ამ კოდექსის 1654 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონებით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრება, უფლება აქვს:
ა) ჰყავდეს ადვოკატი;
ბ) გაეცნოს და მიიღოს დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მასალები;
გ) ბრალდების მხარეს წარუდგინოს დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებული მტკიცებულება და შუამდგომლობით მოითხოვოს მისი სისხლის სამართლის საქმისთვის დართვა;
დ) ადვოკატთან ერთად სასამართლოში მონაწილეობა მიიღოს დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებული მტკიცებულების გამოკვლევაში, მათ შორის, ადვოკატთან ერთად შეკითხვები დაუსვას ამ საკითხთან დაკავშირებით დასაკითხ მოწმეს;
ე) სასამართლოს მისცეს ჩვენება დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებით. ამ დროს აღნიშნულ პირს აქვს მოწმის უფლებები და აკისრია მისი მოვალეობები;
ვ) მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს ამ კოდექსის XVII1 თავით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ეგზემპლარი;
ზ) სააპელაციო და საკასაციო წესებით გაასაჩივროს სასამართლოს მიერ ამ კოდექსის XVII1 თავით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების ნაწილში.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025