სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლი · სსსკ 209
თავი XXI — საპროცესო შეთანხმება
1. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე.
2. საპროცესო შეთანხმების დადებისას ბრალდებული პროკურორს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად შეიძლება შეუთანხმდეს თანამშრომლობაზე ან/და ზიანის ანაზღაურებაზე.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(63)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 63-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №2კ-983აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.12.2025
…უფლებამოსილია, მათ შორის – ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე); საქართველოს სსსკ-ის 209-ე მუხლის პირველ ნაწილს (სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე);
საქმე №2კ-29აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.06.2025
…და მისი მხრიდან შეგნებულად ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან თავის არიდებას ადგილი არ ჰქონია. 11. საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო: 12. საქართველოს სსსკ-ის 209-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე.
საქმე №2კ-66-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.04.2025
…ი ლ ი: 1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე.
საქმე №ბს-652(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2025
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების თანახმად (საქმე №3/2622-18) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ნ. მ-ეს დაეკისრა ვალდებულება - საპროცესო შეთანხმების დამტკიცებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში, დაზარალებულ ი.
საქმე №2კ-1300აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.12.2024
…უფლებამოსილია, მათ შორის – ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე); საქართველოს სსსკ-ის 209-ე მუხლის პირველ ნაწილს (სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე);
საქმე №2კ-37აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.07.2024
საქმე №ას-83-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2024
საქმე №2კ-775აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2023
საქმე №2კ-419აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.10.2023
საქმე №2კ-43-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.08.2022
საქმე №2კ-1014აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2021
საპროცესო შეთანხმების საკითხი მოწესრიგებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლით. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის…
…საქმეზე საპროცესო შეთანხმება დამტკიცებულია იმ გარემოების გამო, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ( საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილი). - საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბრალდებულს განემარტება, რომ საპროცესო შეთანხმების…
შემოსავლების სამსახურს საგულისხმოდ მიჩნია ასევე შემდეგი გარემოებებიც: - სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო შეთანხმება დამტკიცებულია იმ გარემოების გამო, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ( საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილი); - საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბრალდებულს განემარტება, რომ საპროცესო შეთანხმების…
საგულისხმოა ასევე შემდეგი დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიც: სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო შეთანხმება დამტკიცებულია იმ გარემოების გამო, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ( საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილი). საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბრალდებულს განემარტება, რომ საპროცესო შეთანხმების…
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 209, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-209/