განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001374071
საქმე #1/ბ-1147-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ლევან თევზაძე
გიორგი სვანიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნი----–------–ის
მსჯავრდებულ: გი------------–---–ის
ადვოკატ: ირ------------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ გი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გი----------------------–---–ის მიმართ, დაბადებული 1--- წლის 1-----–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------, ნასამართლევი, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრები: ს---------------------------–--------------------------–----- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ “ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შვიდი ეპიზოდი);
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განაჩენით გი------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შვიდი ეპიზოდი), 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გი------------–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან მოუხდელი ნაწილი 1 (ერთი) წელი და საბოლოოდ, გი------------–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გი------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო, 2016 წლის 4 მაისიდან - 2017 წლის 3 თებერვლის ჩათვლით პერიოდი.
განაჩენით გი------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, დიდი ოდენობით. მასვე მსჯავრი დაედო თაღლითობის მცდელობაში, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი არაერთგზის. გი------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 2 ივლისს, სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, გი------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გაათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად იმავე გამოსაცდელი ვადით;
2015 წლის 2 ნოემბერს, გი------------–---–მა ქმედუუნარო პირის ერ---–-------–------–---–ის სახელით, პირადი ნომრით 0----------, შპს „4----------“ ანუ „vivus.ge-ს ინტერნეტ საიტზე, სწრაფი ონლაინ სესხის გაცემის თაობაზე ელექტრონული განაცხადი გააკეთა და იმავე დღეს სს „საქართველოს ბანკის“ ბანკომატიდან თაღლითურად დაეუფლა შპს „4---------“ კუთვნილი სწრაფი ფულად თანხას 250 ლარის ოდენობით;
2015 წლის 4 ნოემბერს, გი------------–---–მა ქმედუუნარო პირის ერ---–-------–------–---–ის სახელით შპს „ფ-----“-ის ინტერნეტ საიტზე სწრაფი ონლაინ სესხის გაცემის თაობაზე ელექტრონული განაცხადი გააკეთა და 2015 წლის 9 ნოემბერს, სს „საქართველოს ბანკის“ ბანკომატიდან თაღლითურად დაეუფლა შპს „ფ-----“-ის კუთვნილ სწრაფი სესხის ფულად თანხას 700 ლარის ოდენობით;
2015 წლის 27 ნოემბერს, გი------------–---–მა ქ. თბილისში, კ--------–------------ში არსებული სს „ლიბერთი ბანკში“ ქმედუუნარო პირი ერ---–-------–------–---–ი მიიყვანა და წინასწარ 5 თვის ინვალიდობის საპენსიო თანხაზე - 680 ლარზე განაცხადი გააკეთებინა, რა დროსაც ერ---–-------–------–---–მა ხელშეკრულებაზე მოაწერა ხელი, ხოლო ფულად თანხას 680 ლარს თაღლითურად, მოტყუებით დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. გი------------–---–ი მოქმედებდა რა ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვით, 2015 წლის 1 დეკემბერს ერ---–-------–------–---–ი კვლავ ზემოხსენებულ მისამართზე „ლიბერთი ბანკში“ მიიყვანა და ზემოხსენებული კრედიტი გააგრძელებინა 24 თვემდე ვადით, დამატებით მოტყუებით თაღლითურად დაეუფლა რა ფულად თანხას 485 ლარს და 09 თეთრს, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. გი------------–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულისათვის 1171 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
2015 წლის 7 დეკემბერს, გი------------–---–მა ქმედუუნარო პირის გი------------–------–---–ის სახელით, პირადი ნომრით 0----------, შპს „4---------“ანუ „vivus.ge-ს ინტერნეტ საიტზე, სწრაფი ონლაინ სესხის გაცემის თაობაზე ელექტრონული განაცხადი გააკეთა და იმავე დღეს სს „საქართველოს ბანკის“ ბანკომატიდან თაღლითურად დაეუფლა შპს „4----------“კუთვნილი სწრაფი ფულად თანხას 250 ლარის ოდენობით;
2015 წლის 13 დეკემბერს, გი------------–---–მა თბილისში, გ----------------------------ში არსებული სს“ლიბერთი ბანკში“ ქმედუუნარო პირი ერ---–-------–------–---–ი მიიყვანა და მისი ძმის ასევე, ქმედუუნარო გი------------–------–---–ის სახელით, წინასწარ 5 თვის ინვალიდობის საპენსიო თანხაზე - 680 ლარზე განაცხადი გააკეთებინა, რა დროსაც ხელშეკრულებაზე გი------------–------–---–ის ნაცვლად ერ---–-------–------–---–ს მოაწერინა ხელი, ხოლო ფულადი თანხას 680 ლარს თაღლითურად, მოტყუებით დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. გი------------–---–ი მოქმედებდა რა ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვით, 2015 წლის 14 დეკემბერს, ერ---–-------–------–---–ი თბილისი, გ--------–-------------ში არსებულ სს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალში მიიყვანა, რა დროსაც ამ უკანასკნელის დახმარებით გი------------–------–---–ის სახელზე არსებული ზემოხსენებული კრედიტი გააგრძელებინა 24 თვემდე ვადით და დამატებით მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლა ფულად თანხას 485 ლარის და 09 თეთრს. გი------------–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულისათვის 1171 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია;
2016 წლის 18 იანვარს გი------------–---–მა შპს „ნ---------------“ ინტერნეტ საიტზე სწრაფი ონლაინ სესხის გაცემის თაობაზე გი------------–------–---–ის სახელით ელექტრონული განაცხადი გააკეთა და 2016 წლის 20 იანვარს სს „საქართველოს ბანკის“ ბანკომატიდან თაღლითურად დაეუფლა შპს „ნ---------------“ იგივე შპს „ტ------“ კუთვნილ სწრაფი სესხის ფულად თანხას 200 ლარის ოდენობით;
2016 წლის 22 იანვარს გი------------–---–მა შპს „ფ-----“-ის ინტერნეტ საიტზე სწრაფი ონლაინ სესხის გაცემის თაობაზე გი------------–------–---–ის სახელით ელექტრონული განაცხადი გააკეთა და 2016 წლის 22 იანვარს სს „საქართველოს ბანკის“ ბანკომატიდან თაღლითურად დაეუფლა შპს „ფ-----“-ის კუთვნილ სწრაფი სესხის ფულად თანხას 500 ლარის ოდენობით;
2015 წლის 17 ნოემბერს, გი------------–---–მა შპს „ნ---------------“ ინტერნეტ საიტზე სწრაფი ონლაინ სესხის გაცემის თაობაზე ერ---–-------–------–---–ის სახელით ელექტრონული განაცხადი გააკეთა და სესხის 300 ლარის გაცემა მოითხოვა, მაგრამ „ნეთ კრედიტმა“ იგივე შპს „ტვინომ“ სესხის გაცემაზე უარი უთხრა, რის გამოც გი------------–---–მა განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო;
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გი------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო საჩივრის განხილვისას, 2019 წლის 16 იანვარს, ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნი----–------–ის მიერ, ზემდგომი პროკურორის ივანე კა---–-ას თანხმობით, წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ გი------------–---–თან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობით, სახელმწიფო ბრალმდებელმა ნი----–------–მა მოითხოვა მსჯავრდებულ გი------------–---–თან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებული გი------------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შვიდი ეპიზოდი), 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „4----------“ 2015 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „ფ------“ 2015 წლის 9 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „ტ------“ 2015 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ერ---–-------–------–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „4----------“ 2015 წლის 7 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (გი------------–------–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „ტ------ 2016 წლის 18 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „ფ------“ 2015 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ გი------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გი------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულმა გი------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ირ------------ემ მხარი დაუჭირეს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მოუსმინა პროცესში მონაწილე მხარეებს, გაეცნო საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, მათი გაანალიზების შედეგად მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მსჯავრდებულ გი------------–---–ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსსკ-ის 209-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე.
პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმებების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებულმა გი------------–---–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. მან თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისგან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, ნაბაყოფლობით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურას განცხადებით საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული გი------------–---–ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმების შინაარსი და მის დადებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა და მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეების - და--------------ის, თა-----------------ის, ცი---–------ს, კა-----------–--ის, ხა-----–----–-–---–ის, ტა-------------------ის, ნი------------------ის, ლე-–-------–---–-ს, მა---------ის, მა-----------–---–ის, მა---------–------–---–ის, და----------–------–---–ის, მზ----------–---–ის ჩვენებები, სასესხო ხელშეკრულებები, გასავლის ორდერები, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა, ჯეოსელიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი „ლიბერთი ბანკის“ ვიდეოჩანაწერები და „საქართველოს ბანკიდან“ ამოღებული ფოტომასალა და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ადასტურებს გი------------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და შუამდგომლობა სასამართლოში წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 292-298-ე, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნი----–------–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნი----–------–სა და მსჯავრდებულ გი------------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
გი------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შვიდი ეპიზოდი), 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „4----------“ 2015 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 (ერთი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „ფ------“ 2015 წლის 9 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 (ერთი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „ტ------“ 2015 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 (ერთი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ერ---–-------–------–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 (ერთი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „4----------“ 2015 წლის 7 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 (ერთი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (გი------------–------–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 (ერთი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „ტ------ 2016 წლის 18 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 (ერთი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „ფ------“ 2015 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 (ორი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ გი------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 (ორი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გი------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 (ორი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ გი------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ გი------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 ივნისიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 4 მაისიდან - 2017 წლის 3 თებერვლის ჩათვლით პერიოდი.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
სს „ლიბერთი ბანკის“ ვიდეოჩანაწერი 1 ცალი DVD დისკი და სს „ საქართველოს ბანკის“ ფოტომასალა 1 ცალი CD დისკით; შპს „ფ-----“-დან სესხის ელექტრონული ხელშეკრულებები N0------, N0-------- შპს „ფ-----“ -ის ელექტორონული ხელშეკრულება განაცხადის გაკეთების შესახებ;
შპს„ნ--------------“-დან ცნობა გ.კო--–------–---–ის დავალიანების შესახებ; ერ---–- და გი------------–------–---–ების სახელით ელექტრონული განცხადებები და დოკუმენტაცია; ერ---–- და გი------------–------–---–ების სახელზე სს „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ბარათები;
შპს„4-------------“ ერ---–- და გი------------–------–---–ების სახელით ელექტრონული შევსებული განცხადებები, სესხის ხელშეკრულებები N9---------- N9--------- და ცნობა მათ სახელზე არსებული დავალიანების შესახებ;
სს„ლიბერთი ბანკიდან“ ამოღებული გი------------–------–---–ის სახელზე გაცემული ხელშეკრულებები N1-------; N1-------, გასავალის ორდერები და ერ---–-------–------–---–ის სახელზე გაცემული ხელშეკრულებები და გასავლის ორდერები;
სს„საქართველოს ბანკიდან“ ამოღებული ექსპრეს პაკეტის განაცხადები N3------; N1---------- თანდართული საკრედიტო ბარათის მომსახურების ხელშეკრულებით შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს, იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
მოსამართლე: ლევან თევზაძე