განაჩენი

სისხლის სამართლის 04.02.2020
საქმის ნომერი
330100119002905345
ინსტანცია
თარიღი
04.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002905345

საქმე №1ბ/1594-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

სხდომის თავმჯდომარე: მზია ლომთათიძე

მოსამართლები: მარინა ხოლოაშვილი

მაკა გველესიანი

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

პროკურორ - გ-------------ის

ადვოკატ - ნ------------–-–---–ის

მსჯავრდებულების - გ----–---------ის, ნ----------------ის

თარჯიმნების - ა---------–--------ის,ზ---------------ას

მონაწილეობით,მსჯავრდებულების - ნ----------------ისა და გ----–---------ის და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ----–---------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 29 აპრილს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №2----------; ნასამართლეობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მარნეულის რაიონის სოფელ კ--------------–--ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 214-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;

 

ნ----------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 23 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №28001116781; ნასამართლეობის არმქონის, მცხოვრების მარნეულის რაიონის სოფელ კ--------------–--ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 214-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 აგვისტოს განაჩენით:

 

გ----–---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა:

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, გ----–---------ს სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

ნ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა:

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ნ----------------ს სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

გ----–---------სა და ნ----------------ს მსჯავრი დაედოთ მასზედ, რომ მათ ჩაიდინეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ჯგუფურად (ორი ეპიზოდი) და საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

საქართველოს მოქალეებმა ნ----------------მა და გ----–---------მა, რომლებიც იმყოფებოდნენ საქართველოში, 2019 წლის 21 თებერვალს, ღამის საათებში, ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი და გადავიდნენ აზერბაიჯანში.

 

საქართველოს მოქალაქეებმა ნ----------------მა და გ----–---------მა, რომლებიც იმყოფებოდნენ აზერბაიჯანში, გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად, 2019 წლის 21 თებერვალს, გამთენიისას, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში, რა დროსაც ნ----------------მა და გ----–---------მა, საქართველოს საბაჟო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გზით, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოიტანეს დიდი ოდენობით ნივთები - სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 7 724.40 ლარი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - ნ----------------მა და გ----–---------მა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ------------–-–---–მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ნ----------------ისა და გ----–---------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა გ-------------ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და მსჯავრდებულ ნ----------------ისა და გ----–---------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა გ-------------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება შემდეგი პირობებით: გ----–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, დაენიშნოს ჯარიმა 2000 ლარი. იგი, ასევე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით დაენიშნოს ჯარიმა 2000 ლარი. იგი, ასევე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით დაენიშნოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 3 წელი მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი ჩაეთვალოს პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 7 000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, გ----–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულაბაში, ხოლო 4 წელი ჩაეთვალოს პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 7000 ლარი. (საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, 7 724.4 ლარის ღირებულების სიგარეტი, როგორც დანაშაულის ჩადენის საშუალება, გადაეცეს სახელმწიფოს).

ნ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, დაენიშნოს ჯარიმა 2000 ლარი. იგი, ასევე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, დაენიშნოს ჯარიმა 2000 ლარი. იგი, ასევე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით დაენიშნოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 3 წელი მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი ჩაეთვალოს პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 7000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, გ----–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულაბაში, ხოლო 4 წელი ჩაეთვალოს პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 7000 ლარი. (საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, 7724.4 ლარის ღირებულების სიგარეტი, როგორც დანაშაულის ჩადენის საშუალება, გადაეცეს სახელმწიფოს).

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულებმა გ----–---------მა, ნ----------------მა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ------------–-–---–მა.

 

სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა პროკურორსა და მსჯავრდებულებს შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, სსსკ-ის 212-ე მუხლის თანახმად დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით და მსჯავრდებულები ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალს; მსჯავრდებულებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ისინი სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ედებათ ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ისინი აღიარებენ. მსჯავრდებულთათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნას ინფორმაცია, რომელსაც ისინი მიაწვდიან სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებულები აცნობიერებენ, რომ აქვთ დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, სასამართლოს მიერ მათი საქმის არსებითი განხილვის უფლება; მსჯავრდებულები ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულებსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; მსჯავრდებულები და მათი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. მსჯავრდებულებს - გ----–---------ს და ნ----------------ს ასევე განემარტათ, რომ მათ მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების მიმართ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 214-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით: ა------------–--------ისა და ხ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საზღვრის კვეთის მონაცემებით, გ----–---------ისა და ნ----------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, სასაქონლო და სასაქონლო საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ექსპერტიზის დასკვნებით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ----–---------მა და ნ----------------მა ჩაიდინეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ჯგუფურად (ორი ეპიზოდი) და საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 აგვისტოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ 209-217-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ გ-------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 აგვისტოს განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:

გ----–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 214-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ჯარიმა 2000 ლარი;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ჯარიმა 2000 ლარი;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 3 წელი მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი ჩაეთვალოს პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 7000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, გ----–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულაბაში, ხოლო, 4 წელი ჩაეთვალოს პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარი.

 

გ----–---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

გ----–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 თებერვლიდან.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების თანახმად, პირობითი მსჯავრის პერიოდში, გ----–---------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 214-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ჯარიმა 2000 ლარი;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ჯარიმა 2000 ლარი;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 3 წელი მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი ჩაეთვალოს პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 7 000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ნ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულაბაში, ხოლო 4 წელი ჩაეთვალოს პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

 

ნ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

ნ----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 თებერვლიდან.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების თანახმად, პირობითი მსჯავრის პერიოდში, ნ----------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, გ----–---------ს და ნ----------------ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვათ ოთხი ცალი ჩანთა, რომლებშიც მოთავსებულია ამოღებული სიგარეტის კოლოფები - საერთო რაოდენობით 4 710 კოლოფი (საბაჟო ღირებულება 2019 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით - 7 724.40 ლარი).

 

ნივთიერი მტკიცებულება: გ----–---------ისა და ნ----------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული საზღვარგარეთის პასპორტები დაუბრუნდეთ მათ მფლობელებს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში;

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს, საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

 

თავმჯდომარე: მ. ლომთათიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

მ. გველესიანი