განაჩენი

სისხლის სამართლის 27.01.2020
საქმის ნომერი
010100119003043880
დავის ტიპი
331 1 , 150 1
თარიღი
27.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100119003043880

1-479/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 იანვარი, 2020 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - თ--------------–---–ი

 

ბრალდებული - რ----- შ-----ე

ადვოკატი - დ--------------

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N1-----------

 

ბრალდებული: რ----- შ-----ე

მამის სახელი: ო-----

დაბადებული: 14.11.1-------------------------------------------–--------------------–------------–-------–----–-----–-------------------------------–------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი რ----- შ-----ის მიმართ:

 

რ----- შ-----ემ ჩაიდინა იძულება - ესეიგი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის შესრულება მის უფლებას წარმოადგენს.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 03 მაისს, საღამოს საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყოფნისას, რ----- შ-----ემ, ტაქსის მძღოლს, მ------ მ--------ს, სთხოვა მიეყვანა ქალაქ ბათუმში, რაც მ------ მ--------მ შეასრულა და მისი მართვის ქვეშ მყოფი „სუბარუ იმპრეზას“ მარკის ავტომობილით (სახელმწიფო ნომრით RR 0-- NN) რ----- შ-----ე ბათუმის მიმართულებით წამოიყვანა. ქალაქ ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ რ----- შ-----ემ მ------ მ-------ისაგან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მიყვანა მოითხოვა და ქ. ბათუმში, შ.რუსთაველის ქუჩაზე ყოფნისას, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ავტომანქანით გადაადგილებისას, 00:11 საათზე, კუთვნილი მობილური ტელეფონის (სააბონენტო ნომრით +995 5-----------) საშუალებით შეტყობინება გააკეთა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, კერძოდ იმ შემთხვევაში თუ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელ კარებს არ გაუღებდნენ და არ შეუშვებდნენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, ააფეთქებდა დანაღმულ, მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც ტაქსის მძღოლთან ერთად გადაადგილდებოდა. აღნიშნულის შემდეგ, მ------ მ-------ის წინააღმდეგობის მიუხედავად, აფეთქების, სიცოცხლის მოსპობისა და ქონების, კერძოდ, მ------ მ-------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის განადგურების მუქარით მ------ მ--------ს უკანონოდ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება და აიძულა მისი ნების საწინააღმდეგოდ შეესრულებინა მოქმედება - გადაადგილებულიყო მის მიერ მითითებული მიმართულებით. აღნიშნული ქმედების შედეგად მ------ მ--------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით რ----- შ-----ე მიიყვანა ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი N220-ში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან, სადაც შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულ იქნა.

 

რ----- შ-----ემ ჩაიდინა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 03 მაისს, 00:11 საათზე, ქ. ბათუმში, შ. რუსთაველის ქუჩაზე ყოფნის დროს მ------ მ--------სთან ერთად, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით (სახელმწიფო ნომრით RR 0-- NN) ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით გადაადგილებისას, რ----- შ-----ემ კუთვნილი მობილური ტელეფონის (სააბონენტო ნომრით +995 5-----------) საშუალებით გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში გააკეთა ცრუ შეტყობინება, თითქოსდა ავტომობილი, რომლითაც გადაადგილდებოდა, იყო დანაღმული და იმ შემთხვევაში, თუ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელ კარებს არ გაუღებდნენ და არ შეუშვებდნენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, ააფეთქებდა დანაღმულ, მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც ტაქსის მძღოლთან ერთად გადაადგილდებოდა. ანალოგიური შინაარსის შეტყობინებები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში რ----- შ-----ემ გააკეთა 2019 წლის 03 მაისს, 00:21 საათზე, 00:26 საათზე, 00:29 საათზე და 00:32 საათზე, რის შემდეგაც შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ის დაკავებულ იქნა. ადგილზე ჩატარებული სპეციალური განაღმვითი სამუშაოებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არც რ----- შ-------თან და არც დასახელებულ ავტომობილში რაიმე სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა, ფეთქებადი ნივთიერება ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩნდა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულ მ------ მ-------ის ჩვენები ანალიზით ირკვევა, რომ 2019 წლის 02 მაისს საღამო საათებში თავის ავტომანქანით (RR0--NN) სუბარუს ფირმის იმყოფებოდა ქობულეთია ავტოსადგურის ტერიტორიაზე და ელოდებოდა მოქალაქეებს რათა თავის მანქანით, როგორც ტაქსი მომსახურებოდა. მასთან მივიდა მეზობელი რ----- შ-----ე, რომელსაც უთხრა, რომ წაეყვანა ბათუმის აეროპორტში რაც შეასრულა. გზაზე მოძრაობის დროს რ----- შ-----ე დარეკა 112-ე სამსახურში და შეატყობინა, რომ მოძრაობდა ტაქსით აეროპორტის მიმართულებით და თუ არ გააღებდნენ აეროპორტის კარს და არ მოიწვევდნენ ჟურნალისტებს პირდაპირი ეთერის ჩართვისათვის იგი აიფეთქებდა თავს და ავტომანქანასთან და მძღოლთან ერთად. ამ ზარის გამო მ------ მ--------ს ძალიან შეშინდა და სთხოვა რ----- შ------- ისეთს ნურაფერ ნუ გააკეთებდა, რომ საფრთხე შექმნოდა მის სიცოცხლე ჯამრთელობას და გაენებებინა მისთვის თავი მაგრამ რ----- შ-----ემ კატეგორულად იუარა. უპასუხა ემოქმედა ისე, როგორც შ-----ე იტყოდა წინააღმდეგ შემთხვევაში ააფეთქებდა თუ დაუჯერებდა არაფერი არ შეემთხვეოდა. რ----- შ-----ის თან ქონდა პოლიეთილენის ორი პარკი. ერთიდან ორი სადენები იყო გამოშვერილი, რაც და რ----- შ------- ხელში ეჭირა. ამის გამო მ------ მ--------მ ბოლომდე ირწმუნა რ----- შ-----ე მუქარა და დამორჩილდა. გზაზე მოძრაობის დროს რ----- შ-----ემ კიდევ რამდენჯერმე დარეკა 112 მომსახურე ოპერატორთან და იგივე გაუმეორა ითხოვდა ტელევიზიის წარმომადგენლებს და აეროპორტის შესასვლელი კარის გაღებას. აეროპორტში მისვლისას კარი არ იყო ღია და იძულებული იყო გაეჩერებინა. მას აეროპორტის შესასვლელში მდგომმა დარაჯებმა მოუწოდეს, რომ გადაეყენებინა ავტომანქანა მაგრამ მ------ მ--------მ დაუძახა, რომ რ----- შ-----ე არ აძლევდა ამის საშუალებას. სწორედ ამ დროს მანქანას მიუახლოვდნენ პოლიციის მუშაკები და რ----- შ-------თან დაიწყეს მოლაპარაკება. საბოლოოდ რ----- შ-----ე დათანხმდა მათ მოთხოვნას და მან შეძლო ჩამოსვლა ავტომანქანიდან და განრიდება იმ ტერიტორიის. საბოლოდ აღმოჩნდა რომ რ----- შ-----ე არ ქონდა არავითარი ასაფეთქებელი მოწყობილობა.

 

მოწმის სახით დაკითხულ კ------------- ა-----–---–ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.

2019 წლის 03 მაისს 112-ის სამსახურიდან აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მოქალაქე რ----- შ-----ე სუბარუს მარკის ტაქსით, ტაქსის მძღოლთან ერთად გადაადგილდება ბათუმიდან აეროპორტის მიმართულებით და თუ აეროპორტის შესასვლელ კარს არ გაუღებდნენ და ტელევიზიაც გააშუქებდა პირდაპირ ეთერში მის მოთხოვნა ააფეთქებდა ავტომობილს. მაშინვე მოხდა აეროპორტის მუშაკებთან ერთადა უსაფრთხოების ზომების მიღება, შესაბამის პერიმეტრის დაცვა, სადაც ასევე განთავსდნენ გამნაღმველები. ავტომანქანა სუბარუ აეროპორტის შესასვლელთან მიახლოების შემდეგ გაჩერდა. ჩანდა, რომ მძღოლი აშკარად შეშინებული იყო. რ----- შ-----ე მძღოლის გვერდით იჯდა. მან დაიწყო ნელ-ნელა მიახლოება და რ----- შ-------თან საუბრის გაბმა, ისე რომ შ-----ეში აგრესია არ გამოეწვია. შ------- თან ქონდა ხელჩანთა რომელის სახელურზეც ჩამრთველი ქონდა დამაგრებული და ქონდა სადენები. რ----- შ-----ე იმუქრებოდა მანქანის აფეთქებით და უარს აცხადებდა მძღოლის განთავისუფლებაზე. საბოლოდ შეძლო და დააჯერა რ----- შ-----ე, რომ მიეცა მძღოლისთვის მანქანიდან გადასვლის საშულება. მძღოლი გადავიდა ავტომანქანიდან და განერიდა ავტომანქანას უსაფრთხო ადგილზე. თვითო კ------------- ა-----–---–ი ჩაჯდა მანქანაში და ასე გააგრძელა რ----- შანიძესთან ურთიერთობა და დაჯერება იმისა, რომ არ მოეყვანა ბომბი მოქმედებაში. საბოლოოდ რ----- შ-----ემ უთხრა, რომ არავითარი ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ქონდა. თან ნაქონ ჩანთაში აღმოჩნდა სხვადასხვა სახის ქაღალდი. რ----- შ-----ემ განუმარტა, რომ ეს ყველაფერი მოაწყო იმიტო, რათა უნდოდა პირდაპირ ეთერში გაეკეთებინა განცხადება და მიზნით ყურადღების მიქცევა იყო.

 

მოწმის სახით დაკითხულ ნ----–-----ს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 03 მაისს დაახლოებით 01 საათზე 112-ის სამსახურიდან აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მოქალაქე რ----- შ-----ე სუბარუს მარკის ტაქსით, ტაქსის მძღოლთან ერთად გადაადგილდება ბათუმიდან აეროპორტის მიმართულებით და თუ აეროპორტის შესასვლელ კარს არ გაუღებდნენ ააფეთქებდა ავტომობილს. შეტყობინების მიღებისთანავე მის მეწყვილესთან ბ---- ნ---–--ესთან ერთდა გაემართა სამსახურებრივი ავტომობილით აეროპორტის მიმართულებით. სადაც ასევე მობილიზება გააკეთეს სხვა პოლიციის მუშაკებმა. პოლიციელების მოქმედებას ხელმძღვანელობდა პოლიციის დირექტორი კ------------- ა-----–---–ი. მოხდა უსაფრთხოების ზომების მიღება, შესაბამის პერიმეტრის დაცვა. ავტომანქანა სუბარუ აეროპორტის შესასვლელთან იყო გაჩერებული. მაში იჯდა რ----- შ-----ე და მძღოლი. რ----- შ-------თან მოლაპარაკება აწარმოა კ------------- ა-----–---–მა. მოლაპარაკების შედეგად რ----- შ-----ემ ჯერ ტაქსის მძღოლს მისცა უფლება დაეტოვებინა ავტომანქანა. შემდეგ უკვე კ------------- ა-----–---–თან საუბარში აღიარა, რომ არანაირი ასაფეთქებელი მოწყობილობა არ გააჩნდა. ადგილზე იმუშავეს გამნაღვმელებმა, მაგრამ რაიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ იქნა ნანახი. ადგილზე მოხდა რ----- შ------- ჩხრეკა, რომელიც აწარმოა გამომძიებელმა ა---------–-------–---–მა. თვითონაც მიიღო მონაწილეობა ჩხრეკაში. ჩხრეკისას რ----- შ------- თან ნაქონ ჩანთაში აღმოაჩნდა, მის პირადი ნივთები და დოკუმენტები. ტელეფონი. ჩხრეკის შესახებ შედგა შესაბამისი ოქმი.

 

2019 წლის 03 მაისს ქ. ბათუმში აეროპორტის გზატკეცილი N 2-----–- განთავსებულ ბათუმის საერთაშორის აეროპორტის ავტოსადგომზე დეტექტივ გამომძიებელ ა---------–-------–---–ის მიერ შედგენილი რ----- შ-----ის პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ რ----- შ-----ის ჩხრეკა დაიწყო 02 საათსა და 10 წუთზე. დამთავრდა 03 საათსა და 20 წუთზე. ჩხრეკისას ამოღებული იქნა შ-----ის ხელთ არსებული ზურგჩანთა, რომელსაც შემოკრული აქვს ელ სადენები შავი ფერის ჩამრთველით, პაკეტში აღმოჩნდა მუყაოს სამი ცალი ყუთი, რომლებსაც ზედ შემოხვეული აქვს ყვითელი და შავი ზოლიანი მწებავი ლენტი. ასვე ამოღებული იქნა თაბახის ფურცლები, ბამბა, ორი ბლოკნოტი, რვეული, წიგნი, მობილური ტელეფონი რომელზედაც განმარტა, რომ აღნიშნული ტელეფონიდან განახორციელა შეტყობინება 112-ის ოპერატორთან, ასევე ამოღებული იქნა ტელ სამუხტი. ყველა ამოღებული ნივთები დაილუქა შესაბამის ლუქით და მოხდა ფოტოგრაფირება. ჩხრეკაში მონაწილეობდნენ აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლები ბ---- ნ---–--ე და ნ----–----ე.

 

ნ----–-----ს ჩვენების შინაარსი და რ----- შ-----ის პირდი ჩხრეკის ოქმის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დადასტურდა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებლების ა---------–-------–---–ისა და ბ---- ნ---–--ის ჩვენებების ანალიზით.

 

მოწმე ნ------–--–--ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარატმენტის ბათუმი განყოფილებაში. 2019 წლის 03 მაისს მის მეწყვილესთან მ------------ესთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და იმყოფებოდა ბათუმში აეროპორტის ტერიტორიაზე ჭიშკართან განთავსებულ საგუშაგოში. მის მოვალეობაში შედის დაცვა აეროპორტის შესასვლელის და გაკონტროლება იმისა, რომ უცხო მანქანა არ შევიდეს აეროპორტის ტერიტორიაზე. მასთან ერთად იმყოფებოდა მეწყვილე. ღამის საათებში აეროპორტის შესასვლელ კარს მიუახლოვდა თეთრი მსუბუქი მანქანა, რომელში იჯდა ორი მამაკაცი. მძღოლი და მის გვერდით მჯდომი. ავტომანქანა მისგან, რამდენიმე მეტრში გაჩერდა. მათ დაუძახეს მძღოლს, რომ გაჩერება იმ ადგილას არ შეიძლებოდა და გაეყვანა ავტომანქანა იქიდან, მაგრამ მძღოლმა უპასუხა, რომ მანქანის გაყვანას ვერ ახერხებს რადგან მგზავრი ამის საშუალებას არ აძლევდა. სწორედ ამ დროს საგუშაგოს მიუახლოვდნენ პოლიციის მუშაკები, რომლებმაც გააფრთხილეს, რომ ავტომანქანაში იმყოფებოდა მგზავრი, რომელიც იმუქრებოდა აფეთქებით და არ მიახლოვებოდნენ მანქანას. რამდენიმე წუთში მანქანას მიუახლოვა ერთი პირი, რომელმაც დაუწყო საუბარი მანქანაში მყოფ მგზარვს. რამდენიმე წუთში მანქანიდან გადმოვიდა მძღოლი, ხოლო ის პირი ვინც ელაპარაკებოდა მგზავრს მანქანაში ჩაჯდა. კიდევ რამდენიმე წუთის შედმეგ დაინახა, რომ ორივენი ერთად გადმოვიდნენ. გადმოსვლისას მანქანის მგზავრმა თან ხელბარგი გადმოიტანა.

 

მოწმე ნ------–--–--ის ჩვენებაში აღწერილი გარემოებები დადასტურებულია მოწმე მ------------ის ჩვენების ანალიზით, რომელმაც სასამართლოს იგივე განუმარტა.

 

2019 წლის 12 ივნისს შედგენილი ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ გამომძიებელ ბაკურ გვალიას მიერ ბათუმი საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში გახსნილი იქნა შსს სსიპ 112-ის სამსახურიდან მოპოვებული კომპაქტ დისკი დალუქული მდგომარეობაში. კომპაქტ დისკზე აღმოჩნდა ჩანაწერი სადაც ისმის მამაკაცის ხმა რომელიც უკავშირდება 112-ის ოპერატორს განუმარტავს, რომ მიემართება ბათუმის აეროპორტისკენ და სურს, რომ გაუღონ აეროპორტის შესასვლელი და აგრეთვე აცხადებს, რომ ავტომობილი დანაღმულია. ინიციატორი აცხადებს რომ ააფეთქებს მანაქანას. ითხოვს ტელევიზიის მისვლას და პირდაპირ ეთერს. დათვალიერების შემდეგ დისკი დაილუქა.

 

აღნიშნული დისკი გამოკვლეული და მოსმენილი იქნა სასამართლო პროცესიის მიმდინარეობისას.

 

ბრალდებულმა რ----- შ-----ემ სასამართლოს განუმარტა რომ მის მიერ განხორცილებული ქმედება მიმართული იყო იქითკენ, რომ ხმამაღლა და ყველას გასაგონად გამოეთქვა პროტესტი მასზე განხორცილებული ზეწოლის თაობაზედ. თუმცა კონკრეტულად ვის მიერ ან რაში გამოიხატებოდა ზეწოლა სასამართლოს ვერ განუმარტა.

 

მოქმედის სისხლის სამართლის კოდექსით კრიმინალიზირებულია იძულება - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნებასურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, საქმეზე დაკითხული დაზარალებულის მ------ მ-------ის და მოწმეთა ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად არის დადასტურებული რომ ბრალდებულმა რ----- შ-----ემ და დაზარალებულ მ------ მ--------ს პირდაპირ აიძულებდა შეესრულებინა ის მოქმედებები, რაც არ სურდა მ------ მ--------ს და რაც სურდა ბრალდებულს რ----- შ-------.

 

განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება პირის ფიზიკურ იძულებაში. ფიზიკურ იძულებას ზოგჯერ თან ახლავს ფსიქიკური იძულება - იგივე მუქარა. მუქარა შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის; მოკვლის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების და სხვა ამდენად სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლში მუქარა უფრო ფართოდაა გაგებული.

 

ამ მუხლის შემადგენლობა სახეზეა მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს, ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგანაც თავის შეკავება მისი უფლებაა. ესე იგი კანონით მისი გადასაწყვეტია ამ ქმედებას ჩაიდენს თუ არა.

 

ფიზიკური ან ფსიქიკური იძულების მიზანია სხვა პირს ჩაადენინოს რაიმე ქმედება ან საკუთარ თავზე განაცდევინოს მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ქმედება.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულ რ----- შ-----ის ყველა ქმედება მიმართული იყო დაზარალებულების მ------ მ-------ის იძულებისკენ ავტომანქანა წაეყვანა აეროპორტის მიმართულებით, შესულიყო აეროპორტის ეზოში, არ გადასულიყო ავტომანქანიდან და აშ. წინააღმდეგ შემთხვევაში აიფეთქებდა თავს, ააფეთქებდა თვით მ------ მ--------საც და დაზარალებულ კუთვნილ ქონებაა ავტომანქანასაც.

 

დადგენილია, რომ დაზარალებულმა მხოლოდ პოლიციის მუშაკების ჩარევის შემდეგ დატოვა ავტომანქანა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათი შეფასებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულებმა რ----- შ-----ემ ჩაიდინა იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნებასურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება - დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც ბრალდებული რ----- შ-----ე ამ კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.

 

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება:

 

დაზარალებულ მ------ მ-------ის ჩვენები ანალიზით ირკვევა, რომ 2019 წლის 02 მაისს საღამო საათებში თავის ავტომანქანით (RR0--NN) სუბარუს ფირმის იმყოფებოდა ქობულეთია ავტოსადგურის ტერიტორიაზე და ელოდებოდა მოქალაქეებს რათა თავის მანქანით, როგორც ტაქსი მომსახურებოდა. მასთან მივიდა მეზობელი რ----- შ-----ე, რომელსაც უთხრა, რომ წაეყვანა ბათუმის აეროპორტში რაც შეასრულა. გზაზე მოძრაობის დროს რ----- შ-----ე დარეკა 112-ე სამსახურში და შეატყობინა, რომ მოძრაობდა ტაქსით აეროპორტის მიმართულებით და თუ არ გააღებდნენ აეროპორტის კარს და არ მოიწვევდნენ ჟურნალისტებს პირდაპირი ეთერის ჩართვისათვის იგი აიფეთქებდა თავს და ავტომანქანასთან და მძღოლთან ერთად. ამ ზარის გამო მ------ მ--------ს ძალიან შეშინდა და სთხოვა რ----- შ------- ისეთს ნურაფერ ნუ გააკეთებდა, რომ საფრთხე შექმნოდა მის სიცოცხლე ჯამრთელობას და გაენებებინა მისთვის თავი მაგრამ რ----- შ-----ემ კატეგორულად იუარა. უპასუხა ემოქმედა ისე, როგორც შ-----ე იტყოდა წინააღმდეგ შემთხვევაში ააფეთქებდა თუ დაუჯერებდა არაფერი არ შეემთხვეოდა. რ----- შ-----ის თან ქონდა პოლიეთილენის ორი პარკი. ერთიდან ორი სადენები იყო გამოშვერილი, რაც და რ----- შ------- ხელში ეჭირა. ამის გამო მ------ მ--------მ ბოლომდე ირწმუნა რ----- შ-----ე მუქარა და დამორჩილდა. გზაზე მოძრაობის დროს რ----- შ-----ემ კიდევ რამდენჯერმე დარეკა 112 მომსახურე ოპერატორთან და იგივე გაუმეორა ითხოვდა ტელევიზიის წარმომადგენლებს და აეროპორტის შესასვლელი კარის გაღებას. აეროპორტში მისვლისას კარი არ იყო ღია და იძულებული იყო გაეჩერებინა. მას აეროპორტის შესასვლელში მდგომმა დარაჯებმა მოუწოდეს, რომ გადაეყენებინა ავტომანქანა მაგრამ მ------ მ--------მ დაუძახა, რომ რ----- შ-----ე არ აძლევდა ამის საშუალებას. სწორედ ამ დროს მანქანას მიუახლოვდნენ პოლიციის მუშაკები და რ----- შ-------თან დაიწყეს მოლაპარაკება. საბოლოოდ რ----- შ-----ე დათანხმდა მათ მოთხოვნას და მან შეძლო ჩამოსვლა ავტომანქანიდან და განრიდება იმ ტერიტორიის. საბოლოდ აღმოჩნდა რომ რ----- შ-----ე არ ქონდა არავითარი ასაფეთქებელი მოწყობილობა.

 

მოწმის სახით დაკითხულ კ------------- ა-----–---–ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.

 

2019 წლის 03 მაისს 112-ის სამსახურიდან აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მოქალაქე რ----- შ-----ე სუბარუს მარკის ტაქსით, ტაქსის მძღოლთან ერთად გადაადგილდება ბათუმიდან აეროპორტის მიმართულებით და თუ აეროპორტის შესასვლელ კარს არ გაუღებდნენ და ტელევიზიაც გააშუქებდა პირდაპირ ეთერში მის მოთხოვნა ააფეთქებდა ავტომობილს. მაშინვე მოხდა აეროპორტის მუშაკებთან ერთადა უსაფრთხოების ზომების მიღება, შესაბამის პერიმეტრის დაცვა, სადაც ასევე განთავსდნენ გამნაღმველები. ავტომანქანა სუბარუ აეროპორტის შესასვლელთან მიახლოების შემდეგ გაჩერდა. ჩანდა, რომ მძღოლი აშკარად შეშინებული იყო. რ----- შ-----ე მძღოლის გვერდით იჯდა. მან დაიწყო ნელ-ნელა მიახლოება და რ----- შ-------თან საუბრის გაბმა, ისე რომ შ-----ეში აგრესია არ გამოეწვია. შ------- თან ქონდა ხელჩანთა რომელის სახელურზეც ჩამრთველი ქონდა დამაგრებული და ქონდა სადენები. რ----- შ-----ე იმუქრებოდა მანქანის აფეთქებით და უარს აცხადებდა მძღოლის განთავისუფლებაზე. საბოლოდ შეძლო და დააჯერა რ----- შ-----ე, რომ მიეცა მძღოლისთვის მანქანიდან გადასვლის საშულება. მძღოლი გადავიდა ავტომანქანიდან და განერიდა ავტომანქანას უსაფრთხო ადგილზე. თვითო კ------------- ა-----–---–ი ჩაჯდა მანქანაში და ასე გააგრძელა რ----- შ-------თან ურთიერთობა და დაჯერება იმისა, რომ არ მოეყვანა ბომბი მოქმედებაში. საბოლოოდ რ----- შ-----ემ უთხრა, რომ არავითარი ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ქონდა. თან ნაქონ ჩანთაში აღმოჩნდა სხვადასხვა სახის ქაღალდი. რ----- შ-----ემ განუმარტა, რომ ეს ყველაფერი მოაწყო იმიტო, რათა უნდოდა პირდაპირ ეთერში გაეკეთებინა განცხადება და მიზნით ყურადღების მიქცევა იყო.

 

მოწმის სახით დაკითხულ ნ----–-----ს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 03 მაისს დაახლოებით 01 საათზე 112-ის სამსახურიდან აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მოქალაქე რ----- შ-----ე სუბარუს მარკის ტაქსით, ტაქსის მძღოლთან ერთად გადაადგილდება ბათუმიდან აეროპორტის მიმართულებით და თუ აეროპორტის შესასვლელ კარს არ გაუღებდნენ ააფეთქებდა ავტომობილს. შეტყობინების მიღებისთანავე მის მეწყვილესთან ბ---- ნ---–--ესთან ერთდა გაემართა სამსახურებრივი ავტომობილით აეროპორტის მიმართულებით. სადაც ასევე მობილიზება გააკეთეს სხვა პოლიციის მუშაკებმა. პოლიციელების მოქმედებას ხელმძღვანელობდა პოლიციის დირექტორი კ------------- ა-----–---–ი. მოხდა უსაფრთხოების ზომების მიღება, შესაბამის პერიმეტრის დაცვა. ავტომანქანა სუბარუ აეროპორტის შესასვლელთან იყო გაჩერებული. მაში იჯდა რ----- შ-----ე და მძღოლი. რ----- შ-------თან მოლაპარაკება აწარმოა კ------------- ა-----–---–მა. მოლაპარაკების შედეგად რ----- შ-----ემ ჯერ ტაქსის მძღოლს მისცა უფლება დაეტოვებინა ავტომანქანა. შემდეგ უკვე კ------------- ა-----–---–თან საუბარში აღიარა, რომ არანაირი ასაფეთქებელი მოწყობილობა არ გააჩნდა. ადგილზე იმუშავეს გამნაღვმელებმა, მაგრამ რაიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ იქნა ნანახი. ადგილზე მოხდა რ----- შ------- ჩხრეკა, რომელიც აწარმოა გამომძიებელმა ა---------–-------–---–მა. თვითონაც მიიღო მონაწილეობა ჩხრეკაში. ჩხრეკისას რ----- შ------- თან ნაქონ ჩანთაში აღმოაჩნდა, მის პირადი ნივთები და დოკუმენტები. ტელეფონი. ჩხრეკის შესახებ შედგა შესაბამისი ოქმი.

 

2019 წლის 03 მაისს ქ. ბათუმში აეროპორტის გზატკეცილი N 2-----–- განთავსებულ ბათუმის საერთაშორის აეროპორტის ავტოსადგომზე დეტექტივ გამომძიებელ ა---------–-------–---–ის მიერ შედგენილი რ----- შ-----ის პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ რ----- შ-----ის ჩხრეკა დაიწყო 02 საათსა და 10 წუთზე. დამთავრდა 03 საათსა და 20 წუთზე. ჩხრეკისას ამოღებული იქნა შ-----ის ხელთ არსებული ზურგჩანთა, რომელსაც შემოკრული აქვს ელ სადენები შავი ფერის ჩამრთველით, პაკეტში აღმოჩნდა მუყაოს სამი ცალი ყუთი, რომლებსაც ზედ შემოხვეული აქვს ყვითელი და შავი ზოლიანი მწებავი ლენტი. ასვე ამოღებული იქნა თაბახის ფურცლები, ბამბა, ორი ბლოკნოტი, რვეული, წიგნი, მობილური ტელეფონი რომელზედაც განმარტა, რომ აღნიშნული ტელეფონიდან განახორციელა შეტყობინება 112-ის ოპერატორთან, ასევე ამოღებული იქნა ტელ სამუხტი. ყველა ამოღებული ნივთები დაილუქა შესაბამის ლუქით და მოხდა ფოტოგრაფირება. ჩხრეკაში მონაწილეობდნენ აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლები ბ---- ნ---–--ე და ნ----–----ე.

 

ნ----–-----ს ჩვენების შინაარსი და რ----- შ-----ის პირდი ჩხრეკის ოქმის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დადასტურდა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებლების ა---------–-------–---–ისა და ბ---- ნ---–--ის ჩვენებების ანალიზით.

 

მოწმე ნ------–--–--ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარატმენტის ბათუმი განყოფილებაში. 2019 წლის 02 მაისს მის მეწყვილესთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და იმყოფებოდა ბათუმში აეროპორტის ტერიტორიაზე ჭიშკართან განთავსებულ საგუშაგოში. მასთან ერთად იმყოფებოდა მეწყვილე. ღამის საათებში აეროპორტის შესასვლელ კარს მიუახლოვდა თეთრი მსუბუქი მანქანა, რომელში იჯდა ორი მამაკაცი. მძღოლი და მის გვერდით მჯდომი. ავტომანქანა მისგან, რამდენიმე მეტრში გაჩერდა. მათ დაუძახეს მძღოლს, რომ გაჩერება იმ ადგილას არ შეიძლებოდა და გაეყვანა ავტომანქანა იქიდან, მაგრამ მძღოლმა უპასუხა, რომ მანქანის გაყვანას ვერ ახერხებს რადგან მგზავრი ამის საშუალებას არ აძლევდა. სწორედ ამ დროს საგუშაგოს მიუახლოვდნენ პოლიციის მუშაკები , რომლებმაც გააფრთხილეს, რომ ავტომანქანაში იმყოფებოდა მგზავრი, რომელიც იმუქრებოდა აფეთქებით და არ მიახლოვებოდნენ მანქანას. რამდენიმე წუთში მანქანას მიუახლოვა ერთი პირი, რომელმაც დაუწყო საუბარი მანქანაში მყოფ მგზარვს. რამდენიმე წუთში მანქანიდან გადმოვიდა მძღოლი, ხოლო ის პირი ვინც ელაპარაკებოდა მგზავრს მანქანაში ჩაჯდა. კიდევ რამდენიმე წუთის შედმეგ დაინახა, რომ ორივენი ერთად გადმოვიდნენ და მგზავრმა თან გადმოიტანა ხელბარგი.

 

მოწმე ნ------–--–--ის ჩვენებაში აღწერილი გარემოებები დადასტურებულია მოწმე მ------------ის ჩვენების ანალიზით, რომელმაც სასამართლოს იგივე განუმარტა.

 

2019 წლის 12 ივნისს შედგენილი ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ გამომძიებელ ბაკურ გვალიას მიერ ბათუმი საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში გახსნილი იქნა შსს სსიპ 112-ის სამსახურიდან მოპოვებული კომპაქტ დისკი დალუქული მდგომარეობაში. კომპაქტ დისკზე აღმოჩნდა ჩანაწერი სადაც ისმის მამაკაცის ხმა რომელიც უკავშირდება 112-ის ოპერატორს განუმარტავს, რომ მიემართება ბათუმის აეროპორტისკენ და სურს, რომ გაუღონ აეროპორტის შესასვლელი და აგრეთვე აცხადებს, რომ ავტომობილი დანაღმულია. ინიციატორი აცხადებს რომ ააფეთქებს მანაქანას. ითხოვს ტელევიზიის მისვლას და პირდაპირ ეთერს. დათვალიერების შემდეგ დისკი დაილუქა.

 

აღნიშნული დისკი გამოკვლეული და მოსმენილი იქნა სასამართლო პროცესიის მიმდინარეობისას.

 

რ----- შ-----ე ნასამართლევია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 მარტის განაჩენით და მას სასჯელის სახედ განსაზღვრული ქონდა 03 (სამი) წელი თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად.

 

ბრალდებულმა რ----- შ-----ემ სასამართლოს განუმარტა რომ მის მიერ განხორცილებული ქმედება მიმართული იყო იქითკენ, რომ ხმამაღლა და ყველას გასაგონად გამოეთქვა პროტესტი მასზე განხორცილებული ზეწოლის თაობაზედ. თუმცა კონკრეტულად ვის მიერ ან რაში გამოიხატებოდა ზეწოლა სასამართლოს ვერ განუმარტა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება ფორმალური დანაშაულია და იგი დამთავრებულად ჩაითვლება ტერორიზმის შესახებ ადრესატისათვის ცრუ შეტყობინების მიწოდებისთანავე. ეს დანაშაული ჩადენილი შეიძლება იქნას მხოლოდ პირდაპირი განზრახვით და მიმართულია საზოგადოების უშიშროებისათვის ზიანის მისაყენებლად, სახელმწიფო ორგანოთა ნორმალური საქმიანობის დეზორგანიზაციისაკენ, ასევე ცალკეული იურიდიული თუ ფიზიკური პირების უფლებებისა და ინტერესების დარღვევისაკენ. ქმედების მოტივი სხვადასხვა შეიძლება იყოს - დაწყებული ხულიგნურით და დამთავრებული პოლიტიკურით. ამიტომ რ----- შ-----ის ქმედების კვალიფიკაციისათვის სასამართლო თვლის, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რა მოტივით მოქმედებდა იგი.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაში. შეტყობინება შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის მაგალითად ისეთიც, როგორც გააკეთა რ----- შ-----ემ, რომელმაც შეატყობინა, რომ თუ არ შეუშვებდნენ აეროპორტის ეზოში და არ მოიწვევდნენ პრესას ააფეთქებდა ტაქსს და ტაქსის მძღოლსაც.

 

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათი შეფასებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულებმა რ----- შ-----ემ ჩაიდინა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება, - დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც ბრალდებული რ----- შ-----ე ამ კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

რ----- შ-----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

რ----- შ-----ის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, იმ გარემოებას რომ დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ რ----- შ------- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე, რომელიც დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთასთან, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს რ----- შ------- მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

რ----- შ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

რ----- შ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, რ----- შ------- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რ----- შ-----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 03 (სამი) წელი თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 მარტის განაჩენით დანიშნული სასაჯელის მოუხდელი ნაწილი -06 (ექვსი) თვე და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით რ----- შ------- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

რ----- შ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ რ----- შ------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2019 წლის 03 მაისიდან .

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ: რ----- შ-----ის პირადი ჩრეკის დროს ამოღებული ზურგჩანთა და პოლიეთილენის პარკები, მასში არსებული პირადი ნივთებით, “ერგოს“ ფირმის მობილური ტელეფონი , მკვნეტარა, ყურსასმენები, დოკუმენტები - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; ერთი ცალი დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეუძლება გაასაჩივროს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი