1. ამ კოდექსის 151-ე მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით ან იმავე მუხლის 31 ნაწილის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადება მის მესაკუთრეს ან მფლობელს უკრძალავს ქონების განკარგვას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – აგრეთვე ქონებით სარგებლობას.
11. ამ კოდექსის 151-ე მუხლის 31 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადება მის მესაკუთრეს ან მფლობელს უკრძალავს ქონებით მხოლოდ სარგებლობას, ხოლო იმავე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ქონების მხოლოდ განკარგვას.
2. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი, სპეციალური მმართველი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკრობანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ყადაღადადებული ანგარიშები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სხვა კომერციულ ბანკში, სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერში, სხვა მიკრობანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაიტანოს.
3. „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიკვიდატორი ან სპეციალური მმართველი უფლებამოსილია ყადაღადადებული ფასიანი ქაღალდების ანგარიშები უცვლელად გადაიტანოს სხვა ანგარიშის მწარმოებელთან ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ფინანსურ ინსტიტუტში.
საქართველოს 2017 წლის 23
დეკემბრის
კანონი №1902
–
ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5660 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1805 - ვებგვერდი, 23.09.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 23 სექტემბრის კანონი №1854 – ვებგვერდი, 28.09.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2619 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3725 – ვებგვერდი, 07.12.2023