2. განყოფილების უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსის, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილისა და განყოფილების უფროსის წინაშე.

3. განყოფილების უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს განყოფილების უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ზედამხედველობს მათ შესრულებას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;

დ) ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ კორესპონდენციას განყოფილების მოსამსახურეთა შორის;

ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე მთავარი სამმართველოს უფროსისა და განყოფილების უფროსის ცალკეულ დავალებებ