მუხლი 155. დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ
თავი XVII — სხვა საპროცესო მოქმედებები
1. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში (გარდა ამ კოდექსის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონებას გადამალავენ ან გაანადგურებენ, პროკურორს უფლება აქვს, გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ დადგენილების აღსრულებიდან 12 საათის განმავლობაში (ხოლო თუ ამ ვადის ამოწურვა ემთხვევა არასამუშაო დროს, მაშინ ამ დროის გასვლიდან არა უგვიანეს 1 საათისა) პროკურორმა ყადაღის დადების თაობაზე უნდა შეატყობინოს გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს ან სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა საპროცესო მოქმედება, უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა ყადაღის კანონიერების შემოწმების შესახებ და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები (ან მათი ასლები), რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. სასამართლო მასალების შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს პროკურორის და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5660 – ვებგვერდი, 31.12.2019
მთავარი მონაცემები
ვადა12 საათის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 155. დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 1. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში (გარდა ამ კოდექსის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონებას გადამალავენ ან გაანადგურებენ, პროკურორს უფლება აქვს, გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. 2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ დადგენილების აღსრულებიდან 12 საათის განმავლობაში (ხოლო თუ ამ ვადის ამოწურვა ემთხვევა არასამუშაო დროს, მაშინ ამ დროის გასვლიდან არა უგვიანეს 1 საათისა) პროკურორმა ყადაღის დადების თაობაზე უნდა შეატყობინოს გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს ან სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა საპროცესო მოქმედება, უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა ყადაღის კანონიერების შემოწმების შესახებ და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები (ან მათი ასლები), რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. სასამართლო მასალების შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს პროკურორის და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება.
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 155, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-155/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია