განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002560799
საქმეN1-663/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20.12.2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: თო------------–---–ი
დაცვის მხარე
ბრალდებული: ჯი------------- (C----------)
მამის სახელი: ზ--- (Z---)
დაბადებული: 1--0--1--- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ქ. ბათუმი, ინ-------------------
ბრალდებულის ადვოკატი - და--------------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
ბრალდებული: ას-----------–-------------- (A---------------------)
მამის სახელი: სე------–-ჰ (S--------)
დაბადებული: 2--0--1--- წელი
პასპორტის ნომერი: A--------
მოქალაქეობა: უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ქ. ბათუმი, დავ---------–-----–---------------------
ბრალდებულის ადვოკატი - და--------------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
ბრალდებული: ჰა----------ნ (H----------)
მამის სახელი: ჯ----რ (C----)
დაბადებული: 30.---1--- წელი
მოქალაქეობა: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ქ. ბათუმი, ფი--------------------------------3
ბრალდებულის ადვოკატი - და--------------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №1-----------
1. აღწერილობითი სამოტივაციო ნაწილი
1.1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ჰა----------ნის მიმართ:
2018 წლის 26 მაისს ღამის საათებში, ქ. ბათუმში და----------–-----–------------ში მდებარე დისკო კლუბ ,,ე----ეში“, ამავე კლუბის თანამშრომლებმა ჰა----------ნმა, ას-----------–--------------მა და ჯი-------------მა ჯგუფურად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებზე მე---------–----ზე და მუ---------–-–------–უზე მოახდინეს ფსიქიკური იძულება რათა შეესრულებინათ მოქმედება, რომლის განხორციელება ან განხორციელებისაგან თავის შეკავება მათ უფლებას წარმოადგენდა, ასევე საკუთარ თავზე განაცდევინეს თავიანთი ნება სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, კერძოდ - ისინი მათ აიძულებდნენ გადაეხადათ თითქოსდა შეკვეთილი მენიუს ღირებულება 2700 ლარი, რაც გამოიხატებოდა მასში - ჰა----------ნი უყვიროდა და ემუქრებოდა მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით, ხოლო ას-----------–--------------ი და ჯი-------------ი მეჰმეთ ბალტაჩს და მურათ ჩილლიორლუს ეუბნებოდნენ, რომ გადაეხადათ ზემოთხსენებული თანხა წინააღმდეგ შემთხვევაში დისკო კლუბს ვერ დატოვებდნენ. ამ იძულების მომენტში იქ შევიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რა დროსაც ჰა----------ნი, ას-----------–--------------ი და ჯი-------------ი შეეშვნენ მე---------–----ზე და მუ---------–-–------–უზე ფსიქიკური ზემოქმედების მოხდენას ფულის გადახდევინების მიზნით, რითაც ისარგებლეს მე---------–----მა და მუ---------–-–------–უმ და დატოვეს დისკო კლუბის ტერიტორია.
სასამართლომ დაადგინა:
1.2. 2018 წლის 26 მაისს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, და----------–-----–------------ში დისკო კლუბ ,,ე----ეში’’ მომუშავე ჰა----------ნი დისკო კლუბ ,,ე----ეში’’ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს მე---------–----ს და მუ---------–-–------–უს აიძულებდა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ გადაეხადათ არარსებული მენიუს საზღაური;
1.3. სასამართლომ გააანალიზა საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული და მხარეთა მიერ შეთანხმებული მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებულები ას-----------–--------------ი და ჯი-------------ი უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილი და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით, ას-----------–--------------ი და ჯი-------------ი ჩაიდინეს იძულება ჯგუფურად;
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. საქმეში არსებული გამოძიები დაწყების აღრიცხვის ბარათით და შეტყობინებით დადგენილია, რომ 2018 წლის 18 მაისს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მუ---------–-–------–უმ ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს მიმართა განცხადებით სადაც მიუთითებდნენ, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დისკო კლუბებში, მათ შორის ,,ე----ეში“ თურქი ეროვნების მოქალაქეებს ფულს იძულებით ახდევინებდნენ ადრეც ფლობდა ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ და მზად ყოფნას გამოთქვამდნენ დახმარებოდნენ საგამოძიებო ორგანოებს ( იხ ს.ფ. 1-3);
2.2 2018 წლის 10 ივნისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ აღნიშნული დისკო კლუბიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები 4 ცალ დისკზე მოთავსებული და დალუქულია თეთრი ფერის კონვერტში მრგვალი ბეჭდით, აღნიშნულ დისკებში ჩაწერილია შემდეგი ვიდეო ფაილები:
1. ვიდეო ფაილი სახელით NVR_ch_main_2----------------------------- მასში შენახული დისკო კლუბის შიდა პერიმეტრის თვალთვალის კამერის ჩანაწერი, დათარიღებული 2018 წლის 27 მაისის 22 საათიდან 23 საათამდე დროის პერიოდში.
2. ვიდეო ფაილი სახელით NVR_ch_main_2----------------------------. მასში შენახული დისკო კლუბის შიდა პერიმეტრის თვალთვალის კამერის ჩანაწერი, დათარიღებული 2018 წლის 27 მაისის 23 საათიდან 28 მაისის 00 საათამდე დროის პერიოდში.
3. ვიდეო ფაილი სახელით NVR_ch_main_2----------------------------. მასში შენახული დისკო კლუბის შიდა პერიმეტრის თვალთვალის კამერის ჩანაწერი, დათარიღებული 2018 წლის 28 მაისის 00 საათიდან 01 საათამდე დროის პერიოდში.
4. ვიდეო ფაილი სახელით NVR_ch2_main_2----------------------------. მასში შენახული დისკო კლუბის შიდა პერიმეტრის თვალთვალის კამერის ჩანაწერი, დათარიღებული 2018 წლის 28 მაისის 01 საათიდან 01:35 საათამდე დროის პერიოდში.
5. ვიდეო ფაილი სახელით NVR_ch4_main_2----------------------------- მასში შენახული დისკო კლუბის შიდა პერიმეტრის თვალთვალის კამერის ჩანაწერი, დათარიღებული 2018 წლის 27 მაისის 22 საათიდან 23 საათამდე დროის პერიოდში.
6. ვიდეო ფაილი სახელით NVR_ch4_main_2----------------------------. მასში შენახული დისკო კლუბის შიდა პერიმეტრის თვალთვალის კამერის ჩანაწერი, დათარიღებული 2018 წლის 27 მაისის 23 საათიდან 28 მაისის 00 საათამდე დროის პერიოდში.
7. ვიდეო ფაილი სახელით NVR_ch4_main_2---------------------------- მასში შენახული დისკო კლუბის შიდა პერიმეტრის თვალთვალის კამერის ჩანაწერი, დათარიღებული 2018 წლის 28 მაისის 00 საათიდან 01 საათამდე დროის პერიოდში.
8. ვიდეო ფაილი სახელით NVR_ch4_main_2----------------------------. მასში შენახული დისკო კლუბის შიდა პერიმეტრის თვალთვალის კამერის ჩანაწერი, დათარიღებული 2018 წლის 28 მაისის 01 საათიდან 01:35 საათამდე დროის პერიოდში.
