მუხლი 275. გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
თავი XXIV — სასამართლოს განაჩენის დადგენა და მისი აღსრულება
გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება: წარდგენილი ბრალდების არსი, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს სასამართლოს დასკვნას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ; მოტივი, რომელიც ხსნის, თუ რატომ მიაჩნია სასამართლოს არასარწმუნოდ ან არასაკმარისად მტკიცებულება, რომელსაც ემყარებოდა წარდგენილი ბრალდება, ან/და რატომ მიაჩნია სასამართლოს, რომ არ არსებობს დანაშაულის შემთხვევა ან რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის დანაშაული. გამამართლებელ განაჩენში აღინიშნება აგრეთვე სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1918 – ვებგვერდი, 24.10.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.10.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 275. გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღინიშნება: წარდგენილი ბრალდების არსი, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს სასამართლოს დასკვნას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ; მოტივი, რომელიც ხსნის, თუ რატომ მიაჩნია სასამართლოს არასარწმუნოდ ან არასაკმარისად მტკიცებულება, რომელსაც ემყარებოდა წარდგენილი ბრალდება, ან/და რატომ მიაჩნია სასამართლოს, რომ არ არსებობს დანაშაულის შემთხვევა ან რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის დანაშაული. გამამართლებელ განაჩენში აღინიშნება აგრეთვე სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. გამამართლებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(51)
საქმე №2კ-482აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.01.2017
…საკმარისი მტკიცებულებები. 4. რაც შეეხება ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე 3328 მ2 მიწის ნაკვეთის ეპიზოდს, აღსანიშნავია შემდეგი: 5. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენი უნდა იყოს დასაბუთებული. ასევე, სსსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად, გამამართლებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს სასამართლოს დასკვნას…
…დ-----------------–---–ის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს. სარეზოლუციო ნაწილი: პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე, 275-ე მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა: დ-----------------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის…
…სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 273- 274-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე და 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა 1. რე--------------–-ძე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის…
…სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქ/პუნქტი გათვალისწინებულ ბრალდებაში. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258- 260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: ბრალდებული კ--------–--–-----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს
…პირველი ნაწილით და 111-150 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258- 260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: ბრალდებული კ------- დ------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის…
…დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება, მყიდველი უფლებამოსილია მიიღოს კუთვნილი დღგ-ის ჩათვლა ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვების გარეშე, ხოლო მიმწოდებელს ამ ოპერაციის მიხედვით ამ კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება.“. 26. 17 5-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 275, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-275/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია