განაჩენი

სისხლის სამართლის 15.05.2018
საქმის ნომერი
330100117002037210
ინსტანცია
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002037210

საქმე #1/ბ-533-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე

 

სოფიკო კაპანაძის, გიორგი სვანიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: გუ------------–---–ის, და-------------ის

მსჯავრდებულ: ლე--–---------–---–ის

ადვოკატ: ვა------------–-–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ლე--–---------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის კო-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლე--–---------–---–ის მიმართ, დაბადებული 1--- წლის 1------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: წ-------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------------–------------------------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ცხრა ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენით ლე--–---------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ფ-------–----------------------“ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ი--------------–-------“ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ემას კრედიტის“ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „4----------“ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს მიკროსაფინანსო „ლ-------“ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „მ----–-----“ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „მ----“ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ა---–-------------------------“ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ქ---------------------“ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ტ------“ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „მისო კ---------–-----“ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარმა სასჯელებმა შთანთქა ერთმანეთი, ხოლო მკაცრმა სასჯელმა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ლე--–---------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

ლე--–---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 მარტის 16:39 საათიდან.

განაჩენით ლე--–---------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ცხრა ეპიზოდი), მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 20 ივნისს ლე--–---------–---–მა შპს „ფ-------–----------------------" კუთვნილი საიტის „mycredit.ge“-ს საშუალებით, სესხის აღების მიზნით გააკეთა ონლაინ განაცხადი, რისთვისაც ის დარეგისტრირდა მომხმარებლად საიტზე, შეავსო მცდარი მონაცემები, გამოიყენა თი-----------------ის პირადი ნომერი, მისი სახელი, გვარი და სხვა დემოგრაფიული მონაცემები, შემდეგ შპს „ფ-------–----------------------" საბანკო ანგარიშზე თი-----------------ის სახელზე ამ უკანასკნელის პირადობის მოწმობის გამოყენებით „თიბისი ბანკში" ასევე მოტყუებით გახსნილი ანგარიშიდან გადარიცხა ერთი თეთრი, რითაც შპს „ფ-------–----------------------" მოატყუა, რომ ეს ანგარიში და შევსებული პირადი მონაცამები იყო მისი. აღნიშნულის საფუძველზე, შპს „ფ-------–-------------------------" 2016 წლის 20 ივნისს ჩაერიცხა სესხის თანხა 300 ლარი, რაც ლე--–---------–---–მა დაფარა 2016 წლის 21 ივლისს. 2016 წლის 19 ივლისს ლე--–---------–---–მა კვლავ გააკეთა განაცხადი, მიიღო 300 ლარი სესხის სახით, რაც დაფარა 2016 წლის 12 აგვისტოს. აღნიშნული ქმედებით, სესხის თანხების დროულად დაფარვით ლე--–---------–---–მა მოიპოვა შპს „ფ-------–----------------------" ნდობა. 2016 წლის 12 აგვისტოს ლე--–---------–---–მა ანალოგიური გზით შპს „ფ-------–-------------------------" კვლავ მოტყუებით აიღო სესხი 450 ლარის ოდენობით, რაც უნდა დაეფარა 12 სექტემბერს, მაგრამ არ გადაუხდია. ლე--–---------–---–ის აღნიშნული ქმედებით შპს „ფ-------–----------------------" მიადგა 450 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2016 წლის 27 ივლისს ლე--–---------–---–მა შპს „ი--------------–-------" კუთვნილი საიტის „minicredit.ge“–ს საშუალებით, სესხის აღების მიზნით გააკეთა ონლაინ განაცხადი, რისთვისაც ის დარეგისტრირდა მომხმარებლად საიტზე, შეავსო მცდარი მონაცემები, გამოიყენა თი-----------------ის პირადი ნომერი, მისი სახელი, გვარი და სხვა დემოგრაფიული მონაცემები, შემდეგ შპს „ი--------------–-------" საბანკო ანგარიშზე თი-----------------ის სახელზე ამ უკანასკნელის პირადობის მოწმობის გამოყენებით "თიბისი ბანკში" ასევე მოტყუებით გახსნილი ანგარიშიდან გადარიცხა ერთი თეთრი, რითაც შპს „ი--------------–------" მოატყუა, რომ ეს ანგარიში და შევსებული პირადი მონაცემები იყო მისი. აღნიშნულის საფუძველზე, შპს "ი--------------–----------" 2016 წლის 27 ივლისს ლე--–---------–---–ს ზემოთხსენებულ საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა სესხის თანხა 200 ლარი, რაც დაფარა 2016 წლის 9 აგვისტოს. 2016 წლის 10 აგვისტოს კუ----–---–მა კვლავ გააკეთა განაცხადი სესხის აღებაზე და ხსენებული შპს-დან მიიღო სესხის თანხა 250 ლარი, რაც დაფარა 26 აგვისტოს. აღნიშნული ქმედებით, სესხის დროულად დაფარვით ლე--–---------–---–მა მოიპოვა შპს "ი--------------–-------" ნდობა. 2016 წლის 26 აგვისტოს ლე--–---------–---–მა ანალოგიური გზით შპს "ი--------------–----------" კვლავ მოტყუებით აიღო სესხი 300 ლარის ოდენობით, რასაც დაეუფლა და აღარ დაუფარავს. ლე--–---------–---–ის ქმედებით შპს "ი--------------–------" მიადგა 300 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2016 წლის 19 ივლისს ლე--–---------–---–მა შპს „მ---------------------" კუთვნილი საიტის „emmascredit.ge“-ს საშუალებით, სესხის აღების მიზნით გააკეთა ონლაინ განაცხადი, რისთვისაც ის დარეგისტრირდა მომხმარებლად საიტზე, შეავსო მცდარი მონაცემები, გამოიყენა თი-----------------ის პირადი ნომერი, მისი სახელი, გვარი და სხვა დემოგრაფიული მონაცემები, რის შედეგადაც „თიბისი ბანკში" თი-----------------ის სახელზე ასევე მოტყუებით გახსნილ ანგარიშზე შპს „ე---------------“ გადაურიცხა სესხის თანხა 200 ლარი, რაც ლე--–---------–---–მა დაფარა სრულად. 2016 წლის 4 აგვისტოს ლე--–---------–---–მა შპს „მ---------------------" კუთვნილი საიტის „emmascredit.ge“–ს საშუალებით, სესხის აღების მიზნით კვლავ გააკეთა ონლაინ განაცხადი, რისთვისაც ის დარეგისტრირდა მომხმარებლად საიტზე, შეავსო მცდარი მონაცემები, გამოიყენა თი-----------------ის პირადი ნომერი, მისი სახელი, გვარი და სხვა დემოგრაფიული მონაცემები, რის შედეგადაც „თიბისი ბანკში" ასევე მოტყუებით გახსნილ ანგარიშზე შპს „ე---------------“ გადაურიცხა 339 ლარი, რაც ლე--–---------–---–მა დაფარა სრულად. აღნიშნული ქმედებით, სესხის დროულად დაფარვით ლე--–---------–---–მა მოიპოვა შპს „მ---------------------“ ნდობა. 2016 წლის 22 აგვისტოს ლე--–---------–---–მა შპს „მ---------------------" კუთვნილი საიტის „emmascredit.ge“–ს საშუალებით, სესხის აღების მიზნით გააკეთა ონლაინ განაცხადი, რისთვისაც ის დარეგისტრირდა მომხმარებლად საიტზე, შეავსო მცდარი მონაცემები, გამოიყენა თი-----------------ის პირადი ნომერი, მისი სახელი, გვარი და სხვა დემოგრაფიული მონაცემები, რის შედეგადაც „თიბისი ბანკში" ასევე მოტყუებით გახსნილ ანგარიშზე შპს „ე---------------“ გადაურიცხა სესხის თანხა 400 ლარი, რასაც ლე--–---------–---–ი დაეუფლა და აღარ აუნაზღაურებია. ლე--–---------–---–ის ქმედებით შპს „ემას კრედიტს" მიადგა 400 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2016 წლის 22 ივლისს ლე--–---------–---–მა შპს „4----------" კუთვნილი საიტის vivus.ge-ს საშუალებით, სესხის აღების მიზნით გააკეთა ონლაინ განაცხადი, რისთვისაც ის დარეგისტრირდა მომხმარებლად საიტზე, შეავსო მცდარი მონაცემები, გამოიყენა თინათინ ბურძენაძის პირადი ნომერი, მისი სახელი, გვარი და სხვა დემოგრაფიული მონაცემები, შემდეგ შპს „4----------" საბანკო ანგარიშზე თი-----------------ის სახელზე უკანასკნელის პირადობის გამოყენებით „თიბისი ბანკში" ასევე მოტყუებით გახსნილი ანგარიშიდან გადარიცხა ერთი თეთრი, რითაც შპს „4--------" მოატყუა, რომ ეს ანგარიში და შევსებული პირადი მონაცამები იყო მისი. აღნიშნულის საფუძველზე, შპს „4-------------" 2016 წლის 22 ივლისს ლე--–---------–---–ს ჩაერიცხა სესხის თანხა 250 ლარის ოდენობით, რაც მან დაფარა 2016 წლის 29 ივლისს. 2016 წლის 3 აგვისტოს კვლავ გააკეთა განაცხადი სესხის აღებაზე და ხსენებული შპს-დან მიიღო 250 ლარი, რაც დაფარა 8 აგვისტოს. აღნიშნული ქმედებით, სესხის დროულად დაფარვით ლე--–---------–---–მა მოიპოვა შპს „4----------" ნდობა. 2016 წლის 8 აგვისტოს ლე--–---------–---–მა შპს „4------------“ კვლავ აიღო სესხი 150 ლარი, 2016 წლის 9 აგვისტოს 300 ლარი, ხოლო 2016 წლის 15 აგვისტოს 200 ლარი, რის შედეგადაც ლე--–---------–---–ი საერთო ჯამში შპს „4-------------" მოტყუებით დაეუფლა 650 ლარს, რაც მას აღარ დაუფარავს. ლე--–---------–---–ის ქმედებით შპს „4---------" მიადგა 650 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2016 წლის 19 ივლისს ლე--–---------–---–ი მივიდა შპს „მიკროსაფინანსოლ-------" ოფისში (მდებარე: გლდანი, ხ------–---–-- ქ. #1---- სადაც სესხის აღების მიზნით გააკეთა განაცხადი, რისთვისაც მან ზემოთხსენებული ორგანიზაციის თანამშრომელს წარუდგინა თი-----------------ის პირადობის მოწმობა და ხსენებული პირადობის გამოყენებით, ცრუ ინფორმაციის მითითებით, მოტყუებით დაეუფლა სესხის თანხას 500 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შემდეგ, 2016 წლის 9 სექტემბერს ლე--–---------–---–მა შპს „მ-------------------–-------" კუთვნილი საიტის lendo.ge-ს საშუალებით, სესხის აღების მიზნით გააკეთა ონლაინ განაცხადი, რისთვისაც ის დარეგისტრირდა მომხმარებლად საიტზე, შეავსო მცდარი მონაცემები, გამოიყენა თი-----------------ის პირადი ნომერი, მისი სახელი, გვარი და სხვა დემოგრაფიული მონაცემები, რის შედეგადაც „თიბისი ბანკში" თი-----------------ის სახელზე ასევე მოტყუებით გახსნილ ანგარიშზე შპს „მ-------------------–-------“ გადაურიცხა 200 ლარი. ლე--–---------–---–მა შპს „მ-------------------–-------" მოატყუა რომ ხსენებული ანგარიში და შევსებული პირადი მონაცამები იყო მისი. ლე--–---------–---–ის ხსენებული ქმედებებით შპს „მ-------------------–-------" მიადგა 700 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2016 წლის 26 აგვისტოს ლე--–---------–---–მა შპს „კაპის" კუთვნილი საიტის „www.kapiki.ge“-ს საშუალებით, სესხის აღების მიზნით გააკეთა ონლაინ განაცხადი, რისთვისაც ის დარეგისტრირდა მომხმარებლად საიტზე, შეავსო მცდარი მონაცემები, გამოიყენა თი-----------------ის პირადი ნომერი, მისი სახელი, გვარი და სხვა დემოგრაფიული მონაცემები, შემდეგ შპს „k-----ს საბანკო ანგარიშზე თი-----------------ის სახელზე ამ უკანასკნელის პირადობის გამოყენებით „თიბისი ბანკში" ასევე მოტყუებით გახსნილი ანგარიშიდან გადარიცხა ერთი თეთრი, რითაც შპს „kapi" მოატყუა, რომ ეს ანგარიში და შევსებული პირადი მონაცამები იყო მისი. შესაბამისად შპს „k-----მ ზემოთხსენებული ცრუ განცხადების საფუძველზე ლე--–---------–---–ს მის მიერ მითითებულ „თიბისი“ ბანკის ანგარიშზე ჩაურიცხა სესხის თანხა 350 ლარი, რაც ლე--–---------–---–მა არ დაფარა.

შპს „მონლაინსა“ და შპს “K-----ს შორის 2017 წლის 7 აპრილს გაფორმებული მოთხოვნის დათმობის (გასხვისების) ხელშეკრულების საფუძველზე შპს "K-----მ გარკვეულ მოვალეთა მიმართ, მათ შორის თი-----------------ის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს „მონლაინს“. შესაბამისად ლე--–---------–---–ის ქმედებით შპს „მონლაინს" მიადგა 350 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2016 წლის 12 აგვისტოს ლე--–---------–---–მა შპს „მ----" კუთვნილი საიტის „m-------–ს საშუალებით, სესხის აღების მიზნით გააკეთა ონლაინ განაცხადი, რისთვისაც ის დარეგისტრირდა მომხმარებლად საიტზე, შეავსო მცდარი მონაცემები, გამოიყენა თი-----------------ის პირადი ნომერი, მისი სახელი, გვარი და სხვა დემოგრაფიული მონაცემები, შემდეგ შპს „მ----" საბანკო ანგარიშზე თი-----------------ის სახელზე ამ უკანასკნელის პირადობის მოწმობის მონაცემების გამოყენებით „თიბისი ბანკში" ასევე მოტყუებით გახსნილი ანგარიშიდან გადარიცხა ერთი თეთრი, რითაც შპს „მ----" მოატყუა, რომ ეს ანგარიში და შევსებული პირადი მონაცამები იყო მისი. აღნიშნულის შემდეგ, შპს „მ-------" 2016 წლის 12 აგვისტოს ლე--–---------–---–ს ჩაერიცხა 100 ლარი, რაც ლე--–---------–---–მა დაფარა 2016 წლის 26 აგვისტოს, ვინაიდან მოეპოვებინა შპს „მ----“ ნდობა და გაეკეთებინა სესხის ახალი განაცხადი მეტ თანხაზე, თუმცა შპს „მ----გან“ მიიღო უარი და 2016 წლის 26 აგვისტოს კვლავ გააკეთა განაცხადი სესხის აღებაზე და შპს-დან მიიღო 199 ლარი, რაც არ დაუფარავს. ლე--–---------–---–ის ქმედებით შპს „მ----" მიადგა 100 ლარის ქონებრივი ზიანი.

2016 წლის 12 აგვისტოს ლე--–---------–---–მა შპს „ა---–------------------------" კუთვნილი საიტის „wincredit.ge“–ს საშუალებით, სესხის აღების მიზნით გააკეთა ონლაინ განაცხადი, რისთვისაც ის დარეგისტრირდა მომხმარებლად საიტზე, შეავსო მცდარი მონაცემები, გამოიყენა თი-----------------ის პირადი ნომერი, მისი სახელი, გვარი და სხვა დემოგრაფიული მონაცემები, შემდეგ შპს „ა---–------------------------" საბანკო ანგარიშზე თი-----------------ის სახელზე ამ უკანასკნელის პირადობის მოწმობის გამოყენებით „თიბისი ბანკში" ასევე მოტყუებით გახსნილი ანგარიშიდან გადარიცხა ერთი თეთრი, რითაც შპს „ა---–-----------------------" მოატყუა რომ ეს ანგარიში და შევსებული პირადი მონაცამები იყო მისი. აღნიშნულის საფუძველზე 2016 წლის 12 აგვისტოს ლე--–---------–---–ს ზემოთხსენებულ საბანკო ანგარიშზე შპს „ა---–---------------------------" ჩაერიცხა სესხის თანხა 250 ლარის ოდენობით, რაც უნდა დაეფარა 11 სექტემბერს, მაგრამ არ გადაუხდია. ლე--–---------–---–ის აღნიშნული ქმედებით შპს „ა---–---------------------" მიადგა 250 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2016 წლის 30 აგვისტოს ლე--–---------–---–მა შპს „ქ---------------------" კუთვნილი საიტის credium.ge-ს საშუალებით, სესხის აღების მიზნით გააკეთა ონლაინ განაცხადი, რისთვისაც ის დარეგისტრირდა მომხმარებლად ინტერნეტ საიტზე, შეავსო მცდარი მონაცემები, გამოიყენა თი-----------------ის პირადი ნომერი, მისი სახელი, გვარი და სხვა დემოგრაფიული მონაცემები, შემდეგ შპს „ქ---------------------" საბანკო ანგარიშზე თი-----------------ის სახელზე ამ უკანასკნელის პირადობის გამოყენებით „თიბისი ბანკში" ასევე მოტყუებით გახსნილი ანგარიშიდან გადარიცხა ერთი თეთრი, რითაც შპს „ქ---------------------" მოატყუა რომ ეს ანგარიში და შევსებული პირადი მონაცამები იყო მისი. აღნიშნულის საფუძველზე შპს „ქრედიუმ ჯორჯიამ“ ლე--–---------–---–ს ზემოთხსენებულ საბანკო ანაგრიშზე ჩაურიცხა სესხის თანხა 200 ლარის ოდენობით, რომელიც კუ----–---–მა არ დაფარა. ლე--–---------–---–ის ქმედებით შპს „ქ---------------------" მიადგა 200 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2016 წლის 19 ივლისს ლე--–---------–---–მა შპს „ტ------" კუთვნილი საიტის „netcredit.ge“-ს საშუალებით, სესხის აღების მიზნით გააკეთა ონლაინ განაცხადი, რისთვისაც ის დარეგისტრირდა მომხმარებლად საიტზე, შეავსო მცდარი მონაცემები, გამოიყენა თი-----------------ის პირადი ნომერი, მისი სახელი, გვარი და სხვა დემოგრაფიული მონაცემები, შემდეგ შპს „ტ------“ საბანკო ანგარიშზე თი-----------------ის სახელზე ამ უკანასკნელის პირადობის გამოყენებით „თიბისი ბანკში" ასევე მოტყუებით გახსნილი ანგარიშიდან გადარიცხა ერთი თეთრი, რითაც შპს „ტ-----" მოატყუა, რომ ეს ანგარიში და შევსებული პირადი მონაცამები იყო მისი. აღნიშნულის საფუძველზე, შპს „ტ-----დან“ 2016 წლის 19 ივლისს ლე--–---------–---–ს ზემოთხსენებულ საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა 200 ლარი, რაც ლე--–---------–---–მა დაფარა. 2016 წლის 29 ივლისს მან კვლავ გააკეთა განაცხადი სესხის აღებაზე და შპს „ტ-----დან“ მიიღო 200 ლარი, რაც ასევე დაფარა. აღნიშნული ქმედებით, სესხის დროულად დაფარვით ლე--–---------–---–მა მოიპოვა შპს „ტ------" ნდობა. 2016 წლის 20 აგვისტოს ლე--–---------–---–მა ანალოგიური გზით შპს „ტ-----დან" კვლავ მოტყუებით აიღო სესხი 200 ლარი, რაც უნდა დაეფარა 20 სექტემბერს, მაგრამ არ გადაუხდია. მანვე, შპს „ტ------“ კუთვნილი საიტის „moneza.ge”-ს გვერდზე შეავსო არასწორი ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ, კვლავ გამოიყენა თი-----------------ის კუთვნილი პირადი ნომერი და 2016 წლის 29 ივლისს შპს „ტ-----დან“ მიიღო სესხი 500 ლარის ოდენობით, რაც ლე--–---------–---–მა 2016 წლის 4 აგვისტოს დაფარა. ამავე დღესვე მან გააკეთა ახალი განაცხადი, რის საფუძველზეც კვლავ დაუმტკიცდა სესხი 500 ლარის ოდენობით, რაც დაფარა 2016 წლის 12 აგვისტოს. ამავე დღეს მან კვლავ გამოიტანა სესხი 500 ლარი, რაც დაფარა 20 აგვისტოს. იმავე დღეს 2016 წლის 20 აგვისტოს კვლავ გამოიტანა 500 ლარიანი სესხი რაც აღარ გადაუხდია და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ლე--–---------–---–ის ქმედებით შპს „ტ------“ მიადგა 700 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2016 წლის 2 სექტემბერს ლე--–---------–---–ი სესხის აღების მიზნით მივიდა ქ.თბილისი, ცაბაძის ქუჩა #8-ში მდებარე შპს „კ---------–-----“ ოფისში და თი-----------------ის პირადობის მოწმობის გამოყენებით გააკეთა განაცხადი სესხზე, რისთვისაც შეავსო განმცხადებლის მცდარი მონაცემები, გამოიყენა თი-----------------ის პირადი ნომერი, მისი სახელი, გვარი და სხვა დემოგრაფიული მონაცემები, ასევე თი-----------------ის სახელზე სს „თიბისი ბანკში“ მოტყუებით გახსნილი ანგარიშის ნომერი, სადაც უნდა ჩარიცხოდა სესხის სახით აღებული თანხა. ამავდროულად ლე--–---------–---–მა შპს „კ---------–-----“ და მას შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა, როგორც თი-----------------ემ, შესაბამისად, მან მიიღო სესხი 100 ლარის ოდენობით, რაც უნდა დაეფარა 8 კვირის ვადაში, თუმცა სესხი არ გადაუხდია. ლე--–---------–---–ის ქმედებით შპს „მი--------------–----“ მიადგა 100 ლარის ქონებრივი ზიანი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლე--–---------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კო-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქება.

სააპელაციო საჩივრის განხილვისას, 2018 წლის 20 დეკემბერს, ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ და-------------ის მიერ, ზემდგომი პროკურორის და-------------–---–ის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ ლე--–---------–---–თან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობით, სახელმწიფო ბრალმდებელმა და-------------ემ მოითხოვა მსჯავრდებულ ლე--–---------–---–თან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, რომლის თანახმადაც, ლე--–---------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ფ-------–----------------------“ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი და 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ი--------------–-------“ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი და 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ემას კრედიტის“ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი და 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „4----------“ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი და 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს მიკროსაფინანსო „ლ-------“ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი და 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „მ----–-----“ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი და 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ა---–-------------------------“ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი და 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ქ---------------------“ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი და 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ტ------“ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი და 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „მისო კ---------–-----“ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „მ----“ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, თანაბარმა სასჯელებმა შთანთქოს ერთმანეთი, ხოლო მკაცრმა სასჯელმა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ლე--–---------–---–ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით., საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წლით და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულმა ლე--–---------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვა------------–-–---–მა მხარი დაუჭირეს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მოუსმინა პროცესში მონაწილე მხარეებს, გაეცნო საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, მათი გაანალიზების შედეგად მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული შუამდგომლობა მსჯავრდებულ ლე--–---------–---–ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსსკ-ის 209-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე.

პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმებების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებულმა ლე--–---------–---–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. მან თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისგან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, ნაბაყოფლობით მიმართა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურას განცხადებით საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ლე--–---------–---–ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმების შინაარსი და მის დადებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა და მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, კერძოდ: მსჯავრდებულ ლე--–---------–---–ის აღიარებითი ჩვენება, ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმები, მოწმე ქე---------------ას გამოკითხვის ოქმი; დაზარალებულ თი-----------------ის გამოკითხვის ოქმი; „თი ბი სი" ბანკიდან გამოთხოვილი საბანკო ამონაწერი; საბანკო ამონაწერის დათვალიერების ოქმი; ლე--–---------–---–ისგან სიმბარათის ამოღების ოქმი და სიმბარათი; ელექტრონული ფოსტის დათვალიერების ოქმი; შპს „ფ-------–-------------------------“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი თანდართულ გამოთხოვილ დოკუმენტაციასთან ერთად; შპს „ი--------------–----------“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი თანდართულ გამოთხოვილ დოკუმენტაციასთან ერთად; შპს „ემას კრედიტიდან“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი თანდართულ გამოთხოვილ დოკუმენტაციასთან ერთად;შპს „4-------------“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი თანდართულ გამოთხოვილ დოკუმენტაციასთან ერთად; შპს „მ-------------------–----------“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი თანდართულ გამოთხოვილ დოკუმენტაციასთან ერთად; შპს „მ----–--------“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი თანდართულ გამოთხოვილ დოკუმენტაციასთან ერთად; შპს „მ-------“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი თანდართულ გამოთხოვილ დოკუმენტაციასთან ერთად; შპს „ა---–---------------------------“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი თანდართულ გამოთხოვილ დოკუმენტაციასთან ერთად; შპს „ქ------------------------“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი თანდართულ გამოთხოვილ დოკუმენტაციასთან ერთად; შპს „ტ-----დან“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი თანდართულ გამოთხოვილ დოკუმენტაციასთან ერთად; შპს „მ---------------–--------“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი თანდართულ გამოთხოვილ დოკუმენტაციასთან ერთად და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მხარეთა მიერ არ გამხდარა სადავოდ და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებად ადასტურებს ლე--–---------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და შუამდგომლობა სასამართლოში წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 292-298-ე, 209-215-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ და-------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

დამტკიცდეს ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ და-------------ესა და მსჯავრდებულ ლე--–---------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

ლე--–---------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ფ-------–----------------------“ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 (ცხრა) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი და 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალოს პირობით.

ლე--–---------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ი--------------–-------“ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 (ცხრა) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი და 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალოს პირობით.

ლე--–---------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ემას კრედიტის“ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 (ცხრა) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი და 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალოს პირობით.

ლე--–---------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „4----------“ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 (ცხრა) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი და 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალოს პირობით.

ლე--–---------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს მიკროსაფინანსო „ლ-------“ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 (ცხრა) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი და 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალოს პირობით.

ლე--–---------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „მ----–-----“ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 (ცხრა) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი და 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალოს პირობით.

ლე--–---------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ა---–-------------------------“ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 (ცხრა) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი და 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალოს პირობით.

ლე--–---------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ქ---------------------“ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 (ცხრა) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი და 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალოს პირობით.

ლე--–---------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ტ------“ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 (ცხრა) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი და 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალოს პირობით.

ლე--–---------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „მისო კ---------–-----“ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით.

ლე--–---------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „მ----“ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი სასჯელი, ხოლო მკაცრმა სასჯელმა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ლე--–---------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წლით და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი და 9 (ცხრა) თვე.

მსჯავრდებულ ლე--–---------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

მსჯავრდებულ ლე--–---------–---–ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 მარტიდან.

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთმტკიცება: ხელწერის ნიმუშები, ასევე ლე--–---------–---–ის გამოკითხვის დედანი ოქმები, დათარიღებული 04/04//2017 და 19/04/2017 თარიღით, სესხის ხელშეკრულება NHEAD.0---------- და გადახდის გრაფიკი დანართი N1, დალუქული 01 პაკეტად, რომელიც ინახება გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურაში დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; 1 ცალი სიმბარათი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სს საქმეს, დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში საქართველოს სსსკ-ის 6796-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე