შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 131-დად 24 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი (მომხსენებელი),დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ თ. Mმ-ის კერძო საკასაციო საჩივარი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული თ. Mმ. არ გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 17 დეკემბრის განაჩენით თ. მ. ცნობილ იქნა დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 331-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თ. მ-ს შეფარდებული სასჯელის მოხდის დასაწყისია 2004 წლის 31 აგვისტო, ხოლო დასასრული _ 2005 წლის 31 აგვისტო. სასჯელის ერთი მეორედი მოიხადა 2005 წლის 28 თებერვალს. დღეისათვის მოხდილი აქვს თითქმის 9 თვე.
თ. მ-ლი სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა.
2005 წლის მარტში თბილისის ¹... საპყრობილის დირექტორმა წარდგინებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ თ. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული თ. მ. ხასიათდება დადებითად, თავის მოვალეობას ასრულებს კეთილსინდისიერად, სარეჟიმო დარღვევები არა აქვს. კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 18 მარტის დადგენილებით წარდგინება არ დააკმაყოფილა დაუსაბუთებლობის გამო.
კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული თ. მ. ითხოვს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.
ადვოკატი მ. რ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლება იმ საფუძვლით, რომ იგი ადგას გამოსწორების გზას.
პროკურორმა ო. რ-მ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და განმარტა, რომ, მართალია, მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი დასკვნის გასაკეთებლად, რომ მისი გამოსწორებისათვის აღარ არის საჭირო შეფარდებული სასჯელის მთლიანად მოხდა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორ ო. რ-ას, მსჯავრდებულის ადვოკატ მ. რ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, მსჯავრდებულ თ. მ-ს მოხდილი აქვს სასჯელის ერთ მეორედზეE მეტი. ფაქტობრივად მოსახდელად დარჩა 3 თვე. 2005 წლის მარტში სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა იგი წარადგინა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე წახალისების მიზნით. თბილისის ¹... დაწესებულების დირექტორი მ. ს., მსჯავრდებულთა უსაფრთხოების სამსახურის განყოფილების ინსპექტორი ა. ს-ა, რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი რ. ო., სპეცგანყოფილების უფროსი პ. ჩ. თ. მ-ს ახასიათებენ დადებითად. საქმის მასალების შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში სასამართლო სხდომაზე საპყრობილის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თ. მ-ემ თ. მ-ი ასევე დადებითად დაახასიათა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თ. მ-ს გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის
მთლიანად მოხდა და იგი უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე, 610-ე, 623-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოს 2005 წლის 18 მარტის დადგენილება მსჯავრდებულ თ. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.
მსჯავრდებული თ. მ-ი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.