1. პირის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გადასახადის გადამხდელისთვის წარდგენა ხორციელდება მე-2 მუხლის შესაბამისად.
3. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს მე-2 მუხლის შესაბამის მონაცემებს, გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ი” და “კ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა.
4. გადასახადის გადამხდელისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობისთანავე, ბათილია ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ნებისმიერი ფორმის გარიგებ