(იხ.ს/ფ 141-143)
2.3 2018 წლის 10 ივნისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 ივნის მოხდა დისკო კლუბ ,,ე----ედან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების გახსნა და დათვალიერება, დათვალიერებაში ასახულია შემდეგი კადრები 23:23 საათზე დისკო კლუბში მივიდნენ ორი პიროვნება (მუ---------–-–------–უ და მე---------–----ი). ისინი დისკო კლუბის ერთ-ერთმა მიმტანმა დასვა ერთ-ერთ მაგიდასთან და გააბა მათთან საუბარი. აღნიშნული მიმტანი არის თურქი ეროვნების ჯი-------------ი, სტუმრებს ასევე ემსახურება მეორე პიროვნება, რომელიც არის უზბეკეთის მოქალაქე ას-----------–--------------ი. 23:02 საათზე მათ მაგიდასთან ჯდება ორი ქალი, რომელზეც დაბალი აღნაგობის მიმტანმა ას-----------–--------------მა აღნიშნულ მაგიდასთან მსხდომ ქალებს მიუტანა ყვავილი რაშიც მან მუ---------–-–------–უს გამოართვა ფულის კუპიურა და ყვავილები უკან წაიღო. 23:30-ზე კი აღნიშნულ მაგიდასთან მიიტანა ანგარიში, შემდეგ მცირე დროით ესაუბრა და უკან წავიდა, შემდეგ კი 23:31 საათზე ანგარიშთან ერთად უკან დაბრუნდა მაღალ პიროვნებასთან ერთად, რომელიც არის ჰა----------ნი. აღნიშნულის შემდეგ ჰა----------ნიმ მუ---------–-–------–ს და მე---------–----ი გაიყვანა დისკო კლუბში, ბარის გვერდით, სადაც ვერ ხედავს ვიდეოკამერა. ვიდეოჩანაწერების მიხედვით 2018 წლის 26 მაისის 23:59 საათზე მე---------–----ი და მუ---------–-–------–უ დისკო კლუბში იმყოფებიან, შესაბამისად მათი დისკო კლუბიდან გამოსვლა ვიდეო კამერებში ასახული არაა. (იხ.ს/ფ 144-145)
2.4 პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ივნისს მოწმე მუ---------–-–------–უმ მიერ, მასზე წარდგენილი ოთხი მამაკაცის ფოტოსურათიდან ამოიცნო N1, -ჰა----------ნი, რომელიც ნახა 2018 წლის 26 მაისს ქ. ბათუმში, აღმ-–-----–ის ქუჩაზე მდებარე დისკო კლუბ ,,ე----ეში“, რომელიც ძალადობის გამოყენების მუქარით თხოვდა თანხის 2700 ლარის გადახდას. ეუბნებოდა მათ, რომ ფიზიკურად გაუსწორდებოდა და თანხას მაინც გადაახდევინებდა, ემუქრებოდა ცემით, ფიზიკურ შეურაცხყოფას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია, მხოლოდ საუბრით და ზეწოლით ცდილობდა, რომ თანხა გადაეხადათ;
ამომცნობმა N1ფოტოსურათზე მოთავსებული პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ასაკით, დაბალი შეჭრილი თმებით, შუბლით და მასზე ცოტათი შეთხელებული თმებით, მომრგვალებული, ოდნავ მოგრძო პირსახით და სახის მოყვანილობით. (იხ ს.ფ. 148-149);
2.4 პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ივნისს დაზარალებულმა მე---------–----მა, მასზე წარდგენილი ოთხი მამაკაცის ფოტოსურათიდან ამოიცნო N2, ჰა----------ნი, რომელიც ნახა 2018 წლის 26 მაისს ქ. ბათუმში, აღმ-–-----–ის ქუჩაზე მდებარე დისკო კლუბ ,,ე----ეში“, ის ძალადობის გამოყენების მუქარით თხოვდა თანხის 2700 ლარის გადახდას, მისი მხრიდან ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ის საუბრით ახდენდა მათზე ზეწოლას;
ამომცნობმა N2 ფოტოსურათზე მოთავსებული პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: დაახლოებით 40 წლის, დაბალი შუბლით, შეთხელებული თმებით, მომრგვალებული პირისსახით (იხ ს.ფ. 152-153)
2.5 პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ივნისს დაზარალებულმა მუ---------–-–------–უმ მიერ, მასზე წარდგენილი ოთხი მამაკაცის ფოტოსურათიდან ამოიცნო N2, ჯი-------------ი, რომელიც ნახა 2018 წლის 26 მაისს ქ. ბათუმში, აღმ-–-----–ის ქუჩაზე მდებარე დისკო კლუბ ,,ე----ეში“, რომელმაც მათ უთხრა, რომ თანხას თუ არ გადაიხდიდნენ პრობლემები შეექმნებოდათ; კლუბიდან არ გაუშვებდნენ და ცემდნენ, მისი მხრიდან ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია;
ამომცნობმა N2 ფოტოსურათზე მოთავსებული პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: დაახლოებით 30 წლის, შუბლზე და მარჯვენა მხარეს შეთხელებული თმებით, მოზრდილი ცხვირით, სახლის მოყვანილობით. (იხ ს.ფ. 156-157)
2.6 პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ივნისს მოწმე მე---------–----ის მიერ, მასზე წარდგენილი ოთხი მამაკაცის ფოტოსურათიდან ამოიცნო N4, ჯი-------------ი, რომელიც ნახა 2018 წლის 26 მაისს ქ. ბათუმში, აღმ-–-----–ის ქუჩაზე მდებარე დისკო კლუბ ,,ე----ეში“ და, რომელმაც უთხრა მათ რომ თანხა გადაეხადათ და ანგარიში დაეხურათ; სხვა შემთხვევაში არ გაუშვებდნენ კლუბიდან და ცემდნენ, თუმცა ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია;
ამომცნობმა N4 ფოტოსურათზე მოთავსებული პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ასაკით, შუბლზე, მარჯვენა და მარცხენა მხარეს შეთხელებული თმებით, სახის მოყვანილობით. (იხ ს.ფ. 160-161)
2.7 პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ივნისს მუ---------–-–------–უს მიერ, მასზე წარდგენილი ოთხი მამაკაცის ფოტოსურათიდან ამოიცნო N1, ას-----------–--------------ი, რომელიც ნახა 2018 წლის 26 მაისს ქ. ბათუმში, აღმ-–-----–ის ქუჩაზე მდებარე დისკო კლუბ ,,ე----ეში“, რომელიც იქ მუშაობდა მიმტანად, რომელმაც მათ უთხრა, რომ თუ თანხას არ გადაიხდიდნენ შესაძლებელი იყო კლუბიდან არ გაეშვათ, მისი მხრიდან სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ
ამომცნობმა N1 ფოტოსურათზე მოთავსებული პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ასაკით, ხშირი თმებით, სწორი ცხვირით და სახის მოყვანილობით. (იხ ს.ფ. 164-165)
2.8 პირის ამოცნობის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ივნისს მოწმე მე---------–----ის მიერ, მასზე წარდგენილი ოთხი მამაკაცის ფოტოსურათიდან ამოიცნო N3, ას-----------–--------------ი, რომელიც ნახა 2018 წლის 26 მაისს ქ. ბათუმში, აღმ-–-----–ის ქუჩაზე მდებარე დისკო კლუბ ,,ე----ეში“, რომელიც იქ მუშაობდა მიმტანად, რომელი სხვებთან ერთად ითხოვდა 2700 ლარის გადახდას. , რომ არ გაუშვებდნენ და მაინც მოუწევდათ თანხის გადახდა ეუბნებოდა მათ, ფიზიკურ ძალადობას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია;
ამომცნობმა N3 ფოტოსურათზე მოთავსებული პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ასაკით, თმებით, ცხვირით და სახის მოყვანილობით. (იხ ს.ფ. 168-169)
2.9 2018 წლის 23 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმით, დადგენილია, რომ აუდიო ვიდეო ფაილში R ec1_0004 ჩაწერილია ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან 57 წუთის და 43 წამის განმავლობაში ჩაწერილი უდიო ვიდეო მასალა. აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით 04:00 წუთზე მუ---------–-–------–უ და მე---------–----ი შედიან დისკო კლუბში, ჩართულია მუსიკა ხმამაღლა და საუბრის გარჩევა შეუძლებელია, მთლიანი საუბრებიდან მოხდა საუბრის ნაწილის გარჩევა და გადათარგმნა: 32:30 წუთზე მეჰმეთ ბელტაჩი ესუბრება მიმტანს და ისმის სიტყვა- მოვითხოვეთ.
.................................................
აუდიო ვიდეო ჩანაწერში Rec1_0005 ჩაწერილია ფარული საგამოძიებო მოქმედების ზემოთ დათვალიერებული ჩანაწერის გაგრძელება და ჩანაწერის ხანგრძლივობაა 42 წუთი და 41 წამი. 00:05 წუთზე საუბარი მიდის ჰა----------ნს, მეჰმეთ ბელტაჩის და მუ---------–-–------–უს მიმართ. ისმის შემდეგი სიტყვები - სტუმრებმა დალიეს, რამდენი სასმელი გითხრა ეხლა, 3 ჭიქა შენმა დალია, 3 ჭიქა შენი მეგობრის გვერდით მჯდომმა ქალბატონმა დალია. და რა თანხაა ეს? 00:20 აი აქ წერია ქვითარს უთითითებს.
01:05 პლასტიკურ ბარათს აწვდიან ჰა----------ნს და ისიც ცდილობს თანხის მოხსნას.
01:46 მაგრამ თანხა საკმარისი არ არის.
02:43 რა გინდა თქვა, რომ ფული არ გაქ, მომეცი
02:54 მეორე ბარათს აწოდებს, 1000 თურქულ ლირას მოვხსნი, არ არის საკმარისი;
03:54 ის ბარათი კიდე მომეცი, არ არის იმ ბარათზე თანხა,04:08 80 ლირა დაამატე;
04:53 მოდი მოკლედ ასე გეტყვი, როგორც გინდა ისე გაასწორეთ ანგარიში;
06:00 წავედით.
06:34 დაურეკეთ ვისაც ურეკავთ, ვისაც გინდათ, დაფარეთ ანგარიში;
10:33 აქ არ იჭერს ტელეფონი, გარეთ დაიჭერს.
14:25 ძმაო ასეთი პრობლემა მაქვს, მოდი დამეხმარეთ,19:06 5 წუთის განმავლობაში ანგარიში გადაიხადეთ;
21:51 ყვირილით მიმართავს ანგარიშის გადახდაზე;
29:30 კაცი ემუქრება
35:57 გარეთ გასვლა მინდა, ტელეფონზე უნდა დავრეკო, ტელეფონი არ იჭერს და გარეთ გამიყვანეთ;
36:03 გარეტ გამიყვანეთ;
39:52 ესენი ფულის გადაუხდელად სად მიდიან;
40:46 ფული მომეცი ერთი. ( იხ სამის მასალები)
2.10 2018 წლის 24 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 26 მაისს, 22:38 საათზე დისკო კლუბთან გაჩერდა ავტომანქანა, რომლებსაც წინა ბამპერი არ აქვს, ავტომანქანიდან ჩამოვიდა ორი თურქი პიროვნება, რომელიც დისკო კლუბში შევიდა. ირ---–-------–--ემ განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნებები ტაქსით მიიყვანა დიკო კლუბში. 2018 წლის 26 მაისს 22:39 საათზე კადრში ჩანს ირ---–-------–--ე, რომელიც ესაუბრება ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც მისი განმარტებით არის დისკო კლუბის თანამშრომელი გი--------------ძე, 22:41 საათზე ირ---–-------–--ე ესაუბრება დისკო კლუბის დაცვის თანამშრომელს და მიღებული წესის შესაბამისად ელოდება, როდის აჩუქებენ დისკო კლუბის პერსონალი მიყვანილი კლიენტის სანაცვლოდ ფულად თანხას. კადრებში ასახულია თუ როგორ გამოდის გი--------------ე და დაცვის თანამშრომელთან საუბრის შემდეგ გადასცა კლიენტის მიყვანის საფასური 400 ლარი. (ს.ფ 173-174);
საქმის განხილვისას მოწმეთა გამოკვლევით დადგენილი გარემოებები:
2.11. მოწმის სახით დაკითხვისას რო---------ემ განაცხადა, რომ მისთვის იყო ცნობილი, აღმ-–-----–ის ქუჩაზე მდებარეობდა დისკო კლუბი „ე----ე“, იქ არიან დასაქმებული მეძავი ქალები, იქ მისული კლიენტებისთვის მიმტანებს მიაქვთ დასალევი და სხვადასხვა საკვები, რომელზე შეკვეთა კლიენტებს არ აქვს მიცემული; მიტანისას კლიენტების შეკითხვებზე ისინი პასუხობენ რომ ეს არის კლუბის საჩუქარი და და ბოლოს როცა ანგარიშს წარუდგენენ და ის არის საკმაოდ არარეალური, გაზრდილი თანხები, რომლის გადახდაზეც უარს აცხადებენ და ამის შემდეგ თანამშრომლების მხრიდან მიმდინარეობს იძულება თანხის გადახდის მიზნით;
მან მონაწილეობა მიიღო ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერებაში და იქ ამოიცნო კლუბი და კლუბში მომუშავე პირები; ინფორმაცია მან მიიღო სხვადასხვა პირებისგან, რამდენიმე შემთხვევაზე თავადაც აწარმოებდა საქმეს; განმცხადებლები პრეტენზიებს აცხადებდნენ იქ მომუშავეთა შესახებ, რომ ახდევინებენ იმაზე მეტს ვიდრე ისინი აძლევდნენ შეკვეთას და ღირს რეალურად საკვები და სასმელი;
ინფორმაციას იღებდა სხვადასხვა პირებისგან - წყაროსგან, მიმართვიანობა და პრეტენზიები იყო მისი მუშაობის პერიოდში, იძულების ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია და მაგრამ შემოდიოდა განყოფილებაში საჩივრები, განცხადებები; ყოფილა შემთხვევებიც როცა თავად კლიენტები არ იხდიდნენ შეკვეთილის საფასურს ასეთი არ ახსენდება; (იხ ოქმი 05.1--2019წ 12:19:19სთ-12:23:01სთ- 12:29.02სთ)
2.12. მოწმე ჯო---------ემ განაცხადა, რომ მის სამოქმედო ტერიტორიაზე იყო დისკო კლუბი „ე----ე“ და იქ მუშაობდნენ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები; პრობლემა ამ კლუბებში იყო ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ახდევინებდნენ დიდ თანხებს რაც არ შეესაბამებოდა მომსახურების საფასურს; თვითნებურად მიჰქონდათ სხვადასხვა სასმელები და საკვები და შემდეგ თხოვდნენ არარეალურ თანხებს, მისი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე მას ხშირად უწევდა ამ კლუბებთან შეხება; კლიენტები მიმართავდნენ ძირითადად პრეტენზიებით და იწყებოდა განცხადებების შესწავლა და მოკვლევა, ჰქონდათ ინფორმაცია მასზეც, რომ იგივე კლიენტებიდან თანხის გამორთმევა ხდებოდა მათი კუთვნილი ბარათებიდან;
მისთვის როგორც ცნობილია ეს კლუბი უკვე სხვა სახელით სარგებლობს და იყო შემთხვევა, რომ ხშირად იცვლებოდა სახელები; (იხ ოქმი 17.05.2019 წ; 16.0--38სთ-16:10:52სთ);
2.13. მოწმის სახით დაკითხვისას რა-------------ემ განაცხადა, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოში უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზეა დასაქმებული 2018 წლის მაისის თვე იყო ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე შეხვდა და საერთო ნაცნობებთან ერთად იმყოფებოდა მე---------–----ი, რომელმაც გამოთქვა წუხილი მისი ქვეყნიდან აქ მყოფი მოქალაქეების შესახებ, რომ დისკო კლუბებში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს ართმევდნენ დიდი ოდენობით თანხებს და აიძულებდნენ იმ თანხის გადახდას, რაზეც რეალურად მომსახურება მიღებული არ ჰქონდათ; მე---------–----მა ასევე სურვილი გამოთქვა, რომ დაეხმარებოდა სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულში ჩამდენი პირების გამოვლენაში; (იხ სხდომის ოქმი 12.1--2019წ)
2.14. მოწმის სახით დაკითხვისას ვა–--------ემ სასამართლოს განუცხადა, რომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ დაწყებული იყო გამოძიება დისკო კლუბებში თურქეთის მოქალაქეების მიმართ თანხების გამოძალვის ფაქტზე, დავალების თანახმად, მას უნდა მოეხდინა მე---------–----ის და მუ---------–-–------–უს ჩამწერი აპარატურით აღჭურვა და შემდეგ მათი უსაფრთხოების დაცვა, ის კარგად ფლობს თურქულ ენას; 2018 წლის 26 მაისს დაახლოებით 22:30 საათისთვის ხსენებული პირები აღჭურვილები იყვნენ აუდიო ვიდეო გადამღები მოწყობილობით , ისინი მიიყვანა სასტუმრო ინტურისტებთან ისინი ტაქსში ჩასხდნენ და წავიდნენ; მათი ადგილზე მიყვანა კლუბ ე----ეში მოახდინა ირ---–-------–--ემ, ის მას იცნობდა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე;
გარკვეული პერიოდის, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ შემდეგ მას მიწერეს ტელეფონზე და აცნობეს რომ აიძულებდნენ თანხის გადახდას, ამის თაობაზე შეატყობინა გამომძიებელს, რამდენიმე წუთში მე---------–----ი და მუ---------–-–------–უ გამოვიდნენ კლუბიდან და მათ გაესაუბრა, გაიგო, რომ ისინი 2700 ლარის გადახდას აიძულებდნენ ერთ ვისკში და ერთ რედბულში; თუმცა უარყოფდნენ რაიმე სახით ფიზიკურ ძალადობას; (იხ სხდომის ოქმი )
2.15. საქმის განხილვისას დაზარალებულმა მუ---------–-–------–უმ განაცხადა, რომ ხშირად მისი ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქეებისგან ესმოდა დისკო კლუბებში არსებულ მოვლენებზე, მის ბიძაშვილსაც გადახდა ანალოგიურად, რომ, როგორც წესი დისკო კლუბში მომსახურების სანაცვლოდ მოითხოვდნენ არარეალურ და დიდ თანხებს, რას არც შეკვეთილი იყო კლიენტებისგან და არც სასმელის თუ საკვების ღირებულებას წარმოადგენდა, რადგან უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს საქართველოში და მისთვის კარგადაა ცნობილი სასმელის, საკვების, და ხილის საბაზრო ღირებულებების შესახებ;
ბიძაშვილთან ერთად წავიდა პოლიციაში და მათ აღუთქვეს დახმარება;
აღჭურვეს ჩამწერი აპარატურით და წავიდნენ დისკოთეკაზე;
კლუბში მივიდნენ ტაქსით, გადაუხადეს მძღოლს საფასური, მაგრამ როგორც დაინახა თავად კლუბის თანამშრომელმაც მისცა დამატებით, თანხის ოდენობა უცნობია, შესასვლელში შემოეგებნენ დასვეს ე.წ. „ვიპ“ მაგიდასთან მათი სურვილის მიუხედავად, უთხრეს, რომ არ იქნებოდა დამატებით რაიმე გადასახადი და ეს არ აისახებოდა მათ ანგარიშზე, რადგან სტუმრები იყვნენ; დასხდნენ შეუკვეთეს ერთი ვისკი და ერთი რედბული; ერთერთი მიმტანი ჩამოჯდა მათ მაგიდასთან და დაუწყო სუბარი, გამოკითხა თუ საიდან იყვნენ რას საქმიანობდნენ; სხვა მიმტანმა მათი შეკვეთის გარდა მიუტანა თხილეული, ხილი და მსგავსი რამ, მიმართვაზე თუ რატომ მიიტანეს მათი შეკვეთის გარეშე, - პასუხობდნენ, რომ ეს იყო კლუბის საჩუქარი მათთვის; მოგვიანებით მათთან მივიდა ორი გოგონა, მიუხედავად იმისა, რომ უთხრა, არ ჰქონდა სურვილი მათთან ყოფნის, მათ მაინც მიუტანეს სასმელები და ასევე მოიტანეს ყვავილები, რომელთა შეძენაზე უარი განაცხადა; ამ ქმედებებიდან გამომდინარე გადაწყვიტეს წასვლა, მოითხოვეს ანგარიში და მიუტანეს 2700 ლარზე, რა თქმა უნდა უარი განაცხადა, რადგან, მისი შეკვეთის ღირებულება ნამდვილად არ იყო ამ ოდენობის, და მათ უარის შემდეგ დაიწყეს მოთხოვნა, რომ გადაეხადათ თანხა, მიმტანის შემდეგ მოვიდა პირი, რომელიც გაეცნო კლუბის მეპატრონედ და უხსნიდა მათ, რომ მომსახურება რაც მიიღეს, იყო მათი შეკვეთით და ვალდებულები იყვნენ გადაეხადათ; მიმართეს, რომ სალაროსთან მისულიყვნენ, სალაროსთან აცხადებდა, რომ ის ცხოვრობდა საქართველოში და იცოდა ფასების შესახებ; მას ჰქონდა ჩამწერი აპარატურა, ასევე კლუბშიც ჩანდა, რომ იყო ვიდეო სათვალთვალო კამერები და იმედი ჰქონდა რომ მათი მოთხოვნებიც და კლუბის თანამშრომლების მოქმედებებიც ასახული იქნებოდა, ამიტომ წინააღმდეგობას უწევდა თანხის გადახდაზე, რიგ რიგობით თანამშრომლები მოდიოდნენ და ყველა მათგანი იყო ჩართული თანხის გადახდაზე მოთხოვნაში, მისი ბიძაშვილი გაიყვანეს გარეთ და რამდენიმე წუთი არ შემოსულა, მისი გადმოცემით, ის მიყვანილი ყავდათ მშენებარე ობიექტის ეზოში და იქ თხოვდენ თანხას და ემუქრებოდნენ; შემდეგ მოითხოვეს საბანკო ბარათები , გადასცა, თუმცა ბარათზე რაიმე თანხა მას არ ჰქონდა; ის თანახმა იყო გადაეხდა, მხოლოდ მომსახურების საფასური, და არ ზედმეტი; ანდა ითხოვდა, რომ გამოეძახათ პოლიცია, რაზეც უარს ამბობდნენ, შემდეგ როცა თავად გამოიძახა პოლიც , ამის შემდეგ უკვე სხვაგვარად დაიწყეს მოქცევა, თხოვდნენ რომ დამსხდარიყვნენ და პატივს ცემდნენ;
ამის შემდეგ დასვეს ოთახის ერთერთ კუთხეში ეუბნებოდნენ, რომ დაერეკათ თურქეთში და გადმოეგზავნათ თანხა. უარს აცხადებდა, თან იმ დროს რამაზანი იყო და ვერც ვერავის შეაწუხებდა; მეჰმეთი გაიყვანეს გარეთ და დაახლოებით ნახევარი საათი აღარ შემოსულა; როგორც უთხრა - მოპირდაპირე მხარეს მშენებლობა იყო და იქ შეიყვანეს ად ემუქრებოდნენ;
მოდიოდა მეპატრონე და ეუბნებოდა მათ, რომ თუ არ გადაიხდიდნენ ვერ გააღწევდენ და ეუბნებოდა რომ თანხა არ ჰქონდა რაც უნდოდათ დაეშავებინათ მისთვის; რაც არ ჰქონდა ვერ გადაიხდიდა;
ამის შემდეგ ისევ წამოვიდა მუქარა რომ გადაეხდა თანხა; ბოლოს იგრძნო რომ რაღაცას დაუშავებდნენ; სანამ თავად გამოიძახებდა პოლიციას, მანამდე მეპატრონეს უთხრა რომ გამოეძახებინა, ის ეუბნებოდა რომ პოლიცია არ მოვიდოდა და გადაეხადა თანხა; შემდეგ გამოიძახა პოლიცია და როცა პოლიციელები მოვიდნენ, ამ შუალედში უკვე მეპატრონე ეპატიჟებოდა ხილზე თითქოს იმის დასტურად რომ ის მათ კარგად ექცეოდა; (იხ სხდომის ოქმი 23.1--2019წ; 12:38:11სთ-13:11:37სთ);
2.16. სხდომაზე საჯაროდ გამოქვეყნდა დაზარალებულის მე---------–----ის ჩვენება, რომლის შინაარსის თანახმად 2018 წლის 26 მაისს მოხდა პოლიციის განყოფილებიდან მისი და მისი ნაცნობის მუ---------–-–------–უს აღჭურვა ჩამწერი მოწყობილობით ტაქსით მივიდნენე ბათუში აღმ-–-----–ის ქუჩაზე მდებარე დისკო კლუბ „ე----ეში“ , კლუბში მიიყვანეს იქ მომუშავე პერსონალმა ე.წ. „ვიპ მაგიდასთან“ და ერთერთმა მათგანმა უთხრა მათ, რომ, რადგან პირველად იყვნენ კლუბში ამ მაგიდის საფასურს არ გადაახდევინებდნენ; შეუკვეთეს ერთი ცალი რედბული და ერთი ჭიქა ვისკი; მიმტანებმა კი ამ შეკვეთასთან ერთად მიუტანეს თხილი და ჩიპსი; როგორც კლუბის საჩუქარი; მოკლე პერიოდში მეორე მიმტანმა მიუტანა ხილის ასორტი ; ამაზეც პრეტენზია გააცხადეს, თუმცა ხილის ასორტზეც უთხრეს, რომ იყო საჩუქარი; ერთერთი მიმტანი ჩამოუჯდა მათ მაგიდასთან და გაუბა საუბარი, ეუბნებოდა, რომ შეეძლოთ ქალებთანაც გართობა და თუ სურვილი ექნებოდათ მივიდოდნენ, მიუხედევად იმისა, რომ სურვილი არ გამოუთქვამთ, მაინც მივიდა მაგიდასთან ორი გოგონა, მათ დაუკითხავად მიმტანმა მიუტანა სასმელი და ისე, რომ ბოლომდე სასმელი მირთმეული არ ჰქონდათ ახალი მოუტანეს რამდენჯერმე; ქალებიც ესაუბრებოდნენ და თავაზობდნენ გართობას, თუმცა უარი უთხრეს, რადგან მცირე დროით იყვნენ შესულები; მათთან მყოფ ქალბატონებს ასევე მიუტანეს შოკოლადი, ისინი მიმტანებს უარს უცხადებდნენ ამ ყველაფრის გადახდაზე, თუმცა მათი პასუხის იყო ის, რომ ქალების საჩუქარი იყო ის, რაც მათთან მიჰქონდათ; მალევე მიუტანეს ანგარიში 2700 ლარზე; გააპროტესტეს თანხის ოდენობა; უარი უთხრეს და მიმტანმა მათ მოუყვანა კლუბის მეპატრონე, რომელიც თავად გაეცნო ასეთად; მუ---------–-–------–უ მას ესაუბრებოდა და არ თანხმდებოდა თანხის მოთხოვნილ ოდენობაზე; ამის შემდეგ ის მიიყვანეს სალაროსთან და იქ დაიწყეს გარკვევა, ეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ ერთი რედბული და ერთი ვისკი ჰქონდათ შეკვეთილი და არც მიჰქონდათ თითქოს საჩუქარი იყო კლუბის, ასე ეუბნებოდნენ, მაგრამ არ უსმენდნენ და ითხოვდნენ თანხას, ეუბნებოდნენ, რომ 3200 ლარის იყო სულ ღირებულება და ფასდაკლება ისედაც გაუკეთეს და 2700 ლარი უნდა გადაეხადათ; მეპატრონედ გაცნობილმა პირმა მოითხოვა პლასტიკური ბარათების მასზე გადაცემა, თუმცა მათზე თანხა არ იყო; მენიუში ერთი ჭიქა ვისკის ღირებულება 25 ლარი იყო და ითხოვდნენ 250 ლარს, ხოლო ქალბატონებთან მიტანილ სასმელში 1200 ლარს; მაგიდის საფასურის სახით 300 ლარს; ასევე თანხას ითხოვდნენ სტრიპტიზიორის ცეკვისთვის, რომელზეც შეკვეთა არ მიუციათ და მათი მოწვევით არ ყოფილა; დისკო კლუბის მიმტანები და მეპატრონე ითხოვდა თანხის გადახდას, რომ თანხის გადახდის გარეშე ვერ წავიდოდნენ კლუბიდან; მეპატრონე მიმართავდა მათ, რომ მაინც მიუწევდა თანხის გადახდა და მაინც აიღებდა მათგან; მიმართავდა მათ რომ თუ არ გადაიხდიდნენ იყო სხვა გზებითაც თანხის ამოსაღებად და მათ შეექმნებოდათ პრობლემები, მიანიშნებდა, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ფიზიკურადაც გაუსწორდებოდა და პირდაპირ ეუბნებოდა, რომ კლუბიდან თანხის გადახდის გარეშე ვერ გავიდოდა; ასევე მოითხოვდა, რომ ახლობლებისთვის დაერეკათ და მათ მოეტანათ თანხა; ბოლოს მოხდა ისე, რომ შენიშნა პოლიციის თანამშრომელი და მის დანახვაზე კლუბის მეპატრონემ დასვა ისინი მაგიდასთან და მიუტანეს ხილის ასორტი, ამ დროს უკვე უთხრა, რომ ჩუმად ყოფილიყვნენ რადგან შენობაში იყო პოლიცია და შემდეგ გააგრძელებდა საუბარს; მათ გადაიხადეს სულ 90 ლარი და მაინც დატოვეს კლუბი; სულ კლუბის სამი თანამშრომელი იყო მათთან კლუბის პერსონალიდან ორი მიმტანი და კლუბის მეპატრონედ გაცნობილი პირი ითხოვდა მათგან თანხის გადახდას; რომელთა ამოცნობაც შეუძლია; (იხ სხდომის ოქმი, ს.ფ. 28-31)
2.17. ბრალდებულმა ჰა----------ნმა განაცხადა, რომ 2018 წელს მუშაობდა დისკო კლუბ „ე----ეში“, დაახლოებით მაისის თვის ბოლოს, მითითებული ორი მამაკაცი შემოვიდა კლუბში; სალაროსთან, როცა ეს პირები მოვიდნენ, მიმტანს ჰქონდა წარმოდგენილი ფურცელი შეკვეთილი სახეობების და მან გადაიტანა ეს და ანგარში შეადგინა; მიმტანები იღებენ შეკვეთებს და მას არანაირი კონტაქტი არა ქვს კლიენტებთან, მიმტანი მივიდა, რომ მიეცა მათთვის ანგარიში, მენიუს მიხედვით გამოიანგარიშა ფასები, მიმტანმა უთხრა, რომ მათ თანხა არ ჰქონდათ და რომ წააგეს თამაშის დროს, თუ თანხა არ ჰქონდათ რატომ შეუკვეთეს და რატომ ეპატიჟებოდნენ გოგონებს, - შენიშვნა მისცა; ერთ ერთმა უთხრა, რომ თანხა არ ჰქონდათ, მაგრამ იშოვიდა მისი მეგობარი და მოაგვარებდა ამ საკითხს, იფიქრა რომ სულ გადაუხდელობას რაღაც თანხა მაინც მოეტანათ და აეღო; ეს ორი პირის გავიდა გარეთ; არც დაცვას უცდია მათი შეჩერება, არც ვინმე გაყვა; ისინი ჩასხდნენ შავი ფერის ავტომანქანაში და წავიდნენ; მათ თანხა საერთოდ არ გადაუხდიათ;
კლუბში მენიუ არის ყველა მაგიდაზე და სალაროსთანაც;
რაც თავად შეუკვეთეს ის იყო ჩამონათვალში ფურცელზე და ის გადაიტანა დასაანგარიშებლად; მათ ყველაფერი მიირთვეს, კოქტეილიც ხილიც, ჩიპსიც, თვითონ კლიენტი მოვიდა სალაროსთან, მიმტანებს შეუძლიათ შეკვეთა მიიღონ მოდის და შეკვეთას აძლევს და ვინცაა თავისუფალი იმას მიაქვს შეკვეთა და ბოლოდ მიმტანს თხოვენ და მიაქვს ანგარში; გაქვს თუ არა სურვილი, იქ საუბარი მისდის ხმამაღლა, რადგან მუსიკაა მუდმივად ჩართული ;
