თავი VI — მოწმე და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეები
1. ექსპერტს უფლება აქვს:
ა) გაეცნოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო მასალას, ამოიწეროს საჭირო ცნობა და გადაიღოს ასლი;
ბ) მოითხოვოს დამატებითი მასალის წარდგენა; გამოკვლევის პროცესში აიღოს მასრის, ტყვიისა და სხვა ობიექტის საცდელი ნიმუში; ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს მოსთხოვოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია;
გ) უარი თქვას დასკვნის მიცემაზე და ექსპერტიზის გაგრძელებაზე, თუ დასმული საკითხები სცილდება მისი ცოდნის ფარგლებს ან თუ მისთვის წარდგენილი მასალა საკმარისი არ არის დასკვნის მისაცემად;
დ) ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას;
ე) მონაწილეობა მიიღოს ექსპერტიზის საგანთან და საექსპერტო კვლევასთან დაკავშირებული მტკიცებულების გამოკვლევაში;
ვ) მტკიცებულების აღმოჩენის, გამოკვლევისა და დემონსტრირებისათვის გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური საშუალება, სპეციალური ცოდნა და გამოცდილება.
2. ექსპერტი ვალდებულია:
ა) თუ საექსპერტო კვლევით დადგინდა გარემოება, რომლის შესახებაც ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს ან/და პროცესის სხვა უფლებამოსილ მონაწილეს კითხვა არ დაუსვამს, იგი ასახოს დასკვნაში;
ბ) დაიცვას და საექსპერტო კვლევის შემდეგ ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს დაუბრუნოს კვლევის ობიექტი, თუ საექსპერტო კვლევისას ეს ობიექტი სრულად არ დახარჯულა;
გ) თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძველი, განაცხადოს თვითაცილებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 52. ექსპერტის უფლება-მოვალეობანი 1. ექსპერტს უფლება აქვს: ა) გაეცნოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო მასალას, ამოიწეროს საჭირო ცნობა და გადაიღოს ასლი; ბ) მოითხოვოს დამატებითი მასალის წარდგენა; გამოკვლევის პროცესში აიღოს მასრის, ტყვიისა და სხვა ობიექტის საცდელი ნიმუში; ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს მოსთხოვოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია; გ) უარი თქვას დასკვნის მიცემაზე და ექსპერტიზის გაგრძელებაზე, თუ დასმული საკითხები სცილდება მისი ცოდნის ფარგლებს ან თუ მისთვის წარდგენილი მასალა საკმარისი არ არის დასკვნის მისაცემად; დ) ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას; ე) მონაწილეობა მიიღოს ექსპერტიზის საგანთან და საექსპერტო კვლევასთან დაკავშირებული მტკიცებულების გამოკვლევაში; ვ) მტკიცებულების აღმოჩენის, გამოკვლევისა და დემონსტრირებისათვის გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური საშუალება, სპეციალური ცოდნა და გამოცდილება. 2. ექსპერტი ვალდებულია: ა) თუ საექსპერტო კვლევით დადგინდა გარემოება, რომლის შესახებაც ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს ან/და პროცესის სხვა უფლებამოსილ მონაწილეს კითხვა არ დაუსვამს, იგი ასახოს დასკვნაში; ბ) დაიცვას და საექსპერტო კვლევის შემდეგ ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს დაუბრუნოს კვლევის ობიექტი, თუ საექსპერტო კვლევისას ეს ობიექტი სრულად არ დახარჯულა; გ) თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძველი, განაცხადოს თვითაცილება.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3)
საქმე №ბს-599(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
…სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებს მთავარი პროკურატურის 2014 წლის 8 იანვრის №13/670 წერილზე, რომლითაც აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2009 წლის 17 თებერვლის ბრძანებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ყადაღა დაედო ნ.ჯ-ის კუთვნილ ავტომანქანას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის…
საქმე №2კ-607აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.11.2021
…არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ს. დ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა განჩინების საფუძველზე ამოღებული ქალისა და მამაკაცის აქსესუარები,…
საქმე №2კ-680აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.11.2021
…იგი არ უნდა გაიზიაროს. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას და უთითებს, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით არ გამოკვეთილა საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლით (ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი) და სსსკ-ის 52-ე მუხლის პირველი ნაწილით (ექსპერტის უფლება-მოვალეობები) დადგენილი რომელიმე წესის უგულებელყოფა. ადვოკატი აგრეთვე უთითებს, რომ სააპელაციო პალატის მიერ…
…სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნებისთვის. 7. მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რის თაობაზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში აცნობებს…
…სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნებისთვის. 7. მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რის თაობაზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში აცნობებს…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 52, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-52/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია