მუხლი 370. ცრუ ინფორმაცია, ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი
სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლი · სსკ 370
თავი XLII — დანაშაული მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ
1. მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ან ცრუ ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით ან/და თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნით გამოძიების დროს ან სასამართლოში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1356 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.128
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5035 - სსმ I, №26, 11.07.2007 წ., მუხ.242
საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3446 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.274
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4630 -ვებგვერდი, 19.05.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4678 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 4
ივლისის კანონი №2904 – ვებგვერდი, 19.07.2018წ.
მთავარი მონაცემები
სასჯელითავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე
სასჯელითავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე
სასჯელითავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე
სასჯელითავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(115)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 115-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №2კ-231აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.07.2026
მოგვიანებით, განსახილველ საქმეზე მათ მიმართ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენები. შემდეგ, ბრალდების მხარის შუამდგომლობების საფუძველზე, საქართველოს სისხლის…
საქმე №2კ-247აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2026
…და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მისი ნახვის ფაქტი დაადასტურა. 2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ივნისის განაჩენით ე. ე., – დაბადებული..., – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გაუქმდა ე. ე.ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.
საქმე №2კ-1099აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.05.2026
შ–მ (რომლებიც გაფრთხილებულნი არიან საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ ყალბი დასკვნის მიცემისათვის). მათივე ჩვენებებით დგინდება, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საფრთხე წარმოიქმნა მძღოლის მოქმედების შედეგად, რომელმაც უგულებელყო მოძრაობის წესები.
საქმე №2კ-1057აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.04.2026
ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
საქმე №2კ-965აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.02.2026
ხ–ს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. 2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განაჩენით, ზ.
საქმე №2კ-742აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.12.2025
საქმე №2კ-550აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.11.2025
საქმე №2კ-548აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.11.2025
საქმე №2კ-578აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.09.2025
საქმე №2კ-358აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.09.2025
საქმე №2კ-366აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.09.2025
საქმე №2კ-227აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2025
საქმე №2კ-218აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.07.2025
საქმე №2კ-1296აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.06.2025
საქმე №2კ-59-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.04.2025
საქმე №2კ-1231აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.12.2024
საქმე №2კ-666აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.12.2024
საქმე №2კ-915აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.11.2024
საქმე №2კ-570აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.09.2024
საქმე №2კ-239აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2024
საქმე №2კ-392აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2024
საქმე №2კ-299აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2024
საქმე №2კ-196აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.06.2024
საქმე №2კ-339აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.06.2024
საქმე №2კ-137აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.06.2024
საქმე №2კ-235აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2024
საქმე №2კ-19აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.05.2024
საქმე №2კ-255აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.04.2024
საქმე №2კ-1144აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2024
საქმე №2კ-1398აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.03.2024
საქმე №2კ-1241აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.03.2024
საქმე №2კ-1225აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.03.2024
საქმე №2კ-924აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.02.2024
საქმე №2კ-1091აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2024
საქმე №2კ-661აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.12.2023
საქმე №2კ-1344აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.03.2023
საქმე №2კ-557აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.10.2022
საქმე №2კ-458აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2022
საქმე №2კ-294აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.07.2022
საქმე №2კ-738აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.03.2022
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 115-დან — დანარჩენი: «მთელი პრაქტიკა ამ მუხლზე».
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
გამოკითხვის წინ, ისინი გაფრთხილებული იქნენ - სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე და 370-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თაობაზე - ცრუ დასმენის და ცრუ ინფორმაციის მოწოდების შესახებ, რის შემდეგ აჩვენეს, რომ ზემოთ ხსენებული…
გამოკითხვის წინ ისინი გაფრთხილებულ იქნენ სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე და 370-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თაობაზე - ცრუ დასმენის და ცრუ ინფორმაციის მოწოდების შესახებ, რის შემდეგ აჩვენეს, რომ ზემოთხსენებული…
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 370, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-370/