განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002038702
საქმე №1/ბ-1412-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 იანვარი 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ი-----–------–----–---ს,მსჯავრდებულ: გ------------–----ს,ადვოკატ: გ---------------ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ------------–----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ---------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------------–----ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #-----------, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ--------–---------–-------------–--------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 24 აპრილის და 2017 წლის 10 მაისის ეპიზოდები).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 ივლსის განაჩენით გ------------–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 24 აპრილის და 2017 წლის 10 მაისის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 მაისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------------–----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 02 მარტის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2014 წლის 05 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 939 (ცხრაასოცდაცხრამეტი) საათის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------------–----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
გ------------–----ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ყალბი ვალუტის შეძენა გასაღების მიზნით და გასაღება (2017 წლის 24 აპრილის და 2017 წლის 10 მაისის ეპიზოდები).
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გ------------–----მ, შემდგომი გასაღების მიზნით, შეიძინა ერთი ერთეული ყალბი 100 (ასი) აშშ დოლარის ნომინალის კუპიურა სერიითა და ნომრით C------------- რომელიც 2017 წლის 24 აპრილს ქ-------–--–-------–---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 18:00 საათზე, გაასაღა ლ-–---------------ე.
გ------------–----მ, შემდგომი გასაღების მიზნით, შეიძინა ორი ერთეული ყალბი 100 (ასი) აშშ დოლარის ნომინალის კუპიურა სერიებითა და ნომრებით K------------------------- C, რომლებიც 2017 წლის 10 მაისს ქ-------–--–--------------–------------------------------------------–---------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 13:50 საათზე, გაასაღა პ-----------------ზე.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------------–----ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--------------მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება გ------------–----ს მიმართ და ახალი განაჩენით მისი უდანაშაულოდ ცნობა.
საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს, 2020 წლის 24 იანვარს, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის ი-----–------–----–---ს მიერ, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ გ------------–----სთან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა მოითხოვა, რომ გ------------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 24 აპრილის და 2017 წლის 10 მაისის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 მაისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ------------–----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 02 მარტის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2014 წლის 05 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 939 (ცხრაასოცდაცხრამეტი) საათის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------------–----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროკურორმა ი-----–----------–---მ, მსჯავრდებულმა გ------------–----მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--------------მა.
სააპელაციო პალატამ, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ის სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს, ასევე იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც იგი ნებაყოფლობით აღიარებს. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ, აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს. შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში და დაზუსტებულია მხარეთა მიერ სასამართლო პროცესზე. მსჯავრდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
საქმის მასალების შესწავლისა და განხილვის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, პატაკით, მოწმეების პ-----------------ს, ლ-–------------ის გამოკითხვის ოქმებით, ფულადი კუპიურის დათვალიერების ოქმებით, დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის #---------------------- დასკვნებით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ამსახველი მასალებით და დოკუმენტებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული დოკუმენტებით და მასალებით, დადგენილია, რომ გ------------–----მ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 24 აპრილის და 2017 წლის 10 მაისის ეპიზოდები).
ამდენად, პალატა თვლის, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას დაზუსტებული პირობებით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და დამტკიცდეს წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-215-ე მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორსა და მსჯავრდებულ გ------------–----ს შორის.
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის განაჩენში.
გ------------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 24 აპრილის და 2017 წლის 10 მაისის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 მაისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ------------–----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 02 მარტის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2014 წლის 05 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 939 (ცხრაასოცდაცხრამეტი) საათის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------------–----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ გ------------–----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადებიდან 2019 წლის 9 ივლისიდან.
მსჯავრდებულ გ------------–----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 28 ივნისიდან - 2017 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი, პირობითი მსჯავრის პერიოდში, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შეიძლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი