განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100117002247082
# 1/77-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – მა-–---- ენ-----ე
სხდომის მდივანი – და---- მე-–----ე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გი-----ი ორ---------ე
დაცვის მხარე
ბრალდებული - კო------ არ-----ის ძე აბ-------ი (დაბადებული 198- წლის 2- აპრილი, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებელის, უმუშევარი, ნასამართლობის არ მქონის, ფაქტობრივი მისამართი: ქ. ნინოწმინდა, სოფელი გ----, პირადი № 3----------)
ადვოკატი - ირ---–ი ბა-------ე
თარჯიმანი - გა-–-------ნ გა-----–-–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით
სხდომის სახე - ღია
განსახილველი საკითხი: ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ კო------ აბ-------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოში შემოსულია ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გი-----ი ორ---------ის შუამდგომლობა ბრალდებულ კო------ აბ-------ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ.
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1. საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივი გარემოებები:
2017 წლის 05 სექტემბრიდან 2017 წლის 18 სექტემბრამდე პერიოდში სრულწლოვანმა კო------ აბ-------მა წინასწარი შეცნობით 15 წლის მა------ა მკ--------თან რამოდენიმეჯერ დაამყარა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი.
1.2. საპროცესო შეთანხმების პირობები:
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გი-----ი ორ---------ის მიერ ბრალდებულ კო------ აბ-------თან 2018 წლის 21 თებერვალს დადებული იქნა საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგების ფორმით. შემდეგი პირობებით:
სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდგომ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე კო------ აბ-------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, სისხლის სამართლის კოდექსის საქ.სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 63-64-ე მუხლების საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალოს პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ამასთან, კო------ აბ-------ს საქ.სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5.000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ბრალდებული და მისი დამცველი ეთანხმებიან პროკურორის შუამდგომლობას, ითხოვენ შეთანხმების დამტკიცებას და სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით: კო------ აბ-------ის გამოკითხვის ოქმით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, მა------ა მკ--------ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სმბათ მკ--------ის სოციალური ქსელის დათვალიერების ოქმითა და ფოტოსურათით, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს და მტკიცებულებებს სადავოდ არ ხდის.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
ადვოკატთან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ გი-----ი ორ---------ეს, ბრალდებულ კო------ აბ-------სა და მის ადვოკატ ირ---–ი ბა-------ეს შორის.
პროკურორმა გი-----ი ორ---------ემ შუამდგომლობით მომართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ბრალდებულ კო------ აბ-------ის მიმართ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროკურორმა გი-----ი ორ---------ემ, ბრალდებულმა კო------ აბ-------მა და მისმა ადვოკატმა ირ---–ი ბა-------ემ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან.
სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლეობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც იგი აღიარებს; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული კო------ აბ-------ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს.
გარდა ამისა მისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
სასამართლო დარწმუნდა რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებისას ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლომ ასევე გამოიკვლია, რომ პროკურორმა საპროცესო შეთანხმების დადებამდე დაზარალებულთან გაიარა კონსულტაცია და შეატყობინა მას საპროცესო შეთანხმების დადება, რის შესახებაც პროკურორის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, ასევე დადგენილი იქნა რომ ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანია. პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გი-----ი ორ---------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 196-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 210-217-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გი-----ი ორ---------ის შუამდგომლობა და დამტკიცდეს პროკურორს, ბრალდებულ კო------ აბ-------სა და მის ადვოკატ ირ---–ი ბა-------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
2. კო------ არ-----ის ძე აბ-------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, სისხლის სამართლის კოდექსის საქ.სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 63-64-ე მუხლების საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალოს პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
3. კო------ აბ-------ს საქ.სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5.000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
4. კო------ აბ-------ის მიმართ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გაუქმდეს;
5. კო------ აბ-------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 18 ოქტომბრის 12:30 საათიდან;
6. კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
7. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: მა------ა მკ--------ის საცვალი, კო------ აბ-------ის ნერწყვის ნიმუში და მა------ა მკ--------ის ნაცხის ნიმუში, რომლებიც ინახება ნინოწმინდის შს რაიონულ სამმართველოში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს;
8. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლით დადგენილ პირებსა და ორგანოებს;
9. განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. კერძოდ:
10. მსჯავრდებულს შეუძლია გაასაჩივროს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართზე ქ. თბილის რობაქიძის გამზირი №7ა), ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით;
11. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, პროკურორი უფლებამოსილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;
12. განაჩენი ძალაშია გამოცხადებისთანავე.
მოსამართლე მა-–---- ენ-----ე