1. სასამართლო სხდომის შესახებ დგება ოქმი. იგი შეიძლება შედგეს სტენოგრაფიისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ოქმში სრულად აისახება სასამართლო პროცესის მიმდინარეობა.
2. სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ და მდივანმა სასამართლო სხდომის დამთავრებიდან ან, სხდომის გადადების შემთხვევაში, სხდომის გადადებიდან არაუგვიანეს 5 დღისა ხელი უნდა მოაწერონ ოქმს, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მხარეებს.
3. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს ოქმის მხარეებისათვის გაცნობის შესაძლებლობა.
4. მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლო სხდომის ოქმის ხელმოწერის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 5 დღის ვადაში გააკეთონ შენიშვნები ოქმზე. ამ შენიშვნებს 5 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს ამ საქმის განმხილველი სასამართლო.
5. შენიშვნების განხილვის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლითაც ადასტურებს შენიშვნების სისწორეს ან უარყოფს მათ. ოქმზე შენიშვნები და სასამართლოს განჩინება დაერთვის საქმეს. შენიშვნების წარმდგენ მხარეს შეუძლია სასამართლოს განჩინება გაასაჩივროს განაჩენთან ერთად.
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
თავი XX
ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიება
მთავარი მონაცემები
ვადა5 დღის ვადაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.06.2013-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 195. სასამართლო სხდომის ოქმი 1. სასამართლო სხდომის შესახებ დგება ოქმი. იგი შეიძლება შედგეს სტენოგრაფიისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ოქმში სრულად აისახება სასამართლო პროცესის მიმდინარეობა. 2. სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ და მდივანმა სასამართლო სხდომის დამთავრებიდან ან, სხდომის გადადების შემთხვევაში, სხდომის გადადებიდან არაუგვიანეს 5 დღისა ხელი უნდა მოაწერონ ოქმს, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მხარეებს. 3. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს ოქმის მხარეებისათვის გაცნობის შესაძლებლობა. 4. მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლო სხდომის ოქმის ხელმოწერის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 5 დღის ვადაში გააკეთონ შენიშვნები ოქმზე. ამ შენიშვნებს 5 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს ამ საქმის განმხილველი სასამართლო. 5. შენიშვნების განხილვის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლითაც ადასტურებს შენიშვნების სისწორეს ან უარყოფს მათ. ოქმზე შენიშვნები და სასამართლოს განჩინება დაერთვის საქმეს. შენიშვნების წარმდგენ მხარეს შეუძლია სასამართლოს განჩინება გაასაჩივროს განაჩენთან ერთად. თავი XX. ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიებანი
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №2კ-54აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.07.2019
…სსკ-ის 366-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, ის გარემოება, პროცესის მიმდინარეობის დროს პროცესის მონაწილის მიმართ გამოხატეს თუ არა უპატივცემულობა, ასახულია სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ სსსკ-ის 195-ე მუხლის შესაბამისად შედგენილ სხდომის ოქმში, რომელიც ხელმოწერილია მოსამართლის მიერ და მართლმსაჯულების პროცესის უმთავრესი ლეგიტიმური დოკუმენტია. 4. საკასაციო…
…საქმის წარმოება შეწყდა იმ დროს მოქმედი სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მათ ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არ არსებობის გამო. მოპასუხეების მიმართ აღძრული იქნა სისხლის სამართლის საქმე და ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 195-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის III ნაწილით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა…
…აუცილებლობა. ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ მოსამართლემ განაჩენში არ ასახა, კონკრეტულ მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ დასმულ კითხვებზე გაცემული რიგი პასუხები, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 195-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომის შესახებ დგება ოქმი. ოქმში სრულად აისახება სასამართლო პროცესის…
…გარემოების იგნორირების გამო, ფაქტობრივად თვითონვე გამოუცხადა უნდობლობა სასამართლო სხდომის ოქმს, რომელშიც სრულად (და არა ბუნდოვნად და გაურკვევლად, როგორც მოსამართლე წარმოაჩენს) აისახება სასამართლო პროცესის მიმდინარეობა (იხ. ს სსსკ 195-ე მუხლი) და რომელიც მართლმსაჯულების პროცესის უმთავრესი ლეგიტიმური დოკუმენტია. აპელანტის აზრით, ლე----------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ ემყარება…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 195, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-195/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია