განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.06.2019
საქმის ნომერი
330310016001460030
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310016001460030 (№3ბ/572-19)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - დ----- მ------–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა;

წარმომადგენლები - ა----------ე, ნ---------------ე;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

1.1. დ----- მ------–---–ი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით, დ----- მ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს მთავარი პროკურორის 2012 წლის 21 დეკემბრის №3---- ბრძანებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დ----- მ------–---–ი დაინიშნა ს-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორის თანამდებობაზე.

 

ს-------ის რაიონული პროკურატურის 2016 წლის 7 მარტის №- ბრძანებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რაიონული პროკურატურის პროკურორი - დ----- მ------–---–ი ახორციელებდა ს-------ის შს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას, ზედამხედველობას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ს-------ის შს რაიონულ სამმართველოში ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობისას, პირთა უფლებების დაცვისა და საპროცესო მოვალეობებს ს-------ის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას, სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას, სტატისტიკური მონაცემების მიწოდებას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს მთავარი პროკურორის 2012 წლის 21 დეკემბრის №3---- ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 183);

- ს-------ის რაიონული პროკურატურის 2016 წლის 7 მარტის №- ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 50-51).

 

კ------ს საოლქო პროკურორმა ვ-–- ფ-------–---–მა, 2016 წლის 9 მარტს, საქართველოს მთავარ პროკურორს, შემდგომი რეაგირების მიზნით გაუგზავნა №1------- მოხსენებითი ბარათი, რომლითაც დგინდება, რომ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, ბრალდებულ - ვ--–---- ხ------------ის მიმართ საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებდა ს-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორი - დ----- მ------–---–ი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, ვალდებული იყო წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 5 დღისა, დაცვის მხარისა და სასამართლოსათვის მიეწოდებინა სრული ინფორმაცია იმ მტკიცებულებების თაობაზე, რომლის გამოყენებასაც სასამართლოში აპირებდა და წარემართა საქმე სასამართლოში, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული. დაცვის მხარისათვის მტკიცებულებების გაცვლა და საქმის სასამართლოში წარმართვა განხორციელდა 2016 წლის 25 თებერვალს. მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ ს-------ის რაიონული სასამართლოს მიერ, 2016 წლის 4 მარტს გამოტანილი განჩინებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა არსებითი დარღვევის გამო, დაუშვებლად იქნა ცნობილი ვ--–---- ხ------------ის მიმართ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება და შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, რითაც დაიკარგა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისა და მართლმსაჯულების განხორციელების შესაძლებლობა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- კ------ს საოლქო პროკურორის ვ-–- ფ-------–---–ის 2016 წლის 9 მარტის №1------- მოხსენებითი ბარათი (ტ. V, ს.ფ. 191-192).

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსის 2016 წლის 7 მაისის №1------- მოხსენებითი ბარათით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 9 მარტს, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება ს-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე.

 

მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ საქართველოს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით დადგენილი იქნა, რომ ს-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორ - დ----- მ------–---–ის მხრიდან რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, რიგ შემთხვევაში კი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ასევე, სამსახურებრივი დისციპლინის სისტემატურ დარღვევას, რაც „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენდა საქართველოს პროკურატურის მუშაკის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

 

ზემოაღნიშნული მოხსნებითი ბარათი, მასზე თანდართული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ №1----- დასკვნით, შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურორს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს მთავარი პროკურორის გენერალური ინსპექციის უფროსის 2016 წლის 7 მაისის №1------- მოხსენებითი ბარათი (ტ. I, ს.ფ. 34).

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შესახებ 2016 წლის 7 მაისის №1----- დასკვნით დგინდება, რომ პროკურორმა - დ----- მ------–---–მა არ შეასრულა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული პროკურორის ვალდებულება, წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 5 დღისა ვ--–---- ხ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე დაცვის მხარეს არ გადასცა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შესაძლო მტკიცებულებები, ასევე, სასამართლოში არ წარადგინა სისხლის სამართლის საქმე და მტკიცებულებების ნუსხა. აღნიშნული ქმედებები მის მიერ განხორციელებული იქნა კანონით დაწესებული ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ 2016 წლის 25 თებერვალს.

 

სამსახურებრივი შემოწმების მიმდინარეობისას, ს-------ის რაიონული სასამართლოდან გამოთხოვილი იქნა ვ--–---- ხ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე ჩატარებული წინასასამართლო სხდომის ოქმი და მოსამართლის მიერ მიღებული განჩინებები. ს-------ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის განჩინებით - „...ბრალდების მხარის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სავალდებულოდ დასაცავი საპროცესო ვადა, რის გამოც ბრალდების მხარის ყველა მასალა დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი“, ხოლო 2016 წლის 4 მარტის განჩინებით, - „...ბრალდებულ ვ--–---- ხ------------ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა“.

 

სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში ახსნა - განმარტება ჩამოერთვა ს-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორ - დ----- მ------–---–ს, რომელმაც ვ--–---- ხ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ აღნიშნულ საქმეზე ხელმძღვანელის მითითებით განახორციელა გარკვეული საპროცესო მოქმედებები, თუმცა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომის შემდეგ, საქმის შემდგომი გაგრძელებით აღარ დაინტერესდა და საქმის სასამართლოში წარმართვა არ ჩათვალა მის სამსახურებრივ ვალდებულებად, მოგვიანებით კი აღმოაჩინა, რომ საქმის სასამართლოში წარმართვის ვადა გასული იყო და საქმის კურსში ჩააყენა ხელმძღვანელები, რომლებმაც დაავალეს აღნიშნული საქმის წარმართვა სასამართლოში.

 

გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ქმედებით პროკურორმა - დ----- მ------–---–მა დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნა, რაც წარმოადგენდა სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას.

 

სამსახურებრივი შემოწმებისას ასევე შესწავლილი იქნა დ----- მ------–---–ის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული სისხლის სამართლის საქმეები. შესწავლის შედეგად გამოიკვეთა რიგი დარღვევები, მათ შორის:

 

ს-------ის რაიონული სამმართველოს წ-----ის განყოფილების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ, 2015 წლის 31 მაისს გამოტანილი იქნა დადგენილება ზ------- ს----------ას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად, ბრალდებული - ზ------- ს----------ა არ იქნა წარდგენილი წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულად ცნობიდან არაუგვიანეს 60 დღისა, რადგან პროკურორმა სასამართლოს არ მიმართა წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შუამდგომლობით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, 2015 წლის 17 ნოემბერს, ბრალდებულთან გაფორმდა განრიდების შეთავაზების ოქმი, ხოლო 2015 წლის 20 ნოემბერს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის დადგენილების საფუძველზე ზ------- ს----------ას მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა.

 

დ----- მ------–---–მა, ზ------- ს----------ას ბრალდების სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლით დადგენილ ვადაში პირის ბრალდებულად ცნობიდან არაუგვიანეს 60 დღისა ვერ წარუდგინა ბრალდებული - ზ------- ს----------ა მოსამართლეს წინასასამართლო სხდომაზე, რადგან აღნიშნულ ვადაში ვერ მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება და მოგვიანებით გაუფორმდა განრიდება.

 

გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დ----- მ------–---–მა დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რაც წარმოადგენდა სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას.

 

№0----------- სისხლის სამართლის საქმეზე, 2015 წლის 6 ოქტომბერს, პროკურორმა - დ----- მ------–---–მა, ბრალდებულ - დ----- დ-------ესთან გააფორმა განრიდების შეთავაზების ოქმი, მაშინ როცა ხსენებული სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის მიზნით, 2015 წლის 2 სექტემბერს წარმართული იყო ს-------ის რაიონულ სასამართლოში და განრიდების მიზნით საქმის დაბრუნების შესახებ შუამდგომლობით პროკურორმა სასამართლოს მიმართა განრიდების შეთავაზების ოქმის გაფორმებიდან 14 დღეში, ანუ 2015 წლის 20 ოქტომბერს, სასამართლოდან კი სისხლის სამართლის საქმე პროკურორ - დ----- მ------–---–ს დაუბრუნდა 2015 წლის 23 ოქტომბერს.

 

დ----- მ------–---–მა, დ----- დ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, იგი პირველ ეტაპზე ადგენდა განრიდების შეთავაზების ოქმს და შემდეგ მიმართავდა სასამართლოს განრიდების მიზნით საქმის დაბრუნების თაობაზე შუამდგომლობით.

 

გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში პროკურორმა - დ----- მ------–---–მა, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1682-ე მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევით, ბრალდებულთან განრიდების ოქმი გააფორმა საქმის სასამართლოდან გამოთხოვამდე, ისე რომ მისთვის ცნობილი არ იყო მოსამართლის პოზიცია, მიიღებდა თუ არა გადაწყვეტილებას განრიდების მიზნით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების თაობაზე. გენერალურმა ინსპექციამ მიუთითა ასევე იმ გარემოებაზე, რომ არსებობდა იმის ალბათობაც, რომ სასამართლოს არ დაებრუნებინა საქმე პროკურორისთვის იმ დროს, როდესაც ბრალდებულს უკვე ჰქონდა განრიდება გაფორმებული. გენერალურმა ინსპექციამ პროკურორ - დ----- მ------–---–ის აღნიშნული ქმედება მიიჩნია სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობად.

 

№0----------- სისხლის სამართლის საქმეზე, 2016 წლის 23 მარტს, პროკურორმა - დ----- მ------–---–მა, ბრალდებულ - რ----- ბ---–---–თან განრიდების ოქმი გააფორმა საქმის სასამართლოდან გამოთხოვამდე და მისთვის ცნობილი არ იყო მოსამართლის პოზიცია, მიიღებდა თუ არა გადაწყვეტილებას განრიდების მიზნით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების თაობაზე.

 

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, დ----- მ------–---–მა ასევე განმარტა, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, იგი პირველ ეტაპზე ადგენდა განრიდების შეთავაზების ოქმს და შემდეგ მიმართავდა სასამართლოს განრიდების მიზნით საქმის დაბრუნების შუამდგომლობით.

 

გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ქმედება იდენტური იყო სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებისა და ამ შემთხვევაშიც მისი ქმედება უნდა შეფასებულიყო როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1682-ე მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევად, რაც წარმოადგენდა სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას.

 

სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოძიების ელექტრონულ პროგრამაში შესწავლილი იქნა ს-------ის შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის №0----------- საქმე და დადგინდა შემდეგი: 2015 წლის 11 დეკემბერს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ, მ-----–- ხ----–---–ის დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში მითითებულია, რომ ვ-–- ქ-----–---–მა ცემის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიაყენა მ-----–- ხ----–---–ს, ხოლო შემდგომ, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მ-----–- ხ----–---–ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა არა ვ-–- ქ-----–---–მა, არამედ გ-------------–---–მა, რომელიც 2015 წლის 30 დეკემბერს ცნობილი იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. დასკვნაში მითითებულია, რომ მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, პროკურორმა - დ----- მ------–---–მა არ მოახდინა დაზარალებულად ცნობის დადგენილების დაზუსტება, ისე წარადგინა შუამდგომლობა ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის შესახებ.

 

პროკურორმა - დ----- მ------–---–მა, გ-------------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ არ განახორციელა მ-----–- ხ----–---–ის დაზარალებულად ცნობის დადგენილების დაზუსტება, რადგან იგი ამგვარ პრაქტიკას არ სცნობდა და მიიჩნევდა, რომ არც საპროცესო კანონმდებლობით იყო დასაშვები აღნიშნული ქმედების განხორციელება.

 

გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ პროკურორი - დ----- მ------–---–ი უგულისყუროდ და გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას და სისხლის სამართლის საქმეზე ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ არ განახორციელა დაზარალებულად ცნობის დადგენილების დაზუსტება, რაც უნდა ჩათვლილიყო დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვან შესრულებად.

 

სამსახურებრივი შემოწმების პროცესში, გამოძიების ელექტრონულ პროგრამაში შესწავლილი იქნა ს-------ის შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის №0----------- საქმე, რის შედეგად დადგინდა შემდეგი: 2015 წლის 30 აპრილს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ. როგორც დადგენილებაშია მითითებული, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. 2015 წლის 11 ივლისს, ს-------ის რაიონული პროკურორის - ბ----- ბ-–---–---–ის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების განახლების შესახებ, სადაც ზემდგომი პროკურორი მიუთითებდა, რომ საქმეზე ნაადრევად იქნა შეწყვეტილი გამოძიება. 2015 წლის 14 აგვისტოს, პროკურორმა - დ----- მ------–---–მა, შსს ს-------ის რაიონული სამმართველოს გამომძიებელ - გ--–- უ----–---–ს მისცა წერილობითი მითითება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე.

 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურორმა - დ----- მ------–---–მა განმარტა, რომ თავდაპირველად მან გამომძიებელს მისცა სიტყვიერი მითითებები საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ, რაც მან არ შეასრულა, ხოლო შემდეგ, ზემდგომი პროკურორის მითითებით საქმეზე შეწყვიტა გამოძიება. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, როცა რაიონულმა პროკურორმა საქმეზე განაახლა გამოძიება, დ----- მ------–---–მა გამომძიებელს ამჯერად მისცა წერილობითი მითითება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე.

 

გენერალურმა ინსპექციამ მიუთითა, რომ №0----------- სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების პროცესში პროკურორი - დ----- მ------–---–ი უგულისყუროდ და გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას და სისხლის სამართლის საქმეზე ისე მიიღო გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება, რომ არ გადაამოწმა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და არ იქნა ჩატარებული სრულყოფილი და ამომწურავი გამოძიება, რაც უნდა ჩათვლილიყო დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვან შესრულებად.

 

სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში ასევე შესწავლილი იქნა პროკურორ - დ----- მ------–---–ის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული სისხლის სამართლის №0----------- საქმე, სადაც დადგენილი იქნა, რომ: 2016 წლის 8 და 30 მარტს, დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ - გ-------------–---–ის მიერ მოწმის სახით გამოკითხული იქნა 1999 წლის 11 აგვისტოს დაბადებული - მ------ ე-–------ი. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში შედგენილია დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმები, მაშინ როცა მოწმის სახით გამოკითხული - მ------ ე-–------ი არის არასრულწლოვანი და მის მიმართ უნდა შედგენილიყო არასრულწლოვანი მოწმის/დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები.

 

გენერალურმა ინსპექციამ მიუთითა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დ----- მ------–---–მა ვერ განახორციელა სათანადო საპროცესო ხელმძღვანელობა, რაც უზრუნველყოფდა გამოძიების საპროცესო ნორმების დაცვით წარმართვას. შესაბამისად, პროკურორ - დ----- მ------–---–ის ქმედება უნდა შეფასებულიყო, როგორც მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება.

 

სამსახურებრივი შემოწმების პროცესში, გამოძიების ელექტრონულ პროგრამაში შესწავლილი იქნა ს-------ის შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის №0----------- საქმე, რის შედეგადაც დადგინდა შემდეგი: პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ დარეგისტრირებულია დადგენილებები ს----- ბ---–---–ისა და ვ--–---- ქ-----–---–ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის არ დაწყების შესახებ, თუმცა გამოძიების ელექტრონულ პროგრამაში ატვირთული არ არის აღნიშნული დადგენილებების ხელმოწერილი რეპორტები. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, 2015 წლის 31 იანვარს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება - დადგენილებით შეწყვეტილია გამოძიება სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე.

 

გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, პროკურორი - დ----- მ------–---–ი უგულისყუროდ მოეკიდა მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას და დაარღვია „სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 10 აპრილის №49-მ ბრძანება და მასზე თანდართული წესები, რაც უნდა ჩათვლილიყო დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვან შესრულებად.

 

პროკურორი - დ----- მ------–---–ი საქმიანობის განხორციელების პროცესში ჯეროვნად არ ასრულებდა „სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 10 აპრილის №49-მ ბრძანებითა და თანდართული წესებით დადგენილ მოთხოვნებს, მის საპროცესო ხელმძღვანელობაში არსებულ სისხლის სამართლის შემდეგ საქმეებზე, კერძოდ: N0-----------, N0------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------3--------------------------------------------------------------------- სრულყოფილად არ არის ასახული საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ამსახველი დოკუმენტების რეპორტები.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურორმა - დ----- მ------–---–მა განმარტა, რომ წარმოებაში არსებულ საქმეთა სიმრავლის გამო, ვერ ახერხებდა სრულყოფილად აესახა ყველა დოკუმენტი სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში, ხოლო რიგ შემთხვევებში გამომძიებლები არ ასრულებდნენ მის მითითებებს და არ ახდენდნენ ყველა დოკუმენტის ატვირთვას ელექტრონულ პროგრამაში.

 

დასკვნაში მითითებულია, რომ სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, კვლავ გადამოწმდა ზ/ჩამოთვლილი სისხლის სამართლის საქმეები, საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით და აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ, რაც დ----- მ------–---–ს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება და მისთვის ცნობილი გახდა გენერალური ინსპექციის მიერ მის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული სისხლის სამართლის საქმეების შესწავლის თაობაზე, შეეცადა ნაწილობრივ შეესწორებინა დარღვევები.

 

გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ დ----- მ------–---–ის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 10 აპრილის №49-მ ბრძანება -

„სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის გამოყენების შესახებ“ და ამ ბრძანების დანართით გაწერილი წესები, რომელთა შესრულებაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 ივნისის №-07 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა შინაგანაწესის“ მე-10 მუხლის შესაბამისად, ევალებოდა სპეციალური მითითების გარეშე და შესაბამისად, უნდა ჩათვლილიყო დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვან შესრულებად.

 

ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ ს-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორი - დ----- მ------–---–ი ჯეროვნად არ იცავდა შრომის დისციპლინას, დროულად არ ცხადდებოდა სამსახურში სამუშაო დროის დაწყებისას და სამუშაო საათებში სამსახურიდან გასვლის დროსა და მიზეზს არ აღნიშნავდა შიდა საინფორმაციო ვებ-გვერდზე (ინტრანეტზე).

 

დ----- მ------–---–ის სამსახურში გამოცხადებისა და წასვლის ამონაწერის თანახმად, იგი, 01.12.2015 - 01.03.2016 წწ. პერიოდში, სამსახურში გამოცხადებულია 15 წუთზე მეტი დაგვიანებით სამუშაო დღეებში. კერძოდ: 2015 წლის დეკემბრის თვის შემდეგ სამუშაო დღეებში - 01, 03, 04, 07, 08, 09, 10, 11, 12, 14, 15, 16, 17, 18, 21, 23, 24, 25, 28, 29, 30, 31 - სამსახურში გამოცხადებულია დაგვიანებით, ხოლო 22 დეკემბერს სამსახურში მისვლისა და წასვლის დრო ტექნიკურ მოწყობილობაზე დაფიქსირებული არ აქვს. (22 სამუშაო დღეს დააგვიანა სამსახურში გამოცხადება; 01 სამუშაო დღეს საერთოდ არ არის დაფიქსირებული სამსახურში გამოცხადების და წასვლის დრო); 2016 წლის იანვრის თვის შემდეგ სამუშაო დღეებში - 04, 05, 06, 08, 11, 12, 13, 14, 18, 20, 21, 22, 25, 27, 28, 29 - სამსახურში გამოცხადებულია დაგვიანებით, ხოლო 15 და 26 იანვარს სამსახურში მისვლისა და წასვლის დრო ტექნიკურ მოწყობილობაზე დაფიქსირებული არ აქვს. (16 სამუშაო დღეს დააგვიანა სამსახურში გამოცხადება; 02 სამუშაო დღეს საერთოდ არ არის დაფიქსირებული სამსახურში გამოცხადების და წასვლის დრო); 2016 წლის თებერვლის თვის შემდეგ სამუშაო დღეებში - 01, 02, 03, 04, 08, 09, 10, 11, 12, 15, 16, 17, 18, 19, 22, 24, 25 – სამსახურში გამოცხადებულია დაგვიანებით, ხოლო 23 თებერვალს სამსახურში მისვლისა და წასვლის დრო ტექნიკურ მოწყობილობაზე დაფიქსირებული არ აქვს. (17 სამუშაო დღეს დააგვიანა სამსახურში გამოცხადება; 01 სამუშაო დღეს საერთოდ არ არის დაფიქსირებული სამსახურში გამოცხადების და წასვლის დრო); 2016 წლის 1 მარტს სამსახურში გამოცხადების დრო ტექნიკურ მოწყობილობაზე დაფიქსირებული არ აქვს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურორმა - დ----- მ------–---–მა განმარტა, რომ სატრანსპორტო საშუალების არქონის გამო რიგ შემთხვევებში ვერ ახერხებდა კანონით განსაზღვრულ დროს სამსახურში გამოცხადებას და რამდენიმე წუთით აგვიანებდა. ასევე განმარტა, რომ შიდა საინფორმაციო ვებ-გვერდზე (ინტრანეტზე) ინფორმაციის შეტანას არ ახდენდა.

 

გენერალურმა ინსპექციამ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ქმედებით პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ დარღვეული იქნა სამსახურებრივი დისციპლინის ნორმები.

 

ამდენად, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით დადგენილი იქნა, რომ ს-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორ - დ----- მ------–---–ის მხრიდან რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, რიგ შემთხვევაში კი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ასევე სამსახურებრივი დისციპლინის სისტემატურ დარღვევას, რაც „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენდა საქართველოს პროკურატურის მუშაკის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის წინაშე დაესვათ საკითხი ს-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიმართ, პროკურატურის მუშაკის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის, კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისა და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შესახებ 2016 წლის 7 მაისის №1----- დასკვნა (ტ. I, ს.ფ. 35-49);

- ს-------ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის №-/25-16 განჩინება (ტ. II, ს.ფ. 9-11);

- ს-------ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის №-/25-16 განჩინება (ტ. II, ს.ფ. 13-15);

-ს-------ის რაიონული პროკურატურის პროკურ - დ----- მ------–---–ის 2016 წლის 20 იანვრის დადგენილება (ტ. II, ს.ფ. 63-65);

- ს-------ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის განჩინება (ტ. II, ს.ფ. 78-85);

- 2016 წლის 25 თებერვლის სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების ნუსხა (ტ. II, ს.ფ. 103-105);

-ს-------ის რაიონული პროკურატურის პროკურ - დ----- მ------–---–ის 2016 წლის 25 თებერვლის წერილი (ტ. II, ს.ფ. 106);

- 2015 წლის 31 მაისის დადგენილება პირის ბრალდების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 12-14);

- 2015 წლის 17 ნოემბრის განრიდების შეთავაზების ოქმი (ტ. III, ს.ფ. 15-16);

- 2015 წლის 20 ნოემბრის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ (ტ. III, ს.ფ. 17-18);

- 2015 წლის 6 ოქტომბრის განრიდების შეთავაზების ოქმი (ტ. III, ს.ფ. 24-25);

- ს-------ის რაიონული პროკურატურის 2015 წლის 20 ოქტომბრის შუამდგომლობა განრიდების მიზნით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 26-27);

- ს-------ის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის მიმართვა (ტ. III, ს.ფ. 28);

- 2016 წლის 23 მარტის განრიდების შეთავაზების ოქმი (ტ. III, ს.ფ. 34-35);

- ს-------ის რაიონული პროკურატურის 2016 წლის 23 მარტის შუამდგომლობა განრიდების მიზნით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 32-33);

- 2015 წლის 11 დეკემბრის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (ტ. III, ს.ფ.

47-48);

- 2015 წლის 30 დეკემბრის დადგენილება პირის ბრალდების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 49-51);

- 2015 წლის 30 აპრილის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ტ. III, ს.ფ. 36-38);

- 2015 წლის 11 ივლისის დადგენილება შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების განახლების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 39-40);

- 2015 წლის 14 აგვისტოს წერილობითი მითითება (ტ. III, ს.ფ. 41-44);

- 2016 წლის 8 მარტის დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი (ტ. III, ს.ფ. 162-164);

- 2016 წლის 30 მარტის დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი (ტ. III, ს.ფ. 165-166);

- 2016 წლის 31 მარტის დადგენილება პირის ბრალდების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 167-169);

- 2016 წლის 4 აპრილის საპროცესო შეთანხმების დადების ოქმი (ტ. III, ს.ფ. 170-171);

- 2015 წლის 30 იანვრის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ (ტ. III, ს.ფ 75-76);

- 2015 წლის 30 იანვრის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ (ტ. III, ს.ფ 77-78);

- 2015 წლის 31 იანვრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ტ. III, ს.ფ 73-74);

- 2016 წლის 22 მარტის ოქმი სისხლის სამართლის საქმეების დათვალიერების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 2-11);

- ამონაწერი ტაბელიდან (ტ. II, ს.ფ. 261-265).

