცნობებს საგადასახადო ორგანოს ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის დაწყების თაობაზე, ხოლო რეალიზაციის პროცესის დასრულების შემდგომ დაუყოვნებლივ წარუდგენს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