განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №030100119002983236
№1/129-2019
განაჩენი
საქართველოს სახელით
23 ივლისი, 2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ა-–---------- კ-------
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ზ---- კ--------–--,ბრალდებული: რ----–-- ტ--------------,მამის სახელი: ს------,დაბადებული: 1----.1--- წელი,დაბადების ადგილი: ფოთი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი,პირადი ნომერი: 4----------,ნასამართლობა: არმქონე,მცხოვრები: ქ. ფოთი, 8--------- ქუჩა N1--.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათალისწინებული შედეგი.
საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. რ----–-- ტ--------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ბრალდებულ რ----–-- ტ--------------ს სისხლის სამართლის №045160419001 საქმეზე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
რ----–-- ტ--------------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ფოთი, 8--------- ქუჩა N1---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, რ----–-- ტ-------------მა თავის ძმას, ა-–--------- ტ-------------ს ერთხელ დაარტყა ფეხი ზურგის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ----–-- ტ-------------ს წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. სასამართლომ დაადგინა:
რ----–-- ტ-------------ს დანაშაული არ ჩაუდენია და იგი უდანაშაულოა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:
2.1. დაზარალებული ა-–--------- ტ-------------- გარდაიცვალა 2019 წლის 7 მაისს. მის მიერ გამოძიებისთვის გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვა განხორციელდა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სადაც დაზარალებული აღნიშნავს, რომ 2019 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ფოთში, 8--------- ქ.№1---ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მისმა ძმამ რ----–-- ტ-------------მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხი ჩაარტყა ერთხელ ზურგის არეში, რის შედეგადაც საწოლიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა იატაკზე, რის გამოც იგრძნო ძლიერი ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს სხვა პირი არ შესწრებია.
(იხ. 3.06.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. მოწმე ა---- პ-------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--–- უბნის ინსპეტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. 2019 წლის 16 აპრილს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ინფორმაცია ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რომლითაც ირკვეოდა, რომ რ----–-- ტ-------------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ძმას ა-–--------- ტ-------------ს. იგი გავიდა ქალაქში და ს--------–--ს ქუჩაზე ნახა რ----–-- ტ--------------, რომლიც დააკავა. მოწმის განმარტებით, ა-–--------- ტ-------------- ხშირად უნახავს ქალაქში ნასვამ მდგომარეობაში.
(იხ. 03.06.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. მოწმე ნ--- გ---–---მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--–- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. ბრალდებულს და დაზარალებულს იცნობს საქმიდან გამომდინარე. მის მიერ 2019 წლის აპრილის თვეში შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი რ----–-- ტ--------------ს მიმართ, რამდენიმე დღეში კი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მისთვის ცნობილი გახდა, რომ რ----–-- ტ-------------მა ძმას - ა-–--------- ტ-------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა მოწმემ განმარტა, რომ ძმებს შორის ურთიერთშელაპარაკების ფაქტს არ შესწრებია.
(იხ. 13.06.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. მოწმე ე-–----- ძ---------- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 16 აპრილს, შეტყობინების ინიციატორ ა-–--------- ტ--------------საგან მიიღეს ინფორმაცია, ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რაზედაც დაიწყო გამოძიება. გამოძიების ეტაპზე გამომძიებლის მიერ გამოიკითხა დაზარალებული ა-–--------- ტ--------------, რომელმაც გამოკითხვისას აღნიშნა, რომ ძმამ რ----–-- ტ-------------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ზურგის არეში დაარტყა ფეხი. გამომძიებლის განმარტებით, შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს თანამშრომლების მიერ რ----–-- ტ--------------ს მიმართ არაერთხელ იქნა შედგენილი შემაკავებელი ორდერი. მოწმე ე-–----- ძ---------- განმარტა, რომ დაზარალებული - ა-–--------- ტ--------------, ნასვამ მდგომარეობაში ხშირად შეხვედრია ქუჩაში. საქმეზე გამომძიებლის მიერ დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა დაზარალებულის მიმართ.
(იხ. 03.06.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. ექსპერტმა მ------ ნ-----–---მ სასამართლო სხდომაზე დისტანციური დაკითხვის დროს განმარტა, რომ შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს გამომძიებელ ე-–----- ძ---------ს მომართვის საფუძველზე, ჩაატარა ექსპერტიზა მოქალაქე ა-–--------- ტ--------------ს სხეულის დაზიანებებთან დაკავშირებით. 2019 წლის 25 აპრილს პირადად ჰქონდა გასაუბრება ა-–--------- ტ-------------თან. ანამნეზის შეკრების დროს შესამოწმებელმა პირმა განუმარტა, რომ 2019 წლის 14 აპრილს, ურთიერთშელაპარაკებისას, ა-–--------- ტ-------------ს ძმამ - რ----–-- ტ-------------მა ერთხელ დაარტყა ფეხი ზურგის არეში. ექსპერტის განმარტებით, ა-–--------- ტ-------------ს ზურგის არეში დაზიანებები არ აღენიშნებოდა. სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ნაჭდევები, რომლებიც ხანდაზმულობით არ შეესაბამებოდნენ დადგენილებაში მითიებულ დროს.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, ა-–--------- ტ-------------ს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
(იხ. 03.06.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. ბრალდებულმა რ----–-- ტ-------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს მძღოლად, ცხოვრობდა ძმასთან, ამჟამად გარდაცვლილ ა-–--------- ტ-------------თან და ფსიქიკურად დაავადებულ დასთან ერთად. ა-–--------- ტ-------------- ხშირად სვამდა და ამის გამო ქონდათ კამათი. ბოლო დროს ხშირად ფიქრობდა საცხოვრებელი ბინის შეცვლას და დასთან ერთად სხვა ადგილას გადასვლას, ვინაიდან ა-–--------- ტ-------------- გამუდმებით სვამდა, ბინაში ბიჭები მოყავდა და ავადმყოფ დას არ აძლევდა ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობას, რაც ოჯახში უთანხმოებას და კონფლიქტს იწვევდა და ამის გამო ძმასთან სიტყვიერი შელაპარაკება მოსდიოდა, თუმცა ფიზიკურად არასდროს შეხებია, ხშირად არ იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი, სახლში დაზიანებებით ბრუნდებოდა, რის გამოც ოჯახის წევრებიც მუდმივად ნერვიულობდნენ.
2019 წლის 16 აპრილს დილით ადრე წავიდა სამსახურში და საღამოს, დაახლოებით 18:00 საათისთვის დაბრუნდა სახლში, სადაც დახვდა თავისი და, რომელსაც ეძინა. ა-–---------ეც იქვე იყო და მის დანახვაზე აგრესიული გახდა, ქურთუკში არაყი ჩაიდო და სადღაც წავიდა, როგორც შემდგომ გაირკვა პოლიციაში გაუკეთებია განცხადება. ბრალდებულის განმარტებით, მასსა და ძმას შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არასოდეს ჰქონია. დაზარალებულის გარდაცვალების მიზეზი სწორედ მისი სასმელისადმი დამოკიდებულება გახდა. გარდაცვალების დროსაც ნასვამი იყო.
(იხ. 13.06.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3. მხარეთა პოზიციები:
3.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში.
3.2. დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო სრულიად იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულ რ----–-- ტ--------------ს ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის და მისი უდანაშაულობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. სასამართლომ შეაფასა გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა რ----–-- ტ--------------ს მიერ ა-–--------- ტ--------------ს მიმართ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად და თვლის, რომ ეს მტკიცებულებები არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის დასამტკიცებლად, რომ რ----–-- ტ-------------მა ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული.
4.2. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.
4.3. სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით ვერ დადასტურდა ბრალდების მხარის ვერსია, კერძოდ: ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში რ----–-- ტ--------------ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დასადასტურებლად მტკიცებულებებად მიუთითა მოწმეების: ა---- პ-------ს, ნ--- გ---–---ს, ე-–----- ძ---------ს და ექსპერტ მ------ ნო---–---- სასამართლოში მიცემული ჩვენება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ა-–--------- ტ--------------ს მიმართ, რომლის თანახმად, პირადი შემოწმებისას ა-–--------- ტ-------------მა ექსპერტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ძმამ რ----–-- ტ-------------მა დაარტყა ხელი ზურგის მიდამოში.
4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, შესაბამისად ა-–--------- ტ--------------ს მიერ გამოძიების ეტაპზე გავრცელებულ ინფორმაციას ვერ მიენიჭება წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უტყუარია. იგი უნდა გადამოწმდეს სხვა მტკიცებულებებით და მხოლოდ მათი ერთობლივი ანალიზის შედეგად უნდა დადგინდეს დაზარალებულის და მოწმის მიერ გაცხადებული გარემოებების ნამდვილობა.
როგორც აღინიშნა დაზარალებული ა-–--------- ტ-------------- გარდაიცვალა 2019 წლის 7 მაისს. მის მიერ გამოძიებისთვის გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვა განხორციელდა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომლის ბოლო წინადადების თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.
საქმის მასალების მიხედვით, შემთხვევის დროს და ადგილზე სავარაუდო კონფლიქტის მონაწილენი იყვნენ ბრალდებული რ----–-- ტ-------------- და დაზარალებული ა-–--------- ტ--------------. ბრალდებულმა რ----–-- ტ-------------მა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ მასსა და დაზარალებულს შორის ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკებას.
4.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ არასწორია ბრალდების მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით წარმოდგენილია სხვა ირიბი მტკიცებულებები, როგორიცაა გამომძიებელ ე-–----- ძ---------ს, უბნის ინსპექტორ გამომძიებლების ა---- პ-------ს და ნ--- გ---–---ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები, რომლებმაც ა-–--------- ტ--------------საგან შეიტყვეს, რომ დაზიანება მისმა ძმამ რ----–-- ტ-------------მა მიაყენა. ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და ამდენად, არის ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში 1/1/548 "საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ირიბი ჩვენების გამოყენების პრაქტიკული მაგალითების წარმოსაჩენად საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. როგორც წესი, ირიბი ჩვენება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე (ინფორმაციის პირველ წყარო) გარკვეული მიზეზით თავად ვერ ან არ ცხადდება სასამართლოში და ეს მიზეზი სასამართლოსთვის ცნობილია. საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს.
მოწმის ჩვენება, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, კანონით დადგენილი წესით უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში. სსსკ-ის 76-ე მუხლი ერთერთ ასეთ წესს შეიცავს, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენების ფარგლებში მოწმეს შეუძლია გამოძიებას ან სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ ფაქტების შესახებ, რომლის თვითმხილველი თავად არ ყოფილა, არამედ „ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ამდენად, ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა.
4.6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოსსისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----–-- ტ-------------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სახეზე არ არის აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.
4.7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში 1/1/548 "საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
5. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
5.1. სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.
თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.
რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.
5.2. ოჯახური დანაშაულის დროს სასამართლომ ქმედება საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეაფასოს. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის N°527აპ-17 გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ „ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს“.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად- მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც/იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაN561აპ-15 საქმეზე/.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს(Ireland v. The United Kingdom, § 161).
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა რ----–-- ტ--------------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რის გამოც რ----–-- ტ-------------- ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდებული რ----–-- ტ-------------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. რ----–-- ტ--------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო 3000 ლარის ოდენობით გაუქმდეს. ასევე გაუქმდეს მის მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და მას დაუბრუნდეს საკუთარი პირადობის მოწმობა და პასპორტი.
3. გამართლებულ რ----–-- ტ-------------ს განემარტოს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. საქმეს ნივთმტკიცება და საგნები არ ერთვის.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა სირაძე