1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა მაგისტრატი მოსამართლე ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით:
ა) არკვევს ბრალდებულის ვინაობას;
ბ) არკვევს, ესმის თუ არა ბრალდებულს სისხლის სამართლის პროცესის ენა;
გ) ბრალდებულს განუმარტავს ბრალდების არსს და მის უფლებებს, მათ შორის, წამებისა და არაჰუმანური მოპყრობისათვის საჩივრის (სარჩელის) შეტანის უფლებას;
დ) ბრალდებულს აცნობებს ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის სახეს და ზომას;
დ1) ბრალდებულს აცნობებს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის შესახებ;
ე) არკვევს საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას და მხარეთა თანხმობის შემთხვევაში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
ვ) იხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობას;
ზ) ბრალდებულისგან არკვევს, აქვს თუ არა რაიმე საჩივარი ან შუამდგომლობა მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით;
თ) ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა მიმდინარეობს უწყვეტად.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.04.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.04.2025 კანონი №500
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 197. ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა, უფლებათა განმარტება 1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა მაგისტრატი მოსამართლე ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით: ა) არკვევს ბრალდებულის ვინაობას; ბ) არკვევს, ესმის თუ არა ბრალდებულს სისხლის სამართლის პროცესის ენა; გ) ბრალდებულს განუმარტავს ბრალდების არსს და მის უფლებებს, მათ შორის, წამებისა და არაჰუმანური მოპყრობისათვის საჩივრის (სარჩელის) შეტანის უფლებას; დ) ბრალდებულს აცნობებს ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის სახეს და ზომას; დ1) ბრალდებულს აცნობებს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის შესახებ; ე) არკვევს საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას და მხარეთა თანხმობის შემთხვევაში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას; ვ) იხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობას; ზ) ბრალდებულისგან არკვევს, აქვს თუ არა რაიმე საჩივარი ან შუამდგომლობა მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით; თ) ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა მიმდინარეობს უწყვეტად.