თავი XLIII — დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გახსნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება
მონაცემების გახმაურება
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1241
მუხლით გათვალისწინებული საბანკო ანგარიშის მონიტორინგის ან 136-ე−138-ე მუხლებით გათვალისწინებული კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მონაცემების გახმაურება −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მონაცემების გახმაურება, აღნიშნული ანგარიშის მესაკუთრის მიერ ამ ინფორმაციის მოთხოვნამდე, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2012 წლის 12
ივნისის
კანონი №64
– ვებგვერდი,.0
.2012
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3741 . საბანკო ანგარიშის მონიტორინგის, მასზე ყადაღის დადებასთან ან კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მონაცემების გახმაურება 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1241 მუხლით გათვალისწინებული საბანკო ანგარიშის მონიტორინგის ან 136-ე−138-ე მუხლებით გათვალისწინებული კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მონაცემების გახმაურება − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მონაცემების გახმაურება, აღნიშნული ანგარიშის მესაკუთრის მიერ ამ ინფორმაციის მოთხოვნამდე, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №64 47 – ვებგვერდი, 25 .0 6 .2012წ..2012
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება