განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002994346
1-391/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - ლ---------------ე
ბრალდებული - ო----- ს--–--------
ადვოკატი - მამუკა ზოიძე
თარჯიმანი - ზინაიდა ანტონიანი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N171310319002
ბრალდებული: ო----- ს--–--------
დაბადებული: 28.06.1991
მოქალაქეობა: აზერბაიჯანის
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 30 მარტს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ო----- ს--–--------მ, თავისი მობილური ტელეფონით 5--------, დარეკა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი 112 სამსახურში და გააკეთა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება, სადაც განმარტა, რომ ქ.ბათუმში, ნ----–---–------–ი მდებარე სასტუმრო "–---------–-- განთავსებულ სამორინე "მ–-------ა"-ში, არის ასაფეთქებელი მოწყობილობა "ბმობი", რომელიც აფეთქდება ოცდაათ წუთში.
ო----- ს--–--------ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სამორინე "მ–-------ა"-ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ასევე მნიშვნელოვნად შეილახა მისი იმიჯი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული რიგი მტკიცებულება: შეტყობინება N814627, შემთხვევის ადგილის შემოწმების ოქმი „სამორინე მ–-------ა“, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნ--------–----------------–-----------------–------------------------------------–------ გამოკითხვის ოქმები, მობილური ტელეფონის ამოღების ოქმი, ხმის ნიმუშის აღების ოქმი, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
გარდა უდაო მტკიცებულებებისა ო----- ს--–--------ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილი და დადასტურებულია, სასამართლო პროცესზე გამოკითხული მოწმეთა ჩვენებებით.
დაზარალებულის წარმომადგენლის შ----- ა-------–---–ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს მენეჯერად სასტუმრო ,,შ---------“-ში არსებულ აზარტული სათამაშო სამორინე ,,მ–-------ა“-ში. 2019 წლის 30 მარტს ტელეფონით შეატყობინეს, რომ 112-ის ცხელი ხაზზე მიღებულ იქნა შეტყობინება უცხო მამაკაცის მიერ, რომლის მიხედვით სამორინეში არის ასაფეთქებელი მოწყობილობა ე.წ ,,ბომბი“, რომელიც ამოქმედდება 30 წუთში, რის გამო სამორინეში მისულები იყვნენ პოლიციის მუშაკები. სამორინეში მისვლისთანავე პოლიციელებმა მისგან მოითხოვეს სამორინეს ევაკუაციას. ევაკუაციის შესახებ აცნობა სასტუმრო ,,შ---------ის“ ხელმძღვანელობას უცხოეთში, რომელმაც მოსმენილი ინფორმაციის შემდეგ განაცხადა უარი სამორინეს ევაკუაციაზე, ვინაიდან დარწმუნებული იყო სამორინეს უსაფრთხოების სამსახურის გამართულობასა და სწორ მუშაობაში, ფიქრობდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია იყო ცრუ შეტყობინება და განგაში მიზანმიმართული იყო სამორინეს იმიჯისა და ფინანსურად დაზარალებისაკენ. მიუხედავად ამისა პოლიციის მუშაკება ასაფეთქებელი ნივთიერების სამძებრო სამუშაოების ჩასატარებლად, მაინც მოახდინეს სამორინეს ევაკუაცია და სამორინეს ტერიტორიაზე დაიწყეს გამნაღმველებმა მუშაობა. არამარტო სამორინე, არამედ მთელი სასტუმრო ,,შ---------ი“ სასტუმროს მენეჯერის გადაწყვეტილებით, დაიცალა სტუმრებისგან. საგამოძიებო და სამძებრო სამუშაოების დასრულების შემდეგ სამორინეს ტერიტორიაზე არანაირი ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩენილა. იგი ფიქრობ, რომ შესაძლოა ცრუ ზარი განხორციელდა სამორინესა და სასტუმრო ,,შ---------ის“ იმიჯის შესალახად და ფინანსურ ზარალის მისაყენებლად, რადგან სამორინე სრული დატვირთვით მუშაობს მხოლოდ შაბათ-კვირას, განსაკუთრებით კი შაბათ საღამოს, როდესაც უქმე დღეებში საზღვარგარეთიდან სათამაშოდ ჩამოდის ძირითადი მოთამაშეების ნაკადი და სრული დატვირთვით იწყებს სამორინე მუშაობას. სწორედ იმ საღამოს, როდესაც სრულიად დატვირთვით მუშაობდა სამორინე განხორციელდა ცრუ ინფორმაცია მოსალოდნელი აფეთქების შესახებ, რის გამოც სამორინემ განიცადა დიდი ფინანსური ზარალი დაახლოებით 100000 აშშ დოლარის ოდენობით და შეილახა მისი იმიჯი.
მოწმე ქ------------------–---ს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს სასტუმრო ,,შ---------“-ის პირველ სართულზე არსებულ აზარტულ სათამაშო სამორინე ,,მ–-------ა“-ში დილერის პოზიციაზე. სამორინე სრული დატვირთვით მუშაობს მხოლოდ შაბათ-კვირას, განსაკუთრებით კი შაბათ საღამოს, როდესაც უქმე დღეებში საზღვარგარეთიდან სათამაშოდ ჩამოდის ძირითადი მოთამაშეების ნაკადი და სრული დატვირთვით იწყებს სამორინე მუშაობას. 2019 წლის 30 მარტს სამსახურში ასრულებდა მის მოვალეობას სათამაშო დარბაზში მოთამაშეები იყვნენ. საათი ზუსტად არ მახსოვს ყველა სათამაშო მაგიდასთან მივიდა იმ დღის მორიგე პასუხიმგებელი პირი და უთხრათ, რომ ყველა სათამაშო მაგიდა დაიხუროსო. ბრძანების მიხედვით დახურეს ყველა სათამაშო მაგიდები და მოთამაშეები გაიყვანეს გარეთ, ხოლო მოსამსახურე პერსონალი გავიდა მოსასვენებელ ოთახში, ხოლო შემდეგ ხელმძღვანელობის მითითებით სამორინე დაიცალა, როგორც მოთამაშეებისგან ასევე მოსამსახურე პერსონალისგან. მან შეიტყო, რომ სამორინეს დაცლა ადამიანებისგან, განხორციელდა უსაფრთხოების მიზნით რადგან მიღებულ იქნა შეტყობინება, რომ თითქოსდა სამორინეში იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა, კერძოდ ,,ბომბი“. სამორინე გაჩერებული იყო და არ მუშაობდა, რამდენიმე საათის განმავლობაში. თუმცა სამორინეს ტერიტორიაზე არანაირი ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩენილა.
პოლიციის მუშაკ ი-----–--–---–------ ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2019 წლის 01 აპრილს, იმყოფებოდა სამსახურში რად დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2019 წლის 30 მარტს, ქ. ბათუმში ნინოშვილის ქუჩაზე არსებულ სამორინე „მ–-------აში“ ცრუ შეტყობინება ტერორიზმის შესახებ გააკეთა 28.06.1991 წელს დაბადებულმა აზერბაიჯანის მოქ. ო----- ს--–--------მ, აღნიშნული პიროვნება ამ დროისათვის იმყოფება ქ. ბათუმში მდებარე, ორბი საცხოვრებელი კომპლექსში ამ ფაქტის შესახებ, ეცნობა სამსახურებრივ ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც დაწყებული იქნა გამოძიება.
მოწმე ი-------–--ი ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს ქ. ბათუმში სასტუმრო ,,შ---------“-ის პირველ სართულზე არსებულ აზარტულ სათამაშო სამორინე ,,მ–-------ა“-ში დილერის პოზიციაზე. სამორინე სრული დატვირთვით მუშაობს მხოლოდ შაბათ-კვირას, განსაკუთრებით კი შაბათ საღამოს, როდესაც უქმე დღეებში საზღვარგარეთიდან სათამაშოდ ჩამოდის ძირითადი მოთამაშეების ნაკადი და სრული დატვირთვით იწყებს სამორინე მუშაობას. 2019 წლის 30 მარტს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა მის მოვალეობას, სამორინეში მოთამაშეები იმყოფებოდნენ დაახლოებით 23:30 საათზე ყველა სათამაშო მაგიდასთან მოვიდა იმ დღის მორიგე პასუხიმგებელი პირი მენეჯერი და გვითხრა რომ ყველა სათამაშო მაგიდა დაიხუროსო, რის გამოც ბრძანების მიხედვით დახურეს ყველა სათამაშო მაგიდები და მოთამაშეები ხელმძღვანელობამ გაიყვანა გარეთ ისე, რომ მოთამაშეებს განუმარტეს თითქოს სათამაშო აპარატებს შეექმნათ სისტემური პრობლემა, მოთამაშეების გაყვანა შენობიდან მოხდა მშვიდად და აუღელვებლად, ყოველგვარი პანიკის გარეშე. ყველა ერთმანეთს ეკითხებოდა თუ რაში იყო საქმე და რა ხდებოდა, ვინაიდან პერსონალმა არაფერი არ იცოდა. ცოტა ხნის შემდეგ კი უთხრეს, რომ ყველა პერსონალიც უნდა გავსულიყავით გარეთ და მართლაც მთელი სამორინე დაიცალა, როგორც მოთამაშეებისგან ასევე მოსამსახურე პერსონალისგან. მან შეიტყო, რომ სამორინე დაიცალა უსაფრთხოების მიზნით რადგან ვიღაცას გააკეთა შეტყობინება პოლიციაში, რომ სამორინეში იყო ბომბა. პოლიციელებმა დაათვალიერეს სამორინე მაგრამ ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩენილა.
უდაო მტკიცებულებით კერძოდ კი N 139/ფ ფონოსკოპიური ექსპერტიზით ირკვევა, რომ ექსპერტიზა წარდგენილი აუდიო ჩანაწერებზე, რომლებზეც ჩაწერილია მამაკაცის ხმა განხორციელებული ტელეფონიდან 5-------- თბილისში ლისის ქ. N1-აში მდებარე შსს 112-ის სამსახურში 30.03.2019 წელს 20:40:58 სთ-ზე იდენტურია ხმის ნიმუშის რომელიც ეკუთვნის ო----- ს--–--------ს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ო----- ს--–--------ს და მისი ადვოკატის პოზიციას, რომ ო----- სელიმზადეს დანაშაული არ ჩაუდენია. ო----- ს--–--------მ სასამართლოს განუმარტა, რომ 2019 წელს 30 მარტს მივიდა სასტუმრო შ---------ის შენობაში არსებულ კაზინოში, მაგრამ არა სათამაშოდ არამედ უყურებდა მოთამაშეებს და დადიოდა მაგიდებს შორის. უცებ გაიგონა ორი თურქი ეროვნების პირების საუბარი, რომ სამორინეში იყო ბომბა და 30 წთ-ში აფეთქდებოდა. ამის გაგონებაზე ძალიან შეეშინდა აღელდა და რაც მოიფიქრა ის იყო, რომ დარეკა 112-ში და უთხრა ბომბის შესახებ, რომელიც აფეთქდებოდა 30 წთ-ში. თუმცა ამის შემდეგ კიდევ დაახლოებით ერთი საათი გაჩერდა სამორინეში და როდესაც დაიწყო ევაკუაცია მაშინ გავიდა გარეთ სადაც დაინახა, რომ სასტუმროსთან უკვე პოლიციელები იკრიბებოდნენ და გაცილდა იქაურობას. წავიდა იმ სასტუმროში სადაც ცხოვრობდა და გამორთო ტელეფონი, რადგან ოჯახის წევრებთან არ აქვს კარგი ურთიერთობა და არ უნდოდათ მათ დაერეკა. ო----- ს--–--------მ ასევე განმარტა, რომ გარდა მშობლიური აზერბაიჯანული ენისა ფლობს რუსულ და თურქულ ენებს და სამორინეში შევლისას პერსონალთან ურთიერთობა არ გასჭირვებია თუმცა, როდესაც მოისმინა ბომბის შესახებ არ დაიჯერა და იმავდროულად, რადგან არ იცოდა ქართული ენა არ უთხრა გაგონილი სამორინეს მომსახურე პერსონალს.
სასამართლო თვლის, რომ ო----- ს--–--------ს ჩვენებას ვერ გაიზიარებს, რადგან თვლის რომ არა დამაჯერებელია. გარდა ამისა მისი ჩვენების შინაარსის დამადასტურებელი, რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეუპირისპირდებოდა ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და გააბათილებდა მათ არ წარმოდგენილა.
სასამართლო ვერ გაიზიარეს ო----- ს--–--------ს ჩვენებას თითქოს მან ბომბის შესახებ მოისმინა ვიღაც ორი თურქის საუბრიდან, რადგან ო----- ს--–-------- თვითონვე მოდის წინააღმდეგობაში, როგორც თავის ჩვენებებთან ისე თავის იმ მოქმედებებთან (როგორც ის იქცეოდა დანაშაულის ჩადენის დროს) მიმართებაში კერძოდ:
1) მან განაცხადა - როგორც კი გაიგო ბომბის შესახებ, ძალიან აღელდა, შეეშინდა და რაც მოიფიქრა ის იყო, რომ დარეკა 112-ში და შეატყობინა სამორინეში იყო ბომბი და აფეთქდებოდა 30 წუთში. თუმცა ო----- ს--–--------ს შეტყობინების გაკეთებისას არ განუცხადებია, რომ ბომბის შესახებ მან მოისმინა და გაიგო სხვა პირებისაგან.
2) მან განაცხადა, რომ ბომბის შესახებ სხვისგან გაიგო და გაიგო ისიც, რომ ბომბა აფეთქდებოდა 30 წუთში, ძალიან შეეშინდა ამიტომ დარეკა 112-ში და შეატყობინა. თუმცა ო----- სელიმზადე შეტყობინებიდან დაახლოებით ერთი საათი კიდევ დარჩა შენობაში და არცკი უცდია დაეტოვებინა სამორინე.
3) ყოველივე იმის შედეგ, რაც ამტკიცებდა ო----- ს--–--------, რომ ბომბის აფეთქების ძალიან შეეშინდა კითხვაზე თუ რატომ არ აცნობა ბომბის შესახებ იქვე მყოფ სამორინეს მომსახურე პერსონალს განმარტა, რომ არ იცის ქართული და იმავდროულად არ დაიჯერა ბომბის არსებობის შესახებ. თუმცა ო----- ს--–--------მ ჩვენებაში მიუთითა, რომ გარდა მშობლიური აზერბაიჯანული ენისა ფლობს რუსულ და თურქულ ენებს და სამორინეში შევლისას პერსონალთან ურთიერთობა არ გასჭირვებია.
4) კითხვაზე აღეწერა მის მიერ ნახსენები ორი თურქის გარეგნობა განმარტა, რომ დიდი დროა გასული და არ ახსოვს, როგორ გამოიყურებოდნენ თურქები ამიტომ ვერ აღწერს მათ გარეგნობას. თუმცა ო----- ს--–--------ს სასამართლოში ჩვენების მიცემამდეც არაერთხელ ქონდა თავისუფალად მოქმედების საშუალება მაგრამ, არც მანამდე არავისთან არ განუცხადებია თურქი პირების შესახებ რაიმე. პირველად მას შეეძლო განეცხადებინა ან აღეწერა ისინი, როდესაც შეტყობინება გააკეთა ტელეფონით ბომბის შესახებ, მაგრამ არ განაცხადა. მეორედ მას შეეძლო ინფორმაცია მიეწოდებინა მომსახურე პერსონალისათვის იქვე სამორინეში ყოფნის დროს, მაგრამ არ შეატყობინა. მესამედ მას შეეძლო განემარტა პოლიციელებისათვის, როდესაც ევაკუაცია მიმდინარეობდა სასტუმროდან და ნახა, რომ სასტუმროსთან უკვე იკრიბებოდნენ პოლიციელები მაგრამ მან არ შეატყობინა და მიატოვა იქაურობა. მეოთხედ მას შეეძლო უკვე თავისი სასტუმროდან სადაც ცხოვრობდა დროებით და სადაც მივიდა დანაშაულის ჩადენის შემდეგ შეეტყობინებინა ვინმესთვის მაინც თუნდაც ტელეფონით, მაგრამ მან არ გააკეთა და ტელეფონი (თითქოსდა მშობლებთან პრობლემების გამო) საერთოდ გამორთო. მეხუთედ მას შეეძლო შეეტყობინებინა პოლიციისათვის დანაშაულიდან მეორე დღეს, როდესაც იგი ჯერ კიდევ მოწმის სახით იკითხებოდა და მან ეს რა გააკეთა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის ანალიზი შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ არავითარი ორი თურქი არ არსებობს და არავითარი საუბარი ბომბის აფეთქების შესახებ ო----- ს--–--------ს არ გაუგონია. მისი ჩვენება მოგონილია და ემსახურება მხოლოდ ერთს - თავიდან აიცილოს პასუხიმგებლობა.
გარდა ამისა სასამართლო განმარტავს, რომ ო----- ს--–--------ს ჩვენებაში აღწერილი გარემოებების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ წარმოდგენილა. არათუ დამადასტურებელი არ წარმოდგენილა, არ წარმოდგენილა ერთი მტკიცებულება მაინც, რომელიც თუნდაც მცირედით მაინც მიანიშნებდა სასამართლოს ბრალდების მხარის მტკიცებულებების უტყუარობაზე და დააეჭვებდა სასამართლოს მათ დამაჯერებლობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება ფორმალური დანაშაულია და იგი დამთავრებულად ჩაითვლება ტერორიზმის შესახებ ადრესატისათვის ცრუ შეტყობინების მიწოდებისთანავე. ეს დანაშაული ჩადენილი შეიძლება იქნას მხოლოდ პირდაპირი განზრახვით და მიმართულია საზოგადოების უშიშროებისათვის ზიანის მისაყენებლად, სახელმწიფო ორგანოთა ნორმალური საქმიანობის დეზორგანიზაციისაკენ, ასევე ცალკეული იურიდიული თუ ფიზიკური პირების უფლებებისა და ინტერესების დარღვევისაკენ. ქმედების მოტივი სხვადასხვა შეიძლება იყოს - დაწყებული ხულიგნურით და დამთავრებული პოლიტიკურით. ამიტომ ო----- ს--–--------ს ქმედების კვალიფიკაციისათვის სასამართლო თვლის, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რა მოტივით მოქმედებდა იგი.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაში. შეტყობინება შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის მაგალითად ისეთიც, როგორც გააკეთა ო----- ს--–--------მ და შეატყობინა, რომ შენობაში არის ბომბა, რომელიც აფეთქდება 30 წუთში.
მნიშვნელოვანი ზიანი:
გარდა იმისა, რომ სამორინემ განიცადა, რამდენიმე ათი ათასობით ლარის მატერიალური ზიანი სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია იმ გარემოების ანალიზი თუ რა დროს და სად მოხდა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების გაკეთება. ქვეყნის განვითარების, მისი ეკონომიური წინსვლისა და ფინანსური სტაბილურობის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია ტურიზმი. ტურიზმთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურის სწორ და გამართულ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული, როგორც ქვეყნის ბიუჯეტის შევსების ნაწილი ისე ამ სფეროში დასაქმებული იურიდიული თუ კერძო პირთა კეთილდღეობა და სამუშაოა ადგილების რაოდენობა. ბათუმი წარმოადგენს საქართველოში მაცხოვრებელთა რაოდენობით ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქს და ტურიზმი საზღვაო ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სფეროა. აქედან გამომდინარე ო----- ს--–--------ს მიერ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების გაკეთება, რამაც სამორინედან მოქალაქეთა ევაკუაცია, მისი ფუნქციონირებას შეჩერება, ტურისტების თავშეყრის უსაფრთხო ადგილის იმიჯის შელახვა და მატერიალური ზიანო გამოიწვია უნდა ჩაითვალოს მნიშვნელოვან ზიანად.
ამრიგად სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, ბრალდებულმა ჩაიდინა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ო----- ს--–--------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩაიდინა დანაშაული - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”გ” ქ/პუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ო----- ს--–--------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ო----- ს--–--------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო----- ს--–-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის წლის ვადით.
მსჯავრდებულ ო----- ს--–--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 07 აპრილიდან
ო----- ს--–--------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ: მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს ო----- სელიმზადეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; cd დისკები, რაც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, ინახებოდეს საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი