1. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება −
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) ჩადენილი არაერთგზის;
გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1205 – სსმ I, №15, 19.04.2005, მუხ.104
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1271 – ვებგვერდი, 26.09.2013წ.
საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1580 – ვებგვერდი, 06.06.2022