რომ მოვიდა და ერთმა თქვა, რომ თანხა არ ჰქონდა ჩამოჯდა მაგიდასთან და ურეკავდა ვიღაც პირს, ის ახლოს არ მისულა; ადასტურებს, რომ მაგიდასთან გოგონებიც იყვნენ და მოცეკვავეებსაც თავად დაუძახეს, ამას მიმტანიც დაადასტურებს; მიმტანები იყვნენ იმ დროს ას-----------–--------------ი და ჯი-------------ი; (იხ სხდომის ოქმი 31.1--2019წ, 11:16:14სთ- 11:51:51სთ);
2.18. ბრალდებულმა ჯი-------------მა განაცხადა, რომ კლუბში მიმტანად მუშაობდა , არ იცის რატომ არის აქ და რაში დებენ ბრალს, როცა მოვიდა ორი კლიენტი შეხვდა მათ მიანიშნა მაგიდა, სადაც თავად უთხრეს რომ უნდოდათ ის კონკრეტული მაგიდა, იქ დასვა; ამის შემდეგ აჩვენა მენიუ, ზუსტად ახსოვს, რომ რომ ერთი სვამდა ალკოჰოლს ხოლო მეორე ენერგეტიკულ სასმელს; ჩიპსი თხილი და შოკოლადი მოითხოვეს და მიუტანეს; უცვლიდნენ საფერფლეებს აქცევდნენ ყურადღებას და თავაზობდნენ თუ სურდათ რაიმეს დამატება, მიხვდა რომ თურქები იყვნენ და დაუახლოვდა კიდეც და ეუბნებოდნენ და განიცდიდნენ იმას, რომ იმ საღამოს კაზინოში წააგეს თანხა, ჰქონდა ამის მსგავსი საუბარი რომ არ ენერვიულათ და რომ ასეთი ხდებოდა ხოლმე; სულ მაგიდასთან თავიდან იყო ირი კაცი, შემდეგ სამი გახდა და გოგონებს დაუძახეს და ოთხნი თუ ხუთნი გახდნენ, გოგონების მაგიდა მაგათი ახლოს იყვნენ და თავად დაუძახეს, მოცეკვავე დისკო კლუბში იმ დღეს იყო, ცეკვავდა და ამ კაცებმა დაუძახეს მაგიდასთან, ანგარში თავად მიუტანა, ჰა----------ნი იყო ასევე მაგიდასთან მან მიუტანა ანგარიში და შემდეგ თანხას ჰა----------ნი ითხოვდა, როცა ვერ გადაიხადეს თანხა, მიმართეს ჰ------ს და ის თხოვდა;
ას-----------–--------------ი მხოლოდ შეკვეთილი საკვების მიტანას ახდენდა და მას სხვა რაიმე არ ევალებოდა;
ანგარიში გამოყვანილი იყო მენიუს მიხედვით, სადაც მითითებულია მათი ღირებულება’;
მაგიდასთან მსხდომი პირების მხრიდან რაიმე სახით პროტესტი არ ყოფილა, და როცა მოცეკვავე ცეკვავდა, ისინი მაშინაც კარგად ერთობოდნენ;
ვინ რას აკეთებდა ყველაფერს ხედავდა, და ამიტომ ადასტურებს, რომ პროტესტი არ ყოფილა კლიენტების მხრიდან; (იხ სხდომის ოქმი 31.1--2019წ, 11:35:55სთ 12:09:17სთ);
2.19. მოწმე ჯე---–-–-–--–--ემ განაცხადა, რომ მოცემულ საქმეზე ჩატარებულია რიგი საგამოძიებო მოქმედებები დაკითხა მოწმეები დაზარალებულები, ინფორმაციის მიმღები პირები, ის აწარმოებდა გამოძიებას ძირითადად მოცემულ საქმეზე; ადასტურებს მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობას;
ადასტურებს, რომ თარჯიმანმა მიიღო მონაწილეობა ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებში დათვალიერებისას რადგან ჩანაწერი იყო თურქულ ენაზე; (იხ ოქმი 16.05. 2019წ 12:19:19სთ-14:15:01სთ - 14:2--08სთ)
2.20 ასევე მოწმის სახით დაკითხვისას ბე---------------–--ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება;(იხ სხდომის ოქმი 11.1--2019წ)
2.12. ზემოთაღნიშნული წარმოადგენს იმ მტკიცებულებების ბაზას, რომელთა შეფასების შედეგად უნდა მიიღოს სასამართლომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება;
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
2.13. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ჯი-------------ის და ასრორხონ შარაფიდონოვის მხრიდან იძულების ჩადენის ფაქტს და რაც შესაძლებელს გახდიდა ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას; ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად არ დადგინდა ჯი-------------ის და ასრორხონ შარაფიდონოვის მიერ 2018 წლის 26 მაისს - მე---------–----ის და მუ---------–-–------–უსთან ბრალის შესახებ დადგენილებით აღწერილი გარემოებები:
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ჰა----------ნის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად მისი მხრიდან იძულების განხორციელების ნაწილში;
სასამართლო მოცემული სახით დასკვნას აკეთებს შემდეგ გამოკვლეულ მტკიცებულებებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით:
2.14. დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა 2018 წლის 18 მაისს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მუ---------–-–------–უმ ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს განცხადება სადაც მიუთითებდა, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დისკო კლუბ ,,ე----ეში“ თურქი ეროვნების მოქალაქეებს თანხას იძულებით ახდევინებდნენ და მზად ყოფნას გამოთქვამდა დახმარებოდა საგამოძიებო ორგანოებს;
2.15. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ჯი-------------ი და ასრორხონ შარაფიდინოვი იყვნენ მიმტანები და მათი მოქმედება მხოლოდ შეკვეთილი, თუ დაზარალებულების განმარტებით - მათი შეკვეთის გარეშე სასმელის და საკვების მიტანაში და შემდეგ საბოლოოდ ანგარიშის წარდგენაში გამოიხატებოდა; მოცემულ გარემოებას ადასტურებს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს დაზარალებულთა მიერ მიცემული განმარტებებიც, ისინი ამოცნობაში მონაწილეობის მიღებისას ცალსახად განმარტავენ, რომ ჰა----------ნი წარმოადენს იმ პირს, ვინც მათგან იძულებით, ძალადობის მუქარით ცდილობდა თანხის გადახდევინებას, ხოლო ჯი-------------ის და ას-----------–--------------ის ამოცნობისას განმარტავენ, რომ მათ მიმართეს, რომ თუ არ გადაიხდიდნენ თანხას შეექმნებოდათ პრობლემები და მათი მხრიდან რაიმე სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია;
ამოცნობისას დაზარალებულთა განმარტებები სრულ თანხვედრაშია ბრალდებულების მიერ საქმის განხილვისას მიცემულ ჩვენებებთან, კერძოდ ბრალდებულ ჯი-------------ის განმარტებით, ის იყო მიმტანი და ას-----------–--------------თან ერთად თანხის გადახდევინებაზე მოთხოვნაში არ მიუღიათ მონაწილეობა და როცა მათ განაცხადეს, რომ თანხა არ ჰქონდათ, მიიყვანეს სალაროსთან; გარემოებას ამ სახით ადასტურებს ჰა----------ნიც, რომელიც განმარტავს, რომ მიმტანების ფუნქცია მხოლოდ შეკვეთილის მიტანა იყო და სალაროსთან ის თავად არკვევდა დაზარალებულებთან წარდგენილი ანგარიშის სიზუსტეს;
სადავო მტკიცებულებების გამოკვლევისას პირდაპირი სახის მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა რაც დაადგენდა დისკო კლუბ „ე----ეში“ ბრალდებულთა მხრიდან ჯგუფურად დაზარალებულებზე - მე---------–----ზე და მუ---------–-–------–უზე იძულებას დაადგენდა, სახეზე არ არის და ბრალის დადგენილებაში მითითებული გარემოებები იმ სახით არ დადგენილა
გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ თანხის გადახდევინებას მათგან ითხოვდა ჰა----------ნი ;
ბარლდების მხარის მიერ წარმოდგენილი სადავო მტკიცებულებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების, ასევე ფარული აუდიო ვიდეო გადამღების მიერ ჩაწერილი აუდიო ვიდეოფაილების დათვალიერებით და შესწავლით სასამართლოს ასევე არ უდასტურდება ჯგუფურად იძულების ჩადენის ფაქტი, უფრო მეტიც, ჩანაწერებით გაურკვეველია საუბარი; მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილია ჩანაწერის ფრაგმენტების თარგმანი, (თუმცა იქაც არ დასტურდება მაგიდასთან, მიმტანების მხრიდან რაიმე სახით იძულება) შეუძლებელია ის გამოყენებული იქნეს რაიმე სახის ბრალეულობის დამადასტურებლად,. ბრალდების მხარეს ამ მტკიცებულების ავთენტურობისთვის არ აქვს დაზუსტებული იქ მყოფ პირთა გადაადგილება და საუბარი, ასევე სასამართლოს არ მიეცა შესაძლებლობა მხარეების მონაწილეობით გამოეკვლია თარჯიმანი, რომელმაც, თუნდაც ფრაგმენტების თარგმნა მოახდინა; ამდენად საუბრის ნამდვილობის დადასატურებლად მტკიცებულებები არ წარმოდგენილა და არ გამოკვლეულა; ჩანაწერების მიხედვით გაურკვეველია შინაარსი და საუბრის ენა (სავარაუდოდ თურქულია); შესაბამისად მოცემული მტკიცებულებებით რაიმე გარემოების აშკარად დადასტურება ვერ ხდება, და ის ვერ გამოდგება ბრალის დამადასტურებელ ერთერთ მტკიცებულებად მაინც;
ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება მოცემულ საქმეში არის დაზარალებულის მუ---------–-–------–უს ჩვენება, რომელიც მიუთითებს რომ ყველა მათგანი აიძულებდა გადაეხადა თანხა, რისი მომსახურებაც არ მიუღია, თუმცა მისი ჩვენებითაც ვერ ხერხდება დაზუსტებით მომუშავეთაგან - ანუ ბრალდებულთაგან რომელი მათგანი რას ასრულებდა, რა მოქმედებას ახორციელებდა; მიმტანები - ბრალდებულები - აჩვენებენ, რომ როცა დაზარალებულებმა უარი განაცხადეს თანხის გადახდაზე , მათ ისინი მიიყვანეს სალაროსთან; ჩანაწერებით მხოლოდ შესაძლებელია ეს ფაქტი იქნეს დადგენილი, რადგან ჩანს, რომ ისინი გადაადგილდებიან სალაროსთან; რაიმე სახით იძულება ,ძალადობა ვიზუალურად ჩანაწერის დათვალიერებით არ ჩანს; ამის შემდეგ ისინი მშვიდად გადიან გარეთ კლუბიდან;
რაც შეხეება მეორე დაზარალებულის - მე---------–----ის ჩვენებას, ის საჯაროდ გამოქვეყნდა, რადგან მისი წარმოდგენა ბრალდების მხარის მხრიდან ობიექტური მიზეზით ვერ მოხდა; აღსანიშნავია რომ ეს ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდიან ერთმანეთთან, კერძოდ , მუ---------–-–------–უ ამტკიცებს, რომ ცოტა ხანში თანხის მოთხოვნიდან მე---------–----ი გაიყვანეს კლუბის გარეთ, მშენებარე ობიექტთან და იქ აიძულებდნენ თანხის გადახდას; აღნიშნული არცერთი სახით არ დასტურდება მე---------–----ის გამოკითხვის ოქმით მისი ჩვენების მიხედვით , ისინი ერთად გავიდნენ და დატოვეს დისკო კლუბი; ასევე მუ---------–-–------–უ აჩვენებს, რომ თავად გამოიძახა პოლიციის თანამშრომლები, მუ---------–-–------–უ გამოკითხვის ოქმით განმარტავს, რომ პოლიციელი ისე შემთხვევით შემოვიდა კლუბში, რის შემდეგაც მას უკვე თანხას არ თხოვდა ჰა----------ნი და იწვევდა სუფრასთან;
ამდენად ბრალდებულების ჯი-------------ის და ას-----------–--------------ის ბრალეულობის დამადასტურებელი ურთიერთშეთანმებული და უტყუარი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობა საქმის განხილვისას სადავო გარემოებების გამოკვლევით სახეზე არ არის; შესაბამისადა ის ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა;
რაც შეეხება ბრალდებულ - ჰა----------ნს, - თავად ბრალდებულებიც ადასტურებენ, რომ დაზარალებულებმა, როცა გააპროტესტეს ანგარიში და თანხის ოდენობა, მიიყვანე სალაროსთან და მის შემდეგ არ ჩარეულან თანხის მოთხოვნაში არცერთი სახით; ამოცნობისას დაზარალებულების განმარტეს, რომ მათი მხრიდან არანაირი იძულება , ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა, მხოლოდ უთხრეს, რომ თუ არ გადაიხდიდნენ, შეექმნებოდათ პრობლემები, საიდან გამომდინარეც იძულების ფაქტი თან ჯგუფურად არ დასტურდება; ჰა----------ნის მხრიდან კი, როგორც დაზარალებული სხდომაზე მიცემული ჩვენებით, ასევე თავად ბრალდებულთა ჩვენებებით იძულებით ცდილობდა თანხის გადახდევინებას, რაც გამოიხატებოდა ფსიქოლოგიურ ზეწოლაში, მუქარაში, რომ თუ თანხის გადახდა არ მოხდებოდა ისინი ვერ დატოვებდნენ კლუბის ტერიტორიას ცოცხლები, გაუსწორდებოდა მათ ფიზიკურად;
2.16. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლომ საქმეში არსებული ყველა სადავო და უდავო მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ჯი-------------ის და ასრორხონ შარაფიდონოვის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების განხორციელებას.
ამასთან გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ჰა----------ნის მხრიდან იძულების განხორციელების ფაქტი;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის თავისუფლება. დანაშაული ძალადობაში. სსკ-ს 150-ე მუხლი შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი;
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა ჯი-------------ის და ას-----------–--------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (5იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ ჯიჰად თირანმა და ასრორხონ შარაფიდონოვმა განახორციელეს იძულება დაზარალებულ მე---------–----ს და მუ---------–-–------–უს მიმართ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. (6იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77; ) უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება. (7იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.austria, პუნქტი 15.).
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ჯი-------------ის და ას-----------–--------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდნენ;
სასამართლოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდასტურდება საქართველოს სსსკ-ის 150-ე მუხლით ჰა----------ნის მიმართ წარდგენილი ბრალდება
სასამართლო სრულად იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომ იმ საკითხზე, ჩნდება თუ არა პრობლემა, როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულება არ დასტურდება საქმის სხვა მასალებით, უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულება სავსებით დამაჯერებელია და არ არსებობს საფრთხე, რომ იგი არასანდოა, გამამყარებელი მტკიცებულებების საჭიროება, შესაბამისად ნაკლებია. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bykov v. Russia, №4378/02; 10/03/2009; § 90)
საქმის განხილვით უდავოდ დადასტურებულია, რომ კამათის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ კლუბში მყოფი დაზარალებულები არ ეთანხმებოდნენ მათთან წარდგენილ ანგარიშს; ბრალდებულ ჰა----------ნი თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა დაცვის მხარე არაპირდაპირ მიუთითებს რა ბრალდებულების მიერ განხორციელებულ ქმედებაზე, ის უკავშირდება მისი მხრიდან მუქარისა და ზეწოლის განხორციელებას იქ მყოფი სტუმრების მიმართ შეკვეთილი საფასურის გადაუხდელობის გამო; წარდგენილი ანგარიშში, რომლებშიც ცალსახად განმარტავენ დაზარალებულები , რომ დაფიქსირებული იყო მაღალი ფასები, ბრალდებულის განმარტებით ის წარმოადგენდა კლუბის შემოსავალს და მენიუში თავიდანვე იყო გაწერილი; დაზარალებულების მხრიდან ფიქსირდება ყველა შემთხვევაში პრეტენზია და იქ მომუშავე პასუხისმგებელი პირის (რომელიც როგორც განმარტავს მუ---------–-–------–უ მათ გაეცნო კლუბის მეპატრონედ) მიმართ თხოვნა, რომ დაკმაყოფილებულიყო იმით, რისი შეკვეთაც მათ ჰქონდათ მიცემული; ცალსახადაა დადასტურებული, რომ პრეტენზია არსებობდა შეკვეთილსა და მენიუს ფასებზე; მოთხოვნაც ანგარიშის მიხედვით 2700 ლარის გადახდაზე ჰა----------ნის მხრიდან ხორციელდებოდა მათზე იძულების გზით;
განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულის მხრივ დაზარალებულებთან მიმართებით მოთხოვნა გამომდინარეობდა მათი უფლებიდან, მიეღოთ მომსახურების ღირებულება.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან ბრალდებულის ჰა----------ნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია ჰა----------ნის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი და საკმარისია საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით მისი დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით კრიმინალიზირებულია იძულება - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნებასურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება,ობიექტური მხრივ იძულება გამოიხატება მოქმედებაში -ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში კერძოდ პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება ან და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება.
ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების შეზღუდვა უნდა იყოს უკანონო. განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება პირის ფიზიკურ იძულებაში, პირის ფსიქიკურ იძულებაში,-პირის ფიზიკურ იძულებაში იგულისხმება მისი გათოკვა, ხელების გაკავება, ხელიდან რაიმე დოკუმენტების ან საგნების გამოგლეჯა, ცემა, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება
-ფსიქიკური იძულება იგივე მუქარაა, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის; მოკვლის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების, და სხვა ამდენად სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლში მუქარა უფრო ფართოდაა გაგებული.
ამ მუხლის შემადგენლობა სახეზეა მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს, ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგანაც თავის შეკავება მისი უფლებაა. ესე იგი კანონით მისი გადასაწყვეტია ამ ქმედებას ჩაიდენს თუ არა.
ფიზიკური ან ფსიქიკური იძულების მიზანია სხვა პირს ჩაადენინოს რაიმე ქმედება ან საკუთარ თავზე განაცდევინოს მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ქმედება.
ბრალდებულის მოქმედება მიმართული იყო დაზარალებულების იძულებისათვის გადაეხადათ დანახარჯი, რადგან ნებაყოფლობით არ იხდიდნენ მას;
ამდენად სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათი შეფასებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ჰა----------ნმა ჩაიდინა იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნებასურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლი პირველი ნაწილით რის გამოც ისინი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა;
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ბრალდებულებს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ
5.4. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პიროვნებებს, მახასიათებლებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ჩადენილი ქმედების ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას - აღნიშნული დანაშაული (იძულება) წარმოადგენს ერთ-ერთი ძალადობრივი ხასიათის დანაშაულს, მიმართულს ადამიანის ნებისა და თავისუფლების წინააღმდეგ; სასამართლო ასევე ითვალისწინებს სასჯელის როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენციის მიზნებს და მიიჩნევს, რომ ამ მიზნებისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ერთი მხრივ უნდა იყოს ადეკვატური ჩადენილი დანაშაულისა და ბრალდებულის პიროვნებისა, ხოლო მეორე მხრივ არ უნდა იყოს წამახალისებელი როგორც ბრალდებულისთვის, ასევე სხვა პირთათვის და უნდა უზრუნველყოს კერძო/ზოგადი პრევენციის მიზნები. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულების მიმართ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს ჰა----------ნის რესოციალიზაციას.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-ე, 276-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ჯი-------------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.
გამართლებულს ჯი-------------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ჯი-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
ბრალდებული ას-----------–-------------- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.
გამართლებულს ას-----------–--------------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ას-----------–--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
ბრალდებული ჰა----------ნის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ბრალდებული ჰა----------ნ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ჰა----------ნის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
ნივთიერი მტკიცებულება - ქ. ბათუმში, აღმ-–-----–ის ქ---ში მდებარე დისკო კლუბში ჩატარებული ფარული აუდიო ვიდეო გადაღების ამსახველი აუდიო ვიდეო ფაილები, ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, დალუქული ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - დისკო კლუბ ,,ე----ეს’’ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 2 ცალ დისკზე, დალუქული ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - დისკო კლუბ ,,ე----ეში’’ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები 1 ცალ დისკზე, დალუქული ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - დისკო კლუბ ,,ე----ეში’’ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მენიუს ლამინირებული ფურცელი, დალუქული ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - 2018 წლის 24 ივლისს გი--------------ის მონაწილეობით დათვალიერებული ვიდეოფაილები, ჩაწერილი 02 ცალ კომპაქტდისკზე, დალუქული ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე