1. თუ მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება არ არის დადებული, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ მაგისტრატი მოსამართლე განსაზღვრავს წინასასამართლო სხდომის თარიღს.
2. წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრისას მაგისტრატი მოსამართლე ითვალისწინებს მხარეთა პოზიციას, საქმის სირთულესა და მოცულობას. მოსამართლემ მხარეებს საკმარისი დრო და საშუალება უნდა მისცეს დაცვისა და ბრალდების მოსამზადებლად.
3. წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს პირის დაკავებიდან ან ბრალდებულად ცნობიდან (თუ ის არ დაუკავებიათ) არა უგვიანეს 60 დღისა. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით აღნიშნული ვადის გონივრულ ვადამდე გაგრძელების ან შემცირების შესახებ, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს მეორე მხარეს. მეორე მხარე უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს სასამართლოს შუამდგომლობის წარდგენიდან 3 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
4. თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული, ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად წინასასამართლო სხდომის გამართვის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისი დაკმაყოფილებიდან არაუგვიანეს 72 საათისა სასამართლო იწვევს მხარეებს, რათა დაადგინოს, აუცილებელია თუ არა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვება. ამ საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით.
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
საქართველოს 2015 წლის 8
ივლისის კანონი
№3976
- ვებგვერდი, 20.07.2015წ.
თავი XXI
საპროცესო შეთანხმე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.07.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 08.07.2015 კანონი №3976
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 208. მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება წინასასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ 1. თუ მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება არ არის დადებული, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ მაგისტრატი მოსამართლე განსაზღვრავს წინასასამართლო სხდომის თარიღს. 2. წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრისას მაგისტრატი მოსამართლე ითვალისწინებს მხარეთა პოზიციას, საქმის სირთულესა და მოცულობას. მოსამართლემ მხარეებს საკმარისი დრო და საშუალება უნდა მისცეს დაცვისა და ბრალდების მოსამზადებლად. 3. წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს პირის დაკავებიდან ან ბრალდებულად ცნობიდან (თუ ის არ დაუკავებიათ) არა უგვიანეს 60 დღისა. დაცვის მხარეს უფლება მოსილიაქვს, სასამართლოს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით აღნიშნული ვადის გონივრულ ვადამდე გაგრძელების ან შემცირების შესახებ, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს მეორე მხარეს. მეორე მხარე უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს სასამართლოს შუამდგომლობის წარდგენიდან 3 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება. 4. თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული, ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად წინასასამართლო სხდომის გამართვის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოისი დაკმაყოფილებიდან არაუგვიანეს 72 საათისა სასამართჯლო იწვევს მხარეებს, რათა დაადგინოს, აუცილებელია თუ არა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვება. ამ საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსიშნს 206-ე მუხლი უფთ დადგენილი წებსითა და სტანდარტით. საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418 თავი XXI. საპროცესო შეთანხმება