1. ამ თავით გათვალისწინებულ საქმეებზე სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და საჩივრდება ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს უარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე 15 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
3. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ:
ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო;
ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება;
გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა;
დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
4. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისას სასამართლო საქმეს უბრუნებს პროკურორს.
საქართველოს 2014
წლის 24
ივლისის კანონი №2517 - ვებგვერდი, 06.08.2014
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 215. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა და გასაჩივრება 1. ამ თავით გათვალისწინებულ საქმეებზე სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და საჩივრდება , გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებშის და, და კადგენონიერ ძალაში შწედის გამოცხადებისთანავე. 2. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს უარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე 15 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში. 3. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება იძულსებ დაითდო, ძრომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნადობწილით, მ გათვალისწინებული საქმის არსებითი გან დხილვის გარეშიე განაჩებნით ს გამოსატანად საკმარიდსი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნაები. 4. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისას სასამართლო საქმეს უბრუნებს პროკურორს. საქართველოს 2014 წლის 24 ივლისის კანონი №2517 - ვებგვერდი, 06.08.2014
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(424)
- საქმე №2კ-905აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.10.2025
…(17:18:36). 8. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ ლ. ლ–ას თითოეული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. 9. საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და საჩივრდება ამ მუხლით გათვალისწინებულ…
- საქმე №2კ-341აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.04.2025
…უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 3 აპრილის განჩინება და დაკმაყოფილდეს რ. მ–ის მიმართ არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობა, შემდეგ გარემოებათა გამო: 2. საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს უარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე 15 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ…
- საქმე №2კ-892აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2024
…2024 წლის 21 ივნისის განაჩენზე არ უნდა იქნეს განხილული, დაცვის მხარის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209- 215-ე, 303-ე, 307-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. მსჯავრდებულ მ. დ-ის ადვოკატ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა…
- საქმე №2კ-706აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.12.2023
…ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით; 10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი მოსამართლეები: შ. თადუმაძე მ. გაბინაშვილი
- საქმე №2კ-1274აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.12.2023
…ადვოკატის – ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანის შესახებ არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვის გამო; 13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით დადგენილი წესით. თავმჯდომარე ნინო სანდოძე მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი შალვა თადუმაძე
- საქმე №2კ-416აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.06.2023
- საქმე №2კ-251აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.04.2023
- საქმე №2კ-858აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.01.2023
- საქმე №2კ-435აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.07.2022
- საქმე №2კ-1014აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2021
- საქმე №2კ-69აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.05.2021
- საქმე №2კ-49აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.06.2018
- საქმე №2კ-182აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.09.2016
- საქმე №2კ-224აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.10.2015
- საქმე №2კ-26აპ.-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.04.2013
- საქმე №2კ-11-I-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.07.2010
- საქმე №2კ-16-I-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.10.2009
- საქმე №2კ-214აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.01.1900
- საქმე №010100117002061748 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 27.06.2018
- საქმე №140100118002551986 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.03.2020
- საქმე №020100119002926213 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 02.03.2020
- საქმე №330100118002353983 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.02.2020
- საქმე №020100119002881283 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 25.02.2020
- საქმე №010100119003248266 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 20.02.2020
- საქმე №330100119002996897 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.02.2020
- საქმე №330100119002905345 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.02.2020
- საქმე №330100117002038702 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.01.2020
- საქმე №200100115792094 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.01.2020
- საქმე №010100118002637287 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 26.12.2019
- საქმე №190140019002808560 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.12.2019
- საქმე №020100117001840630 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.12.2019
- საქმე №330100118002717353 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.12.2019
- საქმე №180100119003111950 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.11.2019
- საქმე №330100119003265976 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.11.2019
- საქმე №330100118002316128 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.11.2019
- საქმე №330100117002058973 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.11.2019
- საქმე №330100118002521231 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.10.2019
- საქმე №330100117002222903 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.10.2019
- საქმე №160100119002992995 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.10.2019
- საქმე №080100115003013904 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.10.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 424-დან.