განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 170100117002078399
საქმე №1ბ/432-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ-------------–---–ის
ადვოკატის: გ--------------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულების: ი-----------–ის, ს--–---------ის
(მონაწილეობის გარეშე)
ღია სასამართლო სხდომაზე, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ს--–---------ის, დაბადებულის 1----–-–--------------ს, თ--------ის მოქალაქის, პირადი N2----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და მცხოვრების: თ--------------------------------------–--------------------–-------–-----------ში, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ი-----------–ის, დაბადებულის 1----–-–------------ს, თ--------ის მოქალაქის, პირადი N2----------, დასაოჯახებელის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და მცხოვრების: თ--------ი, ქ---------------------------–----------------ში, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გამოძიებაში ს--–---------ს და ი-----------–ს ბრალად წარდგენილი ჰქონდათ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ჩადენილი ანგარებით და სხვა პირადი მოტივით.
ს--–---------ის და ი-----------–ის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 13 ივლისს, დღის დროს, ე-––-------------ზე და უ-–-----------------ზე გაბრაზებულმა ს--–---------მა და ი-----------–მა, ვინაიდან ისინი მოტყუებით დაეუფლნენ თ--------ის კუთვნილ ფულს, 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, ე-----------ზე და უ-------------ზე შურისძიების მოტივით, იცოდნენ რა, რომ მათ მოუწევდათ ზიანის ანაზღაურება, ქ-------–--–------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, განუცხადეს შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ხ------------–--ეს, რომ თავიანთმა ნაცნობმა ა--------------–ი ეროვნების ორმა მამაკაცმა, დანის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, წაართვა თავიანთი (ი-----------–ის და ს--–---------ის) კუთვნილი ფული, სულ 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.
გამოძიებაში ს--–---------ს და ი-----------–ს ასევე ბრალად წარდგენილი ჰქონდათ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა ცრუ ჩვენების მიცემით, ჩადენილი ანგარებით და სხვა პირადი მოტივით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში.
ს--–---------ის და ი-----------–ის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ე-––-------------ზე და უ-–-----------------ზე გაბრაზებულმა ს--–---------მა და ი-----------–მა, ვინაიდან ისინი მოტყუებით დაეუფლნენ ი-----------–ის კუთვნილ ფულს 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, ე-----------ზე და უ-------------ზე შურისძიების მოტივით, იცოდა რა, რომ მათ მოუწევდათ ზიანის ანაზღაურება, 2017 წლის 14 ივლისს და 17 ივლისს, თ------–-------------------------–-------ში, თ------–------ს შს რაიონული სამმართველოს ასურეთის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში და ქ. თ------–------ში, თ------–------ს შს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, მოწმის სტატუსით დაკითხვისას აჩვენეს, რომ თავიანთმა ნაცნობმა ა--------------–ი ეროვნების ორმა მამაკაცმა, კერძოდ, ე-––-------------მა და უ-–-----------------მა, დანის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, წაართვა თავიანთი (ი-----------–ის და ს--–---------ის) კუთვნილი ფული, სულ 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.
თ------–------ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის განაჩენით:
ს--–---------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ი-----------–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ს--–---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
ი-----------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
თ------–------ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ს--–---------ის და ი-----------–ის მიმართ გამოტანილი, თ------–------ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად ბრალდების კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ს--–---------ის და ი-----------–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი, კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ს--–---------ის და ი-----------–ის მიმართ გამოტანილი, თ------–------ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენის დადგენისას სასამართლომ თანამიმდევრობით გადასაწყვეტ საკითხებს შორის პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოს, ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. მოცემულ შემთხვევაში ს--–---------ს და ი-----------–ს ბრალად შერაცხული აქვთ საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულად და შესაბამისად, დასჯად ქმედებად გამოცხადებულია დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა. იგივე მუხლის მეორე ნაწილი მაკვალიფიცირებელ გარემოებებად უთითებს, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ანდა ბრალდების მტკიცებულების ხელოვნურად შექმნას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას კანონის ნორმის (მხედველობაშია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლი) განმარტებასთან დაკავშირებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ აღნიშნულ კონტექსტში ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ შეტყობინება, რაც საქართველოს სსკ-ის მიხედვით არ ისჯება, გარდა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისა (საქართველოს სსკ-ის 331-ე მუხლი) და დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა. ზოგადად, დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ შეტყობინებას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, როდესაც პირის მიერ მოწოდებულია რეალობას მოკლებული, სინამდვილის შეუსაბამო, მოგონილი და ყალბი ინფორმაცია რაღაც კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შესახებ, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია, ხოლო დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენაში იგულისხმება კონკრეტული პირის დადანაშაულება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ამა თუ იმ ქმედების ჩადენაში, რაც სინამდვილეში ამ კონკრეტულ პირს არ ჩაუდენია, ანუ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენის შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს დამნაშავე პირის მიერ განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტული პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შესახებ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება პირს ბრალად შეერაცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების (ცრუ დასმენა) ჩადენა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მეორე ნაწილი მაკვალიფიცირებელ გარემოებებად უთითებს იგივე ქმედებას (დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენას), თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში. აღნიშნული დეფინიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენის შემთხვევაში ადგილი უნდა ჰქონდეს კონკრეტული პირის ტყუილად დადანაშაულებას (დასმენას, დაბრალებას), რომ ამ პირმა, თითქოსდა, ჩაიდინა დანაშაული, რაც სინამდვილეში არ მომხდარა, ვინაიდან ბრალი, ბრალდება თავისი არსით მოიცავს მხოლოდ კონკრეტული სუბიექტის დადანაშაულებას დანაშაულის ჩადენაში.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივი და ობიექტური სამართლებრივი შეფასება მიეცა დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენის ბრალდების ეპიზოდში ს--–---------ის და ი-----------–ის ქმედებას. ვინაიდან მათ მიერ ქ-------–--–------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ხ------------–--ისთვის მიწოდებული ცრუ ინფორმაცია არ შეიცავდა კონკრეტული პირის (პირების) დადანაშაულებას კონკრეტული დანაშაულის (ყაჩაღობის) ჩადენაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენით სრულიად საფუძვლიანად არ მიიჩნია ბრალდების ამ ეპიზოდში ს--–---------ის და ი-----------–ის მიერ ჩადენილი ქმედება დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენად და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ და დასჯად ქმედებად. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა ბრალდების ამ ეპიზოდში დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ს--–---------მა და ი-----------–მა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თ------–------ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი ი-----------–ის და ს--–---------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თ------–------ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის განაჩენი ი-----------–ის და ს--–---------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ს--–---------ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
ი-----------–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
ს--–---------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
ი-----------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ს--–---------ის და ი-----------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია;
მსჯავრდებულ ი-----------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან და დაკავების შემთხვევაში შესახლებული იქნას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში;
მსჯავრდებულ ს--–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან და დაკავების შემთხვევაში შესახლებული იქნას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: DVD და CD დისკები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი პროკურორის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე