მუხლი 150. მიყვანის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება
თავი XVII — სხვა საპროცესო მოქმედებები
1. მიყვანის შესახებ გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.
2. როდესაც მისაყვან პირს აღმოაჩენენ, უფლებამოსილი თანამდებობის პირი მას ხელწერილით აცნობს გადაწყვეტილებას მიყვანის შესახებ და მიჰყავს გადაწყვეტილებაში მითითებულ ორგანოში (პირთან). ამასთანავე, გადაწყვეტილებაზე უნდა გაკეთდეს ჩანაწერი პირის აღმოჩენის დროისა და ადგილის, მიყვანის დროის, აგრეთვე მიყვანასთან დაკავშირებით მისი განცხადებებისა და საჩივრების შესახებ.
3. მიყვანის შესახებ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს გონივრულ ვადაში.
4. თუ უფლებამოსილი თანამდებობის პირი დაადგენს, რომ პირის მიყვანა შეუძლებელია, იგი მიყვანის შესახებ გადაწყვეტილებაზე წერილობით მიუთითებს ამის მიზეზებს და გადაწყვეტილებას აღსრულების გარეშე უბრუნებს მიყვანის ინიციატორ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №2კ-121-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.11.2024
…საექსტრადიციო პატიმრობიდან; § 2024 წლის 20 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ქ. ქ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ქ. ქ- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც, ამავე…
საქმე №2კ-1076აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.01.2024
…დადგენა ჰქონდა დავალებული. 2006 წლის იანვარ-თებერვალში, რიცხვი ზუსტად არ არის დადგენილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავჯდომარე ბ. ა-მ უფლებამოსილების გადამეტებით საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის საქართველოს სსსკ-ის 150-ე მუხლის მე-5 ნაწილის,,,პატიმრობის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 90-ე მუხლის მოთხოვნათა უხეში უგულებელყოფით,…
…დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდნენ; სასამართლოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდასტურდება საქართველოს სსსკ-ის 150-ე მუხლით ჰა----------ნის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასამართლო სრულად იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომ იმ…
…271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა: ნ-----–---- ჯ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111, 3811 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის; სასჯელის სახედ დაენიშნოს: საქართველოს…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 150, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-150/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია