1. 2016 წლის 20 თებერვლამდე გამოძიებისას დაკითხვა წარმოებს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (გარდა 305-ე მუხლის მე-6 ნაწილისა) დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის დაკითხვისას გამოიყენება ამ კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი, მათ შორის, იმ საქმეზე, რომელზედაც სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაიწყო.
3. 2017 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე, 324-ე, 3241, 3291–3302, 331-ე და 3311 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოძიების დროს დაკითხვა წარმოებს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.
4. 2019 წლის 30 ივნისამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე–3232 და 325-ე–329-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოძიების დროს დაკითხვა წარმოებს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.
5. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების ჩადენაშიც ედება, გამოძიების დროს დაკითხვა წარმოებს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 20
12
წლის
22 მაისის
კანონი №
6253
–
ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №205 - ვებგვერდი, 28.01.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 24 ივლისის კანონი №848 - ვებგვერდი, 09.08.2013წ.
საქართველოს 2013 წლის
26
დეკემბრის კანონი №1872 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 16
დეკემბრის კანონი
№4643
- ვებგვერდი, 17.12.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 18
დეკემბრის კანონი
№4677
- ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 23
დეკემბრის
კანონი №1893
–
ვებგვერდი, 28.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4108 – ვებგვერდი, 25.12.2018