 

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ - ლ---- ხ-----–---–ის მიერ, 2016 წლის 23 მარტს შედგენილი - სისხლის სამართლის საქმეების დათვალიერების შესახებ ოქმით დგინდება, რომ სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეთა ელექტრონულ პროგრამაში (https://e-enforcement.ge/) განხორციელდა ს-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორ - დ----- მ------–---–ის საპროცესო ხელმძღვანელობაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების დათვალიერება. ოქმში მითითებული იქნა სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც გამოვლენილი იქნა დარღვევა პროკურორ - დ----- მ------–---–ის მხრიდან, ხოლო ოქმში მითითებული საქმეებიდან დასკვნაში აისახა შემდეგი დარღვევები, რომლებიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლებას.

 

ს-------ის რაიონული სამმართველოს წ-----ის განყოფილების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ, 2015 წლის 31 მაისს გამოტანილი იქნა დადგენილება - ზ------- ს----------ას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საქართველოს სსკ-ის 177-მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად, ბრალდებული - ზ------- ს----------ა არ იქნა წარდგენილი წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულად ცნობიდან არაუგვიანეს 60 დღისა, რადგან პროკურორმა სასამართლოს არ მიმართა წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შუამდგომლობით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, 2015 წლის 17 ნოემბერს, ბრალდებულთან გაფორმდა განრიდების შეთავაზების ოქმი, ხოლო 2015 წლის 20 ნოემბერს პროკურორ - დ----- მ------–---–ის დადგენილების საფუძველზე ზ------- ს----------ას მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ „.წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს პირის დაკავებიდან ან ბრალდებულად ცნობიდან (თუ ის არ დაუკავებიათ) არა უგვიანეს 60 დღისა“. პროკურორის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა.

 

ს-------ის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2015 წლის 28 მაისს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ. როგორც აღნიშნული დადგენილებიდან ირკვევა, 2015 წლის 15 მაისს, ვ--–---- ძ---–-–---–ი, მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით გადაადგილებისას შეეჯახა ქვეითად მოსიარულე - მ-----– ა-–----–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. შეწყვეტის დადგენილებაში მითითებულია, რომ საქმეზე ჩატარებული ავტოტექნიკური და ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მძღოლ - ვ--–---- ძ---–-–---–ის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის უგულვებელყოფა არ აღინიშნებოდა, რისი გათვალისწინებითაც დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო საქმეზე შეწყვეტილი იქნა გამოძიება. აღნიშნულ საქმეზე გამოძიების ელექტრონულ პროგრამაში ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა დარეგისტრირებულია, თუმცა რეპორტი არ არის მიტვირთული და საქმეში არ მოიპოვება აღნიშნული დასკვნა.

 

ს-------ის შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ, 2015 წლის 12 ივნისს გამოტანილი იქნა დადგენილება ნ---- ჯ-----–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, თუმცა რეპორტში არ არის მიტვირთული დაზარალებულის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი.

 

ს-------ის შსს რაიონული სამმართველოს წ-----ის განყოფილების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ, 2016 წლის 6 მარტს გამოტანილი იქნა დადგენილება დ-------- ჯ---–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, თუმცა რეპორტში არ არის მიტვირთული დაზარალებულის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი.

 

ს-------ის შსს რაიონული სამმართველოს წ-----ის განყოფილების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ, 2015 წლის 15 აპრილს გამოტანილი იქნა დადგენილება კ------- ჯ------–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, თუმცა რეპორტში არ არის მიტვირთული დაზარალებულის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი.

 

ს-------ის შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე დარეგისტრირებულია წინასაგამოძიებო მოქმედება (02.02.2016წ),თუმცა არ არის მონაცემები შევსებული და არ არის რეპორტი მიტვირთული. ასევე, დარეგისტრირებულია ფ.უ----–---–ის საწყობის დათვალიერების ოქმი (02.02.2016წ.), თუმცა არ არის მონაცემები შევსებული და არ არის რეპორტი მიტვირთული. დარეგისტრირებულია მოწმეების - ფ------- უ----–---–ის (02.02.2016წ.), ნ------- უ----–---–ის (02.02.2016წ.), გ-------------–------–---–ის (03.02.2016წ.), გ-------------–---–ის (03.02.2016წ.), მ------ ლ--------–---–ის (03.02.2016წ.), ზ------ მ------–---–ის (03.02.2016წ.) დაკითხვის ოქმები, თუმცა მათზე ხელმოწერილი დოკუმენტები მიტვირთული არ არის.

 

ს-------ის შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე დარეგისტრირებულია წინასაგამოძიებო მოქმედება (29.12.2015წ.), თუმცა არ არის მონაცემები შევსებული და არ არის რეპორტი მიტვირთული. ასევე დარეგისტრირებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (29.12.2015წ.), თუმცა არ არის რეპორტი მიტვირთული. დარეგისტრირებულია მოწმეების - ი----- ი---–---–ის (29.12.2015წ.), ო----- ჯ---------–---–ის (29.12.2015წ.), ნ-----–- მ-----–-–---–ის (29.12.2015წ.), დაკითხვის ოქმები, თუმცა მათზე ხელმოწერილი დოკუმენტები მიტვირთული არ არის.

 

ს-------ის შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე დარეგისტრირებულია მოწმეების - დ------- კ----–------–---–ის (18.12.2015წ.), ზ------ მ------–---–ის (18.12.2015წ.) და მ----- მ---–----–-–---–ის (18.12.2015წ.) დაკითხვის ოქმები, თუმცა არ არის მონაცემები შევსებული და არ არის რეპორტი მიტვირთული.

 

ს-------ის შსს რაიონული სამმართველოს წ-----ის განყოფილების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0---------- საქმეზე დარეგისტრირებულია წინასაგამოძიებო მოქმედება (19.09.2015წ.), თუმცა არ არის რეპორტი მიტვირთული. ასევე დარეგისტრირებულია „ლიბერთი ბანკის“ სეიფის საცავის დათვალიერების ოქმი (19.09.2015წ.), თუმცა მონაცემები არ არის შევსებული და არ არის რეპორტი მიტვირთული. დარეგისტრირებულია მოწმეების - ნ--- გ------–-–---–ისა (19.09.2015წ.) და ი---- გ------–-–---–ის (09.09.2015წ.) დაკითხვის ოქმები, თუმცა მათზე ხელმოწერილი დოკუმენტები მიტვირთული არ არის.

 

ს-------ის შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე დარეგისტრირებულია „დამწვარი ვენახის და ყანის“ გრაფაში ექსპერტიზის დასკვნა (27.08.2015 წ.), მონაცემები შევსებულია, თუმცა არ არის რეპორტი მიტვირთული.

 

ს-------ის შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე დარეგისტრირებულია წინასაგამოძიებო მოქმედება (05.06.2015წ.), თუმცა არ არის რეპორტი მიტვირთული. ასევე დარეგისტრირებულია ავტოფარეხის დათვალიერების ოქმი (05.06.2015წ.), თუმცა არ არის მონაცემები შევსებული და რეპორტი მიტვირთული. დარეგისტრირებულია მოწმეების - კ----- გ------–-–---–ის (06.06.2015წ), ვ----– ხ----–---–ის (06.06.2015წ.), მ-----–- დ-----–---–ის (05.06.2015წ.) და გ--–- ფ---------ძის (05.06.2015წ.) დაკითხვის ოქმები, თუმცა მათზე ხელმოწერილი დოკუმენტები მიტვირთული არ არის.

 

ს-------ის შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №03---------- საქმეზე დარეგისტრირებულია მოწმე - გ------ კ-----–---–ის (03.03.2015წ.) დაკითხვის ოქმი, თუმცა ხელმოწერილი დოკუმენტის რეპორტი მიტვირთული არ არის. ასევე აღნიშნული პირი არ არის შეყვანილი დ----- მ------–---–ის მიერ სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში.

 

სისხლის სამართლის №0----------2 საქმეზე 2015 წლის 30 აპრილს დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა რეპორტი არ არის მიტვირთული.

 

სისხლის სამართლის №0----------3 საქმეზე 2015 წლის 6 აპრილს დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა რეპორტი არ არის მიტვირთული.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე 2015 წლის 2 ივნისს დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა რეპორტი არ არის მიტვირთული. ასევე არ არის რეპორტი მიტვირთული შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმზე (02.02.2015 წ).

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2015 წლის 28 მაისს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა მასზე მიტვირთულია შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმის რეპორტი. ასევე, არ არის რეპორტი მიტვირთული შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმზე (02.06.2015 წ). რეპორტი არ არის მიტვირთული მ--–---- თ-----–---–ის ბრალდების შესახებ დადგენილებაზე (28.04.2015წ.) და ბრალდებულის დაკითხვის ოქმზე (28.04.2015წ.). 2015 წლის 25 მაისს პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ ბრალდებულის მონაწილეობით შედგენილია ოქმი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, რომლის ხელმოწერილი დოკუმენტიც არ არის მიტვირთული.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2015 წლის 21 მაისს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა რეპორტი არ არის მიტვირთული.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2015 წლის 15 ივნისს, პროკურორ - დ----- მ------–---–ს, ს-------ის რაიონული სასამართლოსათვის მიმართული აქვს შუამდგომლობით ბრალდებულ - ლ---- ა-–----–---–ისათვის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, თუმცა გამოძიების პროგრამაში დარეგისტრირებული არ არის მოსამართლის განაჩენი.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2015 წლის 7 ივლისს, პროკურორ -დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა მასზე ხელმოწერილი დოკუმენტის რეპორტი არ არის მიტვირთული. ასევე არ არის რეპორტი მიტვირთული გამომძიებელ - გ--–- უ----–---–ის მიერ შედგენილ შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმზე (07.07.2015 წ).

 

სისხლის სამართლის №0----------1 საქმეზე, 2015 წლის 10 ივნისს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა მასზე ხელმოწერილი დოკუმენტის რეპორტი არ არის მიტვირთული. გამომძიებელ - გ-------------–---–ის მიერ შედგენილ შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმი, რომელზეც არ არის დასმული თარიღი და არ აქვს რეპორტი.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2015 წლის 4 ივლისს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა მასზე ხელმოწერილი დოკუმენტის რეპორტი არ არის მიტვირთული. გამომძიებელ - გ-------------–---–ის მიერ, 2015 წლის 22 მაისს შედგენილ შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმს არ აქვს რეპორტი. ასევე, პროგრამაში დარეგისტრირებული არ არის მოსამართლის განაჩენი, თუმცა დარეგისტრირებულია დ----- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი მოსამართლის განაჩენზე.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, გამომძიებელ - გ---------------–--ლის მიერ, 2015 წლის 11 ივნისს შედგენილია შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმები ბრალდებულ - გ----------------–-–--ლთან, თუმცა არ არის მირეპორტებული ხელმოწერილი დოკუმენტები.

 

სისხლის სამართლის №0----------1 საქმეზე, 2015 წლის 7 ივლისს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა მასზე ხელმოწერილი დოკუმენტის რეპორტი არ არის მიტვირთული. გამომძიებელ - გ--–- უ----–---–ის მიერ 2015 წლის 7 ივლისს შედგენილ შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმს არ აქვს რეპორტი.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2015 წლის 20 ივლისს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა მასზე ხელმოწერილი დოკუმენტის რეპორტი არ არის მიტვირთული. გამომძიებელ - გ---------------–---–ის მიერ 2015 წლის 20 ივლისს შედგენილ შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმს არ აქვს რეპორტი.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2015 წლის 24 ივლისს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა მასზე ხელმოწერილი დოკუმენტის რეპორტი არ არის მიტვირთული. აგრეთვე პროგრამაში ჩანს საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, თუმცა არ არის მოსამართლის განაჩენი.

 

ს-------ის შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ, 2016 წლის 22 ივნისს გამოტანილი იქნა დადგენილება შ----- ნ----–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, თუმცა რეპორტში არ არის მიტვირთული დაზარალებულის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2015 წლის 19 ივლისს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა მასზე ხელმოწერილი დოკუმენტის რეპორტი არ არის მიტვირთული. გამომძიებელ - გ--–- უ----–---–ის მიერ 2015 წლის 9 ივლისს, 6 ბრალდებულის ადვოკატებთან შედგენილ შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმებზე არ არის რეპორტი მიტვირთული.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2015 წლის 7 სექტემბერს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა მასზე ხელმოწერილი დოკუმენტის რეპორტი არ არის მიტვირთული. გამომძიებელ - გ--–- უ----–---–ის მიერ, 2015 წლის 7 სექტემბერს შედგენილ შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმს არ აქვს რეპორტი.

 

სისხლის სამართლის №0--------001 საქმეზე, 2015 წლის 14 სექტემბერს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა მასზე ხელმოწერილი დოკუმენტის რეპორტი არ არის მიტვირთული. 14.09.2015წ. გამომძიებელ - მ------ ქ-----–---–ის მიერ შედგენილ შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმს არ აქვს მიტვირთული რეპორტი. 28.07.2015 წ. ბრალდებულ - უ–---- ზ------აშვილის დაკითხვის ოქმს არ აქვს ხელმოწერილი რეპორტი.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 31.07.2015წ. დარეგისტრირებულია მოწმე - ხ------- ბ------–---–ის დაკითხვის ოქმი, ხელმოწერილი რეპორტი არ არის. 31.07.2015წ. მოწმის სახით დაკითხულია თ------ თ------–---–ი, ხელმოწერილი რეპორტი არ არის. 02.08.2015წ. გამოტანილია დადგენილება თ------ თ------–---–ის ბრალდების შესახებ, თუმცა ხელმოწერილი დოკუმენტი მიტვირთული არ არის. 02.08.2015 წ. გამოტანილია დადგენილება გ------------–--–---–ის ბრალდების შესახებ და დაკითხულია იმავე დღეს, თუმცა ხელმოწერილი დოკუმენტები მიტვირთული არ არის. 02.08.2015 წ. დათარიღებულ ინფორმაციის გაცვლის ოქმსა და გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების ოქმებზე რეპორტები არ არის მიტვირთული.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2016 წლის 20 იანვარს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა მასზე ხელმოწერილი დოკუმენტის რეპორტი არ არის მიტვირთული. გამომძიებელ - ა-–---- თ-------–---–ის მიერ, 2016 წლის 20 იანვარს შედგენილ შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის ოქმს არ აქვს რეპორტი.

 

სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2015 წლის 20 ოქტომბერს, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ შედგენილია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა, თუმცა მასზე ხელმოწერილი დოკუმენტის რეპორტი არ არის მიტვირთული.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ - ლ---- ხ-----–---–ის 2016 წლის 23 მარტის ოქმი - სისხლის სამართლის საქმეების დათვალიერების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 2-11).

 

სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ს-------ის რაიონული პროკურორის მოადგილეს - ი----- გ---–--–---–ს, რომელმაც განაცხადა, რომ პროკურორი - დ----- მ------–---–ი დანიშვნისთანავე რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით მიმაგრებული იქნა ს-------ის შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეების საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორად და შემდგომ პერიოდში უწყვეტად ასრულებდა დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას. ი----- გ---–--–---–ის განმარტებით, ვ--–---- ხ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის №0----------- საქმის ზედამხედველი პროკურორი იყო დ----- მ------–---–ი და მას ევალებოდა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 5 დღისა ბრალდების მხარის მასალები გადაეცა დაცვის მხარისათვის და საქმე წარემართა სასამართლოში. ი----- გ---–--–---–ის განმარტებით, 2016 წლის 24 თებერვალს, პროკურორმა - დ----- მ------–---–მა მას განუცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე ჩანიშნული წინასასამართლო სხდომის თარიღი დავიწყებული ჰქონდა და საქმის სასამართლოში გაგზავნის ვადა გავიდა.

 

ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ასევე ს-------ის ყოფილ რაიონულ პროკურორს - ბ----- ბ-–---–---–ს, რომელმაც განაცხადა, რომ ს-------ის რაიონული პროკურორის თანამდებობას იკავებდა 2014 წლის 29 დეკემბრიდან 2016 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში და მისი აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის პერიოდში პროკურორი - დ----- მ------–---–ი იყო ს-------ის შსს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორი და ბ----- ბ-–---–---–მა მასვე დაავალა, რომ გაეგრძელებინა საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელება აღნიშნულ საგამოძიებო ორგანოზე. ბ----- ბ-–---–---–ის განმარტებით, ვ--–---- ხ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის №0----------- საქმის ზედამხედველი პროკურორი იყო - დ----- მ------–---–ი და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მასთან შეათანხმა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი. ბ----- ბ-–---–---–ის განმარტებით, ს-------ის რაიონული პროკურატურის დატოვებიდან რამდენიმე დღეში მას დაუკავშირდა პროკურორი - დ----- მ------–---–ი და შეატყობინა, რომ ვ--–---- ხ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში გაგზავნა დაავიწყდა და გადაგზავნის ვადა გავიდა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შესახებ 2016 წლის 7 მაისის №1----- დასკვნა (ტ. I, ს.ფ. 35-49).

 

საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 17 თებერვლის პროკურატურის მუშაკის ხელწერილი სამართლებრივი აქტების გაცნობის შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ დ----- მ------–---–ი გაეცნო საქართველოს პროკურატურის მუშაკის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის:

1) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონს;

2) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს;

3) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 ივნისის №-07 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესს“;

4) საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 19 ივნისის №5 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსს“;

5) „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტებზე საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციისათვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ“ საქართველოს მთავარი პროკურორის 2014 წლის 28 იანვრის №5-მ ბრძანებას;

6) „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვების შემთხვევაში საქართველოს მთავარი პროკურორისათვის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 14 დეკემბრის

№69-მ ბრძანებას;

7) „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა გარეგნულ იერსახესა და ჩაცმულობასთან დაკავშირებული სპეციალური წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 17 დეკემბრის №70-მ ბრძანებას;

8) „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურში გამოცხადებისა და სამსახურიდან გასვლის დაფიქსირების ვალდებულების შესახებ“ საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 17 დეკემბრის №71-მ ბრძანებას;

9) „საქართველოს პროკურატურის მუშაკის სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს მთავარი პროკურორის 2014 წლის 15 თებერვლის №-5-მ ბრძანებას;

10) „საქართველოს პროკურატურის მუშაკებისათვის აზარტული თამაშობების აკრძალვის შესახებ“ საქართველოს მთავარი პროკურორის 2016 წლის 26 იანვრის №9-მ ბრძანებას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 17 თებერვლის პროკურატურის მუშაკის ხელწერილი სამართლებრივი აქტების გაცნობის შესახებ (ტ. I, ს.ფ. 128-129).

 

საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი პროგრამიდან, რომლითაც დგინდება, რომ საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურში გამოცხადებისა და სამსახურიდან გასვლის დაფიქსირების ვალდებულების შესახებ ბრძანებას პროკურორი - დ----- მ------–---–ი გაეცნო 2013 წლის 18 დეკემბერს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი პროგრამიდან (ტ. IV, ს.ფ. 38).

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ - ლ---- ხ-----–---–ის 2016 წლის 10 მარტის ელექტრონული ინფორმაციის შემცველი ობიექტების დათვალიერების შესახებ ოქმით დგინდება, რომ ს-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიმართ განხორცილდა სამსახურში გამოცხადების და სამსახურიდან გასვლის დროის დასაფიქსირებლად განკუთვნილი სპეციალური ტექნიკური საშუალების სერვერის მონაცემებისა და შიდა საინფორმაციო ვებ-გვერდის (ინტრანეტი) დათვალიერება, რა დროსაც დაფიქსირებული იქნა პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ, 01.12.15 - 09.03.16 წ.წ. პერიოდის განმავლობაში, სამუშაო დღეებში 15 წუთზე მეტი დროით დაგვიანების, ხოლო რიგ შემთხვევებში სამსახურში არგამოცხადების ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც შიდა საინფორმაციო ვებ-გვერდზე (ინტრანეტი) არანაირი ინფორმაცია შეტანილი არ არის.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს მთავარი პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის ლ---- ხ-----–---–ის 2016 წლის 10 მარტის ელექტრონული ინფორმაციის შემცველი ობიექტების დათვალიერების შესახებ ოქმი (ტ. II, ს.ფ. 260-265).

 

გენერალური ინსპექციის უფროსის 2016 წლის 21 მარტის №-------- წერილით, საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსს ეთხოვა 2015 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 10 მარტამდე პერიოდში სამსახურში გამოუცხადებლობასთან ან დაგვიანებით გამოცხადებასთან დაკავშირებით ს-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორი - დ----- მ------–---–ი აწვდიდა თუ არა რაიმე ცნობას ან/და ინფორმაციას. ასევე, მითითებულ პერიოდში დ----- მ------–---–ი იმყოფებოდა თუ არა შვებულებაში, მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე.

 

ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 22 მარტის №1------- წერილით, ზემოაღნიშნული მიმართვის პასუხად ეცნობათ, რომ დასახელებულ პერიოდში ს-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორის - დ----- მ------–---–ის მივლინებაში, შვებულებაში ყოფნის ან სხვა სახით სამსახურში საპატიოდ გამოუცხადებლობის, დაგვიანების ან გაცდენის შესახებ ინფორმაცია მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში არ მოიპოვებოდა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- გენერალური ინსპექციის უფროსის 2016 წლის 21 მარტის №-------- წერილი (ტ. II, ს.ფ. 266);

- ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 22 მარტის №1------- წერილი (ტ. II, ს.ფ. 267).

 

საქართველოს მთავარი პროკურორის 2016 წლის 12 ივლისის №-- ბრძანებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის, კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისა და არაჯეროვნად შესრულებისათვის, ს-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორი, იუსტიციის უმცროსი მრჩეველი - დ----- მ------–---–ი (პ/ნ: 4----------) დათხოვნილი იქნა პროკურატურიდან. საფუძველი: საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსის მოხსენებითი ბარათი და საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შესახებ 2016 წლის 7 მაისის №1----- დასკვნა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს მთავარი პროკურორის 2016 წლის 12 ივლისის №-- ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 33).

 

დ----- მ------–---–მა საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის ეტაპზე განმარტა, რომ მის მიმართ დასკვნაში მითითებულ არც ერთ დარღვევას არ ეთანხმება და მიუთითა, რომ გასაჩივრებული სამართლებრივი აქტი არა მარტო კანონსაწინააღმდეგოა, არამედ მისი გამოცემისას არაერთხელ არის არსებითად დარღვეული კანონი. კერძოდ; მის გამოცემას საფუძვლად დაედო გენერალური ინსპექციის უფროსის 2016 წლის 7 მაისის მოხსენებითი ბარათი და იმავე თარიღის სამსახურებრივი შემოწმების შესახებ #1----- დასკვნა, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს. მტკიცებულებები უკანონოა, რადგანაც სამსახურებრივი შემოწმება ჩატარებულია გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ ისე, რომ გამოტანილი არ ყოფილა დადგენილება დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე. ამ დადგენილების გამოტანის გარეშე გენერალური ინსპექცია არ იყო უფლებამოსილი ჩაეტარებინა სამსახურებრივი შემოწმება და მოეპოვებინა მტკიცებულებები, ხოლო კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იურიდიული ძალა არა აქვთ.

 

დისციპლინური სახდელის გამოყენებისას მთავარმა პროკურორმა იხელმძღვანელა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული ნორმით მთავარ პროკუროს უნდა ეხელმძღვანელა იმ შემთხვევაში, როდესაც მუშაკს პროკურატურიდან დაითხოვდა პირადი განცხადებით ან პენსიაში გასვლასთან დაკავშირებით, ხოლო როდესაც მუშაკის პროკურატურიდან დათხოვნა ხდება დისციპლინური გადაცდომის დროს, ამ შემთხვევაში მთავარმა პროკურორმა უნდა იხელმძღვანელოს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით.

 

ასევე მიუთითა, რომ ბრძანებაში გასაჩივრების უფლება არასწორად არის განმარტებული. კერძოდ; ბრძანებაში მითითებულია, რომ ბრძანება სასამართლოში საჩივრდება 1 თვის ვადაში, რაც ეწინააღმდეგება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-15 პუნქტს, რომლის თანახმადაც პროკურატურის მუშაკისთვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ პროკურორის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან ან სასამართლოში ბრძანების გამოცემიდან 30 დღის ვადაში.

 

ბრძანების დანაწესში არ მიუთითეს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის “დ” და “ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მუშაკის პროკურატურიდან დათხოვნის საფუძვლები. კანონმდებელმა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34–ე მუხლში სპეციალურად ცალკე გამოყო პროკურატურიდან დათხოვნის საფუძვლები, რომლებიც სავალდებულოა მიეთითოს ბრძანებაში. სამაგიეროდ მის ნაცვლად ბრძანებაში არასწორად არის მითითებული იმავე კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძვლები, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს დათხოვნის კანონიერ საფუძვლად.

 

გამომძიებელ - ლ---- ხ-----–---–ის 2016 წლის 2 აპრილის მოხსენებითი ბარათი, სამსახურებრივი შემოწმების ვადის 2 თვემდე გაგრძელებასთან დაკავშირებით არის ყალბი. შესაბამისად, უკანონოდ უნდა ჩაითვალოს ვადის გაგრძელების შემდეგ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, მათ შორის სამსახურებრივი შემოწმების დასკვნაც.

 

კანონი არსებითად არის დარღვეული მაშინაც, როდესაც კ------ს საოლქო პროკურორის - ვ-–- ფ-------–---–ის მიერ, მთავარი პროკურორის სახელზე შედგენილ 2016 წლის 9 მარტის მოხსენებით ბარათზე არ არის მთავარი პროკურორის რეზოლუცია, რომლითაც გენერალურ ინსპექციას დაევალა დაეწყო სამსახურებრივი შემოწმება მოსარჩელის მიმართ. ამდენად, გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო ისე, რომ არ ჰქონდა ამის კანონიერი საფუძველი - მთავარი პროკურორის შესაბამისი მითითება, რაც გათვალისწინებულია გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით.

 

მოსარჩელემ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ ს-------ის პროკურატურაში სამსახურებრივი მოვალეობა კანონით დაეკისრა მხოლოდ 2016 წლის 7 მარტის ბრძანებით. შესაბამისად, ამ დრომდე მის მიერ გაწეული სამუშაო არ შეიძლება ჩათვლილიყო დისციპლინურ გადაცდომად, რადგანაც დისციპლინური გადაცდომა ეს არის კანონით დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება.

 

მოსარჩელემ მიმოიხილა ასევე დასკვნაში მოცემული თითოეული დარღვევა: 1) დ----- დ-------ის საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ 2015 წლის 16 ოქტომბრის შეთავაზების ოქმზე, მის გარდა ხელს აწერს რაიონული პროკურორიც, რომლის გარეშეც შეთავაზების ოქმს იურიდიული ძალა არ ექნებოდა. აღნიშნულით დასტურდებოდა, რომ ბრალდებულ - დ----- დ-------ის განრიდება მოხდა ზემდგომი პროკურორის თანხმობით არსებული პრაქტიკის შესაბამისად. ს-------ის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის №77 მიმართვით სასამართლომ დ----- დ-------ის ბრალდების საქმე დააბრუნა განრიდების მიზნით, რაც მიუთითებდა საქმის ამგვარად გადაწყვეტის სასამართლო პრაქტიკაზე. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ ამ პროცესუალური დარღვევის შედეგად ზიანი არავის განუცდია და ამიტომ იგი არ შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად შეფასებულიყო. ამასთან, სახეზე იყო არა მისი საქმისადმი დაუდევარი დამოკიდებულება, არამედ პროკურატურაში და სასამართლოში არსებული პრაქტიკა, რის გამოც სრულად გამოირიცხებოდა მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი.

 

2) რ----- ბ---–---–ის საქმესთან დაკავშირებით მიუთითა, რომ 2016 წლის 23 მარტის თარიღით განრიდების შეთავაზების ოქმის შედგენა პროკურორის მოადგილე - ი----- გ---–--–---–ის თანხმობით რომ განხორციელდა, დასტურდება ოქმზე არსებული მისივე ხელმოწერით. სასამართლომ, სადაც ამჯერადაც წარდგენილი იყო ბრალდებულის განრიდების შეთავაზების ოქმი, სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საქმე დააბრუნა განრიდების მიზნით.

 

3) ლ---- ბ-----–---–ის სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით მიუთითა, რომ არასრულწლოვან - მ------ ე-–------ის დაზარალებულად ცნობის 2016 წლის 28 მარტის დადგენილება გამოტანილი აქვს სპეციალიზირებულ პროკურორს - ზ------ კ-------–-ძეს, რომელიც ვალდებული იყო თვალი ედევნებინა არასრულწლოვანი დაზარალებულის დაკითხვისთვის. ასევე მიუთითა, რომ მას არ ჰქონდა არასრულწლოვნებთან მუშაობის სათანადო სერთიფიკატი. შესაბამისად, იგი არ იყო უფლებამოსილი დაკითხვასთან დაკავშირებით რაიმე მითითება მიეცა გამომძიებლისათვის. ასევე მიუთითა, რომ დაზარალებულის დაკითხვით არანაირი საპროცესო ნორმა არ ყოფილა დარღვეული.

 

მოსარჩელემ მიუთითა 2015 წლის 28 დეკემბრის №1------- მთავარი პროკურორის მიმართვაზე, რომლითაც საქართველოს მთავარმა პროკურორმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს გაუგზავნა იმ გამომძიებელთა და პროკურორთა სია, რომლებსაც გავლილი ჰქონდათ სპეციალური მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, ფსიქოლოგიასა და არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკაში, რის შედეგადაც მათ მიენიჭათ სპეციალიზირებული პროკურორის სტატუსი და გაიცა სერთიფიკატები. აღნიშნულ სიაში არ იყო დ----- მ------–---–ი.

 

4) ვ--–---- ქ-----–---–ისა და ს----- ბ---–---–ის სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ს----- ბ---–---–ისა და ვ--–---- ქ-----–---–ის მიმართ დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 31 იანვარს გამოტანილ დადგენილებებზე მოსარჩელის ხელმოწერის არარსებობა გამოწვეული იყო საოლქო პროკურორის ადგილზე არყოფნის გამო, ვინაიდან მან ვერ შეძლო ელექტრონული თანხმობის მოცემა. ამ თანხმობის გარეშე კი მისი ხელმოწერა არ აისახებოდა დადგენილებაზე. ხსენებულ საქმეზე დევნის შეწყვეტის დადგენილებები სიტყვიერად იყო შეთანხმებული საოლქო პროკურორთან და ეს უკანასკნელი სამსახურში მისვლის შემდეგ ხელს მოაწერდა დადგენილებას.

 

ასევე მიუთითა რომ ხსენებულ საქმეზე დისციპლინური სახდელი დაეკისრა 2016 წლის 12 ივლისს - მომხდარი ფაქტიდან ერთ წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, რაც წარმოადგენდა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის უხეშ დარღვევას.

 

5) ვ--–---- ხ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ 2016 წლის 20 იანვრის, 21 იანვრისა და 25 თებერვლის ოქმები მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ საქართველოს სსსკ- ის 83-ე მუხლის შესაბამისად შედგენილია გამომძიებლების მიერ. ამდენად, ამ საპროცესო მოქმედების შესრულება, პირველ რიგში გამომძიებლის მოვალეობას წარმოადგენდა.

 

მოსარჩელემ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ ს-------ის რაიონული პროკურორის 2016 წლის 7 მარტის ბრძანებით დაევალა საპროცესო ხელმძღვანელობა შსს ს-------ის რაიონულ სამმართველოზე. ამდენად, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა ბრძანებით დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და ზემდგომი პროკურორების მხრიდან არც სიტყვიერად არ ჰქონდა დავალებული ხ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში გაგზავნა, იგი არ შეიძლება ჩაეთვალოს დისციპლინურ გადაცდომად.

 

6) ზ------- ს----------ას ბრალდების სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მის მიერ, 2015 წლის 31 მაისს, ზ------- ს----------ა მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და ბრალდებულისთვის მისი გაცნობა დაევალა გამომძიებელ - შ------- ქ-------ეს. თუმცა, გამომძიებელმა, ზემდგომი პროკურორის მითითებით, დადგენილება არ გააცნო ბრალდებულს და გავიდა გაცნობის 24 საათიანი ვადა. ბრალდების დადგენილების გაცნობის გარეშე შეუძლებელი იყო შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსთვის და საქმეზე განესაზღვრა წინასასამართლო სხდომის თარიღი.

 

7) გ-------------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით მიუთითა, რომ 2015 წლის 11 დეკემბრის დადგენილებით მ-----–- ხ----–---–ი დაზარალებულად ცნო ვ-–- ქ-----–---–ის მიერ ცემის ფაქტზე.

 

2015 წლის 30 დეკემბერს, სტაჟიორ პროკურორმა, მ-----–- ხ----–---–ის ცემის ფაქტზე, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა გ-------------–---–ი. მოსარჩელემ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში, დაზარალებულად ცნობის დადგენილების დაუზუსტებლად ბრალდების დადგენილების გამოტანა, გენერალური ინსპექციის მიერ არ იქნა მიჩნეული დარღვევად. ასეთ შემთხვევაში გაუგებარი იყო, თუ ბრალდების წაყენებისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენდა დაზარალებულად ცნობის დადგენილების დაზუსტება, რატომ იყო საჭირო მისი დაზუსტება საქმეზე წსს განსაზღვრის დროს, ხოლო ის ფაქტი, რომ საქმეზე დანიშნა წინასასამართლო სხდომის თარიღი სასამართლოს მეშვეობით, კანონით სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რადგანაც პირი უკვე მიცემული იყო ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

 

8) ი---- ჯ--–--–---–ის სისხლის სამართლის №0----------- საქმესთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მის მიერ საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება მიღებული იქნა 2015 წლის 30 აპრილს, ხოლო დისციპლინური სახდელი - პროკურატურიდან დათხოვნა განხორციელდა 2016 წლის 12 ივლისს, ანუ ერთ წელზე მეტი დროის შემდეგ, რაც წარმოადგენდა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის უხეშ დარღვევას.

 

ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ პროკურორ - ბ-–---–---–ის მიერ, მოცემულ საქმეზე, 2015 წლის 11 ივლისს გამოტანილ - შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების განახლების შესახებ დადგენილებაში მითითებული არ არის არც ერთ შესასრულებელ საგამოძიებო მოქმედებაზე, რაც მიუთითებდა გამოძიების განახლების ფორმალურ ხასიათზე.

 

9) სამსახურში დაგვიანებასა და ადრე წასვლასთან დაკავშირებით მოსარჩელემ მიუთითა ს-------ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს №3--- წერილზე, რომ 2015 წლის 22 დეკემბერს და 2016 წლის 26 იანვარს იგი მონაწილეობდა სახელმწიფო ბრალმდებლად თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ ა-–---------- ტ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2016 წლის 23 თებერვალს, მას მონაწილეობა უნდა მიეღო თბილისში სხდომაზე, თუმცა ერთი საათით ადრე მობილურზე დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწე და შეატყობინა, რომ მოსამართლის ავადმყოფობის გამო პროცესი გადაიდო 2 მარტისთვის.

 

ასევე ყურადღება გაამახვილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის წერილზე, რომლითაც დასტურდებოდა, რომ 2016 წლის 15 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში იხილებოდა ვ----– ნ---------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც სახელმწიფო ბრალდებას მხარს უჭერდა. რაც შეეხება პირველ მარტს, დილით, ს-------ში არ იყო ელექტროენერგია, რის გამოც ვერ შეძლო ტექნიკურ საშუალებაზე დაეფიქსირებინა სამსახურში გამოცხადება.

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 17 დეკემბრის №71-მ ბრძანებასა და „საქართველოს პროკურატურის მუშაკების შინაგანაწესს“ გაეცნო 2016 წლის 17 თებერვალს და შესაბამისად, მანამდე ვერ შეძლებდა მათ დარღვევას. მიუთითა შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, მთავარი პროკურორის მიერ გამოცემული ბრძანება, პროკურატურის მუშაკს უნდა ჩაბარდეს ხელმოწერით. მოცემულ შემთხვევაში კი, მთავარი პროკურორის ზემოხსენებული ბრძანება 2013 წლის დეკემბერში ხელმოწერით არ ჩაბარებია. ბრძანების ელექტრონული ვერსია არ შეიძლება ჩათვლილიყო გაცნობად. რაც შეეხება მთავარი პროკურორის 2013 წლის 10 აპრილის №49-მ ბრძანებას „სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის გამოყენების შესახებ“, კანონით დადგენილი წესით არ გაცნობია, რის გამოც შეუძლებელი იყო დაერღვია იგი.

 

მოსარჩელემ მიუთითა ასევე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 1) 2016 წლის 16 აპრილს, პატრულ ინსპექტორმა უკანონოდ შეუდგინა ოქმი, თითქოს არ ჰქონდა მართვის მოწმობა. ოქმის შედგენისას, ინსპექტორს მისი მართვის მოწმობა ეჭირა მარცხენა ხელში, ხოლო მარჯვენა ხელით წერდა ადმინისტრაციულ- სამართალდარღვევის ოქმს. მოსარჩელის საჩივრის მიუხედავად, მთავარმა პროკურატურამ პატრულის მიერ განზრახ უკანონოდ შედგენილ ოქმზე არ დაიწყო გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. გენერალური ინსპექციის მიერ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალებისა და სამხრე კამერის ჩანაწერების გამოთხოვა უკანონოა, რადგანაც არ ჰქონდათ მოსამართლის განჩინება. ამასთან, აღნიშნულ მასალებს არავითარი კავშირი არ ჰქონდა სამსახურებრივი შემოწმებისას წამოჭრილ საკითხებთან. აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის №33 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) დებულების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, გენრალური ინსპექციის მოთხოვნა არ უნდა ზღუდავდეს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. გენერალური ინსპექციის მიერ სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების, აგრეთვე, პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვა, მიღება და გაცნობა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

2) 2016 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიდან პროკურატურაში გადაგზავნილ 10 სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, მხოლოდ მოსარჩელის მიმართ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, ხოლო როდესაც გაირკვა, რომ დარღვევასთან დაკავშირებით იკვეთებოდა არა მოსარჩელის, არამედ სხვა პროკურორის ბრალეულობა, შეწყდა შემოწმება და სხვა 9 ფაქტის მსგავსად, ეს დარღვევაც პრაქტიკულად რეაგირების გარეშე დარჩა. მოსარჩელემ აღნიშნული ფაქტი მის მიმართ განხორციელებულ სამსახურებრივ დევნად მიიჩნია.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის ანგარიშზე, რომლის ამონარიდით დასტურდებოდა, რომ ზემოაღნიშნულ 10 სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ განმარტა, რომ პროკურორის დადგენილების ინსპექტორთან წარუდგენლობა განპირობებული იყო კონკრეტული სამართლებრივი შედეგების მისაღწევად, დროის უმოკლეს პერიოდში, სისხლის სამართლის საქმეებზე ერთდროულად მრავალი გადაუდებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების დაგეგმვა/განხორციელებით.

 

3) მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის - გ---------------–---–-ას 2018 წლის 24 მარტის №1------- წერილზე, რომ პროკურორმა - ა----------ემ არ შეასრულა მოსამართლის განჩინება, კერძოდ, სასამართლოს არ გაუგზავნა მოთხოვნილი ინფორმაცია - ინტრანეტის ამონაბეჭდი, რითაც ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა. მისი განმარტებით, აღნიშნულის გამო მიმართა მთავარ პროკურორს ა----------ის მიმართ სამსახურებრივი შემოწმების დაწყების თაობაზე, თუმცა გენერალური ინსპექციის მხრიდან შემოწმების დაწყებაზე უსაფუძვლოდ ეთქვა უარი. მისი განმარტებით, მართალია პროკურორმა - ა----------ემ მოგვიანებით სასამართლოს გაუგზავნა მოთხოვნილი მტკიცებულებები, მაგრამ აღნიშნული არ გამორიცხავდა პროკურატურის მუშაკის მიმართ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს და მასზე აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო სამსახურებრივი შემოწმება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მთავარ პროკურატურაში სამსახურებრივი შემოწმების დაწყება დისკრიმინაციულია, ვინაიდან მისი დაწყება პირადი ურთიერთიერთობიდან გამომდინარეობს.

 

4) მოსარჩელემ მიუთითა 2018 წლის 28 თებერვლის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის - გ--------------–---–-ას №1------- წერილზე, რომ პროკურორების - ნ---------------ისა და ა----------ის მიერ წარდგენილი პროკურატურის შიდა საინფორმაციო ვებ-გვერდის (ინტრანეტის) ამონაბეჭდი არის გაყალბებული. მისი განმარტებით, წარდგენილი დოკუმენტი არც ფორმით და არც შინაარსით არ შეესაბამებოდა ინტრანეტში დაფიქსირებულ მონაცემებს და ამასთან ერთად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 17 დეკემბრის №71-მ ბრძანების მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რადგანაც მასში არ იყო მითითებული პროკურატურის მუშაკების მიერ სამუშაო საათებში სამსახურიდან გასვლის მიზეზები.

 

მოსარჩელის განმარტებით, მთავარი პროკურორისადმი მისი არაერთი მოთხოვნა ყალბი დოკუმენტის შედგენის ფაქტზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, რა დროსაც პროკურატურის კომპიუტერულ ბაზაში დათვალიერდებოდა შიდა საინფორმაციო ვებ- გვერდი (ინტრანეტი) რაიონული პროკურორის მიერ მასში შეტანილი ინფორმაციის შესამოწმებლად, გენერალური ინსპექციის მიერ უგულებელყოფილი იქნა და არ დაიწყო გამოძიება უსაფუძვლობის გამო. მისი განმარტებით, აღნიშნული ნათლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მთავარმა პროკურატურამ გამოძიების დაწყება იმიტომ ვერ გაბედა, რომ დადასტურდებოდა პროკურორების მიერ მტკიცებულების გაყალბების ფაქტი. ასევე დადგინდებოდა, რომ ის, ისევე როგორც სხვა რაიონული პროკურორები, ინტრანეტში ინფორმაციის შეტანისგან განთავისუფლებულები იყვნენ.

 

5) მოსარჩელის განმარტებით, პროკურატურამ უსაფუძვლოდ არ დაიწყო გამოძიება კ------ს ფინანსური პოლიციის უფროსის - ბ---- ტ-----–--ის მიერ, ქ. თ--–--ში მდებარე რესტორანში ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე. მისი თქმით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდებოდა, რომ ბ----- ბ-–---–---–სა და ბ---- ტ-----–--ეს შორის წარმოშობილი ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა მოსარჩელის მიზეზით დაწყებული. უფრო მეტიც, ეს უკანასკნელი მოსარჩელეს საერთოდ არ იცნობდა და მის შესახებ ბ-–---–---–ისთვის არაფერი არ უთქვამს. ამდენად, ამ შემთხვევის შემდეგ მოსარჩელის მიმართ დაწყებული სამსახურებრივი დევნა, რომელიც საბოლოოდ დამთავრდა პროკურატურიდან მისი უკანონო დათხოვნით, ემყარებოდა მხოლოდ უსაფუძვლო ვარაუდებს.

 

6) მოსარჩელემ მიუთითა ასევე საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის - ი-----–- დ--------–--ის 2018 წლის 13 აგვისტოს №1-------მიმართვაზე, მოსარჩელის მიერ, 2016 წლის 17 თებერვალს დადებული ფიცის ტექსტითა და 2016 წლის 17 თებერვლის ხელწერილით სამართლებრივი აქტების გაცნობის შესახებ ირკვევა, რომ პროკურატურის მუშაკის ფიცი 2-ჯერ აქვს დადებული. პირველად 2013 წლის 2 თებერვალს, ხოლო მეორედ 2016 წლის 17 თებერვალს. ამავე დღეს გაცნობილი აქვს არაერთი სამართლებრივი აქტი, რაც მისი განმარტებით ემსახურებოდა მის მიმართ სამართლებრივი საფუძვლების შექმნას პროკურატურიდან დათხოვნის მიზნით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის საპაექრო სიტყვა (ტ. V, ს.ფ. 134-171);

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველი პუნქტი, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი, ასევე მიუთითა მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და განმარტა, რომ დ----- მ------–---–ს, ს-------ის რაიონული პროკურატურიდან განთავისუფლებამდე ეკავა - ს-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორის თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ, არსებული ფაქტობრივ - სამართლებრივი გარემოებები ამართლებდა თუ არა პირის შრომითი უფლების შეზღუდვას - სამსახურიდან გათავისუფლებას, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებული ქმედება არის თუ არა ადეკვატური შექმნილ ვითარებაში და ხომ არ მოხდა დასაქმებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - შრომის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.

 

საქმის განმხილველმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დ----- მ------–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების მიღების საფუძველად მითითებულია: „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, 34-ე მუხლის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტები და 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსის მოხსენებითი ბარათი და საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შესახებ 2016 წლის 7 მაისის №1----- დასკვნა.

 

სასამართლო მიუთითა სადაო პერიოდში მოქმედ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მთავარი პროკურორი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურორებს, სხვა ქვემდგომ პროკურორებს, გამომძიებლებს და პროკურატურის სხვა მუშაკებს.

 

ამავე კანონის 34-ე მუხლის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების მიხედვით, პროკურატურის მუშაკი პროკურატურიდან შეიძლება დაითხოვონ სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას; სამსახურებრივი დისციპლინის უხეშად ან სისტემატურად დარღვევისას, ხოლო ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პროკურატურის მუშაკის მიერ ფიცის გატეხვისათვის, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის, პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენისათვის ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა; დ) თანამდებობიდან განთავისუფლება; ე) პროკურატურიდან დათხოვნა.

 

შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ განთავისუფლების ბრძანებაში სწორად იქნა მითითებული საფუძვლები და უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის ის მითითება, რომ მოპასუხე მხარემ არასწორად მიუთითა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე. მითითებული დანაწესის მიხედვით, მთავარი პროკურორი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურორებს, სხვა ქვემდგომ პროკურორებს, გამომძიებლებს და პროკურატურის სხვა მუშაკებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის განთავისუფლება მოხდა სწორედ საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანებით.

 

სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მხარის მითითება დისციპლინური სახდელის დაკისრების უკანონობაზე იმ საფუძვლით, რომ იგი ხანდაზმულია. პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თნახმად - დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის ფაქტის დადგენის (აღმოჩენის) დღიდან არაუგვიანეს 1 წლისა. შესაბამისად, სახდელის დადება ხორციელდება დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენისას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის დისციპლინური გადაცდომების შესახებ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა შემოწმების განხორციელების დროს და არა როგორც მოსარჩელე მიუთითებს მაშინ, როდესაც რაიონულ პროკურორს შესაძლებლობა ქონდა აღმოეჩინა მითითებული დარღვევები.

 

საქმის განმხილველმა სასამართლომ ასევე გაუგებრად მიიჩნია მოსარჩელის აპელირება გასაჩივრების წესზე და განმარტა, რომ სასამართლომ რომც დავუშვათ, რომ მართლაც არასწორად იქნა გასაჩივრების წესი მითითებული, არ არის დასაბუთებული, აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოსთვის გაურკვეველია თუ რა პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დასკვნაში ასახული დარღვევები, რომლებიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას დეტალურად მიუთითა.

 

სასამართლო ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 17 დეკემბრის №71-მ ბრძანებაზე „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურში გამოცხადებისა და სამსახურიდან გასვლის დაფიქსირების ვალდებულების შესახებ“ (ტ. III, ს.ფ. 253), რომლითაც საქართველოს პროკურატურის მუშაკებს დაევალათ სამსახურში გამოცხადების და სამსახურიდან გასვლის დრო საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობის გამოყენებით დააფიქსირონ საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ ტექნიკურ საშუალებაზე. ამავე ბრძანების მიხედვით, საქართველოს პროკურატურის მუშაკებს დაევალათ სამუშაო საათებში სამსახურიდან გასვლის დრო და მიზეზი მიუთითონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა საინფორმაციო ვებ-გვერდზე (ინტრანეტი) არსებულ ტაბელში. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციას. საქართველოს პროკურატურის მუშაკების მიერ ამ ბრძანების შეუსრულებლობა წარმოადგენს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. ბრძანების საქართველოს პროკურატურის მუშაკებისათვის გაცნობა დაევალა საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს.

 

სასამართლო მიუთითებს ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 ივნისის №-07 ბრძანებაზე - „საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ვრცელდება საქართველოს პროკურატურის მუშაკებზე. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამუშაო დრო განისაზღვრება 10.00 სთ-და 19.00 სთ-მდე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დღის განმავლობაში პროკურატურის მუშაკებისათვის განსაზღვრულია შესვენების დრო 13.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ამავე წესის მე-10 მუხლით განსაზღვრულია პროკურატურის მუშაკის მოვალეობანი, კერძოდ, პროკურატურის მუშაკი ვალდებულია: ა) პირნათლად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი; ბ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება; გ) შეასრულოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების ბრძანება, განკარგულება და მითითება, რომლებიც გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში; დ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს/სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახურის ავტორიტეტს; ე) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობანი; ვ) დაიცვას პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსი; ზ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობას და გამოიყენოს იგი დანიშნულებისამებრ; მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს და საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტში მოხსენებით ბარათთან ერთად წარმოადგინოს ცნობა მოწმობის დაკარგვის შესახებ; თ) წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე შენობაში და მის ტერიტორიაზე.

 

ამავე წესის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, წინამდებარე შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად პროკურატურის ყველა მუშაკისათვის. შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში პროკურატურის მუშაკს დაეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

ამავე წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროკურატურის მუშაკის მიერ ფიცის გატეხვისათვის, სამსახურებირივი დისციპლინის დარღვევისათვის, პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენისათვის ან/და კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მის მიმართ გამოიყენება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალიწინებული დისციპლინური სახდელი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, თითქოს იგი რაიონული პროკურორის მიერ, ისევე როგორც ეს უკანასკნელი მთავარი პროკურორის მიერ განთავისუფლებული იყო ზემოთ მითითებული ვალდებულების შესრულებისაგან, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა მოსარჩელის განმარტებისა სასამართლოში წარმოდგენელი არ ყოფილა.

 

შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დ----- მ------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის, ასევე არაჯეროვანი შესრულებისა და დისციპლინის დარღვევის ფაქტებს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებებს, მის მიმართ განხორციელებულ მიზანმიმართულ დევნასთან დაკავშირებით სასამართლომ ვერ გაიზიარა, რადგან მიიჩნია, რომ აღნიშნულის დასადასტურებლად დ----- მ------–---–ის მიერ მითითებული ფაქტები, გარდა მოსარჩელის განმარტებისა და ვარაუდებისა ვერ დადასტურდა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცული იქნას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება, გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად და თვლის, რომ დ----- მ------–---–ის მიმართ მართებულად იქნა გამოყენებული „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - პროკურატურიდან დათხოვნა, რის გამოც მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - საქართველოს მთავარი პროკურორის 2016 წლის 12 ივლისის №-- ბრძანება კანონიერია, რადგან გამოცემულია საქართველოს მთავარი პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

იმ პირობებში, როდესაც კანონიერად იქნა მიჩნეული საქართველოს მთავარი პროკურორის 2016 წლის 12 ივლისის №-- ბრძანება, შესაბამისად სასამართლომ განმარტა, რომ არ არსებობს მოსარჩელე - დ----- მ------–---–ის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 37-ე მუხლის პირველ პუნქტზე რომლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 112- ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. ამავე კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტით კი, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დღეს მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული - საქართველოს მთავარი პროკურორის 2016 წლის 12 ივლისის №-- ბრძანება და უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, მიუთითა, რომ არ არსებობს საფუძველი მოპასუხე - საქართველოს მთავარ პროკურატურას დაევალოს დ----- მ------–---–ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

3.1. დ----- მ------–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტზე და განმარტავს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა - აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

აპელანტი ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს პროკურატურის კანონის 35-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად (2018 წლის 30 ნოემბრამდე მოქმედი რედ.), პროკურატურის თანამშრომელი თავის სამსახურებრივ საქმიანობაში დამოუკიდებელია. იგი არ შეიძლება გადაყენებულ იქნეს ან გათავისუფლებუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესისა.

 

საქართველოს პროკურატურის ორგანული კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროკურატურის თანამშრომელს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება - უფლება სამართლიანი სასამართლო განხილვის ხელმისაწვდომობაზე ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის ფორმალურ ხელმისაწვდომობას, არამედ მოითხოვს რომ კონკრეტული საქმის განმხილველ სასამართლოს უნდა ჰქონდეს უფლების დარღვევაზე რეაგირების ეფექტური საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელმისაწვდომობა სამართლიან სასამართლოზე, როგორც უფლება იქცევა ფიქციად და მიიღებს მხოლოდ თეორიულ სახეს. საბოლოო ჯამში, რადგან სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა, უპირველეს ყოვლისა ადამიანის უფლებათა ადეკვატურ დაცვას ემსახურება, სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოს გზით დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს უფლებას. მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ გულისხმობს მხოლოდ ფორმალურ ან ნომინალურ შესაძლებლობას - მიმართო სასამართლოს. აუცილებელია ეფექტური სასამართლო ღონისძიებების არსებობა. პირს უნდა ჰქონდეს ფაქტზე რეაგირების ეფექტური, ქმედითი და არა ილუზორული მექანიზმი.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 393-ე და 394-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე, 244-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოკვლეული და შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიუთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ეყრდნობა არა მყარ და უდავო მტკიცებულებებს, არამედ მხოლოდ სამსახურებრივი შემოწმების დროს შეკრებილი მტკიცებულებებსა და მოპასუხე მხარის ალოგიკურ ახსნა - განმარტებებს და მათ არასწორ შეფასებებს, რამაც უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანას შეუწყო ხელი. მიიჩნევს, რომ მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები არასარწმუნოდ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მხარეთა განმარტებები საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში არ შეაფასა.

აპელანტის განმარტებით, შრომითი დავების განხილვისას არსებობს შემდეგი სტანდარტი: "პირის სამსახურიდან გათავისუფლებისას, აუცილებლად უნდა შემოწმდეს, აღნიშნულს საფუძვლად ხომ არ დაედო შრომის კოდექსის მე-2 მუხლით დისკრიმინაციულად მიჩნეული რომელიმე საფუძველი, ამასთან, მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში დამსაქმებელს ეკისრება, კერძოდ, თუ დასაქმებული უთითებს, რომ მასთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა დისკრიმინაციული ქმედება იყო, სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს საკუთარი ნების გამოვლენის მართლზომიერება და გათავისუფლების არადისკრიმინაციული საფუძვლის არსებობა... უნდა გამოირიცხოს შრომის კოდექსით დამსაქმებლისთვის მინიჭებული უფლების გამოყენების გზით ისეთი კონსტიტუციური პრინციპების დარღვევა, როგორიცაა, შრომით ურთიერთობებში ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვა.."

აპელანტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც საკითხი შეეხება საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე დავას, მოხელისთვის შრომით - სამართლებრივი უფლებამოსილების შეზღუდვას/ჩამორთმევას, სასამართლოს კონტროლი უნდა მოიცავდეს იმის შემოწმებასაც, რამდენად მიუკერძოებლად განახორციელა ადმინისტრაციულმა ორგანომ (დამსაქმებელმა) თავისი უფლებამოსილება - გაეთავისუფლებინა თანამშრომელი, რა გარემოებებში განხორციელდა ეს, რა ფაქტობრივი წანამძღვრების პირობებში და ხომ არ ჰქონდა ადგილი დისკრიმინაციულ განზრახვას. დისკრიმინაციასთან დაკავშირებული მსგავსი სადავო საკითხის არაარსებითად გადაწყვეტა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და დემოკრატიული სახელმწიფოს მოწყობის პრინციპებს. მსგავსი ხასიათის უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვას და შეფასებას სასამართლო პრაქტიკის განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების ნებისმიერი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. ამავე კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე და მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ გადაწყვეტილებებზე: (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ა-–---------- ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ (განაცხადი 21722/11) გვ.48-49); (იხ. ჩ. გ. ელგიუმ, 7 აგვისტო 1996, $ 25, ანგარიში 1996-III); (იხ. რეტტყ ვ. ტჰე ნირედ ინგდომ, ნო. 2346/02, $ 61, ჩღ 2002-III); (იხ. იემიეტზ ვ. ერმანე, 16 დეკემბერი 1992, $ 29, სერია ნო. 251-); (იხ. შიდაბრას ანდ იუტას ვ. იტჰუანია, ნოს. 55480/00 და 59330/00, $ 47, ჩღ 2004-VIII და გაევა ვ. რეცე, ნო. 26713/05, 86 22-25, 28 მაისი 2009); (იხ. ზპ ნარ ვ. თურკემ, ნო. 20999/04, 43-48, 19 ოქტომბერი 2010); (იხ. ფეიფერ ვ. უსტრია, ნო. 12556/03, S 35, 15 ნოემბერი 2007 და . ვ. ორწაყ, ნო. 28070/06, 68 63 და 64, 9 აპრილი 2009).

ასევე მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლზე აპელირებით განმარტავს, რომ ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ასევე უნდა აღინიშნოს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი- ევროპის სოციალური ქარტია, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში, მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე #1376-1340(კ-10) და ითხოვს სააპელაციო საჩივრისა და სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საოქმო განჩინებების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის არსებითად გადაწყვიტას.

სააპელაციო საჩივრის ავტორი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილებას ითხოვს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ეფუძნება დაუსაბუთებელ არგუმენტებს, რომ ის არ ასრულებდა და არაჯეროვნად ასრულებდა კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა ს-------ის რაიონული პროკურორის, 2016 წლის 07 მარტის N1 ბრძანება, რომლითაც ირკვევა, რომ შსს ს-------ის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობა, კანონის შესაბამისად, მხოლოდ ამ დღიდან დააკისრა.

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ კონტექსტში არანაირი სამართლებრივი შეფასება არ მისცა პროკურორ ა----------ის მტკიცებას, რომ რაიონული პროკურორის ბრძანებას უფლებამოსილების განაწილებასთან დაკავშირებით მნიშვნელობა არა აქვს. ასევე არ შეაფასა პროკურორ ნ---------------ის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ შსს ს-------ის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობა დაეკისრა იმ დროიდან, როდესაც ბრძანებით დაენიშნა ს-------ის რაიონულ პროკურორად. რაიონული პროკურორის ბრძანება უფლებამოსილების განაწილების შესახებ პროკურატურის მუშაკისათვის მნიშვნელოვანია, რადგანაც „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია და სხვა სამართლებრივი აქტები. მიუთითებს, რომ გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი დასკვნით მოდავებულ პერიოდში სამართლებრივი აქტით არ ჰქონდა დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა, რაც გამორიცხავს მისი მხრიდან კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობასა და არაჯეროვან შესრულებას იმ პირობებში, როდესაც ზემდგომი პროკურორების მხრიდან, ასევე არ ჰქონია ზეპირსიტყვიერი მითითებები.

2. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ პროკურორმა ა----------ემ თავის ახსნა - განმარტებაში სამსახურებრივ დასკვნაში მოხსენიებულ ყველა საქმეზე განაცხადა, რომ მის მიერ ჩადენილია უხეში დარღვევა. საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ ამ ახსნა-განმარტების გარდა, არც სასამართლოს გადაწყვეტილება, არც გათავისუფლების ბრძანება და მის საფუძვლად არსებული მასალები, ვ--–---- ხ------------ის ბრალდების საქმის გარდა, არ შეიცავს მსჯელობას მასზე, რომ მის გადაცდომებად შეფასებული ქმედებები არის უხეში დარღვევები და რომ გადაცდომებმა გამოიწვიეს მძიმე შედეგები. მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ მთლიანობაში ვერ გაართვა თავი უხეში გადაცდომის მტკიცებას და შედეგად განსახილველ საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. აპელანტის განმარტებით, სასამართლო ვალდებული იყო უხეში დარღვევის განსაზღვრისას გამოეყენებინა პირველი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება Nბს 161-158(კ-15) საქმეზე, რომლის თანახმადაც, უხეშ დარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული ისეთი შემთხვევები, როდესაც მნიშვნელოვნად ილახება მოქალაქეთა უფლებები, სამსახურის პრესტიჟი. დარღვევა გამოიხატება მოხელის მხრიდან მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შეგნებულ უგულვებელყოფაში ან უხეშ დაუდევრობაში და სხვა, ან/და თავისი დასაბუთებული გადაწყვეტილებით არ გაეთვალისწინებინა და უარეყო იგი. სასამართლო ვალდებული იყო სამსახურებრივ დასკვნაში დაფიქსირებულ თვითეულ სისხლის სამართლის საქმეზე მიეთითებინა რა უარყოფითი შედეგი დადგა მასზე და შეეფასებინა, ეს შედეგი მისი ბრალეულობით დადგა თუ პროკურატურის სხვა მუშაკის ბრალეულობით.

 

3. აპელანტის განმარტებით, შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, დარღვეულია თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ადგილი ხომ არ აქვს დისკრიმინაციის ფაქტს და ა.შ. მით უფრო როცა მხარე დისკრიმინაციაზე უთითებს. სასამართლომ სარჩელი განიხილა დისკრიმინაციის წინააღმდეგ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული უგულებელყოფით. აპელანტის მითითებით, განსაკუთრებულად კი ეს უკავშირდება მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხს. კერძოდ, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებულია, რომ დისკრიმინაციის სარჩელებზე/საჩივრებზე, მტკიცების ტვირთი აწევს სწორედ მოპასუხეს, მას შემდეგ, რაც მომჩივანი/მოსარჩელე წარადგენს სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ მტკიცებულებებს. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა ანტიდისკრიმინაციული კანონით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტი. სასამართლომ ვერ დაინახა, რომ დასაბუთებული ვარაუდით დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების პირობებში, დისკრიმინაციული მოპყრობის პრეზუმფციით უნდა იმოქმედოს და მოპასუხე მხარეს დააკისროს დისკრიმინაციის გაქარწყლების ტვირთი. სასამართლო ვალდებული იყო გადაწყვეტილებაში დაესაბუთებინა, თუ რატომ მიიჩნია კანონიერად ის ფაქტები, რომ გენერალური ინსპექციის დასკვნის მიხედვით, ვ--–---- ხ------------ის, დ----- დ-------ისა და რ----- ბ---–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო უმკაცრესი დისციპლინური სახდელი, პროკურატურიდან დათხოვნა, ხოლო სხვა მუშაკების მიმართ არანაირი დისციპლინური ღონისძიებები არ გატარებულა. ამ ვითარებაში, როდესაც სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლებლობა აქვს საჩივრით მიმართოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი სხვა მუშაკების დასჯა, სხვა არაფერია თუ არა სასამართლოს მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოს დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მხარდაჭერა. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ასეთი პოზიციის შედეგად, ყოველგვარ აზრს კარგავს მოქალაქის მიერ თავისი დარღვეული უფლებების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვა. ხოლო ასეთის შემთხვევაში მიმართვა ფიქციად იქცევა.

4. სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქართველოს მთავარი პროკურორის 2016 წლის 12 ივლისის N-- ბრძანების სამართლებრივი საფუძვლები, საიდანაც ირკვევა, რომ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის, კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებისათვის დაითხოვეს პროკურატურიდან. აღნიშნულ ბრძანებაში მითითებულია, რომ დისციპლინური სახდელის გამოყენებისას მთავარმა პროკურორმა იხელმძღვანელა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული ნორმით მთავარმა პროკურორმა უნდა იხელმძღვანელოს იმ შემთხვევაში, როდესაც მუშაკს პროკურატურიდან დაითხოვს პირადი განცხადებით, პენსიაში გასვლასთან დაკავშირებით ან სხვა საფუძვლით. მთავარ პროკურორს არ ჰქონდა უფლება ამ მუხლით ეხელმძღვანელა და მისთვის დაეკისრებინა დისციპლინური პასუხისმგებლობა, რადგანაც კანონმდებელმა ხსენებულ მუხლში ცალკე პუნქტად გამოყო და იგი მიუთითა იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნტში. მთავარ პროკურორს სწორედ ეს ნორმა ანიჭებს უფლებამოსილებას გადაწყვიტოს პროკურატურის მუშაკის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხი. ბრძანების გამოცემისას მთავარ პროკურორს არ უხელმძღვანელია ამ ნორმით და ბრძანებაში არ მიუთითებია იგი, რის გამოც აპელანტის განმარტებით, უხეშად დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი. აღნიშნულით ასევე დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, რადგანაც გასაჩივრებული ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტის გამოცემა მოხდა კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით.

5. აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ კანონმდებელმა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლში სპეციალურად ცალკე გამოყო პროკურატურიდან დათხოვნის საფუძვლები, რომლებიც სავალდებულოა მიეთითოს ბრძანებაში. ამ მუხლის თანახმად, გასაჩივრებულ ბრძანებაში არასწორად არის მითითებული იმავე კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძვლები, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს დათხოვნის კანონიერ საფუძვლად. შესაბამისად, ბრძანებაში მითითებული პროკურატურიდან მისი დათხოვნის საფუძვლები აპელანტის მოსაზრებით რეალურად არის არა დათხოვნის, არამედ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები. მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნით, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტი.

 

6. დ----- მ------–---–ის განმარტებით, სასამართლომ არასწორი შეფასება და განმარტება მისცა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის იმ დარღვევას, რომ უფლება აქვს ბრძანება სასამართლოში გაასაჩივროს მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში. აპელანტის განმარტებით, ბრძანების ეს ნაწილი ეწინააღმდეგება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-15 პუნქტს, რომლის თანახმადაც, პროკურატურის მუშაკისთვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ პროკურორის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან ან სასამართლოში ბრძანების გამოცემიდან 30 დღის ვადაში და არა მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნულით მიიჩნევს, რომ მისი უფლება დაირღვა იმ მხრივ, რომ ამ მითითების შესრულების შემდეგ, თუ ბრძანებას გაასაჩივრებდა 29-ე ან 30-ე დღეს, არც ერთი მოსამართლე მის სარჩელს განსახილველად არ მიიღებდა. კანონი არ ითვალისწინებს იმას, რომ ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დადგეს უარყოფითი შედეგი, რის გამოც აღნიშნული გარემოება წარმოადგენს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.

 

7. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დავის საგნად სარჩელში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი შესაგებლი არ პასუხობს და გაუგებარია რა ნაწილში ეთანხმება მას და რა ნაწილში არ ეთანხმება და რატომ არ ეთანხმება. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ დარღვეულია და გაურკვეველი განსახილველ საქმეზე მხრეებს შორის რა შეჯიბრებითობას ჰქონდა ადგილი.

ასევე დეტალურად მიუთითებს და სამართლებრივ შეფასებებს აძლევს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს და აღნიშნავს შემდეგს:

ვ--–---- ხ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი, როდესაც მიუთითა, რომ დაცვის მხარეს არ გადასცა მტკიცებულებები. მიუთითებს, რომ ამ საპროცესო მოქმედების შესრულება, პირველ რიგში, გამომძიებლის მოვალეობას წარმოადგენდა. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ასევე დასტურდება 2016 წლის 20 იანვრის, 21 იანვრისა და 25 თებერვლის თარიღებით გამომძიებლების მიერ შედგენილი ოქმებით მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, რომლებიც სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა. მიიჩნევს, რომ სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მისი პოზიცია მასზედ, რომ არ ევალებოდა საქმის სასამართლოში გადაგზავნა, თუმცა გადაწყვეტილებაში არ აღნიშნა მის მიერ მითითებული მოტივები და მიუთითა ის გარემოება, რომ საქმის ელექტრონულ წარმოებაში პროკურორად მხოლოდ ის იყო დამატებული. აპელანტის განმარტებით, ელექტრონული დამატება არ ნიშნავს იმას, რომ საქმე აუცილებლად უნდა გადაიგზავნოს სასამართლოში არსებითი განხილვის მიზნით, რადგანაც საქმეზე შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ასევე ბრალდებულის განრიდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. აპელანტი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში რაიონული პროკურორისაგან დაევალა საქმეზე ბრალდებულთან გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება, რომელიც მთავარ პროკურატურაში იყო შეთანხმებული. თუმცა დაზარალებულის უარყოფითი პოზიციის გამო მაშინ შეთანხმება ვერ განხორციელდა. ამის შემდეგ, საქმის სასამართლოში გაგზავნის მითითება ზემდგომი პროკურორებისგან მას არ მიუღია და მიუთითებს, რომ მას ვერ გადააგზავნიდა სასამართლოში.

დ----- მ------–---–ის განმარტებით, სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ სრულიად შესაძლებელი იყო ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განრიდება, რომლის განხორციელებასაც ს-------ის რაიონული პროკურორის მოადგილესთან შეთანხმებით აპირებდა. ასეთ შემთხვევაში მასზე არანაირი უარყოფითი შედეგი აღარ დადგებოდა და მიღებული იქნებოდა კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. თუმცა ყოფილი მთავარი პროკურორის ზეპირსიტყვიერი მითითებით საქმე არსებითი განხილვის მიზნით გადააგზავნა სასამართლოში. სასამართლომ ასევე არ შეაფასა ის გარემოება, რომ მთავარი პროკურორის ხსენებული სიტყვიერი დავალება საქმის სასამართლოში გადაგზავნასთან დაკავშირებით იყო კანონსაწინააღმდეგო, რადგანაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიებისას სავალდებულო მითითებები მისცეს ქვემდგომ პროკურორს მხოლოდ წერილობითი ფორმის. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა სასამართლოს სხდომაზე პროკურორ ა----------ის განაცხადება, რომ მას როგორც დამოუკიდებელ პროკურორს, შეეძლო არ შეესრულებინა მთავარი პროკურორის მითითება, საქმე არ გადაეგზავნა სასამართლოში და შეეწყვიტა. აპელანტის გამარტებით, საქმეზე ასეთ ქმედებებს ვერ განახორციელებდა, რადგანაც განრიდების ოქმის შესადგენად საჭირო იყო რაიონული პროკურორის ან მისი მოადგილის წერილობითი თანხმობა, რომელსაც ისინი დაადასტურებდნენ თავიანთი ხელმოწერით. მიიჩნევს, რომ სასამართლომ ასევე არ შეაფასა 2018 წლის 28 მაისის სასამართლოს სხდომაზე პროკურორ ნ---------------ის განცხადება მასზედ, რომ მთავარმა პროკურორმა სწორად არ მისცა ბრალდებულ ხ------------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდების უფლება, რადგანაც, განრიდების შემთხვევაში, ქურდობაში ბრალდებული პირი თურმე ნასამართლობის გარეშე დარჩებოდა. კატეგორიულად არ ეთანხმება პროკურორ გ--------ის ამ განმარტებას, მიუთითებს, რომ ზუსტად ამავე კატეგორიის ზ------- ს----------ას ბრალდების საქმეზე 6 თვის დაგვიანებით მოხდა ბრალდებულის განრიდება იმ მიზეზით, რომ მას არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საქმეს ვერ აგზავნიდნენ სასამართლოში. მეორე, გამოძიების შეწყვეტით ბრალდებული ხ------------ი არა მარტო ნასამართლობის გარეშე დარჩა, არამედ მასზე არ გავრცელდა განრიდებული პირის სტატუსიც, რაც ყოველმხრივ უპირატესობაში ამყოფებს მას. მიაჩნია, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ყოფილი მთავარი პროკურორი ვალდებული იყო მისთვის ხელი არ შეეშალა ხ------------ის განრიდებაზე, რის შემდეგაც საქმეზე მიიღებდა საბოლოო კანონიერ გადაწყვეტილებას.

9. აპელანტის განმარტებით, ზ------- ს----------ას ბრალდების სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ 2015 წლის 31 მაისს, მის მიერ, ზ------- ს----------ა მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და ბრალდებულისთვის მისი გაცნობა დაევალა გამომძიებელ შ------- ქ-------ეს. თუმცა, გამომძიებელმა, ზემდგომი პროკურორის მითითებით, დადგენილება არ გააცნო ბრალდებულს და გავიდა გაცნობის 24 საათიანი ვადა. ბრალდების დადგენილების გაცნობის გარეშე შეუძლებელი იყო შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსთვის და საქმეზე განესაზღვრა წინასასამართლო სხდომის თარიღი. მიუთითებს, რომ სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ასევე ის გარემოება, რომ ს-------ის რაიონული პროკურორის განმარტებით, ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გამო გაჭიანურდა, რის გამოც მასში მისი ბრალეულობა სრულად არის გამორიცხული. სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოებაც, რომ გენერალური ინსპექციის გამომძიებელ ლ---- ხ-----–---–ს ახსნა-განმარტებაში ბ-–---–---–ისთვის არ დაუსვამს კითხვა და არ გაურკვევია რა იყო მიზეზი შეთანხმების გაჭიანურებისა, რაც აპელანტის განმარტებით ადასტურებს, რომ გამომძიებელმა სამსახურებრივი შემოწმება ჩაატარა მიკერძოებულად და არასრულყოფილად. მისივე განმარტებით, ს----------ას ბრალდების საქმე ნათლად ადასტურებს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე ყველანაირი სახის გადაწყვეტილებები მხოლოდ ზემდგომი პროკურორების მიერ მიიღებოდა. ხსენებულ საქმეზეც მხოლოდ თავად იყო დამატებული საქმის ელექტრონულ წარმოებაში, მაგრამ მასზე გადაწყვეტილებას იღებდა არა თავად, არამედ ზემდგომი პროკურორები. ამ საქმეზე ვადის 6 თვით დარღვევა არ გამხდარა პრობლემა, რომ მასზე მომხდარიყო ბრალდებულის განრიდება და მიეღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. მიიჩნევს, რომ აღნიშნული შედეგი გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ იმ დროისათვის მთავარ პროკურატურაში არ იგეგმებოდა პროკურატურიდან მისი დათხოვნა. საქმეების ამგვარად გადაწყვეტა წარმოადგენდა ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმს, ამიტომ არც ამ საქმეზე და არც ხ------------ის საქმეზე დამოუკიდებლად არ შეეძლო რაიმე გადაწყვეტილების მიღება. ხოლო როდესაც საჭირო გახდა პროკურატურიდან მისი დათხოვნა, აპელანტის განმარტებით, მთავარი პროკურატურის თანამდებობის პირის მიერ გაჭიანურებული ს----------ას საქმე უაპელაციოდ შეერაცხა და იგი საფუძვლად დაუდეს პროკურატურიდან მის დათხოვნას. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ასევე, 2018 წლის 19 ივლისის მისი შუამდგომლობით (რეგ. #1----------) სასამართლოში წარდგენილი თ------ გ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასალები, საიდანაც ირკვევა, რომ აღნიშნულ საქმეზე, მოსამართლის მიერ, წინასასამართლო სხდომა 2-2 თვით, 2-ჯერ გადაიდო მხოლოდ იმის გამო, რომ ბრალდებულ გ-------ს, ზ------- ს----------ას მსგავსად, არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ადასტურებს, რომ ბრალდებულისთვის პირადობის მოწმობის ქონა, მოსამართლის მოთხოვნა იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი საქმეზე არ გააგრძელებდა წინასასამართლო სხდომის ვადას. სწორედ გ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის გაჭიანურებული საქმე იყო მიზეზი იმისა, რომ რაიონულმა პროკურორმა ბ-–---–---–მა მიიღო გადაწყვეტილება და ს----------ას საქმე აღარ წარმართა სასამართლოში. ამდენად, ზ------- ს----------ას ბრალდების საქმეზე სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის დებულების შესაბამისი მუხლები, რომლითაც დადასტურდება, რომ მას არანაირი დისციპლინური გადაცდომა არ ჰქონდა ჩადენილი.

10. აპელანტი მიუთითებს, რომ დ----- დ-------ის ბრალდების N0----------- საქმეზე სასამართლოს ყურადღებისა და შეფასების გარეშე დარჩა ის გარემოება, რომ ბრალდებულის განრიდების ოქმს მასთან ერთად ხელს აწერდა რაიონული პროკურორი ბ----- ბ-–---–---–იც. გენერალურ ინსპექციას მთავარი პროკურორის წინაშე სამართლიანად არ დაუყენებია ბ----- ბ-–---–---–ის დისციპლინური წესით დასჯის საკითხი, თუმცა მის მიმართ სრულიად საწინააღმდეგოდ მოიქცა. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოებაც, რომ მასზე ზუსტად ისეთივე შედეგი დადგა, როგორი შედეგიც დადგებოდა დ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჯერ სასამართლოდან რომ გამოეთხოვა და შემდგომ მოეხდინა ბრალდებულთან განრიდების ოქმის შედგენა.

11. საჩივრის ავტორის განმარტებით, რ----- ბ---–---–ის ბრალდების #0----------- საქმეზე სასამართლოს ყურადღებისა და შეფასების გარეშე დარჩა ის გარემოება, რომ მის მიერ სასამართლოდან კანონის შესაბამისად მოხდა ჯერ საქმის გამოთხოვა, თუმცა საქმის მიღებამდე, რაიონული პროკურორის მოადგილის ი----- გ---–--–---–ის მითითებით, მოახდინა ბრალდებულის განრიდების ოქმის შედგენა, რომელსაც მასთან ერთად ხელს აწერდა ეს უკანასკნელი. გენერალურ ინსპექციას მთავარი პროკურორის წინაშე, სამართლიანად არ დაუყენებია ი----- გ---–--–---–ის დისციპლინური წესით დასჯის საკითხი და ამ ფაქტზე მხოლოდ მის მიმართ ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება. საქმეზე სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოებაც, რომ მასზე ზუსტად ისეთივე შედეგი დადგა, როგორი შედეგიც დადგებოდა ბ---–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ჯერ სასამართლოდან რომ გამოეთხოვა და შემდგომ მოეხდინა ბრალდებულთან განრიდების ოქმის შედგენა.

საჩივრის ავტორის სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელებმა განმარტეს, რომ როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევის შედეგად საქმეზე რაიმე უარყოფითი შედეგი არ დგება, ასეთ შემთხვევაში იგი არ შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს და პირს დაედოს სახდელი. შესაბამისად, დ-------ისა და ბ---–---–ის ბრალდების საქმეებზე პროკურატურის გენერალურ ინსპექციას და სასამართლოს ამგვარი წესით რომ ეხელმძღვანელათ, მის მიმართ, დისციპლინური სახდელის დაკისრებისას მიღებული იქნებოდა სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება და მთავარი პროკურორი არ დაითხოვდა პროკურატურიდან. ხსენებულ საქმეებზე, სასამართლოს ასევე უნდა გამოეყენებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება #ბს 161-158(კ-15) საქმეზე, რა დროსაც საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისციპლინური გადაცდომა, სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული დარღვევა, განსხვავდება არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო თანამდებობრივი შეუსაბამობისაგან. თუ პირველ შემთხვევაში მოხელე ბრალეულად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, მეორე შემთხვევაში მოხელეს არ ძალუძს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება არასათანადო ცოდნის, არასაკმარისი ჩვევების გამო. ამდენად, საპროცესო კანონის არასწორი გამოყენება დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სამართლებრივად შესაძლებელია შეფასდეს მხოლოდ სამსახურებრივ შეუსაბომობად და არა დისციპლინურ გადაცდომად. შესაბამისად, ამ საფუძვლით პროკურატურიდან მისი დათხოვნა აპელანტის განმარტებით იყო უკანონო და დისკრიმინაციული.

აპელანტის განმარტებით, გ-------------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე სასამართლოს ყურადღებისა და შეფასების გარეშე დარჩა ის გარემოება, რომ გ. ხ----–---–ი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა სტაჟიორმა ი-----–- ც-------ემ ისე, რომ დაზარალებულად ცნობის დადგენილება არ დაუზუსტებია. აღნიშნული გენერალურმა ინსპექციამ დარღვევად არ მიიჩნია. ასეთ შემთხვევაში რატომ ჩაითვალა საქმეზე წინასასამართლო სხდომის განსაზღვრა დარღვევად დაზარალებულად ცნობის დადგენილების დაუზუსტებლად, მისთვის გაუგებარია, რადგანაც საქმეს არ აგზავნიდნენ სასამართლოში არსებითი განხილვის მიზნით. საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ სასამართლომ საქმეზე უპრობლემოდ დაუწესა წინასასამართლო სხდომის ვადა და ამ მოტივით მასზე არანაირი უარყოფითი შედეგი არ დამდგარა. მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ს-------ის რაიონული პროკურორის ბ----- ბ-–---–---–ის განმარტებით, მან, საქმე შეათანხმა ხელმძღვანელობასთან და ისე შეწყვიტა.

12. სააპელაციო საჩივრის განმარტებით, სასამართლომ ი---- ჯ--–--–---–ის კუთვნილი ფულადი თანხის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის 0----------- საქმეზე სათანადო შეფასება არ მისცა ს-------ის რაიონული პროკურორის ბ----- ბ-–---–---–ის მიერ 2015 წლის 11 ივლისს გამოტანილ დადგენილებას შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების განახლების შესახებ, რომლითაც ირკვევა, რომ დადგენილებაში მითითებული არ არის არც ერთ შესასრულებელ საგამოძიებო მოქმედებაზე, რაც ადასტურებს გამოძიების განახლების ფორმალურ ხასიათზე. ი---- ჯ--–--–---–ის საქმესთან დაკავშირებით რაიონულმა პროკურორმა ბ----- ბ-–---–---–მა განმარტა, რომ განმცხადებლის საჩივრის საფუძველზე, მან, შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმეზე განაახლა გამოძიება დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, მაგრამ რომელი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად განაახლა საქმე, ეს არ არის მითითებული დადგენილებაში და არც გამომძიებელი ეკითხება მას. აღნიშნულით დასტურდება მისი განმარტება, რომ ბ-–---–---–მა საქმე მხოლოდ ფორმალურად განაახლა. გარდა ამისა, მიუთითებს, რომ საქმეზე შეწყვეტის გადაწყვეტილებას არა თუ თავად ვერ მიიღებდი, არამედ ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა ვერც ბ-–---–---–ი და ვერც საოლქო პროკურორი. ასეთი სახის გადაწყვეტილებები მიიღებოდა მხოლოდ მთავარ პროკურატურაში. შესაბამისად მისთვის გაუგებარია მთავარ პროკურატურაში მიღებული გადაწყვეტილების გამო მისი დასჯა.

 

დ----- მ------–---–ის განმარტებით, სასამართლოს სამართლებრივი შეფასების მიღმა დარჩა ასევე, 2018 წლის 24 აპრილს მის მიერ ი---- ჯ--–--–---–ის ადვოკატთან, ზ------ ზ------აშვილთან შედგენილი სატელეფონო საუბრის ოქმი, რომლითაც დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით ხსენებულ საქმეზე, არც ერთი პირის მიმართ დაწყებული არ არის სისხლისსამართლებრივი დევნა. უფრო მეტიც, დღემდე ი---- ჯ--–--–---–ი დაზარალებულადაც კი არ არის ცნობილი. როდესაც პროკურორს არ გამოაქვს დადგენილება დაზარალებულად ცნობაზე, ეს ნიშნავს, რომ იგი დანაშაულებრივი ფაქტის არსებობასაც კი არ აღიარებს. ასეთ შემთხვევაში, მისთვის გაუგებარია თუ რას იძიებენ აღნიშნულ საქმეზე ს-------ის პროკურატურაში. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული მიუთითებს, რომ საქმეზე გამოძიება შეწყვეტილი იყო კანონიერად და მისი მხრიდან არავითარ დისციპლინურ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.

13. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ლ---- ბ-----–---–ის #0----------- საქმეზე შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ არასრულწლოვან მ------ ე-–------ის დაზარალებულად ცნობის 2016 წლის 23 მარტის დადგენილება გამოტანილი აქვს სპეციალიზირებულ პროკურორს ზ------ კ-------–-ძეს, რადგანაც მას არ აქვს არასრულწლოვნებთან მუშაობის სათანადო სერთიფიკატი. შესაბამისად პროკურორი იყო ვალდებული თვალი ედევნებინა არასრულწლოვანი დაზარალებულის დაკითხვისთვის. მიუთითებს, რომ თავად არ იყო უფლებამოსილი დაკითხვასთან დაკავშირებით რაიმე მითითება მიეცა გამომძიებლისათვის. აღნიშნავს, რომ დაზარალებულის დაკითხვით არანაირი საპროცესო ნორმა არ ყოფილა დარღვეული. მიიჩნევს, რომ სასამართლომ შეფასება არ მისცა ასევე 2016 წლის 31 მარტს 09 საათზე და 37 წუთზე საქმეში მირეპორტებული არასრულწლოვანი დაზარალებულის უფლებათა ნუსხას, რომლითაც ირკვევა, რომ არასრულწლოვან მ------ ე-–------ს, კანონით დადგენილი წესით, ადვოკატისა და კანონიერი წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით გაეცნო თავისი უფლებები.

ყურადსაღებად მიიჩნევს, იმ გარემოებას, რომ ხსენებული ფაქტი საპროცესო ნორმის დარღვევად არ იქნა მიჩნეული, ასევე ს-------ის რაიონულმა სასამართლომაც რომელმაც, შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, დაამტკიცა მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და საქმეზე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. მიუთითებს, რომ გენერალურმა ინსპექციამ, ხსენებული ფაქტის ირგვლივ ისე ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება, რომ საქმესთან დაკავშირებით არც მას და არც ერთ სხვა პროკურორს არ ჩამოერთვა ახსნა - განმარტება და სრულყოფილად არ უზრუნველყვეს საკითხის შესწავლა. მიიჩნევს, რომ აღნიშნულით, უხეშად დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აპელანტის განმარტებით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. მიუთითებს, რომ სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა 2015 წლის 28 დეკემბრის N1------- მთავარი პროკურორის წერილობითი მიმართვა, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს გაუგზავნა იმ გამომძიებელთა და პროკურორთა სია, რომლებსაც გავლილი ჰქონდათ სპეციალური მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, ფსიქოლოგიასა და არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკაში, რის შედეგადაც მათ მიენიჭათ სპეციალიზირებული პროკურორის სტატუსი და გაიცა სერთიფიკატები. მთავარი პროკურორი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სთხოვს მოსამართლეებმა იხელმძღვანელონ მის მიერ გადაგზავნილი სიით. სიაში მისი გვარი არ ფიგურირებს, რადგანაც არ აქვს გავლილი სპეციალური მომზადება. შესაბამისად, ლ---- ბ-----–---–ის ბრალდების საქმეზე მისი ქმედება, თუნდაც მხოლოდ ამ გარემოების არსებობისას, არ შეიძლება შეფასდეს დისციპლინურ გადაცდომად.

14. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა ვ--–---- ქ-----–---–ისა და ს----- ბ---–---–ის სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე ხსენებულ პირთა მიმართ დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 30 იანვარს გამოტანილ დადგენილებებს და დაეყრდნო მხოლოდ შემოწმების ფორმალურ მონაცემებს. მისი ხელმოწერების არარსებობა გამოწვეულია არა იმიტომ რომ მასზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი, არამედ იმიტომ, რომ საოლქო პროკურორის ადგილზე არყოფნის გამო მან ვერ შეძლო ელექტრონული თანხმობის მოცემა. ამ თანხმობის გარეშე კი მისი ხელმოწერა არ აისახება დადგენილებაზე. ამ შემთხვევაში აპელანტის განმარტებით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 108-ე მუხლით. აპელანტის განმარტებით, საგულისხმოა, რომ მთავარი პროკურატურა არ ედავება საქმის თვითნებურად შეწყვეტაზე და აქცენტს მხოლოდ ხელმოწერაზე აკეთებს. გენერალური ინსპექცია ვალდებული იყო გაერკვია აღნიშნული გარემოება და ამის გათვალისწინებით გაეკეთებინა შესაბამისი დასკვნა.

15. დ----- მ------–---–ის განმარტებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა იმ გარემოებებს, რომ ორ სისხლის სამართლის საქმეზე გენერალურმა ინსპექციამ ერთწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოახდინა მისი დასჯა. მიიჩნევს, რომ არასწორად მიუთითა ის, რომ ხანდაზმულობის ვადის დინება იწყება მას შემდეგ, როცა გენერალური ინსპექცია აღმოაჩენს დარღვევას. მიიჩნევს, რომ აღნიშნული განმარტება არასწორია. ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ს-------ის რაიონული პროკურატურის დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „კ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, რაიონული პროკურორი ამოწმებს ქვემდგომი პროკურორების გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ხოლო „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მთავარი პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ამდენად, დარღვევების გამოვლენა და პროკურატურის მუშაკის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაყენება, პირველ რიგში, რაიონული პროკურორის მოვალეობას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში კი, როდესაც ხსენებული საქმე მის მიერ შეწყდა არა მარტო რაიონული პროკურორის მითითებით, არამედ საოლქო პროკურატურისა და მთავარი პროკურატურის თანხმობით, მისი დისციპლინური სახდელის დაკისრებით დარღვეულია „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნები.

აპელანტის განმარტებით, ზემოხსენებული საქმეების გარდა, სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

16. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გვერდი აუარა და შეფასებები არ მისცა ს-------ის რაიონული პროკურორის ბ----- ბ-–---–---–ისა და მისი მოადგილის ი----- გ---–--–---–ის ახსნა განმარტებებს, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კოპირებულია და ერთგვაროვანია.

17. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ კრიტიკულად არ შეაფასა ის ფაქტები, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 17 დეკემბრის #71-მ ბრძანება გაცნობილი აქვს 2016 წლის 17 თებერვალის ხელწერილით. შესაბამისად, მანამდე ვერ დაარღვევდა მას. სამსახურებრივი დასკვნის მიხედვით, მის მიერ აღნიშნული სამართლებრივი აქტის დარღვევა გამოიხატება სამსახურში გამოცხადებისა და სამსახურიდან გასვლის დაფიქსირების ვალდებულების შეუსრულებლობაში და ინტრანეტში ინფორმაციის შეტანისგან თავის არიდებაში. აღნიშნავს, რომ პროკურატურაში მისვლასა და წამოსვლას ის სისტემატიურად აფიქსირებდა ტექნიკურ საშუალებებზე, რაც დასტურდება გამომძიებელ ხ-----–---–ის მიერ 2016 წლის 10 მარტს შედგენილი დათვალიერების ოქმით. ამდენად, მიუთითებს, რომ მის მიერ ზემოხსენებული ბრძანების პირველი პუნქტი პირნათალდ სრულდებოდა ყოველთვის.

 

რაც შეეხება ბრძანების მე-2 პუნქტს, რომლითაც ევალებოდა სამსახურის დატოვების შემთხვევაში ინფორმაციის ინტრანეტში შეტანა, განმარტავს, რომ შესაბამისი ინფორმაციის ტაბელში შეუტანლობა ზემდგომი პროკურორის თანხმობით ხდებოდა. ამიტომ, ასეთი რეჟიმით მუშაობისათვის მისთვის ხელმძღვანელობას არასოდეს გაფრთხილება არ მოუცია. პირიქით, არაერთხელ იყო წახალისებული მათ მიერ. მეორე, სამსახურებრივ დასკვნაში, კერძოდ, საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 17 დეკემბრის #71-მ ბრძანების დარღვევად შეერაცხა მხოლოდ ბძანების პირველი პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა და არა მე-2 პუნქტის შეუსრულებლობა. ამიტომ, ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შეუსრულებლობა სრულად უნდა გამოირიცხოს და იგი არ შეიძლება ჩაეთვალოს დისციპლინურ გადაცდომაში. აპელანტის განმარტებით, ამ შემთხვევაში სასამართლო გასცდა სამსახურებრივი დასკვნის ფარგლებს და დისციპლინურ გადაცდომად ჩაეთვალა ისეთი სამართლებრივი აქტის დარღვევა, რომელიც დასკვნით არ ჰქონდა შერაცხული. საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ თავისი განჩინებით დაუსაბუთებლად უთხრა უარი ინტრანეტში ინფორმაციის შეტანის დათვალიერებაზე, რითაც დადასტურდებოდა, რომ რაიონული პროკურორები ნამდვილად იყვნენ განთავისუფლებულნი ამ მოვალეობისგან და შესაბამისად, რაიონული პროკურორის მიერ ისიც იყო გათავისუფლებული, რისთვისაც არც ერთხელ არ მიუღია შენიშვნა.

 

18. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 17 დეკემბრის #71-მ ბრძანება ელექტრონულად ჩაჰბარდა 2013 წლის დეკემბერში. პროკურატურის მუშაკთა შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მთავარი პროკურორის მიერ გამოცემული ბრძანება, პროკურატურის მუშაკს უნდა ჩაბარდეს ხელმოწერით. მოცემულ შემთხვევაში კი მიუთითებს, რომ მთავარი პროკურორის ზემოხსენებული ბრძანება 2013 წლის დეკემბერში ხელმოწერით არ ჩაბარებია. მიიჩნევს, რომ ბრძანების ელექტრონული ვერსია არ შეიძლება ჩაითვალოს გაცნობად, რადგანაც „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, პროკურატურის კანცელარია უზრუნველყოფილი არ იყო უსაფრთხოებითა და კონფიდენციალობის დაცვით. საქართველოში ყველა პროკურორს ჰქონდა ერთი და იგივე პაროლი და მის კანცელარიაზე წვდომა სხვა მუშაკებსაც ჰქონდათ. თავად, მთავარ პროკურატურაშიც არ მიაჩნდათ ელექტრონული ვერსია ბრძანების გაცნობად და სწორედ ამიტომ, ხსენებული ბრძანება, შინაგანაწესის შესაბამისად, ხელმოწერით გადაეცა 2016 წლის 17 თებერვალს, როდესაც ისინი მყარ სამართლებრივ საფუძვლებს ქმნიდნენ პროკურატურიდან მის დასათხოვად. მოპასუხის წარმომადგენლების განცხადებას მასზედ, რომ შეეძლო კანცელარიაზე დაეყენებინა მისი საკუთარი პაროლი, განმარტავს, რომ როგორც ს-------ის პროკურატურაში აუხსნეს, პროკურატურის ყველა მუშაკს უნდა ჰქონოდა ერთი და იგივე პაროლი. ბუნებრივია ის ამ წესის წინააღმდეგ ვერ წავიდოდა და ჰქონდა ის პაროლი რომელიც დაუყენეს.

 

19. აპელანტის განმარტებით, ასევე არასწორად შეფასდა სასამართლოს მიერ საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 10 აპრილის N49-მ ბრძანება „სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის გამოყენების შესახებ“. აღნიშნული ბრძანება, პროკურატურის მუშაკთა შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პროკურატურის მუშაკს უნდა ჩაბარდეს ხელმოწერით. მიუთითებს, რომ მთავარი პროკურორის ბრძანება საერთოდ არ ჰქონდა გაცნობილი, რის გამოც შეუძლებელია დაერღვია იგი. მიიჩნევს, რომ ბრძანების გაცნობის ხელწერილის წარდგენის ვალდებულება გააჩნდა მოპასუხე მხარეს, თუმცა, არც მისი და არც სასამართლოს მოთხოვნის მიუხედავად, იგი არ წარმოუდგენია. ბრძანების გაცნობის ხელწერილის ნაცვლად, მოპასუხე მხარემ, 2017 წლის 27 მარტის N1------- წერილით სასამართლოს აცნობა, რომ დ----- მ------–---–მა, 2013 წლის 18-23 თებერვალს, გაიარა პროკურორთა გადამზადების კურსი, რომელიც მოიცავდა სისხლის სამართლის ელექტრონულ საქმის წარმოებას (16 საათი) და მიიღო 80 ქულა (მაქსიმალური ქულა-100; გამსვლელი-75).

 

აპელანტი ადასტურებს, რომ გადამზადების კურსი ნამდვილად გაიარა მთავარ პროკურატურაში და შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის ელექტრონული საქმის წარმოება. მაგრამ აღნიშნავს, რომ ტრენინგი მოიცავდა მხოლოდ ელექტრონული საქმის წარმოების ტექნიკურ საკითხებს და არა მის სამართლებრივ მხარეს. ტრენინგზე შეისწავლა ელექტრონული დოკუმენტების შედგენა, საველე პირობებში მომზადებული დოკუმენტების საქმის ელექტრონულ წარმოებაში ატვირთვა და ა.შ.

 

რაც შეეხება მთავარი პროკურორის 2013 წლის 10 აპრილის N49-მ ბრძანების გაცნობას, ტრენინგის დროს, მას ვერც წერილობით და ვერც ზეპირად ვერ გააცნობდნენ რადგანაც იგი ტრენინგის ჩატარებიდან მხოლოდ ორთვენახევრის შემდეგ გამოიცა. მისი მუშაობის პერიოდში მან არა თუ ხსენებული ბრძანების შინაარსი არ იცოდა, არამედ საერთოდ - არაფერი ვიცოდი მისი არსებობის შესახებაც. აპელანტი მიუთითებს, რომ ამ პირობებში მოპასუხე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს, თუ როგორ მოახერხეს 2013 წლის აპრილში გამოცემული ბრძანების ორთვენახევრით ადრე, ჯერ კიდევ, 2013 წლის თებერვალში მისთვის გაცნობა.

 

20. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა 2016 წლის 18 აგვისტოს No13/54217 წერილობითი მომართვით გადმოგზავნილი მთავარი პროკურორის 2015 წლის 22 დეკემბრის No28 პარაგრაფი 23 ბრძანების ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის დაჯილდოებულია „ტისსოტი“-ს ფირმის მაჯის საათით. ფასიანი საჩუქარი გადაეცა 2015 წლის 30 დეკემბერს. ასეთ შემთხვევაში, თუ 2015 წლის 22 დეკემბრამდე საქმიანობა მთავარმა პროკურორმა ჩაუთვალა წარმატებულად და წამახალისა ფასიანი საჩუქრით, გაუგებარია იგივე საქმიანობა რატომ ჩაუთვალა ინსპექციამ არადამაკმაყოფილებლად და რატომ იყო დისციპლინური წესით დასჯილი. მიჩნევს, რომ აშკარაა, რომ გენერალური ინსპექცია, ნებით თუ უნებლიეთ, თავად მთავარი პროკურორის საქმიანობის კანონიერებასა და სამართლიანობას აყენებს ეჭვის ქვეშ. მიაჩნია, რომ მთავარი პროკურორი მისი წახალისების დროს მოქმედებდა კანონიერად. ხოლო თავად გენერალური ინსპექციის საქმიანობა სამსახურებრივი შემოწმების დროს იყო უკანონო.

21. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა საქართველოს მთავარი პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის 2017 წლის 27 მარტის N--------- წერილობითი მომართვა, რომლითაც დადგენილია, რომ 2015 წლის მაისიდან 2016 წლის ივნისამდე მიღებული აქვს არაერთი პრემია. მათ შორის, პრემია მიიღო 2016 წლის 04 აპრილს, როდესაც უკვე პრაქტიკულად დამთავრებული იყო სამსახურებრივი შემოწმება და დადგენილი იყო ყველა ფაქტობრივი გარემოება. პრემიის მოცემით დადასტურდა, რომ შემოწმებით დადგენილი გარემოებები მთავარ პროკურატურაში არ მიაჩნდათ დისციპლინურ გადაცდომად. მაგრამ შემდგომში რატომ შეიცვალეს პოზიცია, რატომ ჩათვალეს აღნიშნული ფაქტები დისციპლინურ გადაცდომად და რატომ განთავისუფლდა მისთვის გაუგებარია.

22. სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სამსახურში დროულად არ ცხადდებოდა, მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტები არ შეიძლება ჩაითვალოს დისციპლინის დარღვევად, რადგანაც სამუშაო რეჟიმი „საქართველოს პროკურატურის მუშაკების შინაგანაწესის“ შესაბამისად, შეთანხმებული ჰქონდა ს-------ის რაიონულ პროკურორთან. საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამუშაო დრო განისაზღვრება 10:00 საათიდან 19:00 საათამდე. მე-3 პუნქტის თანახმად, პროკურატურის მუშაკებისთვის განსაზღვრულია შესვენების დრო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის უწყვეტი რეჟიმის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, პროკურატურის ცალკეული მუშაკთათვის, დღის განმავლობაში, შესვენების დრო განისაზღვრება შესაბამისი ორგანოს/სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მიერ. 2014 წლიდან, თავად შეთანხმებული იყო რაიონულ პროკურორებთან და მუშაობდა ამ რეჟიმით. კერძოდ; მის შესვენების დროს ანაწილება იმ პერიოდზე, როდესაც ცხადდებოდა და მიდიოდა სამსახურიდან. მიაჩნია, რომ აღნიშნული არ იყო გაცდენა, რადგანაც დრო ეკუთვნოდა შესვენებისთვის. ამ რეჟიმით მუშაობისთვის, მას არა თუ გაფრთხილება არ მიუღია, არამედ პირიქით, მთავარი პროკურორის მიერ წახალისებული იყო 2015 წლის 22 დეკემბერს ფასიანი საჩუქრით, რომელიც პირადად მთავარმა პროკურორმა გადასცა 30 დეკემბერს. მხოლოდ 2016 წლის 25 მარტიდან, გენერალური ინსპექციის მითითების შემდეგ, აღარ იყენებს ამ დროს შესვენებისთვის. გარდა ამისა, შინაგანაწესი კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ გაეცნო მხოლოდ 2016 წლის 17 თებერვალს, რის გამოც მისივე განმარტებით, მანამდე ვერ დაარღვევდა მას.

23. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გვერდი აუარა და არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება იმ 5 სამუშაო დღეს, როდესაც მის მიერ არ არის დაფიქსირებული სამსახურში მისვლისა და წამოსვლის დრო. აღნიშნულზე განმარტავს, რომ პირველი მარტის გარდა, ხსენებულ დღეებში იმყოფებოდა პროცესებზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მიუთითებს, რომ აღნიშნულს ადასტურებს ს-------ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს #3--- წერილობითი პასუხი, საიდანაც ირკვევა, რომ 2015 წლის 22 დეკემბერს და 2016 წლის 26 იანვარს, ის მონაწილეობდა სახელმწიფო ბრალმდებლად თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ ა-–---------- ტ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში.

რაც შეეხება 2016 წლის 23 თებერვლის სასამართლო სხდომას, აპელანტის განმარტებით, საქმეში არსებული მოსამართლის თანაშემწის ცნობის თანახმად, სასამართლო სხდომა გადაიდო მოსამართლის ავადმყოფობის გამო. აღნიშნულზე აპელანტი განმარტავს, რომ ხსენებულ დღეს გაემგზავრა თბილისში პროცესში მონაწილეობის მისაღებად. პროცესამდე, დაახლოებით ერთი საათით ადრე, უკვე თბილისში ყოფნისას, მობილურზე დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწე და შეატყობინა, რომ მოსამართლის ავადმყოფოფბის გამო პროცესი გადაიდო 2 მარტისთვის. ამასთან, მოიხადა ბოდიში, რომ დროულად ვერ შეძლო მისთვის ეცნობებინა პროცესის გადადების შესახებ. მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის წერილით ირკვევა, რომ 2016 წლის 15 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნამდვილად იხილებოდა ვ----– ნ---------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც სახელმწიფო ბრალდებას მხარს უჭერდა თავად. მიუთითებს, რომ როდესაც იმყოფებოდა თბილისში და მონაწილეობდა სააპელაციო სასამართლოში პროცესებზე, ვერ შეძლო ტექნიკურ საშუალებაზე სამსახურში მისვლისა და წამოსვლის ფაქტების დაფიქსირებას. ამდენად, მიუთითებს, რომ ხსენებულ დღეებში, ს-------ის პროკურატურაში მისვლისა და წამოსვლის ტექნიკურ საშუალებაზე დაუფიქსირებლობა არ შეიძლება ჩაეთვალოს დისციპლინის დარღვევად. რაც შეეხება პირველ მარტს, დილით, ს-------ში არ იყო ელექტრო ენერგია, რის გამოც ვერ შეძლო ტექნიკურ საშუალებაზე დაეფიქსირებინა სამსახურში გამოცხადება. რაც შეეხება სამსახურიდან წამოსვლას, ჩანაწერის მიხედვით ფიქსირდება 20:30 საათი.

მიუთითებს, რომ სამსახურში მის დაგვიანებებთან დაკავშირებით რაიონულმა პროკურორმა ბ-–---–---–მა განმარტა, რომ ჰქონდა სამსახურში დროულად გამოცხადების პრობლემები. აპელანტის განმარტებით, რაიონული პროკურორის ამ ზოგადი პასუხიდანაც კარგად ჩანს, რომ მისთვის ცნობილი იყო სამსახურში მისი დაგვიანებების შესახებ. თუმცა, დაგვიანებების ფაქტებზე, რაიონულ პროკურორს არც ერთხელ არ მოუხდენია რეაგირება, რადგანაც შეთანხმებული ჰქონდა მასთან.

24. აპელანტის განარტებით, სასამართლომ გვერდი აუარა და არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ რ----- ბ---–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გენერალური ინსპექცია ს-------ის რაიონული პროკურორის მოადგილესთან შეთანხმებით, მის წინააღმდეგ, სულ ცოტა, ჩასაფრებული მოქმედებდა. აღნიშნულს აპელანტის განმარტებით ადასტურებს სსიპ „ს--------–------ი“-ს მიერ 2016 წლის 14 აპრილს გაცემული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რ----- ბ---–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის #0----------- საქმის ელექტრონულ მასალებში, 2016 წლის 19 მარტს, გენინსპექციის უფროსის მოადგილე, ქალბატონი მ----- კ------ე 2-ჯერ, 19:01 საათზე და 19:23 საათზე არის შესული. ამის შემდეგ, იგი აღარ უნდა დაინტერესებულიყო ხსენებული საქმით, რადგანაც საქმე სასამართლოში იხილებოდა და შეთავაზების ოქმი ჯერ კიდევ არ იყო შედგენილი მის მიერ. 2016 წლის 23 მარტს, პროკურორის მოადგილე გ---–--–---–ისგან მიიღო სიტყვიერი მითითება, რომ რ----- ბ---–---–ის ბრალდების საქმეზე ჯერ განრიდების შეთავაზების ოქმზე მოეწერა ბრალდებულს ხელი, რის შემდეგ თვითონაც მოაწერდა ხელს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოეთხოვა სასამართლოდან სისხლის სამართლის საქმე. მითითების შესრულების შემდეგ, იმავე დღეს, ი----- გ---–--–---–ი 2-ჯერ, 13:31 საათზე და 13:41 საათზე შედის ელექტრონულ საქმეში და განრიდების შეთავაზების ოქმზე აწერს ხელს. ხოლო მისი ხელმოწერიდან, დაახლოებით 2 საათნახევრის შემდეგ, უფრო ზუსტად 16:15 საათზე, ქალბატონი მ----- კ------ე კვლავ შედის ელექტრონულ საქმეში და აფიქსირებს ხსენებულ დარღვევას. თუ ეს უბრალო დამთხვევაა და არა გ---–--–---–ისა და კ------ის წინასწარშეთანხმებული ქმედება, აპელანტისთვის საინტერესოა რატომ არ იქნა მიღებული ზომები გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ ამ დარღვევის აღმოსაფხვრელად. მიუთითებს, რომ თანამდებობის პირების მიერ აღნიშნული ჩაფიქრებული იყო და ხორციელდებოდა იმ მიზნით, რათა ყველა საშუალებით მოეხდინათ მისი დისციპლინური წესით დასჯა.

25. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ გვერდი აუარა და არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება იმ გარემოებას, რომ გამომძიებელ ლ---- ხ-----–---–ის 2016 წლის 12 აპრილის მოხსენებითი ბარათი სამსახურებრივი შემოწმების ვადის 2 თვემდე გაგრძელებასთან დაკავშირებით იყო გაყალბებული. აპელანტის განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხსენებული მოხსენებითი ბარათი შედგენილია კანცელარიის პროგრამის გარეთ. ხოლო თავისუფალ ფურცელზე შედგენილი მოხსენებითი ბარათი გატარებული არ არის კანცელარიაში. იგი შედგენილია დასვენების დღეს, 2016 წლის 12 აპრილს. ამავე დროს, მასალებით არ ირკვევა, დასვენების დღეს, გამომძიებელი ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა სამსახურში, რაც აპელანტის განმარტებით აძლევს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ მის მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათი ვადის გაგრძელების თაობაზე არის ყალბი. შესაბამისად მიიჩნევს, რომ უკანონოდ უნდა ჩაითვალოს ვადის გაგრძელების შემდეგ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, მათ შორის, სამსახურებრივი შემოწმების დასკვნაც. აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნ---------------ემ განაცხადა, რომ გამომძიებელ ხ-----–---–ს არ ესაჭიროებოდა 2016 წლის 12 აპრილს, შაბათ დღეს, გაეყალბებინა მოხსენებითი ბარათი სამსახურებრივი შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ, რადგანაც 04 აპრილსაც არ იყო ვადა გასული. 03 აპრილს კვირა დღე იყო, ხოლო გამომძიებელს 04 აპრილის მითითება არ შეეძლო შემდეგ გარემოების გამო: 2016 წლის 12 აპრილის მოხსებითი ბარათში, სამსახურებრივი შემოწმების გაგრძელების ერთადერთ საფუძვლად მითითებული იყო ის, რომ სსიპ „ს--------–------ი“-დან არ ჰქონდათ მიღებული გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, მ----- კ------ის მიერ 2016 წლის 23 მარტის N1------- მიმართვით გამოთხოვილი ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია გენერალურ ინსპექციას გადაეგზავნა სსიპ „ს--------–------ი“-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გ----------–-–------ის 2016 წლის 04 აპრილის მიმართვით. ვინაიდან, მასალები 04 აპრილს ჰქონდათ გენერალურ ინსპექციაში გაგზავნილი, ამიტომ გამომძიებელი ვერ შეადგენდა ამ თარიღით მოხსენებით ბარათს და პირიქით, ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ ეს მასალები რაც შეიძლება გვიან დაერთო სამსახურებრივ მასალებზე. სწორედ სსიპ „ს--------–------ი“-ს 2016 წლის 14 აპრილის მიმართვა იყო მიზეზი, რომ მოგვიანებით გამომძიებელმა არა ამ თარიღით, არამედ 2 აპრილის თარიღით, შეადგინა ზემოხსენებული ყალბი მოხსენებითი ბარათი.

 

აპელანტისთვის ასევე, გაუგებარია პროკურორ ა----------ის მიერ შეფასების აბსურდად გამოცხადება მასზედ, რომ მოხსენებითი ბარათის კანცელარიაში გაუტარებლობით დაირღვა გენერალური ინსპექციის დებულების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი. ამ შეთხვევაში გამომძიებლის მიერ ამ ნორმის მოთხოვნის იგნორირება მოხდა იმ მხრივ, რომ მან კანცელარიაში არ წარადგინა მოხსენებითი ბარათი, რამაც გენერალური ინსპექციის სპეციალისტს არ მისცა საშუალება შეესრულებინა თავისზედ დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და მოხსენებითი ბარათი გაეტარებინა კანცელარიაში.

26. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება იმ გარემოებას, რომ მას არა მარტო შსს ს-------ის რაიონულ სამმართველოს წარმოებაში არსებულ საქმეებზე ახორციელებდა საპროცესო ხელმძღვანელობას, არამედ ხელმძღვანელობას ახორციელებდა სხვა რაიონების პოლიციის განყოფილებებსა და აგრეთვე ს-------ის რაიონული პროკურატურის წარმოებაში არსებულ საქმეებზეც. საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული დასტურდება 2018 წლის 09 ივლისის მისი შუამდგომლობით (რეგ. #1----------) სასამართლოში წარმოდგენილი დ----- ა-–----–---–ის, ო------------------ის, მ-----– გ-------–---–ისა და შ----- შ---------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასალებით. მიუთითებს, რომ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სისხლის სამართლის საქმეებისა, რომლებზედაც ახორციელებდა ზედამხედველობას. ზემოხსენებული ადასტურებს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილება დაკისრებული ჰქონდა არა მარტო ს-------ის შს ს-------ის რაიონულ სამმართველოზე, არამედ ახორციელებდა იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებსაც სიტყვიერად დაავალებდნენ ზემდგომი პროკურორები. აპელანტის განმარტებით, მთავარი პროკურატურის საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ოქმით ასევე დასტურდება, რომ საბჭოზე წარადგინა დ----- ა-–----–---–ის, ო------------------ის, მ-----– გ-------–---–ისა და შ----- შ---------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც იყო უშუალოდ ს-------ის პროკურატურისა და შსს დედოფლისწყაროს სამმართველოს წარმოებაში და მათზე თავად ახორციელებდა ზედამხედველობას. აღნიშნული ადასტურებს, რომ ფუნქციური ბრძანების არარსებობის პირობებში ასრულებდა ზემდგომი პროკურორების სიტყვიერ დავალებებს.

27. სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ გვერდი აუარა და არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 16 აპრილს, ქ. ს-------ში, საპატრულო პოლიციის ინსპექტორმა უკანონოდ შეუდგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დააჯარიმა 500 ლარით. მიუთითებს, რომ მისი არაერთი განცხადება, რომლითაც მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, სრულად იქნა იგნორირებული იმ საფუძვლით, რომ პატრულ - ინსპექტორის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა დანაშაულებრივ ქმედებას. განმარტავს, რომ მის განცხადებებში დეტალურად მიუთითებდა, რომ ინსპექტორს გადასცა მისი მართვის მოწმობა, რომელიც სახლიდან მიუტანეს შსს ს-------ის რაიონული სამმართველოს გამომძიებლებმა. მათ მოწმობის კანონიერება გადაამოწმეს მომსახურების სააგენტოს თ--–--ის რეგიონულ განყოფილებაში და იცოდნენ, რომ იგი კანონიერი იყო, თუმცა აპელანტის განმარტებით, თავიანთი ხელმძღვანელების უკანონო მითითებით მაინც შეუდგინეს კანონსაწინააღმდეგო საჯარიმო ქვითარი.

28. მიუთითებს, რომ სასამართლომ გვერდი აუარა და არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსისის მოადგილემ მ----- კ------ემ, 2016 წლის 08 აპრილს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან მის შესახებ ადმინისტრაციული - სამართალდარღვევის მასალები და სამხრე კამერის ჩანაწერები სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში გამოითხოვა ვარაუდის საფუძველზე, იმის გასარკვევად, ხომ არ ჰქონდა ჩადენილი პროკურორისთვის შეუფერებელი საქციელი. აპელანტის განმარტებით, ვარაუდი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს რომელიმე ფაქტზე სამსახურებრივ შემოწმების დაწყებას და შესაბამისად, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ სამხრე -კამერის ჩანაწერისა და მასალების გამოთხოვა იყო კანონსაწინააღმდეგო. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის #33 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) დებულების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გენრალური ინსპექციის მოთხოვნა არ უნდა ზღუდავდეს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. გენერალური ინსპექციის მიერ სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების, აგრეთვე, პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვა, მიღება და გაცნობა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. გენერალური ინსპექციის დებულება გამონაკლისის სახით არ აძლევს ინსპექციის პროკურორს უფლებას სამსახურებრივი შემოწმებისას გამოითხოვოს პერსონალური მონაცემების შემცველი ისეთი ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც მიეკუთვნება ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. აპელანტი მიუთითებს, რომ გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეს სამხრე კამერის ჩანაწერების გათხოვის უფლება ჰქონდა მხოლოდ შესაბამისი მუხლებით დაწყებულ გამოძიებაზე და სასამართლოს განჩინების საფუძველზე. წარმოდგენილ მტკიცებულებაში, კერძოდ; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლის #გ-1--------- გადაწყვეტილებაში იმის მტკიცება, რომ საპატრულო პოლიციის მიერ სამხრე-კამერის ჩანაწერების პროკურატურის გენერალურ ინსპექციისთვის გადაცემა მოხდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად არის სრული აბსურდი, რადგანაც ხსენებული ნორმის თანახმად, პოლიცია თავად იყენებს ჩანაწერებს და პროკურატურას ვიდეო ჩანაწერს გადასცემს არა წერილობითი მიმართვის საფუძველზე, არამედ მხოლოდ დანაშაულის არსებობის დროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისას. აპელანტის განმარტებით, ზემოხსენებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ როდესაც გენერალური ინსპექცია სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, ვარაუდების საფუძველზე ცდილობს აღმოუჩინოს რაიმე სხვა სახის რაიმე სამართალდარღვევა, ადასტურებს მის მტკიცებას სამსახურებრივ დევნასთან დაკავშირებით.

29. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ მის მიმართ სამსახურებრივი შემოწმება რეალურად დაიწყო 2016 წლის 14 იანვარს, ქ. თ--–--ში მდებარე რესტორანში მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც კ------ს საფინანსო პოლიციის უფროსმა ბ---- ტ-----–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს-------ის რაიონულ პროკურორს, ბ----- ბ-–---–---–ს. აღნიშნულის გამო მთავარი პროკურორის მითითებით, ბ---- ტყემელაძეს დააწერინეს განცხადება და გაათავისუფლეს თანამდებობიდან შემთხვევიდან რამდენიმე დღეში. ასევე, შეფასება არ მიეცა მის მიერ მითითებულ გარემოებებს მასზედ, რომ პროკურატურიდან კ--- ს----–---–ის გათავისუფლება უკავშირდება თ--–--ის რესტორანში მომხდარ ინციდენტს. ეს უკანასკნელი აიძულეს დაეწერა განცხადება პროკურატურიდან დათხოვნის თაობაზე. თავდაპირველ შეთავაზებაზე, მან უარი განუცხადა, თუმცა შემდგომში, ს-------ის პროკურატურაში უთხრეს, რომ ასეთ შემთხვევაში საქმეში ჩაერთვებოდა გენერალური ინსპექცია და პენსიის გარეშე მოუხდებოდა პროკურატურის დატოვება, რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა დაეწერა განცხადება.

აპელანტის განმარტებით, თ--–--ის რესტორანში მომხდარი ინციდენტი სასამართლო სხდომაზე ასევე დაადასტურა პროკურორმა ნ---------------ემაც, რომელმაც განაცხადა, რომ ხსენებულ ინციდენტს არანაირი კავშირი არ ჰქონდა პროკურატურიდან მის დათხოვნის საქმესთან. აპელანტი მიუთითებს, რომ მთავარი პროკურატურა ვალდებული იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩაეტარებინა სრულყოფილი გამოძიება, მაგრამ მისი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გამოძიება არ ჩატარდა.

30. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ გვერდი აუარა და არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება იმ გარემოებას, რომ ვინაიდან შემოწმების პროცესში არ უდასტურდებოდა დარღვევები, გენერალური ინსპექცია ყოველმხრივ ცდილობდა მისთვის გამოევლინა თუნდაც ერთი დარღვევის ფაქტი. ამ მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიდან 2016 წელს პროკურატურაში გადაგზავნილ 10 სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, მხოლოდ მის მიმართ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება. ხოლო როდესაც გაირკვა, რომ დარღვევასთან დაკავშირებით იკვეთებოდა არა მისი, არამედ სხვა პროკურორის ბრალეულობა, შეწყდა შემოწმება და სხვა 9 ფაქტის მსგავსად, ეს დარღვევაც პრაქტიკულად რეაგირების გარეშე დარჩა. მიუთითებს, რომ მართალია მის განცხადებებთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურიდან მიიღო წერილობითი პასუხები, სადაც მითითებული იყო, რომ ყველა სამართალდამრღვევ პროკურორს მიეცა რეკომენდაცია, მაგრამ არც ერთ პასუხში არ ეცნობა მათ მიმართ სამსახურებრივი შემოწმების დაწყებისა და დამთავრების ზუსტი თარიღი და ასევე არ გადაეცა მის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალების ასლები, რადგანაც დადასტურდებოდა, რომ სხვა პროკურორების მიმართ გენერალურ ინსპექციაში სინამდვილეში არანაირი შემოწმება არ ჩატარებულა.

31. დ----- მ------–---–ის განმარტებით, სასამართლომ გვერდი აუარა და არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება იმ გარემოებას, რომ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის ანგარიშის ამონარიდით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნულ 10 სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურამ განმარტა, რომ პროკურორის დადგენილების ინსპექტორთან წარმოუდგენლობა განპირობებული იყო კონკრეტული სამართლებრივი შედეგების მისაღწევად, დროის უმოკლეს პერიოდში, სისხლის სამართლის საქმეებზე ერთდროულად მრავალი გადაუდებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების დაგეგმვა/განხორციელებით. აპელანტის განმარტებით, მთავარი პროკურატურის აღნიშნული პასუხი ნათლად ადასტურებს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევებზე, პროკურატურაში არანაირი რეაგირება არ მომხდარა. მათ დარღვევები გაამართლეს იმით, რომ პროკურორები გადატვირთულები იყვნენ და ამიტომ ვერ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობები. აღნიშნული პასუხი 2016 წლის ანგარიშში მკაცრად გააკრიტიკა ინსპექტორმა და იგი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევად ჩაუთვალა მთავარ პროკურატურას.

32. მიუთითებს, რომ სასამართლომ გვერდი აუარა და არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება იმ გარემოებას, რომ პროკურორმა ა----------ემ არ შეასრულა მოსამართლის 2017 წლის 28 ნოემბრის საოქმო განჩინება, სასამართლოს არ გაუგზავნა მოთხოვნილი ინფორმაცია ინტრანეტის ამონაბეჭდი და ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რის გამოც მთავარ პროკურორს არაერთხელ მოსთხოვა მის მიმართ სამსახურებრივი შემოწმების დაწყება. თუმცა გენერალური ინსპექციის მხრიდან შემოწმების დაწყებაზე ყოველთვის უსაფუძვლოდ ეთქვა უარი. მართალია პროკურორმა კ------ემ მოგვიანებით სასამართლოს გაუგზავნა მოთხოვნილი მტკიცებულებები, მაგრამ იგი არ გამორიცხავდა პროკურატურის მუშაკის მიმართ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს და მასზე აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო სამსახურებრივი შემოწმება. აღნიშნული ადასტურებს, რომ მთავარ პროკურატურაში სამსახურებრივი შემოწმება იწყება არა დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე, არამედ მისი დაწყება ხდება მიკერძოებით, პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე. ამდენად, მიიჩნევს, რომ მის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმება და ამის შედეგად პროკურატურიდან მისი დათხოვნა წარმოადგენს უკანონობას და დისკრიმინაციას.

33. განმარტავს, რომ სასამართლომ გვერდი აუარა და არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება იმ გარემოებას, რომ პროკურორების: ნ---------------ისა და ა----------ის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი პროკურატურის შიდა საინფორმაციო ვებ-გვერდის (ინტრანეტის) ამონაბეჭდი არის გაყალბებული. წარმოდგენილი დოკუმენტი არც ფორმით და არც შინაარსით არ შეესაბამება ინტრანეტში დაფიქსირებულ მონაცემებს და ამასთან ერთად, ეწინააღმდეგება საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 17 დეკემბრის #71-მ ბრძანების მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რადგანაც მასში არ არის მითითებული პროკურატურის მუშაკების მიერ სამუშაო საათებში სამსახურიდან გასვლის მიზეზები. მთავარი პროკურორისადმი მისი არაერთი მოთხოვნა ყალბი დოკუმენტის შედგენის ფაქტზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, რა დროსაც პროკურატურის კომპიუტერულ ბაზაში დათვალიერდებოდა შიდა საინფორმაციო ვებ-გვერდი(ინტრანეტი) რაიონული პროკურორის მიერ მასში შეტანილი ინფორმაციის შესამოწმებლად, გენერალური ინსპექციის მიერ უგულვებელყოფილი იქნა და არ დაიწყო გამოძიება უსაფუძვლობის გამო. ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს უარს მის შუამდგომლობაზე მთავარი პროკურატურის შიდა საინფორმაციო ვებ-გვერდის (ინტრანეტი) დათვალიერებასთან დაკავშირებით. აპელანტი მიიჩნევს, რომ ის ფაქტი, რომ რაიონული პროკურორები - სიტყვიერად ნამდვილად იყვნენ გათავისუფლებულნი ინტრანეტში ინფორმაციის შეტანისგან, დასტურდება 2018 წლის 28 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლის ნ---------------ის მიერ გამოთქმული განცხადებითაც, რომ რაიონულ პროკურორთან რიგითი პროკურორის შედარება არ შეიძლება და რაიონული პროკურორების გათავისუფლება არ ნიშნავდა ბრძანების შესრულებისგან მის გათავისუფლებას. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ რაიონული პროკურორების გათავისუფლება მოხდა არა მთავარი პროკურორის წერილობითი ბრძანებით, არამედ მხოლოდ სიტყვიერი მითითებით. ასეთ შემთხვევაში, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სრულიად კანონიერი იყო რაიონული პროკურორის მიერ სიტყვიერად მისი გათავისუფლება ინტრანეტში ინფორმაციის შეტანისგან. მისი შეუსრულებლობა კი მთლიანად გამორიცხავს მისი მხრიდან დისციპლინურ გადაცდომის ჩადენის ფაქტს.

34. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გვერდი აუარა და არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 05 თებერვალს, საქართველოს მთავარი პროკურატურიდან გამოითხოვა 2016-2017 წლების პერიოდის სტატისტიკა, რომელიც შეეხებოდა საქმეებზე გამოტანილ გამამართლებელ განაჩენებს, უკანონო პატიმრობებსა და მასზე მოხდენილ რეაგირებას. თუმცა პროკურატურიდან მიიღო პასუხი, რომ ისინი ამ სახის აღრიცხვას არ აწარმოებენ. აპელანტი მიიჩნევს, რომ როდესაც მთავარ პროკურატურაში გამამართლებელ განაჩენებზე და უკანონო პატიმრობებთან დაკავშირებით სტატისტიკას არ აწარმოებენ და პროკურორების მიმართ სამსახურებრივ შემოწმებასაც კი არ იწყებენ, ხოლო მისი მონაწილეობით სასამართლოში ლ---- ბ-----–---–ის ბრალდების საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უდებენ პროკურატურიდან მის დათხოვნის ბრძანებას, ასეთი ქმედება წარმოადგენს მის მიმართ სამსახურებრივი დევნის ნათელ მაგალითს.

35. მიუთითებს, რომ სასამართლომ გვერდი აუარა და არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 25 მაისს მიღებული პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსის ცალკეული მუხლები შეუსაბამოა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარველოს კანონთან და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონთან. ეთიკის კოდექსის ახალი რედაქციით პროკურატურის მუშაკის მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა და არაჯეროვანი შესრულება განმარტებულია იმგვარად, რომ განსაზღვრული არ არის კონკრეტულად რაში უნდა გამოიხატებოდეს კანონით დაკისრებული მოვალეობა. აპელანტს მიაჩნია, რომ ამ ტერმინის განმარტებას თავი იმიტომ აარიდეს, რომ კოდექსში ვერ ჩაწერდნენ, რასაც მოპასუხე მხარის წარმომადგენლები სასამართლო სხდომაზე სიტყვიერად აცხადებენ. კერძოდ, ვერ ჩაწერდნენ, რომ კანონით დაკისრებული მოვალეობა ეს არის პროკურორის მიერ სიტყვიერი დავალება. აშკარაა, რომ მთავარი პროკურატურის მიერ ეთიკის კოდექსის ახალი რედაქცია მომზადებულია სწორედ მათ შორის არსებულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით, სადაც კანონით დაკისრებული მოვალეობის განსაზღვრა წარმოადგენს დავის მნიშვნელოვან გარემოებას. მიაჩნია, რომ ეთიკის კოდექსში ცვლილებები მთავარმა პროკურატურამ უკანონოდ იმიტომ შეიტანა, რომ სამართლებრივად გაამართლოს პროკურატურიდან მისი დათხოვნის უკანონო ბრძანება.

36. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ გვერდი აუარა და არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება იმ გარემოებას, რომ მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან, მ------ ვ----ისგან, მოითხოვა გამოძიების დაწყება გამომძიებელ ლ---- ხ-----–---–ის მიმართ, რომელმაც სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მის მიმართ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სასურველი ახსნა - განმარტების მიღების მიზნით. მისივე განმარტებით, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა გამომძიებელს იმიტომ დასჭირდა, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სრულად გამორიცხავდა მისი მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტებს, იგი ცდილობდა ზეწოლის შედეგად მიეღო მისთვის სასურველი განმარტება. აპელანტის განმარტებით, აღნიშნულით დასტურდება, რომ გენერალური ინსპექცია მისი განცხადების საფუძველზე კვლავ უსაფუძვლოდ აცხადებს უარს გამოძიების დაწყებაზე, რადგანაც როდესაც პირდაპირ უთითებს მის მიმართ განხორციელებულ ფსიქიკურ ძალადობაზე, დასვენებისა და საკვების მიღების შეზღუდვაზე სასურველი ახსნა - განმარტების მისაღებად და სხვა სამართალდარღვევებზე, პროკურორი ვალდებულია, საქართველოს სსს კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

37. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გვერდი აუარა და არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 23 მარტს, გენერალურ ინსპექციაში პროკურორ ბ----- ბ-–---–---–თან გასაუბრება ჩატარებულია არასრულყოფილად. გამოსაკითხ პირთან გარკვეული არ არის ქ. თ--–--ის რესტორანში 2016 წლის 14 იანვარს ბ---- ტ-----–--ის მიერ ხულიგნობის დროს ჩადენილი ისეთი ქმედებები, რომლებზეც მიუთითებდა მის განცხადებებსა და შუამდგომლობებში და რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გამოძიების დასაწყებად. მიუთითებს, რომ პროკურორმა გ---–- გ-------ემ, გასაუბრების დროს, აღნიშნული საკითხები არ გადაამოწმა ბ-–---–---–თან მასზედ, რომ დაემალა ბ---- ტ-----–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტი. მიიჩნევს, რომ გამოძიების ჩატარებით სრულად გამოირიცხებოდა მის მიერ რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა და უტყუარად დადასტურდებოდა ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიმართ დაწყებულ სამსახურებრივ დევნასა და საბოლოოდ პროკურატურიდან უკანონო დათხოვნას. მიუთითებს, რომ ითხოვდა ბ-–---–---–ის ახსნა - განმარტებისა და სხვა მასალების გადაგზავნას, თუმცა მხოლოდ ახსნა -განმარტება იქნა გადაგზავნილი. აღნიშნული, აპელანტის განმარტებით ლოგიკურად ბადებს ბევრ კითხვის ნიშანს ჩამორთმეულ ახსნა - განმარტებასთან დაკავშირებით.

38. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ გვერდი აუარა და არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურისგან მოითხოვა მიმართ შედგენილი სამსახურებრივი დასკვნაში პროკურორ ბ----- ბ-–---–---–ის ახსნა - განმარტების გაყალბების ფაქტზე დაწყებულიყო სამსახურებრივი შემოწმება, თუმცა უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ სიყალბეს ადგილი არ ჰქონდა, რადგანაც აღნიშნული გამომდინარეობდა მოპოვებული მასალების შინაარსიდან და ანალიზიდან. მისივე განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გენერალური ინსპექციის აშკარად უკანონო გადაწყვეტილება არ დაიწყოს დისციპლინური წარმოება სამსახურებრივი შემოწმების დასკვნის გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით, წარმოადგენდა სასამართლოსადმი გაგზავნილ მესიჯს, რათა მოსამართლეს დასკვნის გაყალბებული ნაწილი მიეჩნია მხოლოდ და მხოლოდ პროკურორის ანალიზად და არა სამართალდარღვევად და განსახილველ საქმეზე გამოეტანა მოპასუხე მხარისათვის სასურველი გადაწყვეტილება, რასაც მიაღწია კიდეც.

39. დ----- მ------–---–ი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გვერდი აუარა და არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2018 წლის 20 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნ---------------ემ ვ--–---- ხ------------ის საქმესთან დაკავშირებით, არაერთხელ განუცხადა, რომ ხომ არ სურდა მის მიმართ დაწყებულიყო გამოძიება, რითაც ფაქტობრივად დაემუქრა და განახორციელა შანტაჟი, იმ მიზნით, რომ შეეწყვიტა სასარჩელო მოთხოვნის მხარდაჭერა. აპელანტის განმარტებით, 2018 წლის 25 დეკემბერს, წერილობითი მოსაზრება წარადგინა სასამართლოში(რეგ.w1----------), სადაც პროკურორის ამ მუქარასთან დაკავშირებითაც მიუთითა. თუმცა, სასამართლომ არც უშუალოდ სხდომაზე და არც მის მოსაზრებაზე, არავითარი რეაგირება არ მოახდინა. პროკურორ გ--------ის კანონსაწინააღმდეგო ქმედება ასევე რეაგირების გარეშე დატოვა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამაც, რომელსაც 2018 წლის 28 დეკემბრის განცხადებით (რეგ. #0----------) მოსთხოვა მის მიმართ დაეწყო გამოძიება ვ--–---- ხ------------ის საქმესთან დაკავშირებით ან/და მის მიმართ განხორციელებულ მუქარისა და შანტაჟის ფაქტებზე პროკურორ გ--------ის მიმართ დაწყებულიყო გამოძიება. მიუთითებს, რომ მიუხედავად აღნიშნულისა, პროკურატურიდან დღემდე არ მიუღია პასუხი.

40. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა კ------ს საოლქო პროკურორის ვ-–- ფ-------–---–ის მიერ საქართველოს მთავარი პროკურორის ი-----–- შ-----ძის სახელზე 2016 წლის 09 მარტის თარიღით შედგენილი მოხსენებითი ბარათი. მიუთითებს, რომ მოხსენებით ბარათზე არ არის მთავარი პროკურორის რეზოლუცია, რომლითაც გენერალურ ინსპექციას დაევალა მის მიმართ დაეწყო სამსახურებრივი შემოწმება.

განმარტავს, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა ნ---------------ემ 2018 წლის 20 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე წარადგინა მთავარი პროკურატურის კანცელარიის ბარათი, რომელიც შეეხება - ვ-–- ფ-------–---–ის ზემოხსენებული მოხსენებითი ბარათის გენერალურ ინსპექციაში გადაგზავნის ფაქტს და განმარტა, რომ მოხსენებითი ბარათის გენერალურ ინსპექციაში გადაგზავნა მოხდა არა ქაღალდის მასალებით, არამედ ელექტრონულად, რის შემდეგაც დაწყებული იქნა სამსახურებრივი შემოწმება. წარმოდგენილი კანცელარიის ბარათით დასტურდება, რომ მოხსენებით ბარათს არ ერთვის თანდართული მასალები - ს-------ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რაც აპელანტის განმარტებით მიუთითებას, რომ მოხსენებითი ბარათი კ------ს პროკურატურიდან მთავარ პროკურატურაში თანდართული მასალების გარეშე იქნა გადაგზავნილი. შესაბამისად, მხოლოდ მოხსენებით ბარათზე სამსახურებრივი შემოწმების დაწყების შესახებ გენერალურ ინსპექციაში გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნებოდა. გარდა ამისა, კანცელარიის ბარათიდან ირკვევა, რომ ელექტრონულად გადაგზავნილ მოხსენებით ბარათზე გენერალური ინსპექციის უფროსმა ბ------ ა----–-ძემ რეაგირება მოახდინა მხოლოდ 6 დღის შემდეგ, 15 მარტს. შესაბამისად, გენერალური ინსპექციის უფროსს მხოლოდ ამ დღეს შეეძლო მიეღო მის მიმართ სამსახურებრივი შემოწმების დაწყების გადაწყვეტილება. აპელანტისთვის ასევე, გაუგებარია საიდან და როგორ მოხდა ქაღალდის მოხსენებითი ბარათი გენერალურ ინსპექციაში, მაშინ როდესაც იგი ეგზავნება მთავარ პროკურორს და მოხსენებითი ბარათიდან არ ჩანს ამ უკანასკნელმა ვის დაავალა მასზე რეაგირება. ამდენად, მიიჩნევს, რომ გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო ისე, რომ არ ჰქონდა ამის კანონიერი საფუძველი- მთავარი პროკურორის შესაბამისი მითითება, რაც გათვალისწინებულია გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით.

მიუთითებს, რომ ქაღალდის მასალებზე გენერალური ინსპექცია მის მიმართ სამსახურებრივ შემოწმებას ვერ დაიწყებდა, რადგანაც მასზე არ იყო მთავარი პროკურორისა და გენერალური ინსპექციის რეზოლუციები. ასევე, ელექტრონულად გადაგზავნილ მასალებზეც ვერ დაიწყებდა შემოწმებას, რადგანაც გენერალური ინსპექციის უფროსმა მასზე რეაგირება მოახდინა მხოლოდ 6 დღის შემდეგ, 2016 წლის 15 მარტს.

საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში შეფასებას აძლევს ზემოხსენებულ განცხადებებს, სადაც მითითებულია მისი სამსახურებრივ დევნასთან დაკავშირებით და ასკვნის, რომ აღნიშნული ემყარება მხოლოდ მის დაუსაბუთებელ ახსნა - განმარტებას.

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს ამ შემთხვევაში უნდა ეხელმძღვანელა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, რომლითაც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს. აღნიშნული მდგომარეობს მასში, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო, არ ასრულებს თავის მოვალეობას, არ იწყებს საქმეზე გამოძიებას, მოსარჩელე მხარეს არ აძლევს მოთხოვნილ მასალებს და ინფორმაციებს ან აძლევს მას არასრულყოფილად, ასეთ დროს, სასამართლომ საქმეზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმ მასალებზე დაყრდნობით, რომელიც სასამართლოში წარდგენილია მოსარჩელე მხარის მიერ.

41. აპელანტი მიუთითებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, პროკურატურის მუშაკის ხელფასი შედგება თანამდებობრივი სარგოსაგან, პრემიისაგან და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისაგან. (ძველი რედაქციით) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იმავე კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. ამასთან, მიუთითებს, რომ დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 81-ე მუხლის მე-2 პუნქტის (დღეს მოქმედი რედაქციით) თანახმად, პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატს, ფულად ჯილდოს და შეიძლება მოიცავდეს წოდებისათვის დადგენილ სარგოს და წელთა ნამსახურების დანამატს, რომელთა ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.

აპელანტის განმარტებით, დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს გათავისუფლებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიადგა. შესაბამისად, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 108-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში ის სამართლებრივი შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 41-ე მუხლის ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

აპელანტის განმარტებით, სამსახურში აღდგენის დავალების შემთხვევაში საქართველოს გენერალურ პროკურატურას უნდა დაავალოს არა მხოლოდ მისთვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება, არამედ განაცდური მიუღებელი ხელფასის სრული ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე არსებითი კომპონენტის სახით მოიცავს გარანტიას, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას, ის უნდა იყოს დასაბუთებული, საკმარისად არგუმენტირებული და სამართლიანი. მოცემულ შემთხვევაში, მიიჩნევს, რომ სასამართლოს მხრიდან აღნიშნული უფლების ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მის მიმართ დარღვეულია, რადგანაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საკმარისად არ არის დასაბუთებული. ამასთან, ვინაიდან სასამართლოს არ ჰქონდა არსებითი მსჯელობა დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი საფუძვლიანობის შემოწმება. მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევას, რის გამოც აპელანტის მოსაზრებით უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სრულად დაკმაყოფილდეს მისი სასარჩელო მოთხოვნები საპაექრო სიტყვაში დაზუსტებული პირობებით.

42. სააპელაციო საჩივრის ავტორი ასევე ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 თებერვლის საოქმო განჩინებას და მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა შსს ს-------ის რაიონული სამმართველოდან სისხლის სამართლის საქმეების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

მიუთითებს, რომ სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია დიდი ალბათობით თავმოყრილი იქნებოდა ადმინისტრაციული წარმოების მასალებში. მიუთითებს, რომ სასამართლო პროცესზე შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლის კითხვაზე თუ რატომ არ წარადგინა სასამართლოში მოპასუხე მხარის მიერ მისთვის გადაცემული სრული მასალები, განმარტა, რომ მასალების უმრავლესობას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ადმინისტრაციული საქმის მასალებთან, რის გამოც ისინი არ წარადგინა სასამართლოში მტკიცებულებებად. მიიჩნევს, რომ სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ ადმინისტრაციულ საქმის მასალებში არ იყო განთავსებული მის მიერ მოთხოვნილი სისხლის სამართლის საქმის სრული მტკიცებულებები, თუმცა უსაფუძვლოდ არ დაუკმაყოფილა შუამდგომლობა, ხოლო საქმეების სრული მასალების შესწავლის გარეშე აპელანტის განმარტებით შეუძლებელია სასამართლომ განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეზე მიიღოს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება.

43. აპელანტი ასევე სადავოდ ხდის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 თებერვლის საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა და უარი ეთქვა საქართველოს მთავარი პროკურატურის კომპიუტერულ ბაზაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 138-ე მუხლის დათვალიერებული და გამოკვლეული ყოფილიყო შიდა საინფორმაციო ვებ გვერდი (ინტრანეტი), რომელიც შეეხებოდა 2017 წლის 01 ივლისიდან 2017 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში ს-------ის რაიონული პროკურორის ლ---- ბ----–---–ის მიერ მასში შეტანილ ინფორმაციას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნული საპროცესო მოქმედების ჩატარების აუცილებლობას ასაბუთებდა იმ გარემოებით, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია ზემოხსენებულ პერიოდში ს-------ის რაიონული პროკურორის ლ---- ბ----–---–ის მიერ ინტრანეტში შეტანილი ინფორმაცია იყო ყალბი. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლო ვალდებული იყო არა მარტო დაეკმაყოფილებინა შუამდგომლობა, არამედ მასალები გამოძიების ჩატარების მიზნით გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში. ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული მასალები მოპასუხე მხარის წარმომადგენლების მიერ სასამართლოში წარდგენილი იყო 2017 წლის 28 ნოემბრის მოსამართლის საოქმო განჩინების საფუძველზე და საქმის მასალებთან რელ----ტური იყო.

44. საჩივრის ავტორი ასევე ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის საოქმო განჩინებას რომლითაც არ დაკმაყოფილდა 2018 წლის წლის 23 თებერვლის შუამდგომლობა საქართველოს მთავარი პროკურატურიდან 2016 - 2017 წლების პერიოდში, გამამართლებელ განაჩენებზე სტატისტიკის გამოთხოვასთან დაკავშირებით.

 

მიუთითებს, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია საშუალებას მისცემდა სასამართლოს მთავარ პროკურატურაში დისციპლინური საკითხების გადაწყვეტისას, თანაზომიერებისა და პროპორციულობის პრინციპების გათვალისწინებით, საქმეზე ობიექტურად შეეფასებინა მის მიმართ მოდავებული ქმედებებით დამდგარი სამართლებრივი და ფაქტობრივი შედეგები და სწორად განესაზღვრა განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში პროკურატურიდან მისი დათხოვნის კანონიერება. აპელანტის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურიდან წერილობით განუმარტეს, რომ ისინი გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკას არ აწარმოებენ. აპელანტის განმარტებით, მოპასუხე მხარის აღნიშნული პოზიცია სასამართლო სხდომაზე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლომ და მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის პასუხი და სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან,ამდენად, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული საოქმო განჩინება როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი და დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა გამამართლებელ განაჩენებზე სტსტისტიკური ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით.

45. საჩივრის ავტორი ასევე სადავოდ ხდის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მის მიერ წარდგენილი 2018 წლის 26 აპრილის შუამდგომლობა, რომლითაც ითხოვდა 2016 წელს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიდან საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადაგზავნილ 10 სამართალდარღვევის მასალაზე როდის დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება 9 პირის მიმართ. ასევე მოითხოვა გადაეგზავნათ მის მიმართ ამავე ფაქტზე ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები. ამდენად, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული საოქმო განჩინება, როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი და დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს მთავარი პროკურორის 2016 წლის 12 ივლისის №-- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს, ხოლო საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შესახებ 2016 წლის 7 მაისის №1----- დასკვნა და ასევე საქართველოს მთავარი პროკურორის გენერალური ინსპექციის უფროსის 2016 წლის 7 მაისის №1------- მოხსენებითი ბარათი პალატის მოსაზრებით, წარმოადგენს ზემოთ მითითებული ბრძანების გამოცემასთან დაკავშირებით წარმოებული ადმინისტრაციული წარმოების შემადგენელ ნაწილს და შესაბამისად, ისინი უნდა იქნას განხილული და შეფასებული ერთობლიობაში.

 

პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ - შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ხოლო მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებას, რომელში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენს საქართველოს პროკურატურა.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ დ----- მ------–---–ს, ს-------ის რაიონული პროკურატურიდან განთავისუფლებამდე ეკავა ს-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორის თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

განსახილველი დავის ფარგლებში პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ, არსებული ფაქტობრივ - სამართლებრივი გარემოებები ამართლებდა თუ არა პირის შრომითი უფლების შეზღუდვას - სამსახურიდან გათავისუფლებას, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებული ქმედება არის თუ არა ადეკვატური შექმნილ ვითარებაში და ხომ არ მოხდა დასაქმებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - შრომის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტის დ----- მ------–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების მიღების საფუძველად მითითებულია: „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, 34-ე მუხლის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტები და 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსის მოხსენებითი ბარათი და საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შესახებ 2016 წლის 7 მაისის №1----- დასკვნა.

 

პალატა მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება სადაო პერიოდში მოქმედ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მთავარი პროკურორი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურორებს, სხვა ქვემდგომ პროკურორებს, გამომძიებლებს და პროკურატურის სხვა მუშაკებს. ამავე კანონის 34-ე მუხლის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, პროკურატურის მუშაკი პროკურატურიდან შეიძლება დაითხოვონ სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას; სამსახურებრივი დისციპლინის უხეშად ან სისტემატურად დარღვევისას, ხოლო ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პროკურატურის მუშაკის მიერ ფიცის გატეხვისათვის, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის, პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენისათვის ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა; დ) თანამდებობიდან განთავისუფლება; ე) პროკურატურიდან დათხოვნა. ამდენად პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ განთავისუფლების ბრძანებაში სწორად იქნა მითითებული საფუძვლები.

 

სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს, აპელანტის იმ განმარტებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქართველოს მთავარი პროკურორის 2016 წლის 12 ივლისის N-- ბრძანების სამართლებრივი საფუძვლები. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ მოსაზრებას, რომ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მთავარმა პროკურორმა უნდა იხელმძღვანელოს იმ შემთხვევაში, როდესაც მუშაკს პროკურატურიდან დაითხოვს პირადი განცხადებით, პენსიაში გასვლასთან დაკავშირებით ან სხვა საფუძვლით. ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ მსჯელობას, რომ მთავარ პროკურორს არ ჰქონდა უფლება ამ მუხლით ეხელმძღვანელა და მისთვის დაეკისრებინა დისციპლინური პასუხისმგებლობა.

 

სააპელაციო პალატას ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ დასკვნაში ასახული დარღვევები, რომლებიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას დეტალურად იქნას განხილული:

 

1. დ----- მ------–---–მა, წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 5 დღისა ვ--–---- ხ------------ის ბრალდების სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე დაცვის მხარეს არ გადასცა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შესაძლო მტკიცებულებები, ასევე, სასამართლოში არ წარადგინა სისხლის სამართლის საქმე და მტკიცებულებების ნუსხა. აღნიშნული ქმედებები მის მიერ განხორციელებული იქნა კანონით დაწესებული ვადის გასვლის შემდეგ, 2016 წლის 25 თებერვალს. ს-------ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის განჩინებით - „...ბრალდების მხარის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული, სავალდებულოდ დასაცავი საპროცესო ვადა, რის გამოც ბრალდების მხარის ყველა მასალა დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი“, ხოლო 2016 წლის 4 მარტის განჩინებით, - „...ბრალდებულ ვ--–---- ხ------------ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა“.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 83-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეში წარდგენილია ს-------ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის №-/25-16 განჩინებები (ტ. II, ს.ფ. 9-11; 13-15), რომლებითაც დასტურდება ზემოაღნიშნული მუხლის (სსსკ-ის 83-ე მუხლი) დარღვევის გამო ბრალდებულ ვ--–---- ხ------------ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მხარის პოზიცია, თითქოს მას არ ქონდა ვალდებულება წინასასამართლოს სხდომამდე 5 დღით ადრე უზრუნველეყო ბრალდების მხარის მიერ პროცესში მონაწილე სხვა მხარეებისთვის და სასამართლოსთვის მის ხელთ არსებული ინფორმაციის გადაცემა, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ ელექტრონულ პროგრამაში, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებლად მითითებული იყო მოსარჩელე და არც ერთი სხვა პროკურორი.

 

საქმეში წარდგენილი ვ--–---- ხ------------ის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების შემდგენ პირად ფიქსირდება ს-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორი - დ----- მ------–---–ი (ტ. II, ს.ფ. 63-65). ამასთან, ბრალდებულის სასამართლოში პირველადი წარდგენა განახორციელა პროკურორმა დ----- მ------–---–მა (ტ. II, ს.ფ. 78-85). ასევე, სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების ნუსხა 25.02.2016 წელს შედგენილი და შემდგომ სასამართლოში გაგზავნილი იქნა პროკურორ დ----- მ------–---–ის მიერ (ტ. II, ს.ფ. 103-106). შესაბამისად, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არსებულ უხეშ დარღვევაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა დ----- მ------–---–ი.

 

შესაბამისად, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებას, რომ მითითებულ შემთხვევაში, ბრალდებული პირის მიმართ ვერ განხორციელდა მართლმსაჯულება და იგი ვეღარ მიეცა სს პასუხისგებაში იმის გამო, რომ საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელმა პროკურორმა დ. მ------–---–მა ვერ უზრუნველყო აღნიშნულ საქმეზე უხეში საპროცესო ხარვეზების აღმოფხვრა და კანონით განსაზღვრულ ვადაში შესაბამის საპროცესო ქმედებების განხორციელება.

 

2. ს-------ის რაიონული სამმართველოს წ-----ის განყოფილების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, პროკურორ დ----- მ------–---–ის მიერ, 2015 წლის 31 მაისს გამოტანილი იქნა დადგენილება ზ------- ს----------ას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად, ბრალდებული - ზ------- ს----------ა არ იქნა წარდგენილი წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულად ცნობიდან არაუგვიანეს 60 დღისა, რადგან პროკურორმა სასამართლოს არ მიმართა წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შუამდგომლობით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, 2015 წლის 17 ნოემბერს, ბრალდებულთან გაფორმდა განრიდების შეთავაზების ოქმი, ხოლო 2015 წლის 20 ნოემბერს პროკურორ - დ----- მ------–---–ის დადგენილების საფუძველზე ზ------- ს----------ას მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს პირის დაკავებიდან ან ბრალდებულად ცნობიდან (თუ ის არ დაუკავებიათ) არა უგვიანეს 60 დღისა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეში წარდგენილია 2015 წლის 31 მაისის დადგენილება პირის ბრალდების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 12-14), ასევე, 2015 წლის 17 ნოემბრის განრიდების შეთავაზების ოქმი (ტ. III, ს.ფ. 15-16) და 2015 წლის 20 ნოემბრის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ (ტ. III, ს.ფ. 17-18). აღნიშნულ აქტებში პროკურორად ფიქსირდება - დ----- მ------–---–ი, შესაბამისად, იგი იყო აღნიშნული საქმის წარმართვაზე უფლებამოსილი პირი და ამდენად, საპროცესო დარღვევაზე პასუხისმგებელ პირსაც თავად წარმოადგენდა.

 

3. №0----------- სისხლის სამართლის საქმეზე, 2015 წლის 6 ოქტომბერს პროკურორმა დ----- მ------–---–მა, ბრალდებულ - დ----- დ-------ესთან გააფორმა განრიდების შეთავაზების ოქმი, მაშინ როცა ხსენებული სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის მიზნით, 2015 წლის 2 სექტემბერს წარმართული იყო ს-------ის რაიონულ სასამართლოში და განრიდების მიზნით საქმის დაბრუნების შესახებ შუამდგომლობით პროკურორმა სასამართლოს მიმართა განრიდების შეთავაზების ოქმის გაფორმებიდან 14 დღეში, ანუ 2015 წლის 20 ოქტომბერს, სასამართლოდან კი სისხლის სამართლის საქმე პროკურორ დ----- მ------–---–ს დაუბრუნდა 2015 წლის 23 ოქტომბერს.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 1682-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, განრიდება, როგორც წესი, გამოიყენება წინასასამართლო სხდომის გამართვამდე. განრიდება შეიძლება აგრეთვე გამოყენებული იქნეს წინასასამართლო სხდომის შემდეგ, თუ მხარეები განრიდების გამოყენების მიზნით სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების თაობაზე. ამ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია საქმე დაუბრუნოს პროკურორს, რომელიც ბრალდებულს შესთავაზებს განრიდებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილია 2015 წლის 6 ოქტომბრის განრიდების შეთავაზების ოქმი (ტ. III, ს.ფ. 24-25), ს-------ის რაიონული პროკურატურის 2015 წლის 20 ოქტომბრის შუამდგომლობა განრიდების მიზნით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 26-27) და ს-------ის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის მიმართვა (ტ. III, ს.ფ. 28). აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საქმის სასამართლოდან გამოთხოვამდე იქნა გაფორმებული განრიდების შეთავაზების ოქმი.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, თითქოს მის მიერ არ მომხდარა კანონის შესაბამისი ნორმების დარღვევა და იგი მოქმედებდა იმ დროს მოქმედი პრაქტიკის შესაბამისად, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, გარდა მისი ახსნა - განმარტებისა წარდგენილი არ ყოფილა, ხოლო კანონმდებლობის თანახმად, განრიდების ოქმი უნდა გაფორმდეს საქმის სასამართლოდან გამოთხოვის შემდგომ, რადგან სასამართლო უფლებამოსილია და არა ვალდებული პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე საქმე დააბრუნოს პროკურატურაში.

 

4. პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ ანალოგიური ტიპის დარღვევა დაფიქსირდა სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე. 2016 წლის 23 მარტს პროკურორმა - დ----- მ------–---–მა, ბრალდებულ - რ----- ბ---–---–თან განრიდების ოქმი გააფორმა საქმის სასამართლოდან გამოთხოვამდე და მისთვის ცნობილი არ იყო მოსამართლის პოზიცია, მიიღებდა თუ არა გადაწყვეტილებას განრიდების მიზნით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების თაობაზე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეში წარდგენილია 2016 წლის 23 მარტის განრიდების შეთავაზების ოქმი (ტ. III, ს.ფ. 34-35) და ს-------ის რაიონული პროკურატურის 2016 წლის 23 მარტის შუამდგომლობა განრიდების მიზნით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 32-33). მოცემული მტკიცებულებებით დასტურდება ასევე, რომ საქმის სასამართლომდე გამოთხოვამდე იქნა გაფორმებული განრიდების შეთავაზების ოქმი.

 

5. №0----------- სისხლის სამართლის საქმეზე, 2015 წლის 11 დეკემბერს, პროკურორ დ----- მ------–---–ის მიერ, მ-----–- ხ----–---–ის დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში მითითებულია, რომ ვ-–- ქ-----–---–მა ცემის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიაყენა მ-----–- ხ----–---–ს, ხოლო შემდგომ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მ-----–- ხ----–---–ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა არა ვ-–- ქ-----–---–მა, არამედ გ-------------–---–მა, რომელიც 2015 წლის 30 დეკემბერს ცნობილი იქნა ბრალდებულად საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით წარდგენილია 2015 წლის 11 დეკემბრის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (ტ. III, ს.ფ. 47-48) და 2015 წლის 30 დეკემბრის დადგენილება პირის ბრალდების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 49-51).

 

ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ პროკურორმა დ----- მ------–---–მა არ მოახდინა დაზარალებულად ცნობის დადგენილების დაზუსტება და ისე წარადგინა შუამდგომლობა ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის შესახებ, რითაც დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნა.

 

6. №0----------- სისხლის სამართლის საქმეზე, 2015 წლის 30 აპრილს, პროკურორ დ----- მ------–---–ის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ტ. III, ს.ფ. 36-38). როგორც დადგენილებაშია მითითებული, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. 2015 წლის 11 ივლისს ს-------ის რაიონული პროკურორის - ბ----- ბ-–---–---–ის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების განახლების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 39-40), სადაც ზემდგომი პროკურორი მიუთითებდა, რომ საქმეზე ნაადრევად იქნა შეწყვეტილი გამოძიება. 2015 წლის 14 აგვისტოს პროკურორმა - დ----- მ------–---–მა, შსს ს-------ის რაიონული სამმართველოს გამომძიებელ - გ--–- უ----–---–ს მისცა წერილობითი მითითება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე (ტ. III, ს.ფ. 41-44). შესაბამისად, პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე თავდაპირველად დაუსაბუთებლად იქნა შეწყვეტილი გამოძიება, მაშინ როდესაც საქმის გარემოებები არ იყო სრულად გამოკვლეული და ჩასატარებელი იყო მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რის შესახებაც, გამოძიების განახლების შემდეგ თავად - დ----- მ------–---–მა მიუთითა გამომძიებელს წერილობით.

 

7. №0----------- სისხლის სამართლის საქმეზე, 2016 წლის 8 და 30 მარტს, დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ - გ-------------–---–ის მიერ, მოწმის სახით გამოკითხული იქნა 1999 წლის 11 აგვისტოს დაბადებული - მ------ ე-–------ი. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში შედგენილია დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმები, მაშინ როცა მოწმის სახით გამოკითხული მ------ ე-–------ი არის არასრულწლოვანი და მის მიმართ უნდა შედგენილიყო არასრულწლოვანი მოწმის/ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, არასრულწლოვნის გამოკითხვისას და დაკითხვისას მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი, მაგრამ არ გაითვალისწინება იმავე კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებისა და 332-ე მუხლის დებულებები. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, არასრულწლოვნის დაკითხვა მისი კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის თანდასწრებით ტარდება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით წარდგენილია 2016 წლის 8 მარტის დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი (ტ. III, ს.ფ. 162-164) და 2016 წლის 30 მარტის დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი (ტ. III, ს.ფ. 165-166). აღნიშნული დოკუმენტებით დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იქნა შედგენილი არასრულწლოვანი მოწმის/დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას გამოძიების სტადიაზე.

 

საქმეში ასევე წარდგენილია 2016 წლის 31 მარტის დადგენილება ლ---- ბ-----–---–ის ბრალდების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 167-169), რომლის შემდგენია ს-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორი - დ----- მ------–---–ი. ასევე, აღნიშნულ პირთან, 2016 წლის 4 აპრილს გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება პროკურორ - დ----- მ------–---–ის მონაწილეობით (ტ. III, ს.ფ. 170-171). აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მ------ ე-–------ის სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო ზედამხედველობის განხორციელება პროკურორ - დ----- მ------–---–ს ევალებოდა, რომელმაც ვერ უზრუნველყო სათანადოდ საპროცესო ზედამხედველობის განხორციელება, რაც მოცემულ შემთხვევაში გამოიხატა არასრულწლოვანი მოწმის/დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის შედგენასთან დაკავშირებით.

 

8. №0----------- სისხლის სამართლის საქმეზე, პროკურორ დ----- მ------–---–ის მიერ, ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირებულია დადგენილებები - ს----- ბ---–---–ისა და ვ--–---- ქ-----–---–ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის არ დაწყების შესახებ, თუმცა გამოძიების ელექტრონულ პროგრამაში ატვირთული არ არის აღნიშნული დადგენილებების ხელმოწერილი რეპორტები. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, 2015 წლის 31 იანვარს პროკურორ - დ----- მ------–---–ის მიერ საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება - დადგენილებით შეწყვეტილია გამოძიება სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით წარდგენილია 2015 წლის 30 იანვრის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ (ტ. III, ს.ფ 75-76) და 2015 წლის 30 იანვრის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ (ტ. III, ს.ფ 77-78), რომლებიც არ არის ხელმოწერილი დადგენილების შემდგენი პირის - დ----- მ------–---–ის მიერ.

 

9. პროკურორ - დ----- მ------–---–ის საპროცესო ხელმძღვანელობაში არსებულ სისხლის სამართლის შემდეგ საქმეებზე №0-----------, №0-----------, №0-----------; №0-----------; №0-----------; №0-----------; №0-----------; №0-----------; №0------------ №0-----------; №0-----------; №03----------; №0----------2; №0----------3; №0-----------; №0-----------; №0-----------; №0-----------; №0-----------; №0----------1; №0-----------; №0-----------; №0----------1; №0-----------; №0-----------; №0-----------; №0-----------;№0-----------; №0--------001; №0-----------; №0-----------; №0-----------; №0------------------------- სრულყოფილად არ არის ასახული საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ამსახველი დოკუმენტების რეპორტები.

 

პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეში წარდგენილია საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ - ლ---- ხ-----–---–ის მიერ, 2016 წლის 23 მარტს შედგენილი ოქმი სისხლის სამართლის საქმეების დათვალიერების შესახებ (ტ. III, ს.ფ. 2-11), რომლითაც დგინდება, რომ სისხლის სამართლის საქმეთა ელექტრონულ პროგრამაში (https://e- enforcement.ge/) განხორციელდა ს-------ის რაიონული პროკურატურის პროკურორ - დ----- მ------–---–ის საპროცესო ხელმძღვანელობაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების დათვალიერება. ოქმში დეტალურად არის მითითებული იმ საქმეებში არსებულ დარღვევებზე, რომლებიც მითითებულ იქნა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შესახებ 2016 წლის 7 მაისის №1----- დასკვნაში (ტ. I, ს.ფ. 35-49).

 

პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 10 აპრილის №49-მ ბრძანებაზე - „სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში მუშაობის წესებზე“, რომლითაც სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის ყველა მომხმარებელს (გამომძიებელი, პროკურორი) დაევალათ სისტემაში მუშაობის წესების დაცვა. მითითებული წესის 4.1. პუნქტის თანახმად, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სავალდებულოა საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში დროულად და სათანადო ადგილზე დარეგისტრირდეს საქმეში მონაწილე ყველა პირი, საქმეში არსებული ყველა ნივთი და დოკუმენტი. ამასთან, დაუშვებელია პროგრამის გარეთ საგამოძიებო და საპროცესო დოკუმენტების შექმნა (გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც დოკუმენტი არ დგება გამოძიების ადგილზე, მაგალითად - საველე პირობებში ჩატარებული დათვალიერების ოქმი და სხვა); სისტემაში შექმნილ დოკუმენტში ყველა საინფორმაციო ველი უნდა იყოს სრულყოფილად შევსებული და ყველა მონაცემი უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს.

 

ამავე წესის 5.1. პუნქტის თანახმად, სავალდებულოა პროგრამის მომხმარებლის (გამომძიებელი, პროკურორი) მიერ სისტემის გარეთ განხორციელებული ყველა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედების ამსახველი დოკუმენტის ატვირთვა სისტემაში, ასევე, აუცილებელია სისტემაში აიტვირთოს პროგრამის გარეთ შექმნილი სასამართლო გადაწყვეტილებები; შესაბამისი ქმედებების რეპორტში უნდა აიტვირთოს ის დოკუმენტები, რომლებსაც აქვს ელექტრონული სისტემის არამომხმარებელი პირების (მოწმის, დაზარალებულის, ამა თუ იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების მონაწილე პირების) ხელმოწერები. კერძოდ: გამოძიების დაწყების საფუძველი (განცხადებები, შეტყობინებები), მოწმის მიერ ხელმოწერილი დაკითხვის ოქმი; დაზარალებულის მიერ ხელმოწერილი დაზარალებულად ცნობის დადგენილება; ჩხრეკის, ამოღების დათვალიერებისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების ოქმები მონაწილე პირების ხელმოწერებით. ამასთან, მითითებული დოკუმენტები უნდა აიტვირთოს დროულად.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული ნორმების გათვალისწინებით დ----- მ------–---–ი ვალდებული იყო თითოეულ საქმეზე აეტვირთა ყველა ის დოკუმენტაცია, რაც უშუალოდ მასთან იყო დაკავშირებული, შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი სახით.

 

10. საქმის მასალებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადგენილ გარემოებად ის, რომ პროკურორი დ----- მ------–---–ი დროულად არ ცხადდებოდა სამსახურში, სამუშაო დროის დაწყებისას და სამუშაო საათებში სამსახურიდან გასვლის დროსა და მიზეზს არ აღნიშნავდა შიდა საინფორმაციო ვებ- გვერდზე (ინტრანეტზე), რითაც ჯეროვნად არ იცავდა შრომის დისციპლინას.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეში წარდგენილია დ----- მ------–---–ის სამსახურში გამოცხადებისა და წასვლის ამონაწერი, რომლის თანახმად, იგი 01.12.2015- 01.03.2016 წწ. პერიოდში, სამსახურში გამოცხადებულია 15 წუთზე მეტი დაგვიანებით სამუშაო დღეებში. კერძოდ: 2015 წლის დეკემბრის თვის შემდეგ სამუშაო დღეებში - 01, 03, 04, 07, 08, 09, 10, 11, 12, 14, 15, 16, 17, 18, 21, 23, 24, 25, 28, 29, 30, 31 - სამსახურში გამოცხადებულია დაგვიანებით, ხოლო 22 დეკემბერს სამსახურში მისვლისა და წასვლის დრო ტექნიკურ მოწყობილობაზე დაფიქსირებული არ აქვს. (22 სამუშაო დღეს დააგვიანა სამსახურში გამოცხადება; 01 სამუშაო დღეს საერთოდ არ არის დაფიქსირებული სამსახურში გამოცხადების და წასვლის დრო); 2016 წლის იანვრის თვის შემდეგ სამუშაო დღეებში - 04, 05, 06, 08, 11, 12, 13, 14, 18, 20, 21, 22, 25, 27, 28, 29 - სამსახურში გამოცხადებულია დაგვიანებით, ხოლო 15 და 26 იანვარს სამსახურში მისვლისა და წასვლის დრო ტექნიკურ მოწყობილობაზე დაფიქსირებული არ აქვს. (16 სამუშაო დღეს დააგვიანა სამსახურში გამოცხადება; 02 სამუშაო დღეს საერთოდ არ არის დაფიქსირებული სამსახურში გამოცხადების და წასვლის დრო); 2016 წლის თებერვლის თვის შემდეგ სამუშაო დღეებში - 01, 02, 03, 04, 08, 09, 10, 11, 12, 15, 16, 17, 18, 19, 22, 24, 25 – სამსახურში გამოცხადებულია დაგვიანებით, ხოლო 23 თებერვალს სამსახურში მისვლისა და წასვლის დრო ტექნიკურ მოწყობილობაზე დაფიქსირებული არ აქვს. (17 სამუშაო დღეს დააგვიანა სამსახურში გამოცხადება; 01 სამუშაო დღეს საერთოდ არ არის დაფიქსირებული სამსახურში გამოცხადების და წასვლის დრო); 2016 წლის 1 მარტს სამსახურში გამოცხადების დრო ტექნიკურ მოწყობილობაზე დაფიქსირებული არ აქვს.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს მთავარი პროკურორის 2013 წლის 17 დეკემბრის №71-მ ბრძანებაზე „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურში გამოცხადებისა და სამსახურიდან გასვლის დაფიქსირების ვალდებულების შესახებ“ (ტ. III, ს.ფ. 253), რომლითაც საქართველოს პროკურატურის მუშაკებს დაევალათ სამსახურში გამოცხადების და სამსახურიდან გასვლის დრო საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობის გამოყენებით დააფიქსირონ საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ ტექნიკურ საშუალებაზე. ამავე ბრძანების მიხედვით, საქართველოს პროკურატურის მუშაკებს დაევალათ სამუშაო საათებში სამსახურიდან გასვლის დრო და მიზეზი მიუთითონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა საინფორმაციო ვებ-გვერდზე (ინტრანეტი) არსებულ ტაბელში. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციას. საქართველოს პროკურატურის მუშაკების მიერ ამ ბრძანების შეუსრულებლობა წარმოადგენს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. ბრძანების საქართველოს პროკურატურის მუშაკებისათვის გაცნობა დაევალა საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს.

 

პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 ივნისის №-07 ბრძანებაზე - „საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ვრცელდება საქართველოს პროკურატურის მუშაკებზე. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამუშაო დრო განისაზღვრება 10.00 სთ-დან 19.00 სთ-მდე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დღის განმავლობაში პროკურატურის მუშაკებისათვის განსაზღვრულია შესვენების დრო 13.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე.

 

ამავე წესის მე-10 მუხლით განსაზღვრულია პროკურატურის მუშაკის მოვალეობანი, კერძოდ, პროკურატურის მუშაკი ვალდებულია: ა) პირნათლად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი; ბ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება; გ) შეასრულოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების ბრძანება, განკარგულება და მითითება, რომლებიც გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში; დ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს/სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახურის ავტორიტეტს; ე) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობანი; ვ) დაიცვას პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსი; ზ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობას და გამოიყენოს იგი დანიშნულებისამებრ; მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს და საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტში მოხსენებით ბარათთან ერთად წარმოადგინოს ცნობა მოწმობის დაკარგვის შესახებ; თ) წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე შენობაში და მის ტერიტორიაზე. ამავე წესის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, წინამდებარე შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად პროკურატურის ყველა მუშაკისათვის. შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში პროკურატურის მუშაკს დაეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

ამავე წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროკურატურის მუშაკის მიერ ფიცის გატეხვისათვის, სამსახურებირივი დისციპლინის დარღვევისათვის, პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენისათვის ან/და კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მის მიმართ გამოიყენება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალიწინებული დისციპლინური სახდელი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ვერ დაეთანხმება და ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ მითითებას, თითქოს იგი რაიონული პროკურორის მიერ, ისევე როგორც ეს უკანასკნელი მთავარი პროკურორის მიერ განთავისუფლებული იყო ზემოთ მითითებული ვალდებულების შესრულებისაგან, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მხარის მიერ წარმოდგენელი არ ყოფილა. შესაბამისად პალატა მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დ----- მ------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის, ასევე არაჯეროვანი შესრულებისა და დისციპლინის დარღვევის ფაქტებს.

 

რაც შეეხება აპელანტის განმარტებებს, მის მიმართ განხორციელებულ მიზანმიმართულ დევნასთან დაკავშირებით პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან მიაჩნია, რომ აღნიშნულის დასადასტურებლად დ----- მ------–---–ის მიერ მითითებული ფაქტები, გარდა მისივე განმარტებისა და ვარაუდებისა, არც პირველი ინსტანციის და არც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს არ წარმოდგენილა.

 

პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცული იქნას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება, გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ დ----- მ------–---–ის მიმართ მართებულად იქნა გამოყენებული „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - პროკურატურიდან დათხოვნა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მართებულად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - საქართველოს მთავარი პროკურორის 2016 წლის 12 ივლისის №-- ბრძანება კანონიერია, რადგან გამოცემულია საქართველოს მთავარი პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

იმ პირობებში, როდესაც კანონიერად იქნა მიჩნეული საქართველოს მთავარი პროკურორის 2016 წლის 12 ივლისის №-- ბრძანება, შესაბამისად მართებულად განმარტა პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომ არ არსებობს მოსარჩელე დ----- მ------–---–ის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 37-ე მუხლის პირველ პუნქტს რომლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 112- ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. ამავე კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტით კი, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.

 

ამასთან, პალატა მიუთითებს დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამდენად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული - საქართველოს მთავარი პროკურორის 2016 წლის 12 ივლისის №-- ბრძანება, რასაც ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლო, ასევე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მხარის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, პალატის მოსაზრებით, შესაბამისად, მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომ არ არსებობს საფუძველი მოპასუხე - საქართველოს მთავარ პროკურატურას დაევალოს დ----- მ------–---–ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე. ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა სრულყოფილად და საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად მიღებული იქნა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი - ბრძანება. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ არ დგინდება გასაჩივრებული ბრძანების ბათილობის სამართლებრივი წინაპირობები, ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი შეესაბამება კანონმდებლობას, ხოლო საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი არგუმენტი და მტკიცებულება აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერც პირველი ინსტანციის და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს, შესაბამისად არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

რაც შეეხება მხარის მიერ გასაჩივრებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის საოქმო განჩინებებს (22.02.2017 წელი; 1.02.2018 წელი; 28.05.2018 წელი; 28.05.2018 წელი) პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დ----- მ------–---–ის შუამდგომლობებს და მისი მხრიდან სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე არ წარმოდგენილა ისეთი არგუმენტები ან მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა შუამდგომლობებზე მიღებული საოქმო განჩინებების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საოქმო განჩინებები კანონიერი და დასაბუთებულია, არ არსებობს მათი გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივი საფუძვლები.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი.

 

საქმეში წარმოდგენილ სადავო გარემოებასთან დაკავშირებით პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მიუთითოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.

 

ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება.

 

6. პროცესის ხარჯები:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII 3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი