თავი VI — მოწმე და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეები
1. თარჯიმანს უფლება აქვს:
ა) თარგმანის დასაზუსტებლად შეკითხვა დაუსვას პროცესის მონაწილეებს;
ბ) გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს და სასამართლო სხდომის ოქმს;
გ) გამოთქვას შენიშვნა, რომელიც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი;
დ) უარი თქვას თარგმნაზე, თუ ამისთვის საჭირო ცოდნა არ გააჩნია.
2. თარჯიმანი ვალდებულია:
ა) გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით;
ბ) ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება და დოკუმენტი;
გ) ხელმოწერით დაადასტუროს თარგმანის უტყუარობა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმში და სხვა საპროცესო დოკუმენტში;
დ) გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს გამოძიების მასალა, აგრეთვე მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შემცველი ცნობებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №2კ-30აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.05.2018
…ისიც, რომ შ. არასერტიფიცირებული თარჯიმანია და სრულიად შეუძლებელია იმის გარკვევა, რამდენად ჯეროვნად შეუძლია შეასრულოს თარგმანი. ნ.- შ-ს რომ სათვალე თან ჰქონდა, ეს ფაქტი დაფიქსირებულია შემთხვევის ადგილას გადაღებულ ფოტოცხრილში. საქართველოს სსსკ-ის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, თარჯიმანი ვალდებულია, ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება და დოკუმენტი. ხელმოწერით…
…შ----ე არასერტიფიცირებული თარჯიმანია და სრულიად შეუძლებელია იმის გარკვევა, რამდენად ჯეროვნად შეუძლია შეასრულოს თარგმანი. ნ------- შ----ეს რომ სათვალე თან ჰქონდა, ეს ფაქტი დაფიქსირებულია შემთხვევის ადგილას გადაღებულ ფოტოცხრილში. საქართველოს სსსკ-ის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, თარჯიმანი ვალდებულია, ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება და დოკუმენტი. ხელმოწერით…
…არასერტიფიცირებული თარჯიმანია და სრულიად შეუძლებელია იმის გარკვევა რამდენად ჯეროვნად შეუძლია განახორციელოს მან თარგმანი. ნ------- შ----ეს რომ სათვალე თან აქვს, ეს ფაქტი დაფიქსირებულია შემთხვევის ადგილას გადაღებულ ფოტო ცხრილში. საქართველოს სსსკ-ის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით თარჯიმანი ვალდებულია ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება და დოკუმენტი. ხელმოწერით დაადასტუროს…
…დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, რასაც ფ--------------------ეს შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ფირუდინ გარაზედესთვის სასჯელის გამკაცრების შესახებ. საქართველოს სსსკ-ის 54-ე მუხლი განსაზღვრავს სასჯელის დანიშვნის წესს შემამსუბუქებელ გარემეობათა არსებობისას. ფ--------------------ე არ არის ნასამართლევი, აღიარა და…
…გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-6 ნაწილის,,დ’’ ქვეპუნქტის თანხამად, თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები, გამომძიებელი უფლებამოსილია მოიწვიოს თარჯიმანი. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, თარჯიმანი ვალდებულია, ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება და დოკუმენტი. ხელმოწერით დაადასტუროს…
…ქმედებით, – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.“. 47. 283 -ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, თუ მას თან ახლავს ფულადი სახსრების ამ კოდექსის 54-ე მუხლის 11 ნაწილისა და 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის გაუთვალისწინებლად სხვა მიმართულებით გადარიცხვა, – იწვევს დაჯარიმებას სხვა მიმართულებით…
მუხლი 29. ჟესტური ენის თარჯიმანი— ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 54, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-54/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია