განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100115792094
საქმე №1ბ/2067-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
ბესიკ ბუგიანიშვილი
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - თ----------ს,ადვოკატ - გ-------------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებული - მ------------–-–---–ი (არ გამოცხადდა)
კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ თ----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მ------------–-–---–ის მიმართ - (პ/ნ 4----------) - დაბადებული 1----–-–---------------რს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: ს--------------------------–----------------ი, ფაქტობრივად მცხოვრები: ს--------------------------–------------------ი; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით:
დაკმაყოფილდა კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ თ----------ის შუამდგომლობა; დამტკიცდა კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ თ----------ს, ბრალდებულ მ------------–-–---–სა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს მ--–--------–----ას და ა-–---------------–--ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
მ------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;
მ------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გათვალისწინებით, დაენიშნა შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მ------------–-–---–ს განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 04(ოთხი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მ------------–-–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის იანვარში, ს---------------------------–-----------------ს მიმდებარედ არსებულ მდინარე იორის ტერიტორიიდან, მ------------–-–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა, სახელმწიფოს კუთვნილ, მიწაში განთავსებულ 369.85 მეტრის სიგრძის, სულ 7000.52 ლარად ღირებულ ლითონის მილებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს.
საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა თ----------მ და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს საპროცესო განაჩენის გაუქმება და სისხლის სამართლის საქმის პროკურორისთვის დაბრუნება.
ბრალდების მხარის მითითებით, ბრალდებულ მ------------–-–---–ის განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 24 დეკემბერს, კახეთის საოლქო პროკურატურასა და ბრალდებულს შორის მოხდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება სასჯელსა და ზიანის შემდგომი ანაზღაურების პირობით. მ------------–-–---–მა აიღო ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, კერძოდ დაზარალებულ - სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის“, განაჩენის დადგენიდან, 6 (ექვსი) თვის ვადაში უნდა აენაზღაურებინა ზიანი - 83 250 ლარი, ყოველთვიურად 13 875 ლარის ოდენობით. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, დამტკიცდა მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება. პროკურორის განმარტებით, 2019 წლის 26 ნოემბერს კახეთის საოლქო პროკურატურას N7------ წერილით მიმართა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ და აცნობა, რომ მსჯავრდებულ მ------------–-–---–ის მიერ არ მოხდა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მსჯავრდებულმა მ------------–-–---–მა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა და დადგენის ვადაში სრულად არ აანაზღაურა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი, ბრალდების მხარე შუამდგომლობს საპროცესო შეთნხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისა და საქმის პროკურატურისათვის დაბრუნების თაობაზე .
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თ----------მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულის ადვოკატმა გ-------------------მა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მსჯავრდებულმა საწყის ეტაპზე შეძლო ზიანის ნაწილის 36 000 ლარის ზნაზღაურება, შემდგომში კი გართულებულმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ ხელი შეუშალა პირობის დადგენილ ვადაში შესრულებაში, თუმცა დღეის მდგომარეობით ზიანი სრულად არის ანაზღაურებული.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ თ----------ს საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარდგენილი იქნა საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და სასამართლო უფლებამოსილი იყო, ემსჯელა მისი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას; აღნიშნული შეთანხმება იყო ნებაყოფლობითი და მიღწეული მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატებთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებული მ------------–-–---–ი სრულად აცნობიერებდა საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს.
ამასთან, საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება მ------------–-–---–ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები, რაც გახდა საფუძველი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილი და განხილულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის, მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, ეთანხმება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს, საპროცესო შეთანხმების დადების ოქმში ერთ-ერთ პირობად მართლაც იყო მითითება მ------------–-–---–ის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესრულების თაობაზე, კერძოდ განაჩენის გამოტანიდან ექვსი თვის ვადაში მსჯავრდებულს უნდა უზრუნველეყო დაზარალებულისათვის - სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის“ მიყენებული ზიანის 83 250 ლარის ანაზღაურება, ყოველთვიურად - 13 875 ლარის ოდენობით. როგორც წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება (აღნიშნულს არც ბრალდების მხარე ხდის სადაოდ), 2019 წლის 12 ივნისის მდგომარეობით, მ------------–-–---–ს ანაზღაურებული ქონდა თანხის მხოლოდ ნაწილი - 36 000 ლარი. შესაგებელში მსჯავრდებული მ------------–-–---–ი განმარტავს, რომ გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რამოდენიმე თვე ვეღარ შეძლო ზიანის ანაზღაურება და წარმოადგინა ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა #100, საიდანაც დასტურდება, რომ 2018 წლის აგვისტოს თვეში მართლაც მიმართა სტაციონარს და გაიარა შესაბამისი მკურნალობა. ამასთან, დაცვის მხარემ განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის“ მიყენებული ზიანი სრულად არის ანაზღაურებული და საპროცესო შეთანხმების ოქმში ასახული პირობა ზიანის ანაზღაურების შესახებ, შესრულებულია. სასამართლოში წარმოდგენილი საბანკო ქვითრების (საგადასახადო დავალებების) თანახმად, 2019 წლის დეკემბრის თვეში მ------------–-–---–მა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად შესაბამის ანგარიშზე შეიტანა 47 250 ლარი. სააპელაციო სასამართლოში ასევე წარმოდგენილი იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი დუგლაძის 2020 წლის 20 იანვრით დათარიღებული წერილი, სადაც მითითებულია, რომ მ------------–-–---–ის მიერ თანხა გადახდილია სრულად - 83 250 ლარის ოდენობით.
პალატას მიაჩნია, რომ მართალია მსჯავრდებულმა მ------------–-–---–მა დადგენილ ვადაში არ შეასრულა საპროცესო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, თუმცა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მას მართლაც გააჩნდა ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა; ამასთან, ამ ეტაპზე ზიანი სრულად არის ანაზღაურებული და სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია (ანუ საპროცესო შეთანხმების ოქმში მითითებული პირობა შესრულებულია), პალატას, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ პირობა დადგენილ ვადაში არ შესრულდა, მიზანშეუწონლად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და საქმის პროკურორისათვის დაბრუნება.
შესაბამისად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი, რომლითაც დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულს შორის, დარჩეს უცვლელად;
ბრალდებული მ------------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;
ბრალდებული მ------------–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 4-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გათვალისწინებით, დაენიშნოს შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მ------------–-–---–ს განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 04 (ოთხი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით.
მ------------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ამოღებული დოკუმენტაცია, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული რკინა-ბეტონის მილები, რაც ინახება ქ.თბილისში ოლიმპიური კომპლექსის ტერიტორიაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ლითონის მილები, რაც ინახება შს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს იორმუღანლოს განყოფილების ეზოში და ხელწერილით აქვს ჩაბარებული დაზარალებულის წარმომადგენელს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. კაპანაძე
მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი
ბ. ბუგიანიშვილი