1. გამოსაკითხი პირისადმი, მოწმისადმი, დაზარალებულისადმი, ექსპერტისადმი ან თარჯიმნისადმი მიმართვა ან მისი დაყოლიება, შესაბამისად, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ან ყალბი დასკვნის მიცემისათვის, ან ინფორმაციის მიწოდებაზე ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ანდა არასწორად თარგმნისათვის, ან მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ან მიცემული ჩვენების ან დასკვნის შეცვლისათვის, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. გამოსაკითხი პირის, მოწმის, დაზარალებულის, ექსპერტის ან თარჯიმნის მოსყიდვა ან მისი იძულება, შესაბამისად, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ან ყალბი დასკვნის მიცემისათვის, ან განზრახ არასწორად თარგმნისათვის, ანდა ინფორმაციის მიწოდებაზე ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ან მისი შეცვლისათვის, თუ ამას ერთვის მისთვის ანდა მისი ახლო ნათესავისთვის ნებისმიერი სახის ქონებრივი სარგებლის შეთავაზება ან მოკვლის, ძალადობის, ქონების დაზიანების ან განადგურების ანდა სხვა მუქარა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ძალადობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
4. იგივე ქმედება, რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
შენიშვნა:
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5035 - სსმ I, №26, 11.07.2007 წ., მუხ.242
საქართველოს 2015 წლის
18 დეკემბრის
კანონი №4678
- ვებგვერდი, 29.12.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.12.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.12.2015 კანონი №4678
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(44)
- საქმე №2კ-366აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.09.2025
…გადაწყვეტილება: 2.1. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 მარტის განაჩენით, ა. ჩ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 25, 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ა. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10 000 ლარი, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა…
- საქმე №2კ-3აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.05.2025
…პროკურორ მ. ეუაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა: 1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის განაჩენით რ. ს-, დაბადებული ---, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 5500 ლარი, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2024 წლის 24 თებერვლიდან…
- საქმე №2კ-1380აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.04.2025
…საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)) და საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით (დაზარალებულის იძულება, ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმისათვის, როცა ამას ერთვის მისი მოკვლის მუქარა) გათვალისწინებული…
- საქმე №2კ-253-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2024
…ნომრით........., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: 1.1. საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე…
- საქმე №2კ-530აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.09.2024
…რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ. შ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. 2.2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განაჩენით, რ. შ–ე ცნობილ იქნა…
- საქმე №2კ-351აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.07.2024
- საქმე №2კ-792აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.10.2023
- საქმე №2კ-1129აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.01.2023
- საქმე №2კ-560აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.09.2022
- საქმე №2კ-563აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.07.2022
- საქმე №2კ-252აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.10.2019
- საქმე №2კ-664აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.05.2018
- საქმე №2კ-633აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.03.2017
- საქმე №2კ-121აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2016
- საქმე №2კ-227აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.10.2015
- საქმე №2კ-207აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.07.2015
- საქმე №2კ-111აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.03.2010
- საქმე №2კ-1565აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.07.2008
- საქმე №2კ-154კოლ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.05.2005
- საქმე №010100115001095698 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 14.11.2018
- საქმე №330100119002983081 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.02.2020
- საქმე №200100117001907095 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.11.2019
- საქმე №340100114002871074 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.09.2019
- საქმე №240100118002713233 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 19.07.2019
- საქმე №010100115001030004 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 01.07.2019
- საქმე №010100115001095698 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 01.07.2019
- საქმე №080100118002596914 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.05.2019
- საქმე №020100118002503717 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 23.05.2019
- საქმე №080100118002571447 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.05.2019
- საქმე №330100117002146858 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.03.2019
- საქმე №330100117002032241 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.11.2018
- საქმე №160100117002058440 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.11.2018
- საქმე №190100114521368 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.11.2018
- საქმე №010100120003436670 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 20.03.2020
- საქმე №080100118002437627 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 06.09.2019
- საქმე №200100117001907095 · თელავის რაიონული სასამართლო · 23.04.2019
- საქმე №240100118002713233 · სენაკის რაიონული სასამართლო · 15.03.2019
- საქმე №330100117002146858 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.01.2019
- საქმე №330100118002471162 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.12.2018
- საქმე №080100118002571447 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 17.10.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 44-დან.