სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი · სსსკ 199
თავი XX — ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიებანი
1. აღკვეთის ღონისძიების სახეებია: გირაო, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა და პატიმრობა.
2. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად ბრალდებულის მიმართ შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს: ვალდებულება, დანიშნულ დროს ან გამოძახებისთანავე გამოცხადდეს სასამართლოში; გარკვეული საქმიანობის ან პროფესიის განხორციელების აკრძალვა; სასამართლოში, პოლიციაში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში ყოველდღიურად ან სხვა პერიოდულობით გამოცხადებისა და ანგარიშგების ვალდებულება; სასამართლოს მიერ დანიშნული უწყების ზედამხედველობა; ელექტრონული მონიტორინგი; ვალდებულება გარკვეულ ადგილას ყოფნისა გარკვეულ საათებში ან უამისოდ; გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვა; სპეციალური ნებართვის გარეშე გარკვეულ პირებთან შეხვედრის აკრძალვა; პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება; სასამართლოს მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მისაღწევად.
3. თუ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ბრალდებით, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხთან ერთად პრიორიტეტულად განიხილავს ბრალდებულისათვის იარაღის ჩამორთმევის ვალდებულების დაკისრების ან/და გარკვეულ ადგილზე შესვლისა და დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვის საკითხს.
საქართველოს 2014 წლის
ოქტომბრის კანონი №2706 - ვებგვერდი, 31.10 .2014 წ.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის
კანონი № 3715 – ვებგვერდი, 24.06.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის
კანონი №768 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2396 – ვებგვერდი, 08.06.2018წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.05.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(149)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 149-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №2კ-931აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.03.2026
დ-ის, საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აეკრძალა დაზარალებულთან მიახლოვება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.
საქმე №2კ-936აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.03.2026
ასევე გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული მოვალეობა. გამართლებულ თ.
საქმე №2კ-897აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2026
ა-ს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე, კვირაში ორჯერ დაეკისრა, ბათუმის რაიონულ პროკურატურაში გამოცხადება, პროკურორისათვის ანგარიშგების მიზნით.
საქმე №2კ-654აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.12.2025
ა-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გამოყენებული შეზღუდვები.
საქმე №2კ-294აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2025
კ-ს მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულება გაუქმდა. 2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. კ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის…
საქმე №2კ-57აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.06.2025
საქმე №2კ-48აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.03.2025
საქმე №2კ-1135აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.03.2025
საქმე №2კ-1105აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.01.2025
საქმე №2კ-121-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.11.2024
საქმე №2კ-1015აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.11.2024
საქმე №2კ-929აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.09.2024
საქმე №2კ-601აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.09.2024
საქმე №2კ-353აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.07.2024
საქმე №2კ-150აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2024
საქმე №2კ-159აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2024
საქმე №2კ-1102აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.12.2023
საქმე №2კ-1306აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.03.2023
საქმე №2კ-981აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.11.2022
საქმე №2კ-88აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.04.2022
საქმე №452-I-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.12.2021
საქმე №2კ-433-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.11.2021
საქმე №2კ-434-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.11.2021
საქმე №2კ-387-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2021
საქმე №2კ-385-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2021
საქმე №2კ-378-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.06.2021
საქმე №2კ-364-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.06.2021
საქმე №2კ-365-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.06.2021
საქმე №2კ-69აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.05.2021
საქმე №2კ-14აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.04.2021
საქმე №2კ-869აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.03.2021
საქმე №2კ-732აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.01.2021
საქმე №2კ-54-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.12.2020
საქმე №2კ-320აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.12.2020
საქმე №2კ-192აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.11.2020
საქმე №2კ-509აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.11.2020
საქმე №2კ-178აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2020
საქმე №2კ-10-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.02.2020
საქმე №2კ-372აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.11.2018
საქმე №2კ-222აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.10.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 149-დან — დანარჩენი: «მთელი პრაქტიკა ამ მუხლზე».
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 199, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-199/