განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2-----------------
საქმე №1ბ/756-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ივლისი 2018 wელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორ - გ--------------–---–ის,გამართლებულ - დ-----------------–---–ის,ადვოკატ - გ---------------–-–-ილის მონაწილეობით,სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ჯანყრაშვილის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
დ-----------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------რს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ს----------------------------–---–--–------ში - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
2015 წლის აგვისტოს თვეში დ-----------------–---–მა უკანონოდ შეაღწია სიღნაღის რაიონის სოფელ ილ--–------–ი მდებარე ლ---–------ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთებს, რითაც ლ---–------ეს მიაყენა 822 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენით:
დ-----------------–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--------------–---–მა, რომელმაც ითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენის გაუქმება და დ-----------------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება დ-----------------–---–ის მიერ მასზედ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა და შესაბამისად, იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები დ-----------------–---–ის გამართლების თაობაზე, არ გამომდინარეობენ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგებიდან.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში, პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
სააპელაციო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები კერძოდ, მოწმის სახით დაკითხული ლ---–------ის, ს--------------–--ლის, ზ---------------–---–------–----------–--ლის ჩვენებებით, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოცნობის ოქმით, ი-–----------–---–-- მიერ წარდგენილი ნივთების დათვალიერების ოქმით, დ-----------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ქ-----------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით, დ-----------------–---–ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ლ---–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თბილისში და სოფელ ილ--–------–ი ჩადის ზაფხულობით. ბოლოს სოფელში იმყოფებოდა 2015 წლის 5 ივლისს, რა დროსაც სახლში ყველაფერი წესრიგში დახვდა, არაფერი არ იყო წაღებული. შემდეგ ჩავიდა 18 აგვისტოს, რა დროსაც შენიშნა, რომ მისი სახლის კარი იყო ღია. შენიშნა, რომ წაღებული იყო ბოცები, ასევე ადგილზე არ იყო ღვინო; პირველ სართულზე შუქი აღარ ინთებოდა, რადგან კედლებიდან ამოთხრილი და წაღებული იყო ,,შნურები“; ზედა სართულიდან წაღებული იყო ჭურჭელი, თმის საშრობი „ფენი,“ სამოვარი, თეთრეული, სამზარეულოდან ქვაბები, ტაფები, აბაზანიდან - თუჯის 50 ლიტრიანი წყლის სათავსო, 5 მეტრი სიმაღლის „აზბესტის“ მილი, უთო, შამფურები. დაზარალებულის განმარტებით, მისი სახლი სულ სამჯერ გაქურდეს და ზუსტად არ ახსოვს, რომელი გაქურდვის დროს რა წაიღეს. გაქურდვის შედეგად მიადგა 700-დან 800 ლარამდე ზიანი. დაზარალებულის განმარტებით, მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ი-–----------–---–--გან ამოღებული ქაფქირი, რომელიც იყო ხელნაკეთი, რაიმე წარწერა ან ნიშანი არ ქონია და როდესაც წარუდგინეს, იყო დაზიანებული - მოღუნული. დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ აღნიშნული დაზიანებული ქაფქირი მისი იყო, თუმცა ასევე განმარტა, რომ იმ ხელოსანს, რომელმაც აღნიშნული ქაფქირი გააკეთა, შესაძლოა სხვა ამდაგვარი ქაფქირი ქონდა გაკეთებული, რაც მისთვის უცნობია. მან კონკრეტულად ქაფქირი ამოიცნო საერთო სახით, მოკაუჭებული თავით და ე.წ „ზაპლოვკებით“.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ი-–----------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ დ-----------------–---–ი მისი თანასოფლელია და იცნობს. იგი (ი-–----------–--ლი) დაკავებული იყო ფერადი ლითონების ჩაბარებით, რის შესახებაც დ-----------------–---–ისთვისაც ცნობილი იყო. 2015 წლის 18 აგვისტოს მა----ნ ეზოში მივიდნენ დ-----------------–---–ი და ქ-----------–---–ი, რომლებმაც სთხოვეს ფერადი ლითონების ჩაბარება. მან განუმარტა, რომ აღარ იბარებდა ჯართს, მაგრამ ვინაიდან მათ ეკონომიურად უჭირდათ, ჩაიბარა სპილენძის ქაფქირი, რომელიც იყო გატეხილი, ასევე მანქანის საქარე მინის ძრავის წინა ნაწილი, გამომწვარი სადენები, სულ ორი პარკი - ერთი თეთრი, ერთი შავი. ნივთები შეამოწმა მაგნიტით და გადაუხადა 5 ლარი და 80 თეთრი. ფული დადო მაგიდაზე, საიდანაც აიღო დ-----------------–---–მა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ქ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ დ-----------------–---–ს იცნობს, მისი მეზობელია და აქვთ ჩვეულებრივი დამოკიდებულება. 2015 წლის 18 აგვისტოს, დაახლობით შუადღეს, ქუჩაში შევხდა დ-----------------–---–ს, რა დროსაც დ-----ს მისთვის არაფერი უთქვამს და არც არსად წასულან. ის ჩვენება, სადაც ვითომ ბრალს სდებს დ-----ს ქურდობის ფაქტზე, მისი მიცემული ჩვენება არ არის. მას ჩვენებაში არ უთქვამს, რომ დ-----ს ხელში შავი ფერის პარკი ეჭირა. მოწმემ არ დაადასტურა 20 აგვისტოს დაკითხვის ოქმზე ხელმოწერა და განმარტა, რომ მეორედ მივიდა პოლიციაში, რადგან ტყუილი ჩვენება იყო დაწერილი, რომელიც მას არ მიუცია და სურდა ეთქვა სიმართლე დ-----------------–---–ის უდანაშაულობა----ნ დაკავშირებით. დაწერა განცხადება, რომელიც შეიტანეს უფროსის მოადგილესთან და მიმდინარეობდა მისი განხილვა. მასზე განხორციელდა ზეწოლა, რაც თანამშრომლების მიერ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გამოიხატა. ზეწოლა ვისი მხრიდან იყო, ზუსტად არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, ვინაიდან ი-–----------–--ლი ჯართს აღარ იბარებდა, 2015 წლის 18 აგვისტოს მან დ-----------------–---–ს სთხოვა, რომ გაყოლოდა ი-–-----ან და ეთხოვა მისთვის ჩაებარებინა ჯართი. ყველა ნივთი, რომელიც ჩასაბარებლად მიიტანა, ეკუთვნოდა მას პირადად. ფული კონკრეტულად არ აუღია, ჩააბარეს ნივთები რაც ფული ეკუთვნოდა, ი-–----------–---–-- მაღაზიიდან აიღეს იმ ღირებულების ლუდი და სიგარეტი. როგორც ახსოვს, ჩააბარა ალუმინის „ლეჟანკის“ ნამსხვრევები, წვრილი ალუმინის შნური, ეს ყველაფერი მას წაღებული ჰქონდა თავისი სახლიდან. ის ჩვენება, რომელიც ამხელდა დათო ბაინდურაშვილს, იყო აბსოლუტურად ტყუილი და მოგონილი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ზ---------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ დ-----------------–---–ს იცნობს და კარგი ურთიერთობა აქვს, დაზარალებულსაც იცნობს და მა----ნაც კარგი ურთიერთობა აქვს. მოწმის განმარტებით, ზუსტად იმ დღეს, როდესაც ქ-----------–---–ის თქმით, თითქოს დ-----------------–---–თან ერთად ჩააბარა ჯართი, დ-----------------–---–ი და მისი მეზობელი - კოლია კარმაევი, იმყოფებოდნენ მა----ნ სამუშაოდ. დ-----------------–---–ი იმ დღეს მა----ნ მუშაობდა დაახლოებით 15 საათიდან. კერძოდ, სოფელ მა-------–ი, ერთ ოჯახში დატვირთეს ხორბალი, სადაც იმუშავეს დაახლოებით 19 საათამდე, შემდეგ გადავიდნენ მეორე ოჯახში, საიდანაც გამოზიდეს ქერი და იმუშავეს დაახლოებით 22 საათამდე; შემდეგ წავიდნენ მა-------–ი - ზ------ის სახლში და დაახლოებით 23:00 საათზე დ-----ი მიიყვანა სახლში. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კვლავ გამოიარა ქუჩაში, რა დროსაც დაინახა დ-----ი, რომელიც ქ---ა----ნ ერთად სვავდა ლუდს ქუჩაში. მისი განმარტებით, დ-----ის უდანაშაულობაში ეჭვი არ შეპარვია, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სახლს გირაოში არ ჩაუდებდა. დარწმუნებული იყო მის უდანაშაულობაში, რადგან იმ დროს, როდესაც ქ-----------–---–ი აცხადებს, რომ დ-----თან ერთად ჩააბარა ჯართი, ეს უკანასკნელი მა----ნ ერთად იმყოფებოდა სამუშაოდ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დ-----------------–---–მა განმარტა, რომ ქ-----------–---–ი მისი თანასოფლელია. ლ---–------ეს არ იცნობს და არ იცის, თუ სად ცხოვრობს. შემთხვევის დღეს, სანამ სამუშაოდ წავიდოდა მას შეხვდა ქ---ა, შემდეგ მთელი დღე წასული იყო სამუშაოდ. საღამოს, სახლში დაბრუნების შემდეგ ქ---ა----ნ ერთად დალია ლუდი და დაახლოებით ერთი საათი იყვნენ ერთად. ი-–----------–---–--თვის ჯართი არ ჩაუბარებია და ეს არის სიცრუე. ბავშვობიდან აქვს მეტყველების პრობლემა და შეიძლება ყველაფერი ისე ვერ თქვა, როგორც იყო.
მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის ს--------------–--ლის ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წლის 20 აგვისტოს იყო მორიგე ოპერატიულ ჯგუფში, რა დროსაც მა----ნ მივიდა პიროვნება და აცნობა, რომ სოფელ ილ--–------–ი ლ---–------ის საცხოვრებელი სახლი გაქურდული უნდა ყოფილიყო დ-----------------–---–ის და ქ-----------–---–ის მიერ და ნაქურდალი ნივთები ჩაბარებული უნდა ყოფილიყო ი-–----------–---–-- ჯართის მიმღებ პუნქტში. აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, ხოლო საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. მოწმეს არ განუცხადებია, თუ საიდან იცოდა მომხდარი ქურდობის თაობაზე ინფორმაციის წყარომ.
მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ე-----–---------–-–---–-----------------–-–---–------–-------------–---–-ა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობა.
მოწმის სახით დაკითხულმა ი-–----------–---–მა განმარტა, რომ დ-----------------–---–ი არის მისი მეზობელი და იცნობს. დაზარალებულ ლ---–------ესთან არანაირი ურთიერთობა არ აკავშირებს. ზოგადად იცოდა, რომ მოხდა ქურდობა და დ-----ი იყო დაკავებული. სოფელში ამბობდნენ, რომ ქურდობის საქმეში გარეული იყო ქ-----------–---–ი და დ-----------------–---–ი. როცა ქ-----------–---–თან მივიდა, ქ---ამ უთხრა, რომ არაფერ შუაში არ იყო. მოწმის განმარტებით, ქ-----------–---–ი პოლიციაში აღიარებითი ჩვენების მისაცემად რომ მივიდა, ამის შესახებ შეიტყო პოლიციაში დაკითხვის შემდეგ.
2015 წლის 18 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა ექსპერტ-კრიმინალისტების გ----------------–--ლის და გ--------------ის, ასევე ბინის მფლობელის, დაზარალებულ ლ---–------ის მონაწილეობით, რომელთა მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს საქმისთვის მნიშვნელოვანი რაიმე ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.
ი-–----------–---–-- მიერ წარდგენილი 2015 წლის 20 აგვისტოს ნივთების დათვალიერების ოქმით, სიღნაღის რაიონულ სამმართველოში წარმოდგენილი იქნა თეთრი პოლიეთილენის პარკში მოთავსებული სპილენძის ქაფქირის ნამტვრევები: ერთი ცალი დეფორმირებული სახელური, რომელიც მოხრილია სამგან. სახელური არის 1 სმ სიგანის 0,5 სმ სისქის სპილენძის ოთხკუთხა ფორმის ღერო, რომლის კუთხეებიც მომრგვალებულია, ერთ ბოლოზე აქვს ერთი სანტიმეტრის მოკაუჭებული.... ,,ზაპლოვკით“ დამაგრებული ნაწილის ნამტვრევი, ასევე აღნიშნულ პოლიეთილენის პარკში ალაგია სპილენძის სხვადასხვა ზომის შვიდი ცალი დეფორმირებული ფირფიტები, ფირფიტებზე მრავლობითი ნახვრეტებით. დათვალიერების შემდეგ აღნიშნული ქაფქირის სახელური და ნამტვრევები მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა სიღნაღის რაიონული სამმართველოს ლუქის ბეჭდით, ბეჭედზე სათანადო ხელმოწერით. ი-–----------–---–-- მიერ წარმოდგენილ შავი ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებულია ცამეტ ცალ მცირე ხვიად დახვეული მრავალწვერა სპილენძის მავთულები, რომლებსაც გააჩნია გარე იზოლირება. მათგან 11 ცალს ვიზუალურად ეტყობა ცეცხლში გამოწვის კვალი, აღნიშნულ პოლიეთილენის პარკში ასევე მოთავსებულია შავი ფერის პოლიეთილენის პარკში გახვეული ალუმინის მავთული 7 ცალი ნაწყვეტი, მათგან ყველაზე დიდი ზომის ნაწყვეტი სიგრძით შეადგენს 30 სმ-ს, ერთი ცალი მცირე ზომის ალუმინის ერთწვერა მავთულის ხვია, კარის საკეტი ბუდის ალუმინის დეტალი და ავტომანქანის წინა საქარე შუშის საწმენდის მატორის ალუმინის დეტალი. დათვალიერების შემდგომ ყველა აღწერილი მავთული და დეტალი კვლავ მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა.
2015 წლის 20 აგვისტოს ჩხრეკის ოქმის თანახმად, დ-----------------–---–ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, საცხოვრებელი სახლის ქვედა სართულზე განთავსებული საძინებელი ოთახის კედელთან მდგარი ხისგან დამზადებული ლოგინების შესანახ ტახტში ნანახი და ამოღებული იქნა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ა-–------------–---–ის მიერ ერთი ცალი თეთრი ფერის ორ დანაყოფიანი ელექტროსადენის მონაჭერი, რომლის ბოლოზეც დამაგრებულია შავი ფერის მრგვალი ფორმის „შტეფცელის“ შესაერთებელი, ერთი ცალი ნაცრისფერი ორ დანაყოფიანი სადენი, რომელზეც ამჩნევია თეთრი ფერის საღებავის კვლები, და ერთი ცალი შავი ფერის სადენი, რომელი ერთ დაბოლოებაზე ეტყობა გადაჭრის კვალი, ხოლო მეორე დაბოლოებაზე დამაგრებულია შავი ფერის რეზინის სახელურიანი მოგრძო ფორმის ,,შტეფცელში“ შესაერთებელი, შავი ფერის მქონე იზოლირების ქვეშ შეინიშნება ლურჯ და თეთრი ფერის იზოლირებაში გატარებული ორ დანაყოფიანი მრავალწვერა წვრილი სპილენძის სადენები. თეთრი ფერის იზოლირებიანი სადენი, სიგრძით 77 სმ, მასში ორ დანაყოფად არის გატარებული მრავალწვერი წვრილი სპილენძის სადენი, ნაცრისფერ გარე იზოლირებიან სადენს გარე იზოლირების ქვეშ გააჩნია ორ დანაყოფიანი მწვანე და ლურჯი ფერის იზოლირებაში გატარებული მრავალწვერა სპილენძის სადენი, რომლის სიგრძე შეადგენს 2 მ-ს და 55 სმ-ს, ხოლო შავი ფერის გარე იზოლირების ქვეშ გააჩნია, თეთრ და ლურჯ იზოლირებაში გატარებული მრავალწვერა სპილენძის სადენები, რომლებიც სიგრძით შეადგენს 5 მეტრს, დათვალიერების და ამოღების შემდგომ სამივე სადენი მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა.
2015 წლის 20 აგვისტოს ჩხრეკის ოქმით, (უდავო მტკიცებულება) ქ-----------–---–ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა რუსული წარმოების უთო, მას სახელური აქვს შავი ფერის სახელურზე უკანა მხარეს გაკეთებული აქვს რუსული ასოები წარწერა, უთოს აქვს სადენი, რომელიც დაცულია და იზოლირებულია ძაფნარევი დაცვით, უთო დათვალიერების შემდეგ დაილუქა.
ამდენად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე სასამართლო აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ დ-----------------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და უნდა გამართლდეს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებებს.
ბრალდების მხარე აპელირებს დაზარალებულ ლ---–------ის და მოწმე ქ-----------–---–ის ჩვენებებზე და განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორი დასკვნები გამოიტანა აღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისას. პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის ამგვარ არგუმენტაციას; დაზარალებულ ლ---–------ის ჩვენებიდან გამომდინარე, მართალია დგინდება მისი კუთვნილი ნივთების ქურდობის ფაქტი, თუმცა არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ერთობლივად დაადასტურებდნენ დ-----------------–---–ის მიერ მისი საცხოვრებელი სახის ქურდობის ჩადენის ფაქტს.
აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა სრული სიზუსტით ვერ შეძლო ამოეცნო ი-–----------–---–--გან ამოღებული ქაფქირი; ასევე, თავდაპირველად ვერ ამოიცნო ქ-----------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული უთო, რომელთან დაკავშირებითაც ქ-----------–---–მა განმარტა, რომ აღნიშნული უთო იყო მისი ოჯახის კუთვნილება. ქ-----------–---–ის აღნიშნული განმარტება კი ბრალდების მხარის მოპოვებული ვერცერთი მტკიცებულებით ვერ იქნა გაბათილებული. სხვა პირდაპირი მტკიცებულება კი ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.
რაც შეეხება მოწმე ქ-----------–---–ის ჩვენებას, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მან კატეგორიულად უარყო დ-----------------–---–ის მიერ ლ---–------ის ბინის გაქურდვის ფაქტი; განაცხადა, რომ მის მიმართ ადგილი ქონდა ზეწოლას და იძულებას; ყველა ნივთი, რაც ჩააბარა ი-–----------–---–-- მიმღებ პუნქტში, იყო მისი საკუთრება და წამოღებული ქონდა თავისივე სახლიდან.
პალატა ასევე ყურდაღებას გაამახვილებს მოწმე ზ---------------–---–ის ჩვენებაზე, რომლის განმარტებითაც, ქ-----------–---–ის მიერ დასახელებულ დროს, როცა თითქოს მან დ-----------------–---–თან ერთად ი-–----------–--ლს ჩააბარა ჯართი, დ-----------------–---–ი იმყოფებოდა მა----ნ ერთად სამუშაოდ. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს თავად დ-----------------–---–იც. თუმცა, კიდეც რომ გავიზიაროთ ქ-----------–---–ის და ი-–----------–---–-- ჩვენება და ჩავთვალოთ, რომ ჯართის ჩაბარების დროს ქ-----------–---–ს ახლდა დ-----------------–---–ი, აღნიშნულით უტყუარად მაინც ვერ დასტურდება გამართლებულის მიერ ლ---–------ის სახლის გაქურდვის ფაქტი და შესაძლოა მსჯელობა მხოლოდ ვარაუდზე, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება.
ბრალდების მხარე ასევე უთითებს მოწმეების - ს--------------–--ლის, უჩა ჯანგულაშვილის და ი-–----------–---–ის ჩვენებებზე და მიიჩნევს, რომ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, აღნიშნული ჩვენებები ქმნიან დ-----------------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველს. პალატა ვერც ამ შემთხვევაში გაიზიარებს ბრალდების მხარის მსჯელობას, ვინაიდან აღნიშნული პირები არ არიან ჩადენილი დანაშაულის (ქურდობის) უშუალო მოწმეები; აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ვინაიდან სახეზე არ არის სხვა პირდაპირი მტკიცებულებები, მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება.
ამდენად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე, მათივე მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა დ-----------------–---–ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 177 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა დადასტურებულად არ მიიჩნევს გამართლებულ დ-----------------–---–ის მიერ ქურდობის ჩადენას, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაამტკიცებდა აღნიშნულს.
უტყუარი და სანდო მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში არის უმნიშვნელოვანესი გარანტია, რაც გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას. მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49). სწორედ ამიტომ, სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელმა ორგანომ, რომლის ძირითად ამოცანას დანაშაულის გამოძიება და მისი პრევენცია წარმოადგენს, უნდა უზრუნველყოს გამოძიებისთვის საჭირო ეფექტური და ამავე დროს, მკაფიოდ ფორმულირებული, განჭვრეტადი გამოძიება, რაც სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში სავარაუდო შეცდომის ან თვითნებობის საფრთხეს არსებითად გამორიცხავს, რათა გამორიცხოს პოტენციურად მცდარი, საეჭვო მტკიცებულებების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენების შესაძლებლობა.
შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა დ-----------------–---–ის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე, 275-ე მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ-----------------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ დ-----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ზ---------------–---–ის პნ4---------- საკუთრებაში არსებულ სიღნაღის რაიონის სოფელ ილ--–------–ი მდებარე უძრავ ქონებას საკადასტრო კოდი: 5-----------.
დ-----------------–---–ს განემარტოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
თეთრი ფერის იზოლირებულ 77 სმ სიგრძის სადენი, ნაცრისფერი გარე იზოლირებიანი 2 მეტრი და 55 სმ სიგრძის სადენი, შავი ფერის გარე იზოლირებიანი მრავალწვერა 15 მეტრი სიგრძის სპილენძის სადენი სულ ერთ ფუთად და ქაფქირი და ალუმინს მავთულები 2 ფუთად, დაუბრუნდეთ მის კანონიერ მფლობელებს.
CD დისკი 1 ცალად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. კაპანაძე