გადაწყვეტილება №27942/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27942/2/2026
16 სექტემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 10.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27942/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 ივლისის №16548 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2026 წლის №006-187 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის №16714 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 103 939,92 ლარი. მათ შორის: საშემოსავლო გადასახადი - 59 979,00 ჯარიმა - 29 989,50 საურავი - 13 971,42
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა თურქეთსა და საქართველოს შორის სატვირთო ავტომობილებით (ტრაილერებით) სხვადასხვა სახის ტვირთების გადაზიდვა.
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიას უფიქსირდებოდა დებიტორული მოთხოვნები იურიდიულ პირებთან. შემოწმების პროცესში მოთხოვნილ იქნა ზემოაღნიშნულ ოპერაციაზე ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ მეორე მხარეებთან თანხების გადახდის შესახებ ურთიერთშედარების აქტები, რაც არ იქნა წარმოდგენილი. შედეგად დებიტორული დავალიანების თანხები ჩაითვალა კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.04.2025 წლის №006-94 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9598 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 12.06.2025 წლის №25251/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის №16548 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დებიტორულ დავალიანებებზე მხარეებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები;
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის №16548 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება) არ განხორციელებულა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 3.06.2026 წლის №006-187 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის №16714 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსვლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გადამხდელის მიერ წარდგენილი დებიტორულ დავალიანებებზე მხარეებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტების შესწავლა, თუმცა გადამხდელს დამატებით არ წარმოუდგენია აღნიშნული მტკიცებულებები, რის გამოც გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო ვალდებულებები არ შეუმცირდა.
ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზეც არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესაბამისი კვალიფიციური ექსპერტების მიერ შესწავლილი იქნა ზემოთხსენებული - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების საგადასახადო შემოწმების აქტი - შპს ------- დაკავშირებით, რომლის საფუძვლებს არ დაეთანხმა „-------“-ის ექსპერტი და შეადგინა 2025 წლის 29 მაისის 11 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 თებერვლის 2770 ბრძანების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარატამენტის მიერ ჩატარდა შპს ------- კამერალური შემოწმება, გადასახადების დარიცხვის მოტივად ნაჩვენებია, ის რომ: შემოწმებისთვის წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ასევე ელექტრონული ბუღალტერიის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საზოგადოებას უფიქსირდებოდა დებიტორული მოთხოვნები იურიდიული პირებთან მიმართებაში.
შემოწმების პროცესში მოთხოვნილი იქნა ზემოთაღნიშნულ ოპერაციებზე ინფორმაცია (დოკუმენტაცია), კერძოდ: მეორე მხარეებთან თანხების გადახდის შესახებ - ურთიერთშედარების აქტები, რაც ვერ იქნა წარმოდგენილი, ვინაიდან გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტალური მტკიცებულებები - დებიტორული დავალიანებების თანხები შემმოწმებლების მიერ მიღებულ სარგებლად სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, შედეგად გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
საქმე და რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ შპს -------, მისი დებიტორული ორგანიზაციებიდან: 1) შპს ------- (ს.კ -------) 117 259,07 ლარი; 2) შპს ------- (ს.კ -------) 21 310,58 ლარი; 3) შპს ------- (ს.კ -------) 49 287,9 ლარი და 4) შპს ------- (ს.კ -------) 52 058,6 ლარი - სინამდვილეში - არ მიუღია. რაც შეეხება - შედარების აქტებს, მათი შედგენა - ვერ მოხერხდა, ვინაიდან შპს------- და შპს ------- დირექტორი და დამფუძნებელი ------- ამჟამად დაპატიმრებულია და იმყოფება პენიტენციალურ დაწესებულებაში, ხოლო ზემოთ მითითებული: შპს ------- და შპს ------- დირექტორი და დამფუძნებელი: თურქეთის მოქალაქე ------- იმყოფება თურქეთში, ვერ იძებნება და კონტაქტზე არ პასუხობს.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამო შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარატამენტის შემოწმების აქტი და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებული იქნა - შემოსავლების სამსახურის დავის განმხილველ უწყებაში, მაგრამ მათ - 2025 წლის 14 მაისის 9598 ბრძანებით - არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და დარიცხული გადასახადები ძალაში დატოვა.
დაცვის მხარის მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნით გამოკითხული იქნა: შპს ------- დამფუძნებელი და დირექტორი: -------, ამავე ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი ------- და შპს -------, შპს ------- და შპს ------- ბუღალტერი -------.
გამოკითხვის წინ, ისინი გაფრთხილებული იქნენ - სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე და 370-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თაობაზე - ცრუ დასმენის და ცრუ ინფორმაციის მოწოდების შესახებ, რის შემდეგ აჩვენეს, რომ ზემოთ ხსენებული ოთხი შპს-დან დებიტორული დავალიანებები - მათი მხრიდან - არ დაფარულა, შესაბამისად შპს ------- მათი მხრიდან დებიტორული თანხები არ შემოსულა და შესაბამისად დარიცხული გადასახადები - უსაფუძვლო და უსამართლოა. ბუღალტერმა ------- ისიც დაადასტურა, რომ მუშაობდა შპს ------- და შპს ------- ბუღალტრად და დარწმუნებულია იმაში, რომ ამ უკანასკნელი ორგანიზაციებიდან არანაირი ფორმით დებიტორული დავალებები არ გაცემულა - შპს ------- მიმართულებით, იგივე დაადასტურა მან შპს ------- და შპს ------- მხრიდან დებიტორული დავალიანებების გადაუხდელობაზე - შპს ------- მიმართებით. ამდენად თუ სინამდვილეში თანხები შპს ------- არ შემოსულა - შესაბამის სარგებელსაც შპს ------- დირექტორი ვერ მიიღებდა.
დაცვის მხარის მიერ შედგენილი შესაბამისი გამოკითხვის ოქმები წარედგინა ექსპერტიზას, გამომდინარე აქედან - საბუღალტრო ექსპერტიზამ ვერ გაიზიარა შემოსავლების სამსახურის პოზიცია - იმის თაობაზე, რომ შპს ------- მიღებული აქვს ზემოთაღნიშნული დავალიანებები, რადგან შპს ------- არავითარი საბუღალტრო დოკუმენტაცია ამ თანხების მიღების და გაცემის თაობაზე ორგანიზაციის ბუღალტერიაში - არ არსებობს და ორგანიზაციის დირექტორის მიერ დებიტორული დავალიანებების - სარგებლად ჩათვლა ექსპერტს: არაკვალიფიციურად მიაჩნია, რა შეფასებასაც იზიარებს დავლის მხარე.
2025 წლის 24 ივნისს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ გამოიტანა გადაწყევტილება 03/46443 25251/2/2025 წლის, რომლის თანახმად მათის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 მაისის 9598 ბრძანება და მათ დაევლა ხელახლა განეხილათ საჩივარი.
2025 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილეს საჩივარი და დაავალეს წარმოედგინათ ურთიერთშედარების აქტები.
მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა ვერ მოხერხდა მათთან დაკავშირება და აღნიშნული ურთიერთშედარების აქტების შედგენა, რადგან შპს ------- და შპს ------- დირექტორი და დამფუძნებელი ------- ამჟამად დაპატიმრებულია და იმყოფება პენიტენციალურ დაწესებულებაში, ხოლო ზემოთ მითითებული შპს ------- და შპს ------- დირექტორი და დამფუძნებელი თურქეთის მოქალაქე ------- იმყოფება თურქეთში, ვერ იძებნება და კონტაქტზე არ პასუხობს.
აღნიშნული გარემოებების გამო შემოსავლების სამსახურის მიერ გამოტანილი იქნა 2026 წლის 3 ივნისის 12114 ბრძანება და 2026 წლის 3 ივნისის 006-187 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრეს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში, ამ უკანასკნელმა ორგანომ საჩივარი განსახილველად გაუგზავნა შემოსავლების სამსახურს.
2026 წლის 23 ივლისს შემოსავლების სამსახურმა ზეპირი მოსმენით იმსჯელა საჩივართან დაკავშირებით, სადაც აუხსნეს რომ შპს ------- და შპს ------- დირექტორი და დამფუძნებელი ------- იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც იხდის სასჯელს, ხოლო შპს ------- და შპს ------- დირექტორი და დამფუძნებელი ------- იმყოფება თურქეთში მათთვის უცნობ მისამართზე და ამიტომ ვერ მოხერხდა მათთან კომუნიკაცია და შესაბამისი შედარების აქტების წარმოდგენა. ფაქტიურად შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციის გამო ითხოვს დამატებით დროის მიცემას, მაგრამ შემოსავლების სამსახურმა უარი გამოუცხადა დამატებით დროის მიცემაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათი თხოვნა გამოწვეული იყო გამოუვალი მდგომარეობის გამო, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს - გაიზიაროს მათი მდგომარეობა და დაეხმაროს დამატებითი დროის მიცემაში, მაშინ როდესაც აღნიშნული დარიცხვა განახორციელა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარატამენტმა - მიუღებელ და შპს ------- არ შემოსულ მათ მიმართ ზემოთხსენებულ შპს-ების დავალიანებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
ითხოვენ დამატებით დროს, რათა მიეცეთ საშუალება გავიდნენ კონტაქტზე -------, რომელიც დაპატიმრებულია და -------, რომელიც იმყოფება თურქეთში, რათა შეადგინონ მათთან ურთიერთშედარების აქტები დს სხვა საჭირო დოკუმენტაცია.
ამდენად აუცილებელია მოხდეს შესაბამისი გადაანგარიშება შემმოწმებლის მიერ ორგანიზაციაში განმეორებით ადგილზე მისვლით, რასაც ითვალისწინებს გასვლითი საგადასახადო შემოწმება და განხორციელდეს შემოწმების აქტის ციფრობრივი მონაცემების ობიექტური, სამართლიანი კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის №16548 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დებიტორულ დავალიანებებზე მხარეებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები;
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის №16548 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2026 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოსთვის არანაირი მტკიცებულება/დოკუმენტაცია არ წარუდგენია. შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება) არ განხორციელებულა.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას, რაც დადგენილი გარემოებების შეცვლის და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის №16548 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 ივლისის №16548 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსვლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გადამხდელის მიერ წარდგენილი დებიტორულ დავალიანებებზე მხარეებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტების შესწავლა, თუმცა გადამხდელს დამატებით არ წარმოუდგენია აღნიშნული მტკიცებულებები, რის გამოც გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო ვალდებულებები არ შეუმცირდა.
ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზეც არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის №16548 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)