მუხლი 14🔗
ყოველი წევრი უფლებამოსილია ჰყავდეს ერთი წარმომადგენელი მინისტრთა კომიტეტში და თითოეულ წარმომადგენელს აქვს ერთი ხმის უფლება. კომიტეტში წარმომადგენლები უნდა იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრები. იმ შემთხვევაში, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის წარმოდგენა ვერ ხერხდება ან გარკვეული გარემოებების გამო არ არის ეს სასურველი, მისი მოვალეობების შესასრულებლად შეიძლება დასახელებულ იქნეს სხვა პირი, რომელიც შეძლებისდაგვარად უნდა იყოს მთავრობის წევრ